Blog

  • მოსამართლე ზურაბ დავითაშვილმა მათე დევიძე პატიმრობაში დატოვა

    მოსამართლე ზურაბ დავითაშვილმა საპროტესტო აქციაზე დაკავებული 21 წლის მათე დევიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა. დევიძეს პროკურატურა 3 პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

    დევიძემ მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვისას მოსამართლე დავით მგელიაშვილს უთხრა, რომ ის პატიმრობას არ იმსახურებს, თუმცა მოსამართლემ ეს პოზიცია არ გაიზიარა:

    „იმ ინციდენტის შემდეგ არ გაითვალისწინა მოსამართლემ ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს, ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს პირობებში არანაირად არ ვიმსახურებ ამას”,- განაცხადა დევიძემ.

    ის 21 ნოემბერს მელიქიშვილზე დააკავეს. მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარუდგინა.

    21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო იყო. ჩვენ არ ვცნობთ მთავრობას და არ ვცნობთ პრეზიდენტს! – დევიდ მაკალისტერი

    “ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო იყო. ჩვენ არ ვცნობთ მთავრობას და არ ვცნობთ პრეზიდენტს! ” – ამბობს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.

    ”ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო იყო. ჩვენ არ ვცნობთ მთავრობას და არ ვცნობთ პრეზიდენტს.

    [რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს], მე მქონდა პატივი შევხვედროდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს რამდენიმე წლის წინ თბილისში. ის შთამბეჭდავი პიროვნებაა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის 18 დეკემბერს საქართველოში დემოკრატიული წინააღმდეგობის სახე გახდა, მან ევროპარლამენტს ძლიერი სიტყვით მიმართა, სადაც კომენტარი გააკეთა საპროტესტო მოძრაობაზე, რომელმაც საქართველო მოიცვა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მან აღნიშნა: “გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ ვგრძნობთ, რომ 1921 წელს დავბრუნდით, რადგან სცენები მეორდება”. სწორედ ამით აიხსნება ის სიმამაცე და მონდომება, რომლითაც დღეს ქართველი ხალხი რეაგირებს. ისინი ხედავენ იმას, რაც ხდება, როგორც მათი თავისუფლების, მომავლის და გარკვეულწილად მათი დამოუკიდებლობის დაკარგვა.

    ქართული ოცნება მიზნად ისახავს ამ პოლარიზაციის გაღვივებას რიტორიკით, რომელიც თავს მშვიდობისა და ტრადიციული ფასეულობების დამცველად წარმოაჩენს, ხოლო ოპონენტებს ე.წ. გლობალური ომის პარტიი სახელით მოქმედი სახელმწიფოს დამნაშავეებად და მტრებად აქცევს. არ შევცდეთ: სალომე ზურაბიშვილი კვლავაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია. ის არის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში, სანამ ახალი არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდება, რომელსაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია გამართავს, უზრუნველყოფს ჭეშმარიტად სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს”.

    ამბობს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.

  • ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაშია! ვთვლი რომ კომპრომისი ახალი არჩევნებია! – ირმა ინაშვილი

    ”ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაშია! ვთვლი რომ კომპრომისი ახალი არჩევნებია!- წერს ამის შესახებ, სოციალურ ქსელში  პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი.

    ”საპროტესტო აქციებმა საქართველოს ყველა დიდი ქალაქი მოიცვა: თბილისიც, ქუთაისიც, ბათუმიც, ზუგდიდიც, თელავიც, მოკლედ, ყველას ვერ ჩამოვთვლით.

    ქუჩაში ყველა ასაკის ადამიანი დგას. 15 წლის მოზარდიც, 25 წლის ახალგაზრდაც, შუახნის კაციც და ასაკოვანიც!

    ვხედავთ ყველა პროფესიის ხალხს: მსახიობსაც, ექიმსაც, მხატვარსაც, მასწავლებელსაც და ინჟინერსაც. მოკლედ, ყველას!

    აქციებში მონაწილეობენ საჯარო მოხელეებიც, მათი შვილები და თავად პოლიციის თანამშრომლების შვილებიც კი.

    საზოგადოებაში მწვავე დაპირისპირებაა. მეტიც, უკვე ზიზღია, ხელჩართული ჩხუბია, დაუნდობლობაა. ცხადია, არიან პროვოკატორებიც. თუმცა, არიან ბრიყვებიც, თავისი ქმედებებით პროვოკატორზე უარესს რომ სჩადიან.

    დუღილის ტემპერატურა დღითიდღე იზრდება. ვშიშობ, ვითარება უმართავი გახდება და ამ უმართაობას ვეღარაფერი ჩააქრობს.

    გინდა, თუ არ გინდა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ქართული ოცნება იქნება!

    მკაფიოდ ვამბობ: კომპრომისი უნდა მოიძებნოს და პირადად მე ვთვლი, რომ ეს კომპრომისი ახალი არჩევნებია!

    აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ უარყოფით შედეგს… უკიდურესად უარყოფით შედეგს მოიტანს ძალადობა დემონსტრანტზეც, პოლიციელზეც, პოლიტიკოსზეც, ჟურნალისტზეც, საჯარო მოხელეზეც და რიგით მოქალაქეზეც!

    წლებმა დაგვანახა, რომ ნებისმიერი ძალადობა ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა რიგებს ზრდის. იმისდა მიუხედავად, დამნაშავეა თუ არა ხელისუფლება. მეტიც, საზოგადოების წევრები, რომლებიც ძალადობრივ ფაქტს იწონებენ, მოკლე ხანში ძალადობის ამავე ფაქტს ემიჯნებიან და გმობენ!

