Blog

  • ნატომ 2008 წელს გადაწყვიტა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები და უნდა შეასრულოს სიტყვა – მიჰკელსონი

    ნატომ ჯერ კიდევ 2008 წელს გადაწყვიტა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები. ნატო-მ, მათ შორის აშშ-მა და გერმანიამ, უნდა შეასრულონ თავისი სიტყვა”

    წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი

  • ბოლო დროს, საქართველოთი იმედგაცრუებულები ვართ, იმედია, ხალხი აიღებს კონტროლს – სენატორი რიში

    ჩვენ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულები ვართ და იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მცხოვრები ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ჩვენ გვგონია, რომ მას სურს და [საქართველო] გახდება დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია.

    ამბობს სენატორი ჯიმ რიში ამერიკის ხმასთან საუბრისას.

  • მივესალმები, რომ ევროპარლამენტი მიჰყვება კონგრესს ივანიშვილის რეჟიმის არაღიარებაზე – უილსონი მაკალისტერის განცხადებას ეხმაურება

    “მივესალმები, რომ ევროპარლამენტი მიჰყვება ჩვენი კონგრესის დეკლარაციას ქართული კოშმარის არაღიარების აქტს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია და სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური ლიდერია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე”,

    ასე გამოეხმაურა, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯო უილსონი,  ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის განცხადებას.

  • „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

    თბილისის მერიის ინფორმაციით, 17 იანვრის 00:00 საათიდან,  „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

    “თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას იწყებს.
    დაგეგმილი სამუშაოების გამო, 17 იანვრის 00:00 საათიდან, ორი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთში შეიზღუდება. კერძოდ, პირველ ეტაპზე მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩამსვლელ მხოლოდ ერთ განაპირა საავტომობილო ზოლზე.” – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში. 

  • სანქციების დაწესების შემთხვევაში, ბრიტანეთის ავტორიტეტი საბოლოოდ წარსულს ჩაბარდება – “ოცნება”

    “სანქციების დაწესების შემთხვევაში, ბრიტანეთის ავტორიტეტი საბოლოოდ წარსულს ჩაბარდება ” – ამის შესახებ, ნათქვამია, ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  ისინი ირწმუნებიან, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტი საბოლოოდ  წარსულს ჩაბარდება.

    „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება სრულად:  ”როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტმა დეპუტატმა შეიტანა ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. ამ ინიციატივას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მიერ ვახტანგ გომელაურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების სანქცირება.

    ქართულ საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ისტორიულად, დიდი ბრიტანეთი ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც ძლიერი, სუვერენული და პროგრესული სახელმწიფო, რომლის წიაღშიც განვითარდა სამართლის უზენაესობის იდეა და ადამიანის ძირითადი უფლებები. სწორედ ინგლისში წარმოიშვა საპროცესო ძირითადი უფლებები და კონკრეტულად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის თანახმად ადამიანისთვის სანქციის შეფარდებამდე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი სათანადო მოსმენა და უტყუარი მტკიცებულებებით სანქციის გამყარება. გამაოგნებელია, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნეში სრულად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა.

    ყველას გვახსოვს ხუთი უსამართლო და სამარცხვინო, ანტიქართული რეზოლუცია, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის დასჯას და კრიმინალების განთავისუფლებას ითხოვდა. ყველას გვახსოვს უსამართლო და სამარცხვინო უკრაინული სანქციები ქართველი პოლიტიკოსების, საჯარო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომელიც არავითარი ფაქტით და მტკიცებულებით არ იყო გამყარებული. ყველას გვახსოვს ლიეტუვისა და ესტონეთის ანტიქართული გადაწყვეტილება ქართველი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების შეფარდების თაობაზე, რომელიც, ასევე, არავითარ ფაქტებს და მტკიცებულებებს არ ემყარებოდა. უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, დღეს „დიფ სთეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი.

