Skip to content

newsreport.ge

Blog

  • პია კაუმამ თვითონ შეიგრძნო ყველაზე კარგად ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი – კობახიძე

    პია კაუმამ თვითონ შეიგრძნო ყველაზე კარგად ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი – კობახიძე

    “უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პია კაუმას მისი მონდომებისთვის, მისი სურვილისთვის, დაეხმაროს ქვეყანას. მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ ყოველთვის ასეთი იყო. ამას უკავშირდებოდა პია კაუმას მზაობა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა, ხედავთ, როგორი იყო კონკრეტული სუბიექტების დამოკიდებულება ამ განზრახვის მიმართ, რაც აბსოლუტურად გამაოგნებელია.

    ჩვენ თავის დროზე ქალბატონ პია კაუმასთან გვიწევდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ლიბერალური ფაშიზმი, მაგალითად, საქართველოში და, რეალურად, თვითონ შეიგრძნო ყველაზე კარგად ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი. ვფიქრობ, ქალბატონმა კაუმამ დაინახა ისიც, რომ ეს არის კოორდინირებული საკმაოდ მასშტაბურად. ეს არ არის ქართული მოვლენა, ეს არის საერთაშორისოდ კოორდინირებული მოვლენა. ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რასაც ყველა უნდა ვებრძოლოთ და ეს მიმდინარეობა, ეს იდეოლოგია არის დასამარცხებელი ჩვენს ქვეყანაში”,

    “ქართული ოცნების” პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას მიერ საქართველოში ვიზიტის გადადებას ეხმაურება.

    January 7, 2025
  • “რუსეთი მეზობლების მიმართ უფრო აგრესიული გახდა – ეს საქართველოში ვნახეთ, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით – მაკრონი

    “რუსეთი მეზობლების მიმართ უფრო აგრესიული გახდა – ეს საქართველოში ვნახეთ, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით – მაკრონი

    “ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა გაზარდა აგრესია და შეცვალა ამ აგრესიის ხასიათი ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მიმართ, მოხდა რადიკალური ცვლილება რუსეთის ქცევაში ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით, რომელიც უფრო მკაცრი გახდა. ასევე, მან გაცილებით უფრო აგრესიული დამოკიდებულება შემოიღო მეზობელი ქვეყნების მიმართ. ჩვენ ამას ვხედავთ სომხეთში, სადაც რუსეთმა უეცრად შეცვალა თავისი მოკავშირეობა და აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ, საქართველოში საარჩევნო პროცესების დესტაბილიზაციითა და ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით. ასევე მოლდოვაში, სადაც იგივე სცადეს და ვერ შეძლეს. მინდა, პრეზიდენტ მაია სანდუს გამბედაობა და სიმტკიცე შევაქო. ასევე, შემიძლია ვახსენო რუმინეთის არჩევნები, სადაც რუსეთი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში საარჩევნო პროცესის მანიპულირებას არ მოერიდა”,

    ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

    January 6, 2025
  • ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიენიჭოს ! – უილსონი

    “ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიენიჭოს. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!”,

    აცხადებს რესპუბლიკელი კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი.

    January 6, 2025
  • რითია დაკავებული სუსი: გუდაურში შემხვდა არაფორმალი ზონდერი; მოდის პოსტვ და მიყვება ჩემი ვიზიტის ისეთ დეტალებს, რაც პერსონალური ინფორმაციაა – მეზვრიშვილი

    “რითია დაკავებული სუსი: ამერიკიდან სტუმრად მყავს უნივერსიტეტის ჯგუფელი. გუშინ ამოვედით გუდაურში. შემხვდა ერთ-ერთი არაფორმალი ზონდერი. ახლა ჩაბარგებული ვსხდებით მანქანაში და მოდის პოსტვ ბედნიერი სახით და მიყვება ჩემი ვიზიტის ისეთ დეტალებს, რაც პერსონალური ინფორმაციაა. ერთხელ არ მოსულა პოსტვ აქციაზე კომენტარისთვის. გუდაურში ამომაკითხეს. დავპატიჟე შობის ღამეს რუსთაველზე.
    სტუმარი გაოგნებული უყურებდა და ვიდეო არ გვაქვს”

    წერს სოციალურ ქსელში „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი.

