ეს ძალიან სამარცხვინო ოპუსი, რომელიც, რა თქმა უნდა, თბილისში არ დაწერილა და ბიძინა ივანიშვილს ამ გზავნილებს საკუთარი რუსი პატრონები და იდეოლოგები უწერენ – რეალურად, ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვან რამეს ასახავს. ეს არის ის, რომ ამ რეჟიმმა საბოლოოდ ჩაიქნია ხელი იმაზე, რომ მათ საერთაშორისო, რაიმე სახის აღიარებასა და ლეგიტიმაციას მიანიჭებენ […]
ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ არც ტრამპის ადმინისტრაციის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ არაფერი შეიცვლება და რეალურად, გამკაცრდება როგორც არაღიარების რეჟიმი, ასევე მათზე ზეწოლის მექანიზმები. ეს მცდელობაა, რომ ქართველი ხალხი მორიგ ჯერზე მოატყუონ.
Blog
-
თბილისში არ დაწერილა.. ივანიშვილს ამ გზავნილებს საკუთარი რუსი პატრონები უწერენ – სამადაშვილი
-

დღევანდელი პარანოიდალური განცხადებით, ოცნებამ იანუკოვიჩის გზა აირჩია – გვარამია
დღევანდელი პარანოიდალური განცხადებით, ოცნებამ აირჩია იანუკოვიჩის გზა ორბანის კარის იდეოლოგების “ბოდვით” დასაბუთებული. ივანიშვილი ამ გზას ბოლომდე მიაწვება და საერთაშორისო იზოლაციასთანაც მაქსიმალურ ადაპტაციას ეცდება. ამის დეკლარაციაა ეს ტექსტი.
P.S. დიქტატურები თავისით არ სრულდება. დიქტატურებს ასრულებენ.
-
დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით – “ოცნება” უილსონზე
”დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით ” – წერია ამის შესახებ, ამერიკელი კონგრესმენმენზე, ჯო უილსონზე, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
“ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს დააინიცირებინეს ე.წ. “მეგობარი აქტი“ საქართველოს შესახებ, რომელსაც, შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ “მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს. უილსონმა იმოქმედა პრინციპით – “სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად“ და “დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს – ჯო უილსონს ხმარდება, რითაც “დიფ სთეითი“ თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. ჯო უილსონი არის “დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება – დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ.
შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონს, რომელიც თავს კონსერვატიული მსოფლმხედველობის პოლიტიკოსად წარმოაჩენს, ერთხელაც არ დაუგმია ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილება, რომელიც კაცის კაცად და ქალის ქალად მოხსენიების აკრძალვას ითვალისწინებდა და რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდი ერთხმად გაემიჯნა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ უილსონი ბლინკენის ხაზს საქართველოს დასჯის ნაწილშიც ერთგულად აგრძელებს” – წერია განცხადებაში.
-
უკრაინამ რუსულ ნავთობბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა
უკრაინამ რუსეთში, სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსში მდებარე ნავთობის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმაც დაადასტურა. ადგილობრივების განცხადებით, ქალაქში 25 ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.
სარატოვის ოლქის გუბერნატორის განმარტებით, ნავთობის ბაზაზე ხანძარი ჩამოგდებული უკრაინული დრონების ნამსხვრევების შედეგად გაჩნდა. აფეთქებები მოხდა ასევე ქალაქ სარატოვში, რომელსაც ენგელსისგან მდინარის კალაპოტი აშორებს.
ენგელსში მდებარეობს ბომბდამშენ ТУ-95-ების საჰაერო ბაზა, რომელზეც ბოლო პერიოდში უკრაინამ არაერთხელ მიიტანა იერიში.
-
“თუ კრიზისის გადაჭრა [საქართველოში] მოითხოვს არჩევნების რეორგანიზებას, ეს უნდა გაკეთდეს” – მაკრონი
მოვუწოდებ [საფრანგეთის დიპლომატიურ] ქსელს, განაგრძოს ჩართულობა საქართველოს თავისუფლების მებრძოლების, მამაცი პრეზიდენტისა და მანიფესტანტების მიმართ, რომლებიც იბრძვიან არჩევნებისთვის. თუ კრიზისის გადასაჭრელად საჭირო იქნება არჩევნების ხელახალი ორგანიზება, მაშინ ეს უნდა შესრულდეს.
-
ლაგოდეხში, სოფელ კაბალში კაცის ცხედარი იპოვეს
ლაგოდეხში, სოფელ კაბალში 40-წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი კაბალის ახალი სასაფლაოს მიმდებარედ ადგილობრივებმა აღმოაჩინეს.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი მესაფლავედ მუშაობდა. მას რამდენიმე თვის წინ მოსახლეობის ნაწილთან კონფლიქტი ჰქონდა, რის შემდეგაც კაცი გაუჩინარდა, ხოლო ოჯახი დაკარგულს ეძებდა.
ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღის წინ ჯერ კაცის ტელეფონი და პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით კი მისი ცხედარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
-
სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით ! გაუქმდა, „მეფე ლირი“, „ალუბლის ბაღი“, „მე გადმოვცურავ ზღვას“ – ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრი
ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში დაგეგმილი სპექტაკლები, რომლებშიც საპროტესტო აქციებზე, დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა, გაუქმდა. განცხადებას ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
”ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ
8,9,20,21 / 01 “მე გადმოვცურავ ზღვას”
13 / 01 ” ალუბლოს ბაღი”
22 / 01 ” მეფე ლირი”
❗️გ ა უ ქ მ დ ა ❗️
ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით❤️
ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე ტკტ ჯი ( ხვალ გაიხსნება დაბრუნების ღილაკი )
გილოცავთ შობას ??
იმედია მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად✊?❤️” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. -
საქართველოს საკითხზე მაკრონის მუშაობას დონალდ ტრამპთან მოუთმენლად ველი – უილსონი
“მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარი დაუჭირა. მის მუშაობას დონალდ ტრამპთან მოუთმენლად ველი, რადგან ეს რეალობად იქცეს”.
წერს ამის შესახებ, ჰელსინკის კომისიის თავჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი.
-
ტიბეტში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა, 130 ადამიანი კი დაშავებულია. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდის იყო, ხოლო ჩინეთის სეისმური ცენტრის ინფორმაციით, მაგნიტუდა 6.8-ს შეადგენდა.
ამ დრომდე ათობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი – ადგილზე 1 500-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი სახლები და შენობები ჩამოინგრა.
მედიის ცნობით, დაზიანებულია 1 000-ზე მეტი სახლი.
-

ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის – კობახიძე მაკრონზე
თუ სადმე ერევა რუსეთი, როდესაც მეზობელ ქვეყნებზეა საუბარი, ის ერევა უკრაინაში და ყველას ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის.
საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა. ტყუილებზე ვერ გავაკეთბ კომენტარს. კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე – ეს არის განადგურებული უკრაინა.