Blog

  • “ივანიშვილს სანქციები დაუწესდა რუსეთის აგენტად მოქმედებისთვის, აშშ-ს აქვს ინფორმაცია მისი კრემლის სასარგებლოდ მოქმედებაზე” – ფრიდი

    “ივანიშვილს სანქციები დაუწესდა რუსეთის აგენტად მოქმედებისთვის, აშშ-ს აქვს ინფორმაცია მისი კრემლის სასარგებლოდ მოქმედებაზე” – ამის შესახებ, ამერიკელი დიპლომატი და ატლანტიკური საბჭოს მკვლევრი დენიელ ფრიდი “ამერიკის ხმასთან” საუბრობს.

    “მაშინ, როდესაც ხაზინამ სრული ბლოკირების სანქცია დააწესა, მან ასევე გასცა ლიცენზია გარკვეული ეკონომიკური ტენდენციების, ქმედებების გაგრძელებაზე. ჩემი ინფორმაციით ეს მოხდა, რადგან ამერიკის მთავრობას არ სურდა ზიანი მიეყენებინა საქართველოს ეკონომიკის, ან ქართველ ხალხისთვის. ამიტომაც, არ წავიდნენ იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მართალია ივანიშვილის საკუთრებაა, მაგრამ მათ სანქცირებამ, შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ეკონომიკასა და ქართველ ხალხს.

    ივანიშვილს ახლა ბევრად უფრო გაუჭირდება ბიზნესის წარმართვა. ეს საკმაოდ დიდი საქმეა. რა თქმა უნდა, სანქციებს დიდი გავლენა არ ექნება მის ბიზნესზე რუსეთში, მაგრამ ამას მაინც მნიშვნელოვან ნაბიჯად ვთვლი.

    ეს სანქციები ვერც საქართველოს დემოკრატიას გადაარჩენს, ეს საბოლოოდ, ქართველი ხალხის გასაკეთებელია. მეტიც, ძალიან საინტერესოა, რომ შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს სანქციები დაუწესა რუსეთის აგენტად მოქმედების, ან რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ქმედებისთვის. სანქციები დაწესდა კონკრეტული აღმასრულებელი ბრძანებით, რომელიც მიზანში იღებს რუს აგენტებს და იმ აგენტებს, ვინც რუსული ინტერესების დაწინაურებისთვის მოქმედებენ. ეს საკმაოდ საინტერესოა, რადგან ეს ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია ივანიშვილის კრემლის სასარგებლოდ მოქმედების შესახებ. ამერიკას შეეძლო, ივანიშვილისთვის სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, “მაგნიტსკის გლობალური აქტით” დაეწესებინა. ამის ნაცვლად, მათ სანქციები რუსეთის სასარგებლოდ ქმედებისთვის დააწესეს.

    ამერიკას და საქართველოს სხვა მეგობრებს დახმარება შეუძლიათ, ამის ბევრი გზა არსებობს, მაგრამ საბოლო გადაწყვეტილებას ქვეყნის მომავალზე არა ბრიუსელში, ვაშინგტონში, ან მოსკოვში, როგორც ეს რუსეთს ჰგონია, არამედ თბილისში, ქართველები მიიღებენ. თუ ტრამპის ადმინისტრაცია ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებს გააუქმებს, ის გამოჩნდება, როგორც სუსტი და დამორჩილებული, როგორც კრემლის ნების შემსრულებელი. ეს ძალიან ცუდი პოზიცია იქნება ტრამპის ადმინისტრაციისთვის და ვფიქრობ, ტრამპის გუნდს, განსაკუთრებით ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით პოზიციებზე მყოფ ადამიანებს, ეს არ ენდომებათ.”- განაცხადა ფრიდმა.

  • კონგრესმენები კონოლი და ტერნერი განცხადებას ავრცელებენ და ივანიშვილის სანქცირებას მიესალმებიან

    ”ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა ოცნებამ საქართველო დააახლოვა ერთპარტიული ავტორიტარიზმის რუსულ მოდელთან, როდესაც მიიღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, იძალადა მომიტინგეებზე და შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები”-   კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და სამთავრობო რეფორმების კომიტეტის წევრი და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, ჯერი კონოლი და კონგრესმენი, დაზვერვის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ტერნერი, საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მიესალმებიან.

