Blog

  • გახარიამ მხარდამჭერებს სთხოვა კონტრაქცია არ გამართონ

    “მინდა მადლობა გითხრათ და გთხოვოთ, ვინც ამ აქციებს აორგანიზებთ, გადაიფიქრეთ,” – ამ სიტყვებით  შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მხარდამჭერებს მიმართა. დღეს ცნობილი გახდა, რომ  რესპუბლიკის მოედანზე გახარიას  მხარდამჭერი აქცია იმართება.

    გახარიამ განაცხადა, რომ კონტრაქციის შესახებ ინფორმაცია მედიისგან შეიტყო. 

    “მსგავსი ღინისძიებები დღეს საერთოდ არ არის საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ მე თითოეულ ადამიანს მინდა ადამიანური მადლობა ვუთხრა, მინდა ვთხოვო, რომ დღეს, როდესაც ჩვენ ყველა ერთად, მოქალაქეებთან ერთად ვცდილობთ მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურა, ვებრძოლოთ პოლარიზებას საზოგადოებაში, მსგავსი აქციები მხოლოდ და მხოლოდ გვიშლის ხელს.

    მინდა გულწრფელად ვთხოვო მათ და დავარწმუნო, რომ მსგავსი აქციები არ არის საჭირო. ჩვენ ჩვენს საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან ერთად ვცდილობთ ვიპოვით გზა და ყოველთვის გვექნება საშუალება ვისაუბროთ იმ ენაზე, რომ ერთმანეთს არა აქციებით ველაპარაკოთ, არამედ კონსტრუქციულ დიალოგში გადავიყვანოთ ჩვენი საუბარი. მინდა ვთხოვო თითოეულ მოქალაქეს რომელიც მსგავს ღონისძიებას აანონსებს, გადაიფიქრონ, არ არის ეს საჭირო” – განაცხადა  გიორგი გახარიამ.

  • “არ შემოვუშვებთ” – შს მინისტრი გავრილოვის ვიზიტზე

    რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში ჩამოსვლას ისევ გეგმავს. ამის შესახებ დუმის წევრმა რუსულ მედიასთან განაცხადა. “არ შემოვუშვებ, არ შემოვუშვებ საერთოდ გავრილოვი, ახლა, დღეს, არ მაინტერესებს, არის მეათეხარისხოვანი,“ – განაცხადა გახარიამ სერგეი გავრილოვის საქართველოში მორიგი ვიზიტის განზრახვის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

    “მე იქ პირადი გეგმები მაქვს. ჩვენ შემოდგომაზე ბავშვებთან ერთად წასვლას და მოლოცვას ვგეგმავდით, როცა სიცხეები გადაივლიდა. მე მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ამ ქვეყნის შესახებ იცოდნენ, რადგან მეორე ასეთი ადგილი, როგორიც საქართველოა, ჩვენ არ გვაქვს.” – განაცხადა გავრილოვმა.

    შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური პროცესები და საპროტესტო აქციები მოჰყვა. 20 ივნისის მოვლენები უკვე შეფასდა როგორც “გავრილოვის ღამე”.

    გავრილოვმა 20 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი სკამიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა. ამ ფაქტს ოპოზიციის გაღიზიანება მოჰყვა, მათ გავრილოვისთვის განკუთვნილი ტრიბუნა დაიკავეს და სხდომა ჩაშალეს.

  • ლევან დავითაშვილი შს მინისტრს, 20 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებების გამო, მადლობას უხდის

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი 20 ივნისის მოვლენებს ეხმაურება და შს მინისტრსა და პოლიციელებს მადლობას უხდის – განცხადება ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია, ის გახარიასთვის მადლობის გადახდით პასუხობს.

    დავითაშვილი მიიჩნევს, რომ სამართალდამცველებმა ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებისგან დაიცვეს.

