Blog

  • თბილისში, რიყეზე მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი – დაშავდა

    თბილისში, რიყეზე მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი – დაშავდა. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად კონსტურქცია ჩამოშალა. მომხდარის გამო, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დაიღუპა, ორი კი, დაშავდა.

  • 27 ივნისს პარლამენტში პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ

    27 ივნისს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ  თამარ ჩუგოშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

    ბახტაძე  პარლამენტის წინაშე 2018 წლის ანგარიშით წარსდგება.

    მამუკა ბახტაძის მოსმენა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

  • პუტინის პრესმდივანმა დაასახელა, რა შემთხვევაში შეიძლება მოიხსნას საქართველოსთან დაწესებული შეზღუდვები

    რუსეთი საქართველოს მიმართ მიღებული ზომების გაუქმებაზე იფიქრებს, როცა იქ სიტუაცია “არარუსოფობიულ კალაპოტში“ ჩადგება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა და დასძინა, რომ დოკუმენტებში შეზღუდვების მოხსნის ზუსტი ვადები არ არის დაფიქსირებული.
    პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ფრენების აკრძალვა რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის მოხდა და ყველას შეახსენა, რომ ადგილი ჰქონდა აგრესიულ ქცევას რუსი პარლამენტარების და ჟურნალისტების წინააღმდეგ “ეს მაგალითები სრულიად საკმარისია იმის მისახვედრად, რომ მთლიანობაში რუსებისთვის საქართველოში საფრთხე შესაძლოა არსებობდეს. აბა კითხეთ რუსული ტელეარხის ჟურნალისტებს, რამდენად ჰიპოთეტურია საფრთხე, კბილებში მოგხვდეს. საფრთხე ჰიპოთეტური კი არა, ფიზიკურია.“– განაცხადა პესკოვმა.
    მისი თქმით, საქმე ეხება არა სანქციებს, არამედ რესტრიქციებს, ანუ დროებით შეზღუდვებს. პესკოვი ამბობს, რომ ყოველწლიურად საქართველოს დაახლოებით 1 200 000 რუსი სტუმრობს და ამიტომაც შეზღუდვების შემოღება ამ რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
    შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვის შესახებ. მთავრობას კი დაევალა საქართველოში მყოფი რუსების სამშობლოში დაბრუნება 8 ივლისამდე უზრუნველყოს.
  • გიორგი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს

    შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია  პარლამენტში მისვლას ითხოვს, ამის შესახებ მან  წერილობით მიმართა პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  პლენარულ სესიაზე გამოსვლა მოითხოვა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

    „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში, წარვსდგე პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

  • თბილისში ძლიერი წვიმაა {ვიდეო}

    თბილისში ძლიერი წვიმაა. უხვი ნალექის გამო რამდენიმე უბანში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეფერხდა.  

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,ხანმოკლე წვიმა ელჭექით 28 ივნისის ჩათვლით მთელ ტერიტორიაზე არის მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა იყოს სეტყვაც.

  • ლონდონში თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა კრება გაიმართა

    დღეს, ლონდონში თიბისი ბანკის ჯგუფის (TBC BANK Group PLC) ყოველწლიური აქციონერთა კრება გაიმართა, სადაც 17 საკითხზე იმსჯელეს და მიიღეს გადაწყველება. აქციონერთა 97,63 პროცენტმა მხარი დაუჭირა დირექტორთა საბჭოში მამუკა ხაზარაძისთვის თავმჯდომარის მანდატის გაგრძელებას, ხოლო ბადრი ჯაფარიძის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას ხმა აქციონერთა 98,74 პროცენტმა მისცა.

    თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, მათ შორის, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და კონტინენტური ევროპიდან.

    აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მოწმობს თიბისი ბანკის ჯგუფის მიერ არჩეული სტრატეგიის წარმატებას.

    ჯგუფი აგრძელებს საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების სტრატეგიას და ამჟამად წარმატებით ახორციელებს უზბეკეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე შესვლას. ამას გარდა, ჯგუფის უახლოესი გეგმებია 2022 წლისთვის 10 მილიონ მომხმარებელს შესთავაზოს სხვადასხვა ტექნოლოგიური სერვისები, რისთვისაც თიბისი ბანკის ჯგუფმა წარმატებით დაიწყო ეკოსისტემების განვითარება, ისეთი როგორიც არის ინტერნეტ კომერცია და უძრავი ქონება.

  • “პატრიოტთა ალიანსმა” მოსკოვში ვიზიტი გააუქმა

    “პატრიოტთა ალიანსმა” მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

    “ნამდვილად იგეგმებოდა შეხვედრა სოხუმის და ცხინვალის პირველ პირებთან, ნამდვილად იგეგმებოდა წინსვლა ამ საკითხებშიც და ვიზების გაუქმების საქმეშიც, მაგრამ ყველა ეს პროცესი, უკვე მეორედ, შეჩერდა და გადაიდო გაურკვეველი დროით. ასე რომ, არსად არ მივდივართ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სრულიად სხვა კითხვას ვთავაზობ საზოგადოებას, ჩვენ თავს გავცეთ კითხვაზე პასუხი: საერთოდ, გვინდა თუ არა ჩვენ სოხუმის და ცხინვალის დედასამშობლოში დაბრუნება?”-აცხადებს ირმა ინაშვილი.

    ქართველი დეპუტატების რუსეთში ვიზიტის შესახებ რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.

    “პატრიოტთა ალიანსის” წევრები მოსკოვში პარლამენტარიზმის განვითარების საერთაშორისო ფორუმში უნდ ამიეღო მონაწილეობა, რომელიცივლისის დასაწყისში იმართება.

  • 10 სამართალდამცველს, რომელიც აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილეობდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა

    10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

    „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია, რამაც მოგვიანებით, შეიძინა ძალადობრივი ხასიათი – აქციის მონაწილეები შეეცადნენ პარლამენტის შენობის შტურმით აღებას, ჯგუფურად თავს დაესხნენ პოლიციელებს და სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით გაუწიეს მათ წინააღმდეგობა.

    მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, აქციის დასაშლელად, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა კანონით განსაზღვრული სპეციალური საშუალებები.

    გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს აქციის დაშლის დროს ცალკეულ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების მოკვლევას.

    შესწავლის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

    ამ ეტაპზე, მათ შორის ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, აღნიშნული მასალები რეაგირების მიზნით გადაიგზავნება გენერალურ პროკურატურაში.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გენერალურ პროკურატურას მიაწოდოს მოკვლევის პროცესში მოპოვებული ყველა მასალა“, – განაცხადა ჭელიძემ.