    January 6, 2025
  • დღეს, შობის ღამეს თბილისის მეტრო 03:00 საათამდე იმუშავებს

    თბილისის მერიის ცნობით, შობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება.

    მეტრო 7 იანვრის 00:00 საათის ნაცვლად, 03:00 საათამდე იმუშავებს.

    ამასთან, მერიაში ამბობენ, რომ 6 იანვრის 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება.

    January 6, 2025
  • საქართველო, რომელიც მიიწევდა EU-სა და ნატოსკენ, მთლიანად ბრუნდება რუსეთისკენ – ზელენსკი

    ”საქართველო, რომელიც მიიწევდა EU-სა და ნატოსკენ, მთლიანად ბრუნდება რუსეთისკენ” –თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლოდიმირ ზელენსკიმ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში.

    ”მე არ მინდა ვილაპარაკო ამ ბანალურ საკითხებზე, რომ მას სურს საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორიის დაბრუნება და გავლენის ქონა მათზე. ის ამას ნელ-ნელა აკეთებს. მე უბრალოდ არ მინდა… ხალხმა უნდა იცოდეს დეტალები. მაგალითად, საქართველო, რომელიც მიიწევდა ევროკავშირისა და ნატოსკენ, მთლიანად ბრუნდება რუსეთისკენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გაყინული კონფლიქტები.

    მათ აქვთ აფხაზეთი, იგივე რაც ჩვენთან დონბასში ხდება, რომელიც კონტროლდება შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ. აფხაზეთი არ ვითარდება, ის უბრალოდ საქართველოს ძალიან ლამაზი, მაგრამ ჩამკვდარი ნაწილია. თუ ოდესმე შესაძლებლობა გექნებათ, წადით იქ, თქვენ გაიგებთ, რომ ის უბრალოდ ჩაკვდა, რადგან პუტინს ასე უნდოდა. მას უნდოდა არ დაეშვა მათი განვითარება, რადგან გაყინული კონფლიქტი ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში არ მიგიღებენ და ნატოშიც, ცხადია, არა, რადგან ახლა ასეა, გაყინული კონფლიქტის გამო, არ გიღებენ. და ეს პუტინის ნამოქმედარია. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაკარგოს ეს გავლენა. ანუ, მან საქართველო უკან მიაბრუნა.

    ახალგაზრდები, სტუდენტები, ყველა ტოვებს ქვეყანას და ეს ფაქტია. საქართველო საკმაოდ მცირე ქვეყანაა. და ისინი წავლენ, მათ სურთ ევროპაში ცხოვრება, მათ სურთ განვითარება. ზოგი აშშ-ში, ზოგი ევროპაში, ზოგი ევროკავშირში, ზოგი ბრიტანეთში.

    ახლა ის [პუტინი] იბრძოლებს მოლდოვის პარლამენტისთვის. ეს მისი მეორე ნაბიჯია. აპრილში ნახავთ, რა მოხდება. თქვენ ნახავთ, რომ ის დაიწყებს მოლდოვის ევროპიდან შემობრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ მათ სურთ იქ წასვლა, ეს არ აინტერესებს. იქ იქნება პრო-რუსული პარტია და ისინირაღაცას მოუხერხებენ ამჟამინდელ პრეზიდენტს, რადგან მან… მან არჩევნები მოიგო, ის პროევროპელია, მაგრამ პუტინი ამას უკან მიაბრუნებს. შემდეგი ნაბიჯები სრულიად ცხადია.

    პუტინი ყველაფერს გააკეთებს იქ, სადაც მან დაკარგა გავლენა, სადაც საბჭოთა კავშირის გავლენა იყო. ის ყველაფერს უკან მიაბრუნებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია”.- განაცხადა ზელენსკიმ.