    „შეგვეძლო, პირდაპირ განცხადებით დაგვეწყო და მე ამას ვიტყოდი, რომ მადლობა უნდა გადავუხადო, როგორც ჩემმა კოლეგებმა, ბატონ გიორგი გახარიას, ამავე დროს პოლიციელებს, რომლებმაც უზრუნველყვეს მართლწესრიგის შენარჩუნება ქვეყანაში, ქვეყანა იხსნეს სახელმწიფო გადატრიალებისგან და იმისგან, რომ ქვეყანა არ მოექცა ქაოსში და ჩვენ განავითარებს იმ პოტენციალს, რომელიც გვაქვს, ვინარჩუნებთ,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

  • ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო შესაძლოა, აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებში მონაწილება ვერ მიიღონ

    ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო შესაძლოა, აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებში მონაწილება ვერ მიიღონ.ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა.

    ციხელაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეტებს იმისთვის, რომ პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდეს.

    „განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ამ ვითარების გამო, რომლის მძევლებიც თავად არიან, არ შეეზღუდოთ, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის შესაძლებლობა, არსებობს გარკვეული მიდგომები. თქვენ იცით, რომ ასევე სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, არაერთი სქემა არის განსაზღვრული, რომლითაც ძალიან გამარტივებულად შეუძლიათ ამ ადამიანებს მოხვედრა, თუმცა, აქვე იგულისხმება, რა თქმა უნდა, ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სპეციფიური რეგულაციები და ცოტა ხანში, განვითარებებიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციას ხელმისაწვდომს გავხდით, კიდევ ერთხელ, მთავარი ამოცანა ის არის, რომ ჩვენ არ დაგვჭირდეს დამატებითი ბევრი ზომის მიღებაზეა და რაც შეიძლება მალე მოიხსნას ის შეზღუდვები, რომელიც არის დაწესებული დღეს ენგურის ხიდზე,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის სეფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდი დღეს დილით ცალმხრივად ჩაკეტა.

    მიზეზად 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები და ის საპროტესტო აქციები დაასახელეს, რომელიც სხვადასხვა ქალაქებში, მათ სორის ზუგდიდშიც ტარდება.

    ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის შეფასებით, ეს მიტინგები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.

    წინასწარი ინფორმაციით, შეზღუდვა 10 დღის განმავლობაში იქნება ძალაში, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 1 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება.

  • გახარიას გადადგომა არ იგეგმება და არც არავის გადადგომა არ იგეგმება – თეა წულუკიანი

    „მე ვიცი, რომ გახარიას გადადგომა არ იგეგმება და არც არავის გადადგომა არ იგეგმება,“ – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა გააკეთა.

    წულუკიანის თქმით, ირაკლი კობახიძეს გადადგომის გადაწყვეტილება უმჯობესი იქნებოდა, რომ უფრო ადრე მიეღო ეს გადაწყვეტილება.

    „მე ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში თუ ვინმეს აწყობს გახარიას გადადგომა, თუ ვინმეს აწყობს მთავრობის გადადგომა და გადაგდება, ეს არიან ის ძალები, რომლებმაც ის პროტესტი, რომელიც თქვენ გქონდათ, მე მქონდა, რომ აღმოჩნდა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე იქ, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო… დღეს ჩვენს ქვეყანაში ანთია, არ მინდა, რომ ვთქვა დიდი მეთქი, მაგრამ ცეცხლი, რომელზეც თქვენ ამბობთ, ახალგაზრდები აპროტესტებენ”- განაცხადა მინისტრმა.

  • ხაშურში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს

    ხაშურში თიბისი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს.შემთხვევა გვიან  ღამით მოხდა.

    ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს.

  • “ვარდების რევოლუცია თუ გადატრიალება იყო იმ გადატრიალების მთავარ დამფინანსებელს რას უპირებთ?”-დავით ზურაბიშვილი

    რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი პრემიერ მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში ორი გადატრიალება მოხდა.

    ზურაბიშვილმა პრემიერი ამ განცხადების გამო სოციალურ ქსელში გააკრიტიკა და მიანიშნა, რომ  ვარდების რევოლუციის მთავარი დამფინანსებელი სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო. 

