Blog

  • შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

    ნტისაოკუპაციო აქცია პარლამენტთან დღეს ისევ იმართება მოსახლეობა კი პარლამენტთან 19:00 საათიდან იკრიბება.  მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელი რჩება.მშვილდაძის თქმით, გიორგი გახარია უნდა გადადგეს და ვადამდელი არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.

    „ჩვენი მთავარი მოთხოვნა ოთხია და ეს გაჟღერდა თავიდანვე. პირველი მოთხოვნა არის, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ადამიანები, რომლებიც დაპატიმრებული ჰყავთ, აუცილებლად დასაჯონ პოლიციელები, რომლებიც სადისტურად იქცეოდნენ იმ ღამეს და გადადგეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მინისტრმა გახარიამ და მომდევნო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სიით, იმისათვის, რომ ადამიანებს დაუბრუნდეთ არჩევანი,’ – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

  • პუტინის განკარგულების მიუხედავად რუსი ტურისტები საქართველოში რჩებიან

    პუტინი საქართველოს ტურისტულ ემბარგოს უწესებს და რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ადგილობრივი ტურისტების გადაყვანას უკრძალავს. რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება რუსთაველის აქციაზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციების შემდეგ მიიღო. ამ წუთებში საქართველოში ათიათასობით რუსი ტურისტი იმყოფება, რომლებიც აცხადებენ, რომ სრულიად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, კრემლის პოლიტიკური გადაწყვეტილებები კი მოქალაქეების უფლებებისგან უნდა გაიმიჯნოს.

    „მე პირველად ვარ საქართველოში, ძალიან მირჩიეს და ჩამოვედი. მომწონს ყველაფერი ქვეყანა, ამინდი, ხალხი. მითხრეს რუსეთიდან, რაც თქვა პუტინმა, მეკითხებიან რამდენად უსაფრთხოა აქ ყოფნა. თუმცა მე ძალიან მშვიდად და უსაფრთხოდ ვაგრძელებ მოგზაურობას. მე მგონი პუტინს ამით უნდა ზეწოლა მოახდინოს ჩვენზე. აქ უკვე ირთვება პოლიტიკა. არ არის სწორი აურიო ერთმანეთში პოლიტიკური ინტერესები და რიგითი მოქალაქეების უფლებები“, – აცხადებს რუსი ტურისტი.

    რუსი ტურისტები ქართველების სტუმართმოყვარეობაზე აკეთებენ აქცენტს და აცხადებენ, რომ საქართველოს რეკომენდაციას მეგობრებთანაც გაუწევენ.

    „არ აქვთ უფლება გადაუწყვიტონ ყოფილ საბჭოთა კავშირის მოსახლეობას, რომ ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებაში უნდა იყვნენ. ერთი კაცი არ უნდა წყვეტდეს ყველაფერს, მიმაჩნია, რომ არაფერი საშიში არ არის, იმაზე უფრო სტუმართმოყვარეები ხართ, ვიდრე ველოდით“, განაცხადა რუსმა დამსვენებელმა.

    რუსეთის ემბარგოს პასუხად საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა კამპანია დაიწყო – „დაისვენე საქართველოში“. კამპანიის ინიციატორები და ცნობილი სახეები მოსახლეობას მოუწოდებენ შვებულება საქართველოში გაატარონ.

    „წელს ყველა საქართველოში ვატარებთ არდადეგებს! მე პირადად სვანეთი არ მინახავს და იქ ვაპირებ ასვლას! შევუწყოთ ტურიზმს ხელი! არ გვჭირდებიან ჩვენ რუსი ტურისტები! ვისაც პუტინის მარაზმი არ აღელვებს ის ისედაც ჩამოვა! დავისვენოთ ჩვენს სამშობლოში!“, – აღნიშნულ სტატუსს ანიტა რაჭველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

  • “კორდონის გარღვევის გამო არ უნდა დააბრმავო ბავშვები” – სანდრა რულოვსმა დაშავებულები მოინახულა

    20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან სისხლიანი დარბევის დროს დაშავებულები მოინახულა სანდრა რულოვსმა. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, 20 ივნისის ღამეს პოლიციამ უკანონო მითითება შეასრულა და ოკუპანტის დასაცავად საკუთარ მოქალაქეებს დაუპირისპირდა.

    სანდრა რულოვსი მომხდარის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.