    January 6, 2025
  • პია კაუმას საქართველოში ვიზიტის გადადება ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა – ზურაბიშვილი

    პია კაუმას საქართველოში ვიზიტის გადადება ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა – ზურაბიშვილი

    “ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას მიერ საქართველოში ვიზიტის გადადება ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა. ქართველი ხალხი აფასებს იმას, რომ ითვალისწინებთ ქართული დემოკრატიის იმედებსა და შეშფოთებებს. ეუთო გვჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. და ახალი არჩევნები!”,

    საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას მიერ საქართველოში ვიზიტის გაუქმებას ეხმაურება.

    January 6, 2025
  • ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა

    ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა. შესაბამის ინფორმაციას ის   X-ზე წერს.

    “დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, მე გადავწყვიტე გადავდო ჩემი ვიზიტი საქართველოში იქამდე, სანამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეობა მეტად ეფექტური იქნება.

    Following discussions and after close consideration, I’ve decided to postpone visiting Georgia until a time that the @OSCEPA’s engagement would be most effective. We remain ready to listen to all voices and offer assistance in implementing @osce_odihr election recommendations.

    — Pia Kauma (@PiaKauma) January 6, 2025

    ცნობისთვის, პია კაუმას ვიზიტი 8-10 იანვარს იყო დაგეგმილი, რასაც ოპოზიციური პარტიების,   საერთაშორისო პარტნიორების, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა მოჰყვა.  ისინი აღნიშნავდნენ რომ ახლა ამ ვიზიტის შესაფერისი დრო არ იყო და “ქართულ ოცნებას” აძლევდა საბაბს, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად კიდევ ერთხელ გამოეცხადებინა.

    ამასთანავე, აშშ-ს რესპუბლიკელმა  კონგრესმენმა  და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა, მოუწოდა კაუმას  არ ჩამოსლიყო თბილისში, რადგან “ოცნება” ამას ავტორიტარული მმართველობის დამყარების ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებდა.

    ”მე მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას, არ ჩავიდეს თბილისში ამ ეტაპზე. ივანიშვილის რეჟიმ ამ ვიზიტს მხოლოდ მათი მხრიდან ავტორიტარული მმართველობის დამყარების ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებს. ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფული არ უნდა იყოს გამოყენებული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის.”- განაცხადა უილსონმა.

    January 6, 2025
  • ეუთო-ს ასამბლეის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი შეურაცხყოფს ქართველ ხალხს – ზურაბიშვილი

    ეუთო-ს ასამბლეის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი შეურაცხყოფს ქართველ ხალხს – ზურაბიშვილი

    ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი აღაშფოთებს ხალხს, რომელიც 40 ღამის განმავლობაში დგას თბილისის ქუჩებში, გაყალბებულ არჩევნებსა და რუსეთისკენ შეტრიალებას აპროტესტებს.

    ასეთი არასწორ დროს შერჩეული ვიზიტი ხელს არ შეუწყობს კრიზისის მოგვარებას, ეს მხოლოდ არჩევნებს შეუძლია!

    წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე

    January 6, 2025
  • მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, თბილისში ამ ეტაპზე არ ჩავიდეს – უილსონი

    მე მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას, არ ჩავიდეს თბილისში ამ ეტაპზე. ივანიშვილის რეჟიმ ამ ვიზიტს მხოლოდ მათი მხრიდან ავტორიტარული მმართველობის დამყარების ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებს. ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფული არ უნდა იყოს გამოყენებული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის.

    წერს აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ზე.

    January 6, 2025
←Previous Page
1 … 300 301 302 303 304 … 3,704
Next Page→

newsreport.ge

  • Blog
  • About
  • FAQs
  • Authors
  • Events
  • Shop
  • Patterns
  • Themes

Twenty Twenty-Five

Designed with WordPress