    კონგრესმენები წერენ, რომ აშშ-მ უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობების დაკისრება მათთვის, ვინ ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობენ.

    “ჩვენ მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სანქციების დაწესების შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილს წინააღმდეგ, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის შელახვის გამო. ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა ოცნებამ საქართველო დააახლოვა ერთპარტიული ავტორიტარიზმის რუსულ მოდელთან, როდესაც მიიღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, იძალადა მომიტინგეებზე და შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობის დაკისრება მათთვის, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობს, მათ შორის დამატებითი სანქციების გზით”, – ნათქვამია, კონგრესმენების განცხადებაში.

  • “MEGOBARI აქტით, “ქართული კოშმარის არაღიარების აქტით” ვადასტურებთ საქართველოს ორპარტიულ მხარდაჭერას. კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით დგას” უილსონი

    “შესაძლოა, ეს დღეს აუცილებელი არ იყო, მაგრამ ჩვენ საქმეს წინ ვიგდებთ და MEGOBARI აქტით, “ქართული კოშმარის არაღიარების აქტით” ვადასტურებთ კიდევ ერთხელ საქართველოს ორპარტიულ მხარდაჭერას. ამერიკის კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით დგას”.

    ამის შეასახებ, განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, რომელიც მან კონგრესში ფიცის დადებამდე გამართა.

  • ზელენსკის თქმით, 2024 წლის განმავლობაში რუსეთის ტყვეობიდან 1 358 უკრაინელი გაათავისუფლეს

    უკრაინის მეთაურის,  ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 2024 წლის განმავლობაში რუსეთის ტყვეობიდან 1 358 უკრაინელი გაათავისუფლეს.

    • “ამ ადამიანებს განსხვავებული ბედი აქვთ, მაგრამ აერთიანებთ ერთი და იგივე – სახლში ყოფნის სიხარული”, – განაცხადა ზელენსკიმ.

    უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არიან როგორც სამხედროები, ისე მოხალისე მებრძოლები.

  • სომხეთ-საქართველოს საზღვარზე საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

    სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.ინფორმაცია სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურმაც დაადასტურა.

    შეტყობინება ხანძრის შესახებ ტავუშის პროვინციის საგანგებო ვითარებათა მართვის ეროვნულმა ცენტრმა მიიღო.

    სომხეთის შსს-ს ცნობით, ხანძარი ჩააქრეს.

  • ილუზიები Deep State-ზე, მასონურ დაჯგუფებებსა და “ომის პარტიაზე” გაქრა.. ე.წ. ხელისუფლება, მოღვაწეობას მხოლოდ ტყუილებზე აგებს- ხაზარაძე

    ”ილუზიები Deep State-ის, რაღაც მასონური ჯგუფების, “ომის პარტიის” – ეს ყველაფერი გაქრა იმიტომ, რომ ჩვენ დღეს გვყავს ის ვაი ხელისუფლება, ე.წ. ხელისუფლება, რომელიც თავის მოღვაწეობას მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებზე აგებს და ეს იმიტომ, რომ მათი თავმჯდომარეა მატყუარა.

    ბიძინა ივანიშვილია თვისობრივად მატყუარა ადამიანი, რომლისთვისაც ტყუილი არის ჩვეულებრივი მოხმარების საგანი.

    ასე, რომ 20-ის მერე, ინაუგურაციის [დონალდ ტრამპის] მერე რაღაც მოხდება – არაფერი არ მოხდება, მოხდება ძალიან ცუდი, ქართული ოცნებისთვის”.

    განაცხადა,  კოალიცია ძლიერი საქართველოს  ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ

  • თბილისის ყოფილი მერი და სახელმწიფო მდივანი, ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა

    თბილისის ყოფილი მერი, პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი და სხვადასხვა დროს სახელმწიფო მაღალჩინოსანი ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

    ნიკო ლეკიშვილი 1990-1991 წლებში  იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი და ასევე ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე 1991 წლის 9 აპრილის.