    ტრაგიკული რეალობაა, რომ ქვეყანა ფაქტობრივად საერთაშორისო იზოლაციაშია, ნუთუ, ამას ვერ ვხედავთ?!

    ვფიქრობ, ლიბერალ ბაიდენსაც და კონსერვატორ ტრამპსაც უკვე აჩვენეს ექსპრემიერ გიორგი გახარიას კადრები ბათუმის “შერატონში“. როგორ ფიქრობთ, რა განწყობას შეუქმნის ეს მსოფლიო ლიდერებს?”- წერს ინაშვილი.

  • არ მინახავს გაყალბების მტკიცებულება, ჰაერიდან მოტანილ სისულელეების არ მჯერა – იოსელიანი

    არ მინახავს გაყალბების მტკიცებულება, ჰაერიდან მოტანილ სისულელეების არ მჯერა – იოსელიანი

    პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი, დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. მე არ მინახავს ასეთი მტკიცებულება… 100 ათასი ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, ამ ადამიანებიდან დღემდე ჩემთან არცერთი არ მოსულა. 300 000 ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება და ეს რასთან არის დაკავშირებული, ჩემთვის ძალიან ცხადია. ამიტომ ბოდიში და, ასეთ ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს მე არ ვიჯერებ. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია.

    ამბობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი TV პირველის ეთერში, კითხვაზე, ხომ არ შეიცვალა პოზიცია არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

  • როცა გამხელენ, რომ ხარ ნაცი, თმენით უნდა შეხვდე, გახარიამ ვერ მოითმინა და მიიღო პასუხი – კობახიძე

    როცა გამხელენ, რომ ხარ ნაცი, თმენით უნდა შეხვდე, გახარიამ ვერ მოითმინა და მიიღო პასუხი – კობახიძე

    ხშირად საუბრობენ პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი, ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში, იქ ნამდვილად გაქვს შენ თმენის ვალდებულება.

    როდესაც გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი და ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე, ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი, მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა. ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ბუნებრივია, გასაგებია, იყო რეაქცია. კიდევ ვიმეორებ – როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, გეკისრება თმენის ვალდებულება.

    ამბობს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე თავდასხმის შესახებ.

  • დგებუაძემ ამაღლობელს განყოფილებაში სახეში შეაფურთხა, შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა – საია

    ”მზია ამაღლობელის თქმით,  დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამდენჯერმე შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა, ასევე, სახეში შეაფურთხა”- ამის შესახებ, ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    დღეს,  საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ დღეს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით.

    “მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე. მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება”, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

  • უფრო და უფრო მეტად უტევს რეჟიმ მათ, ვინც ითხოვს სამართლიან არჩევნებს, ამერიკა ხედავს ამას და ჩვენ ვიმოქმედებთ – უილსონი

    უფრო და უფრო მეტად უტევს რეჟიმ მათ, ვინც ითხოვს სამართლიან არჩევნებს, ამერიკა ხედავს ამას და ჩვენ ვიმოქმედებთ – უილსონი

    “მე ცალსახად ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე. სულ უფრო და უფრო მეტად უტევს რეჟიმი ფიზიკურად მათ, ვინც ითხოვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამერიკა ხედავს ამას და ჩვენ ვიმოქმედებთ. ქართველი ხალხი არ უნდა დააშინონ”,

    აცხადებს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი.

  • ვგმობთ ”ოცნების” ძალადობას ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, მოქალაქეების მიმართ – აშშ-ის საელჩო

    ”ვგმობთ ”ოცნების” ძალადობას ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, მოქალაქეების მიმართ”- საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

    “შეერთებული შტატები გმობს პარტია ქართული ოცნების მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ.

    მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად – რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა.

    საქართველო უკეთესს იმსახურებს”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

  • ძალადობა პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტების, მომიტინგეების თვითნებური დაკავება მიუღებელია – უორდი

    “საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკანასკნელ დღეებში, უფრო მეტი ღრმად შემაშფოთებელი ფაქტების მომსწრენი გავხდით. ძალადობის განახლება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ და ჟურნალისტებისა და მომიტინგეების თვითნებური დაკავება მიუღებელია. მოვუწოდებთ ქართული ოცნების ხელისუფლებას უზრუნველყოს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა. საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, უნდა დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები. სწორედ ამიტომ, დღეს, ევროპის საბჭოში, დიდი ბრიტანეთი შეუერთდა ევროპელ პარტნიორებს და მკაცრად დაგმეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ”

    დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი საქართველოში ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • ხელისუფლების კანონის ჩარჩოდან გასვლის ინციდენტები არეულობის რისკს ზრდის – კვირიკაშვილი

    ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ მათი მომხრეების მხრიდან კანონის ჩარჩოდან გასვლის ბოლო ინციდენტები ზრდის ქვეყანაში არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების რისკს. რაოდენ მიუღებელიც უნდა იყოს ამა თუ იმ ოპონენტის ქმედება, საბოლოოდ მაინც ხელისუფლების დანაშაული და სრული უპასუხისმგებლობაა პირადი ანგარიშსწორების კალაპოტში მოვლენების გადატანა. ამაზე ყველას გვმართებს დაფიქრება და ისევ და ისევ, პირველ რიგში მათ, ვის ხელშიცაა ძალაუფლება.

    წერს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.