Blog

  • პოლიტსაბჭოს შემდეგ ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას მართავს

    პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შეიკრიბნენ. სხდომას მინისტრებიოც ესწრებიან.

    სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე აქციის მონაწილეების მოთხოვნებზე მსჯელობენ.

    აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პროპორციული სისტემით არჩევნების გამართვაა.

  • „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

    „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

    პოლიტსაბჭოს მთავარი საკითხი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებია.

  • “ღამე როგორ გძინავთ საერთოდ !“–ბიჭი,რომელმაც 16 წლის ასაკში თვალი დაკარგა საკუთარ ტკივილზე ყვება

    ფეისბუქ მომხმარებელი ნიკა თვაური საკუთარ გვერდზე საკუთარ გამოცდილებაზე და ტკივილზე ყვება, რაც მან 16 წლის ასაკში მარჯვენა თვალის დაკარგვის შემდეგ გადაიტანა. ეს სტატუსი მან 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს მიუძღვნა, როცა სპეცრაზმის მიერ სახეში ნასროლი ტყვიით რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა.

    “ბოდიში ყველას, მაგრამ ვთვლი საჭიროდ აღვწერო ის სიმპტომები და გრძნობები , რასაც თვალგამოთხრილი ადამიანი გრძნობს , დავართავდი ფოტოსაც , უბრალოდ ძალიან ბევრი პატარა ბავშვი ნახავს და არ მინდა ისინი შევაწუხო , უბრალოდ აღვწერ მაქსიმალურად ნაკლები ემოციით იმ დღეებს , რაც მე გამოვცადე 16 წლის რომ გავხდი , მარჯვენა თვალის ამპუტაციის შემდეგ რამდენიმე დღე მხოლოდ მორფინით მიყუჩებდნენ ტკივილებს , მერე საბოლოოდ ნარკომანად რომ არ გადავქცეულიყავი ,თვეეების მაძილზე ძლიერი გამაყუჩებლებით თუმცა ვერაფერ დიდს ვერ მშველიდა , მარჯვე ნა სახის არე ისე მტკიოდა , მერჩივნა საერთოდ არ მქონოდა თავი , სიცარიელე და რაღაც ისეთი აუწერელი გრძნობა მქონდა , დილაობით კი მთელი თვალის არე რაღაც წებოვანი სითხით მევსებოდა , რომელსაც სპეციალური სამედიცინო საშუალებებით მიწმენდნენ ჩემი მშობლები , მერე კი რეალობასთან შეგუება , თუმცა ეს სხვა ისტორიააა, არანაკლებ უსიამოვნო , დღეს ყოველთვის როცა ამინდი იცვლება , ან ძალიან ცივა , დილაობით აუტნელი თავის ტკივილით ვიღვიძებ, ეს რასაც ვგრძნობ , ეს კი რასაც ვფიქრობ , 1 ან 2 ადამიანი რომ არ ყოფილიყო კიდევ უბედურ შემთხვევად მივიჩნევთ მაგრამ ამდენ ადამიანს დათხარეს თვალები , პატარა გოგო გაწირეს ძალიან რთულ ბედთან საბრძოლველად , ღამე როგორ გძინავთ საერთოდ !“– წერს ნიკა თვაური.

  • აქციაზე სანდრა რულოვსი მივიდა

    პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ცოტა ხნის წინ სანდრა რულოვსი მივიდა. ყოფილი პირველი ლედის განცხადებით, ის არ აპირებს ტრიბუნაზე ასვლას და ხალხისთვის მიმართვას, თუმცა ფიქრობს, რომ აქციაზე პოლიტიკოსების ყოფნა აუცილებელია.

  • ივანიშვილის შუშის სასახლესთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული

    ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. კადრები “კურიერმა” გადაიღო. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯგუფები სასახლის შიდა ტერიტორიაზე განლაგდნენ, მათ შორის შეყვანილია 3 სპეცავტომობილი, რომელიც სიგნალის ჩასახშობად გამოიყენება. სავარაუდოდ, იმისთვის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მობილური და ინტერნეტკავშირი შეიზღუდოს.

    ადგილზე უპრეცედენტო რაოდენობის სამართალდამცველი იმყოფებოდა. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების სამსახურის წარმომადგენლები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ასევე, საპატრულო ეკიპაჟის მანქანებიც.

  • ხვალ 14:00 საათზე სიგნალების აქცია გაიმართება

    ხვალ 14:00 საათზე მანქანის  სიგნალების აქცია გაიმართება.

    კოლონა რეპუბლიკის მოედნიდან დაიძვრება და   შსს-სკენ გაემართება.

    გარდა ამისა აქვიის მონაწილეები ყველა მძღოლს მოუწოდებენ, სადაც არ უნდა იყვნენ ხვალ, ზუსტად 14:00 საათზე შეაჩერონ მანქანა და დაასიგნალონ.

    აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

    „ხვალ, 14:00 საათზე ავტოკოლონა, რომელიც იღებს სათავეს რესპუბლიკის მოედნიდან და ჩადის შინაგან საქმეთა სამინისტრომდე სიგნალით. ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით. ვინც ქუჩაში იქნებით, გააჩერეთ მანქანა და დაასიგნალეთ. ვაჩვენოთ რამდენი ვართ მთელი საქართველოს მასშტაბით“,- განაცხადა ორგანიზატორმა.

  • “არ მინდა ჩემი გათავისუფლების საბუთზე თქვენი ხელმოწერა იყოს, დამტოვეთ.”- ხვადაგიანი მურუსიძეს

    სააპელაციო სასამართლოში ირაკლი ხვადაგიანის საქმეს, მოსამართლე მურუსიძე იხილავს.საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბატორიის მკვლევარს ირაკლი ხვადაგიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
    “არ მინდა ჩემი გათავისუფლების საბუთზე თქვენი ხელმოწერა იყოს, დამტოვეთ.” – განუცხადა ხვადიგიანმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს, რომელიც მის საქმეს განიხილავს.
    ირაკლი ხვადაგიანი 20 ივნისის აქციის დარბევისას, ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის მუხლებით დააკავეს. ხვადაგიანის თქმით, მას დაკავებისას სცემეს და თვალის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს.

    ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინფრო­მა­ცი­ით, 20 ივ­ნი­სის ღა­მეს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს სხვა­დას­ხვა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის 305 მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს.

    და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რი­საა საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის კვლე­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მკვლე­ვა­რი, ის­ტო­რი­კო­სი ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი, რო­მე­ლიც აქ­ცი­ის ღა­მეს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და ძმას­თან, ასე­ვე ის­ტო­რი­კოს და­ვით ხვა­და­გი­ან­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს.ირაკლი ხვადაგიანი 20 ივნისის აქციის დარბევისას, ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის მუხლებით დააკავეს. ხვადაგიანის თქმით, მას დაკავებისას სცემეს და თვალის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს.

  • პარლამენტის წინ სამანქანო გზა ისევ გადაიკეტა

    უკვე 4 დღეა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები იმართება. ამ წუთებში  რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა და გზა გადაიკეტა.

    აქციის ორგანიზატორები, სრულიად საქართველოს მიმართავენ რომ გადმოფინონ საქართველოს დროშები აივნებზე.

    აქციის მონაწილეები 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და იმ ძალოვნების დასჯას ითხოვენ, რომელთაც მათი შეფასებით, დარბევისას ძალას გადაამეტეს.

    20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

  • არ მოველოდი ასეთ გართულებას, თორემ მეყოფოდა ძალა, რომ გადავეფარებოდი ყველას – დედა სიდონია

    აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდობას ჩვენზე გაცილებით უკეთესი და ძვირფასი ღირებულებები აქვს – ეს განცხადება დედა სიდონიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა. დედა სიდონიამ შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და მათ სოლიდარობა გამოუცხადა.

    „ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზია ის, რომ მე არ ვიცოდი, კრიტიკულ, კრიზისულ სიტუაციაში, ჩვენი ახალგაზრდობა, როგორ ნებას გამოავლენდა. მე არ ვიცოდი, როგორ განვითარდა ის, რა ღირებულებები ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ამ ახალგაზრდობას ჩვენზე გაცილებით უკეთესი და ძვირფასი ღირებულებები აქვს. მე არ მოველოდი ასეთ გართულებას, თორემ მეყოფოდა ძალა, რომ პირველი ვმდგარიყავი და გადავეფარებოდი ყველას, ბავშვებს. კიდევ ერთ რამ მინდა გითხრათ, არ შეგვეშინდეს იმ მდგომარეობის, რაც არის დღეს, თუნდაც ეკლესიაში. ეკლესია არის ორგანიზმი და არის ორგანიზაცია, ეს არ უნდა შეგვეშალოს ჩვენ. ეკლესია არის იესო ქრისტე, არის სარწმუნოება. ჩვენ ინდივიდები ყოველთვის ვიქნებით სარწმუნოების მატარებელი, რომელიც საზოგადოებისთვის არის ძალიან აუცილებელი და ღირებული. ეს არის საყრდენი გაურკვევლობაში და დაბნეულობაში მყოფი ადამიანების, არის ნუგეში, არის თანადგომა. ეკლესია უნდა იყოს სოციალური,“ – განაცხადა დედა სიდონიამ.

  • ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის გზატკეცილზე – დაშავებულია 10 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის გზატკეცილზე – დაშავებულია 10 ადამიანი. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ერთმანეთს ლექსუსის ტიპის ავტომობილი და სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

    შსს-ში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.