    “საქართველოში ორჯერ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, 1992 და 2003 წელს… ახლა იყო მესამე მცდელობა” @პრემიერად წოდებული ბახტაძე

    თავი დავანებოთ იმას, რომ 20 ივნისის ღამის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეფასება ავადმყოფური ფანტაზიის ზღვარსაც ცდება, მაგრამ რომ ბედავთ და 2003 წლის გადატრიალებაზე ლაპარაკობთ, იმ გადამტრიალებლების მთავარ დამფინანსებელს, ბ-ზე რომ იწყება მისი სახელი და ი-ზე გვარი, რას უპირებთ? ჯორჯ ბუში რომ ჩამოვიდა აქ და სიტყვით გამოდიოდა, ისიც პუტჩისტი იყო? და კიდევ სააკაშვილის თანამზრახველი პუტჩისტები რომ გყავთ მაქ, ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია და ბიძინა გუჯაბიძე, მაგათ როდის იჭერთ?”-დაწერა ზურაბიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

  • ” შეაყარე კედელს ცერცვი” – თინა ხიდაშელი პრემიერს პასუხობს

    საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომა დანიშნა, სადაც,20 ივნისის სისხლიანი ღამის მოვლენებზე ისაუბრა. გამართულ ბრიფინგს თინა ხიდაშელი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა.
    “შეაყარე კედელს ცერცვი მაგრამ მაინც პრემიერის კითხვებსა და აქცენტებზე 
    – ‼️თუ თვლიდით რომ პროტესტი სამართლიანი იყო და სოლოდარული იყავით რატომ არ ჩახვედით პარლამენტის წინ როგორც კი ხალხმა დაიწყო შეკრება?
    – ‼️თუ თვლიდით ქვეყნის სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა შეილახა, რატომ არ განახორციელეთ მაშინვე სიმბოლური აქტი და მხურვალე პატრიოტული მგზნებარე გამოსვლით რატომ არ გადადგა კობახიძე;
    – ‼️უფრო მეტიც სად არის დღემდე კობახიძის ბოდიში, სინანული, პოზიცია;
    – ‼️რა საჭიროა ეს ტყუილები საერთაშორისო ორგანზიაციებზე, ან რაში გჭირდებათ, გაღელვებდეთ მაინც რას წერენ. სინამდვილეში ინტერნეტის საუკუნეში ვცხოვრობთ და ვისაც აინტერესებს ყველაფერი აგერ არის HRW, AI და ა.შ.
    – ‼ თუ ყველაფერი კანონის მიხედვით მოხდა რატომ არ აქვეყნებთ დღემდე დარბევის შესახებ გადაწყვეტილებას / ბრძანებას? რა წერია შიგ? რით არის დასაბუთებული იმ საშუალებების გამოყენება რომელიც ყველამ ერთად ვიხილეთ, ცალკ-ცალკე და იმ თანმიმდევრობით როგორც გამოიყენეს?
    – ‼️შსს მინისტრი, ვიცე-პრემიერი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი როდესაც არის ის ადამიანი ვის მიერ კანონის დარღვევაც სავარაუდოდ შესაძლოა გამოიკვეთოს გამოძიების დროს, დროუბით და სიმბოლურად მაინც ჩამოშორებულიც რომ არ არის თანამდებობიდან რა ფასი აქვს “მიმიდინარეობს გამოძიება” სიტყვებს?
    – ‼️ გავაგრძელო? ვარდების რევოლუციაზე უბრალოდ არც აგიხნით, ამის გაგებას მოსკოვების განათლება ვერ შეწვდება 
    ამჯერად საკმარისია მგონი”- წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში

  • როგორ ებრძვიან სიცხეს თბილისის ზოოპარკში დათვები (ვიდეო)

    თბილისის ახალ ზოოპარკში დათვები და მგლებისთვის სპეციალური  ხილის ნაყინს მომზადდა.  სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, ისინი დიდი მონდომებით ცდილობენ, სპეციალურად მათთვის დამზადებული ყინულიანი ხილით ჩაიტკბარუნონ პირი.

    “ძალიან ცხელა და სიცხეს ჩვენებური, დათვური ნაყინებით ვებრძვით. რეცეპტსაც აქვე გასწავლით: ავიღოთ ბევრი ხილი, ალუჩა, ბალი, ალუბალი, ვაშლი ან სახლში რაც მოიძებნება, ჩავყაროთ ჭურჭელში, ავავსოთ წყლით, დავამატოთ თაფლი გემოვნებით და გავყინოთ. და ვუალა, მეორე დილისთვის ნაყინი მზადაა,” – წერია ვიდეოს აღწერაში.