    დღეს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელმაც საქართველო ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა, ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, საქართველოში ადამიანების მკვლელობისა და წამების, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცებისა და არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა შეუნარჩუნა და ეკონომიკა გაუსამმაგა,
    დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს.
    სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. თუმცა, იმ ფონზე, რომ „დიფ სთეითმა“, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა.”- ნათქვამია განცხადებაში.

  • დააპატიმრეს ახალგაზრდა, რომლის დედა მოუვლელობის გამო გარდაეცვალა… თავი ქრისტიანებად მოაქვთ- არქიმანდრიტი დოროთე

    “ამ დღეებში დააპატიმრეს ერთი ახალგაზრდა, რომელმაც განუცხადა სამართალდამცველებს, რომ მას დედა ჰყავდა ლოგინად ჩავარდნილი, არავინ ჰყავდა მომვლელი და თუ ის არ მივიდოდა სახლში, დედა გარდაიცვლებოდა. მოსამართლემ კი სასჯელი მიუსაჯა და საპატიმროში დატოვა, დედამისი მოუვლელობის გამო გარდაიცვალა. არადა, ამას აკეთებს ის მთავრობა, რომელიც გვპირდებოდა, რომ მართლმადიდებლობა იქნებოდა სახელმწიფო რელიგია. ანუ, მართლმადიდებლობაც უნდოდა გაეხადა ისეთი, როგორი უსამართლოებიც თვითონ არიან. ასეთი უსამართლობები ხდება და თავი ქრისტიანებად მოაქვთ. ეს ქრისტიანულ სახელმწიფოში გაუგონარია. ლოგინად ჩავარდნილებს, რომ ყურადღებას არ აქცევენ და ვინც აქცევს, იმას რომ საპატიმროში ტოვებ გამოგონილი ბრალდებით, ეს ქრისტიანულ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს და ასეთი მთავრობა ქრისტიანებს არ უნდა ჰყავდეთ…არათუ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გახადონ, არამედ ქრისტიანობას ანადგურებენ…

    ასეთი სიძულვილი რაც დღეს ხდება, ასეთი უსამართლობა რაც დღეს ხდება, მე არ გამიგონია ჩვენს ქვეყანაში, არასოდეს და ამაში მტრის ხელი ურევია და არა ქვეყანას, არამედ საქართველოს დაუძინებელ მტრებს ემსახურებიან ვინც ამას აკეთებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ღმერთი არ გაგვწირავს და მალე მოაშორებს უფალი ქვეყანას ასეთ უსამართლო ხალხს”.

    ამბობს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქადაგებისას  

  • მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სრულად გაამართლა აქტივისტი, რომელსაც შსს დაუმორჩილებლობას ედავებოდა

    რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ, სრულად გაამართლა, 4 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე დაკავებული აქტივისტი, დავით გედენიძე, რომელსაც შსს დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

    ”არ ველოდი ნამდვილად. უბრალოდ, მოწმეების ჩვენება იმდენად არ შეესაბამებოდა ერთმანეთს და იმდენად არ შეესაბამებოდა ერთმანეტს, რომ მოსამართლემ მიიღო მართლაც სამართლიანი გადაწყვეტილება, რასაც მოწმეები იძახდნენ. არ ველოდი ნამდვილად და ვარ ძალიან კმაყოფილი”. მე როგროც გამამართლეს, ისე უნდა იყოს სხვების შემთვევაშიც. ჩემი ძმა გუშინწინ დააკავეს, მასსაც ძალიან უაზრო რამეს აბრალებენ, მაგრამ მოვა დრო, გამოვლენ. იმედი მაქვს, როგორც დღეს, ისე ხვალ მოსამართლეები ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ” , – ამბობს დავით გედენიძე TV პირველთან საუბრისას. 

