Blog

  • “პატრიოტთა ალიანსი” მოსკოვში მიემგზავრება

    “პატრიოტთა ალიანსი” მოსკოვში მიემგზავრება. ქართველი დეპუტატების რუსეთში ვიზიტის შესახებ რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.

    “პატრიოტთა ალიანსის” წევრები მოსკოვში პარლამენტარიზმის განვითარების საერთაშორისო ფორუმს დაესწრებიან, რომელიც ივლისის დასაწყისში ჩატარდება.

    „ქართული დელეგაცია – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები ჩამოსვლას აპირებენ. უახლოეს დღეებში მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება“, – განუცხადა კალაშნიკოვმა ჟურნალისტებს.

  • მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციაში მივიდა

    მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირიდან აღებული კარვების და შიგნით არსებული ნივთებს დაბრუნებას ითხოვს. სპეცრაზმის მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამ წუთებში მთაწმინდის პოლიციის სამმართველოში მივიდა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა პოლიციაში განცხადება შეიტანა, სადაც აღნიშნული ნივთების დაბრუნება მოითხოვა.

    პარლამენტის წინ განთავსებული კარვები 20 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსთაველის გამზირიდან აიღეს.

  • გოგონა,რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, საავადმყოფოს ტოვებს

    გოგონა,  რომელმაც 20 ივნისის  აქციაზე თვალი დაკარგა, საავადმყოფოს ტოვებს. მაკო გომური ნიუ ჰოსპიტალში მკურნალობდა და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    მარიამ გომურმა ექიმებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და მზად არის ბრძოლა გააგრძელოს.

    “ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, რადგან შემიძლია წავიდე სახლში. მინდა მადლობა გადავუხადო ექიმებს. ნარკოზიდან რომ გამოვედი უამრავი შეტყობინება დამხვდა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას გვერდში დგომისთვის და თანატოლებს მოვუწოდებ, რომ რაღაცების მისაღწევად ერთად უნდა ვიბრძოლოთ”. – განაცხადა მარიამ გომურმა.

    შეგახსნებეთ, რომ გოგონამ 20 ივნისს აქციაზე მარცხენა თვალი დაკარგა, მას სპეცრაზმის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა.  ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

    20 ივნისის ღამეს სამედიცინო დაწესებულებებში 240 პაციენტი მოხვდა. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

  • როგორ წარმოგიდგენიათ, გახარია ვინმეს სხეულის დაზიანების ბრძანებას გასცემდა?-მდინარაძე

    მამუკა მდინარაძის განცხადებით, 20 ივნისის ღამეზე  პასუხისმგებლობა ოპოზიციამ უნდ ააიღოს. ფრაქცია  “ქართული ოცნების”  თავმჯდომარის თქმით, წარმოუდგენელია გახარიას ვინმეს სხულის დაზიანების ბრძანება გაეცა.

    “ყოველგვარი მორიდების გარეშე გეტყვით, რომ ძალიან მიკვირს, როდესაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობთ და არ ახსენებს არავინ ოპოზიციას. არ ახსენებენ იმ პოლიტიკურ სუბიექტებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც მოუწოდებდნენ საქართველოს პარლამენტის შტურმით აღებისაკენ, რომლებიც მოუწოდებდნენ ძალადობისკენ.

    მართლაც საშინელი სანახავია და მართლაც ძალიან განვიცდით თითოეული ჩვენგანი თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამასთან დაკავშირებით თუ ვერ ხედავს რომელიმე ჟურნალისტი თუ მოქალაქე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ვინც ამ ყველაფრის ინსპირაცია, პროვოკაცია, პროვოცირება მოახდინა და ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ პოლიციას მოუწია ძალის გამოყენება, ამაში მე მგონია, რომ ცოტა პარადოქსულ ვითარებას უნდა ვხედავდეთ.