    „მინდა გამოვხატო ჩემი მწუხარება, ჩემი დამოკიდებულება ამ მთავრობის მიმართ, რომელიც ძალიან უარყოფითია, ამ რეაგირების მიმართ. გასაგებია, რომ არ მოგწონს დემონსტრაციები, მაგრამ მშვიდობიანად ტარდებოდა ეს დემონსტრაციები და ახლა ფანჯრების გატეხვის ან კორდონის გარღვევის გულისთვის კი არ უნდა დააბრმავო ბავშვები. ჩემთვის ეს არის ომი“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

  • რუსეთი 8 ივლისიდან ფრენას ქართულ ავიაკომპანიებსაც უკრძალავს

    რუსეთი ქართულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან ფრენებს უკრძალავს. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ამის შესახებ განცხადება გაავრცელა. სამინისტროს ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ფრენების შეჩერების მიზეზი ფრენის უსაფრთხოების სათანადო დონის უზრუნველყოფის აუცილებლობა და ვადაგადაცილებული დავალიანებაა, რომელიც ქართულ მხარეს მართებს. აეროსანავიგაციო მომსახურებისთვის საქართველოს დავალიანება დაახლოებით 793 000 დოლარია.
    “ფრენები შეწყვეტილი იქნება მანამდე, სანამ რუსულ მხარეს არ წარუდგენენ კომპანიების – Georgian Airways და MyWay Airlines საავიაციო უსაფრთხოების პროგრამას, მათ აუდიტს და რუსული მხარის თანხმობას, ასევე იმ მომენტამდე, სანამ ქართული მხარე სრულად არ დაფარავს საჰარო ნავიგაციის მომსახურების დავალიანებას“–ნათქვამია განცხადებაში.
    რუსეთის საავიაციო ხელმძღვანელობა ასევე აცხადებს, რომ მზად არის ქართულ მხარეს კონსულტაციები გაუწიოს.
    გუშინ საღამოს რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მიმართულებით ფრენები აუკრძალა რუსულ ავიაკომპანიებს და მიზეზად რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაასახელა იმ მოვლენების ფონზე, რომლებიც საქართველოში 20–21 ივნისს განვითარდა.
  • ისანში სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოკლეს

    ისანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი სასიკვდილოდ დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • “იყო შემთხვევები აქციების დროს ტაძრის გაძარცვის“– რატომ დაკეტეს 20 ივნისის დარბევისას ქაშვეთი

    საპატრიარქო ამტკიცებს, რომ 20 ივნისს, სისხლიანი დარბევის დროს, ქაშვეთის ტაძარი ღია იყო და არავის დაუკეტავს კარი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებზეც პოლიცია რეზინის ტყვიებით ნადირობდა.

    საპატრიარქომ და ქაშვეთის წინამძღვარმა დღეს მეუფე პეტრე სიცრუეში დაადანაშაულეს, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ეკლესიის წინამძღოლი კარების ჩაკეტვის გამო გააკრიტიკა.

    ბრალდებას ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა მეუფე პეტრე. მიტროპოლიტის განცხადებით, მას ქაშვეთის წინამძღვარმა ტაძრის დაკეტვის მიზეზები აუხსნა და თქვა, რომ ცრემლსადენი აირით მოწამვლის გამო, მას სახლში დაბრუნება მოუწია, ტაძარი კი დაიკეტა ძარცვის თავიდან აცილების მიზნით.

    “კურიერის” მიერ გადაღებულ კადრებში კი კარგად ჩანს, რომ სისხლიანი მოვლენების დროს ტაძრის კარები დახურული იყო მაშინ, როდესაც პოლიციისგან დევნილი ადამიანები თავშესაფარს სწორედ ეკლესიის ეზოში ეძებდნენ.

    „მესმის, რომ ძალიან სჭირდებათ ამათ და ძალიან უნდათ მეუფე პეტრეს დისკრედიტაცია, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ ბოროტი თავისი უგუნურებით ღვთის სამსახურშია. ეს ყველაფერი ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს. რაც შეეხება ფაქტს, მე გუშინ ქაშვეთის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ელიზბარმა დამიდასტურა, რომ მან მიიღო გაზით მოწამვლა და ის იძულებული გახდა, სახლში დაბრუნებულიყო, ხოლო დაკეტილი ტაძარი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ აქციების დროს იყო შემთხვევები ეკლესიის გაძარცვისა და ქურდობისა, ამიტომ ისინი იძულებული იყვნენ ყოფილიყო ტაძარი დაკეტილი“, – აცხადებს მეუფე პეტრე

  • ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს და დიპლომატებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრას ესწრებოდნენ: ესტონეთის, ლიეტუვის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ბულგარეთის ელჩები, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
    როგორც პრეზიდენტმა ელჩებთან შეხვედრაზე აღნიშნა, საზოგადოებრივი თანხმობის მისაღწევად და პოლარიზაციის შესამციებლად მზადაა ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლოს, რომელსაც არა აქვს დესტაბილიზაციისაკენ მიმართული მოწოდებები და იდეები.
    საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო სტაბილურობის კერას წარმოადგენს, შესაბამისად, ადვილი მისახვედრია ვის აწყობს საქართველოში ვითარების დაძაბვა და დესტაბილიზაცია.
    “ელჩებთან საუბრისას კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ მზად ვარ შევხვდე ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ემიჯნება ან გაემიჯნება ქვეყნისთვის დამღუპველ და დესტრუქციულ მოწოდებებს.
    ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა გაერთიანებაში, შერიგებაში და ჩვენს ევროპულ გზაშია,”-აცხადებს პრეზიდენტი.
  • პასუხი რუსეთს: მამუკა ხაზარაძე მზად არის ტურისტული ინდუსტრიის მხარდასაჭერად 10 ჩარტერული რეისი დააფინანსოს

    რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოს მიმართულებით ფრენების შეჩერებისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ვიზიტის შეზღუდვის შესახებ არაერთი კამპანია მოჰყვა, რომლის მიზანი რუსი ტურისტების სხვა ქვეყნის ტურისტებით ჩანაცვლებაა. ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც ამბობს, რომ მზად არის საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის მხარდასაჭერად ათი ჩარტერული რეისი დააფინანსოს:
    “მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა. აქედან გამომდინარე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ “თიბისი ჰოლდინგის” სახელით დავაფინანსო “ეარზენას” 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.
  • “ნუ მაბრმავებ! რუსეთი ოკუპანტია!” – Open Air 2019 ოკუპაციისა და ძალადობის პროტესტით დაიწყო

    21 ივნისს, Lisi Wonderland-ში, Tbilisi Open Air-ის საიუბილეო, მე-10 ფესტივალი დაიწყო. ფესტივალი ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ პროტესტით გაიხსნა.

    პარლამენტთან მიმდინარე აქციების პარალელურად Open Air-იც მართავს ფესტივალს ლისზე, ორგანიზატორებმა აღნიშნეს რომ ისინი საერთოდ არ არიან საფესტივალო განწყობაზე ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო თუმცა ასეულობით არტისტი უკვე საქართველოში იმყოფება და ამ ფესტივალისთვის ემზადებიან, თუმცა ორგანიზატორების თქმით ისინი საკუთარ სათქმელს ფესტივალზეც დააფიქსირებენ. აღსანიშნავია რომ ფესტივალზე მოეწყო სივრცე სადაც პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებს პირდაპირ ეთერში უყურებენ და თვალს ადევნებენ მიმიდნარე მოვლენებს. Open Air-ზე ფეტივალის სტუმრები მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდნენ მიმართვებს ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ

    “მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ნამდვილად არ გვაყენებს საფესტივალო განწყობაზე, ძალიან ვწუხვართ და ვბრაზობთ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო.Tbilisi Open Air არ არის მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი, ეს არის სივრცე, რომელშიც თავისუფლების, როგორც ყველაზე დიდი ღირებულების გარშემო გაერთიანებული ადამიანები იყრიან თავს, უკვე მეათე წელია.ამ დროისთვის უკვე ასეულობით არტისტი და სტუმარია ჩამოსული, საფესტივალო ქალაქი გაშენებულია და ჩვენ აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სათქმელს აქედან.Tbilisi Open Air 2019 იწყება, ვგმობთ ძალადობას და ვაღიარებთ მხოლოდ ერთადერთ ღირებულებას – თავისუფლებას!”- წერს “Tbilisi Open Air”-ის საორგანიზაციო ჯგუფი.

    {{PHOTOGALLERY}}

  • ნინო ქათამაძეს დღეს მოსკოვში კონცერტი აქვს

    ქართველ მომღერალს 22 ივნისს რუსეთში ღონისძიება აქვს დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაცია ქათამაძის  ვებ-გვერდზე  ვკითხულობთ. მას დაგეგმილი აქვს მოსკოვში კონცერტი მიმდინარე წლის 22 ივნისს და ასევე 2020 წლის 27 მარტს.   ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight ფესტივალ Усадьба Jazz-ზე გამოვლენ. ნინო  ქათამაძის გარდა ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ The Black Eyed Peas, ბრიტანელი მომღერალი ჯეიმი კალუმი და ასევე რუსი მომღერლები.
    ჯერ-ჯერობით უცნობია გააუქმებს თუ არა ნინო ქათამაძე მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებას თუმცა ვებ-გვერდზე კონცერტის ჩატარების თარიღი  ჯერ-ჯერობით ისევ იძებნება.