    დავით გედენიძე, ადმინისტრაციული წესით ოპოზიციური პარტიის “ახლების” ოფისთან, ბესიკის ქუჩაზე  4 დეკემბერს დააკავეს.გედენიძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუმორჩილებლობას ედავებოდა. დავით გედენიძესთან ერთად დაკავებულები იყვნენ  ვახტანგ გაგნიძე,  მიშიკო ჯანიკაშვილი, საბა ბირკაია და ირაკლი არდია.  5 პირი კობა ჩაგუნავამ ჯერ კიდევ 5 დეკემბერს გაასამართლა და მათ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუერთდა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ კობა ჩაგუნავა ისაკო დევიძის საქმის მოსამართლეა, რომელმაც მას 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.  12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერს ნიკა გვარამიას, რომელიც 4 დეკემბერს პარტიის ოფისის ჩხრეკისას დააკავეს. ჩაგუნავა 2020 წელს დაინიშნა მოსამართლედ, ხოლო 2023 წელს გამწესდა უვადოდ.

    „სასამართლო გუშაგის“ მიერ სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმის შესახებ მომზადებულ ანგარიშში კობა ჩაგუნავაც მოხვდა, სადაც ნათქვამია, რომ მოსამართლე რევაზ ნადარაიას სახელს უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულის კობა ჩაგუნავას კარიერული წინსვლა. კობა ჩაგუნავა ნადარაიას თანასოფლელია.

  • ზუგდიდში, პიროტექნიკის სროლის გამო მარიამ სიჭინავა ისევ დააკავეს

    ზუგდიდში, “კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენელი, მარიამ სიჭინავა ისწევ დააკავეს.  მან პოლიციის შენობის წინ პიროტექნიკა ისროლა.

    შეგახსენებთ, მარიამ სიჭინავა დაკავებული იყო. ის ო სასამართლომ გუშინ გაათავისუფლა და 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

    ცნობისთვის, აქციაზე ნიღბის ტარებისთვის და ფეიერვერკის გამოყენებისთვის მარიამ სიჭინავას 6 სამართალდარღვევის ოქმი გაუფორმეს. პირველად სიჭინავას ოქმი 30 დეკემბერს გაუფორმეს, როცა ძალაში შევიდა აქციაზე სახის დაფარვის აკრძალვა.
  • საქართველო არ მიიწვიეს დავოსის ეკონომიკურ ფორუმსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    საქართველო 2025 წლის დავოსის ეკონომიკურ ფორუმსა და თებერვალში გასამართ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ტელეკომპანია “ფორმულას”  მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, რომ მიწვევა არცერთი ღონისძიებიდან არ მიუღიათ.

    ფორუმში 60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ასევე, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტები. ღონისძიებაში მონაწილე ლიდერებს შორის არის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

  • პოლიციიდან დამირეკეს, აკრძალული ნივთი გეჭირათ აქციაზეო, გალავანზე ვაბრაგუნებდი მაგ ქვით”- სალომე კვარაცხელია

    ”პოლიციიდან დამირეკეს, აკრძალული ნივთი გეჭირათ აქციაზეო, გალავანზე ვაბრაგუნებდი მაგ ქვით” – წერს ამის შესახებ, მოქალაქე სალომე კვარაცხელია.

    “პოლიციიდან დამირეკეს, 12 იანვარს აკრძალული ნივთი გეჭირათ აქციაზე (ქვა) და სასამართლოში ვგზავნით მასალებსო, დვდ-ზე გვაქვს ჩანაწერიო.
    გალავანზე ვაბრაგუნებდი მაგ ქვით – უსაშისესი დამნაშავე ვარ
    ანუ 3 დღეში ყველა მასალა ნახეს, ჩაწერეს, გაამზადეს და სასამართლოს მიართვეს და ტყვე ბიჭებზე მტკიცებულებების მოსაგროვებლად თვეები სჭირდებათ!
    ეს ბანძები ესენი!
    პ.ს. კი, ადვოკატს დავუკავშირდი უკვე.
    არაფერზე იდარდოთ. აყვავებული ეკონომიკის ფარგლებში ფული მიაკლდათ და ჩვენგან უნდათ ჯარიმებით ამოღება. სულ ესაა ამბის თავი და ბოლო.”- წერს სალომე კვარაცხელია.