    როდესაც საუბარია იმაზე, რომ გახარიამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, დავიწყოთ თავიდან. პოლიტიკური პასუხისმგებლობა პარლამენტში დაშვებულ ძალიან მძიმე შეცდომაზე, მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, აიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება აქციას, აქ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ ოპოზიციონერებმა, ვინც მოუწოდებდნენ. მეორე რიგში, სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ ადამიანების, ვინც გადაამეტა უფლებამოსილებას და გასცდა ბრძანებას, გასცდა კანონს და თავის დებულებას, მაგრამ აქ საუბარი არ შეიძლება იყოს მინისტრზე, რომელიც მოქმედებდა ადეკვატურად, გასცემდა ადეკვატურ ბრძანებებს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მინისტრი გახარია ვინმეს სხეულის დაზიანების ბრძანებას გასცემდა იმ დღეს? თუ როგორ წარმოგიდგენიათ, რეალურად? ”-განაცხადა მდინარაძემ.

  • 8 ქართულ კომპანიას რუსეთში ღვინის გატანა აეკრძალა

    „როსპოტრებნადზორი“ ამკაცრებს ქართული ღვინის შეტანის წესებს რუსეთის ტერიტორიაზე. 

    „მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური სისტემატურად ატარებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოსული ალკოჰოლური პროდუქციის უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლს, რაც დინამიკაში აჩვენებს აღნიშნული პროდუქციის ხარისხის გაუარესებას“, – ნათქვამია „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში.

    „როსპოტრებნადზორი“ აქვეყნებს იმ 8 ქართლი კომპანიის სიას, რომლებსაც რუსეთში ღვინის გატანას უკრძალავს. მათ შორისაა: „ბაგრატიონი 1882“, „ბოლერი ენდ კომპანი“, „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „ქართული ღვინის სახლი“, კორპორაცია „ქართული ღვინო“, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, „ბატონო“.

    „მითითებული პროდუქციის ყველა პარტია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ დაუშვეს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

  • ზაზა ფაჩულია NBA-ის ფანებს საქართველოში ეპატიჟება

    ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, რომელიც ამჟამად NBA-ის კლუბ „დეტროიტ პისტონსის“ ღირსებას იცავს.უცხოელ ტურისტებსა და NBA-ის გულშემატკივრებს მოუწოდებს რომ საქართველო მოინახულონ. კალათბურთელიკამპანიას #იმოგზაურესაქართველოში შეუერთდა. 8 ივლისის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდება.

    “ყველა ჩემს გამომწერს, NBA-ის ფანებს, მოგზაურებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ღვინის მოყვარულებს, გურმანებს – დაპატიჟებული ხართ ამ შესანიშნავ ქვეყანაში”, – წერს ფაჩულია სოციალურ ქსელში

  • დიანა ღურწკაიამ ქართველების სახელით რუსებს მოუბოდიშა

    წარმოშობით ქართველმა და რუსეთში მოღვაწე მომღერალმა, დიანა ღურწკაიამ რუსებს 20 ივნისს მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩაშლისთვის მოუბოდიშა. ამის შესახებ მომღერალმა რუსულ გამოცემას  განუცხადა.
    მან ყურადღება გაამახვილა ქართველების სტუმართმოყვარეობაზე და განაცხადა, რომ ასეთი დამოკიდებულება რაც 20 ივნისს მოხდა სირცხვილად ითვლება.
    “მე დღეს დავბრუნდი საქართველოდან, სადაც მამა მოვინახულე. მინდა გითხრათ, რომ კოლოსალური განსხვავებაა დემონსტრანტებსა და ქვეყნის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შორის.
    ჩემთან ქუჩაში ერთი კაცი მოვიდა, რომელიც უნივერსიტეტის მასწავლებელი აღმოჩნდა და რომელმაც მითხრა, რომ თუკი მთავრობას არა აქვს ტაქტი და გაგება, მაშინ მას პირადად სურს ბოდიში მოიხადოს. მე, როგორც ქართველი, ვუერთდები მის სიტყვებს და ყველა მართლმადიდებელ ძმებს და დებს ბოდიშს მოვუხდი, რომელთა ღონისძიება ჩაიშალა” – განაცხადა მომღერალმა.
  • აქციის მონაწილეები „რესპუბლიკის მოედნიდან“ ავტოკოლონებით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ დაიძრნენ

    საპროტესტო მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ დაიძრა.  საგამოძიებო უწყებისკენ ავტოკოლონა მანქანის სიგნალით გაემართა.

    პროტესტის მონაწილეები ფიქრობენ, რომ 20 ივნისის დარბევაზე გახარიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს.

    ისინი შსს-სთან რამდენიმე წუთით გაჩერდებიან  და საყვირების დახმარებით დააფიქსირებენ პროტესტს.