    1993-1995 წლებში ნიკო ლეკიშვილს თბილისის მერის თანამდებობა ეკავა.

    1995 – 1998 წლებში კი – საქართველოს პირველი სახელმწიფო მინისტრის პოსტი.

  • ვისურვებდი, რომ ტრამპის არაპროგნოზირებადობა, პირველ რიგში, რუსეთს შეეხოს.. ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს – ზელენსკი

    “ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მას შეუძლია გადამწყვეტი იყოს ამ ომში. მას შეუძლია შეაჩეროს პუტინი – უფრო სწორად, დაგვეხმაროს პუტინის შეჩერებაში. მას შეუძლია ამის გაკეთებ. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტ ტრამპის არაპროგნოზირებადობა, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციას შეეხოს. ვთვლი, რომ მას ნამდვილად სურს ომის დასრულება. მჯერა, რომ ეს სიმართლეა“

    უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

  • იქნება თუ არა საქართველო რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ? არა – პოდოლიაკი

    ” გაუგებარია, როგორ შეიძლება 2008 წლის დამამცირებელი ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა საქართველოს მიმართ თავისი ჭეშმარიტი  დამოკიდებულება აბსოლუტურად ცხადად აჩვენა – პრინციპში, სიმართლე რომ ვთქვათ, რუსეთის მხრიდან ნებისმიერთან ჭეშმარიტ დამოკიდებულებაზე საუბარი ცუდი ტონია, რადგან რუსეთს ყოველთვის სძულს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც სუვერენული, სუბიექტურია და რუსეთი ყოველთვის შეეცდება მათ ტოტალურ კონტროლს იმ ინსტრუმენტებით, რომლებსაც საქართველოში ავლენს. […] ანუსრულად  პრომოსკოვური პოზიცია, მაქსიმალურად სასტიკი დამოკიდებულება ალტერნატიულ პოლიტიკურ მოძრაობების, პარტიების მიმართ და, შესაბამისად, ხელისუფლების მონოპოლიზაცია, მოქალაქეებისთვის თავისუფლებებისა და უფლებების ჩამორთმევა, საინფორმაციო სივრცის კასტრირება – ამ ყველაფერს ვხედავთ.

    გამოუვა თუ არა ეს რუსეთს? არა, ეჭვი მეპარება, მიახლოებით რომ ვთქვა. საქართველოში ახლა ერთადერთი პრობლემაა, რომ ის უბრალოდ შიშით უყურებს იმას, რაც უკრაინაში ხდებაესმის, რომ თუ რუსეთი დამარცხებულ მხარედ არ ჩაითვლება […] საქართველოს ქვეცნობიერულად ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ თუ რუსეთი ამ ომს არ წააგებსმაშინ, თუ საქართველოში ალტერნატიული პოლიტიკური მოძრაობა გაიმარჯვებს, იგივენაირი ომის დაწყებას საქართველოშიც შეძლებს. ჩემთვის ეს მოტივაცია გასაგებია, თუმცა, ამასთანავე, წინააღმდეგობა, რომელსაც ახლა ვხედავთ – წინააღმდეგობა თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებშისაკმაოდ მოცულობითია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური, უბრალოდ აბსოლუტური, უმრავლესობა აბსოლუტურად ნამდვილად არ არის დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც “ქართული ოცნება”, პრო-რუსული პარტია ატარებს, უეჭველია.

    იქნება თუ არა საქართველო რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ? არა, ჩემთვის ესეც უეჭველია”..

    განაცხადა ამის შესახებ,  უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ლიტვურ მედია Delfi-სთან საუბრისას.

  • ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას! – ზურაბიშვილი

    “ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას. წარმატებებს გისურვებთ ამ მნიშვნელოვან როლში. საქართველოდან, მოუთმენლად ველოდებით ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და განვითარების მიმართ თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას”

    წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე. ცნობისთვის, პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და მას მომდევნო 6 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.