Blog

  • აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის ღია ვართ – პუტინი

    აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის ღია ვართ – პუტინი

    „გვესმის მისი განცხადება იმის შესახებ, რომ საჭიროა მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილების მიზნით ყველაფერი გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, მსგავს დამოკიდებულებას მივესალმებით და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს თანამდებობის დაკავებას ვულოცავთ. […] აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან უკრაინის კონფლიქტის შესახებ დიალოგისთვის ღია ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრაა, რის შესახებაც აქამდე არაერთხელ გვითქვამს“

    განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე  რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

  • “ქართველების წინააღმდეგობა ტირანიისადმი შთამბეჭდავია… ის შთააგონებს ხანგრძლივი ბრძოლისთვის თავისუფლებისთვის” – ფრიდი

    “ქართველების წინააღმდეგობა ტირანიისადმი შთამბეჭდავია და, თუ ისტორიით ვიმსჯელებთ, ის შთააგონებს ქართველებს ხანგრძლივი ბრძოლისთვის მათი და ჩვენი თავისუფლებისთვის”.

    აცხადებს ამის შესახებ, ამერიკელი დიპლომატისა და ატლანტიკური საბჭოს მკვლევრის დენიელ ფრიდი X-ზე.

  • “ტყუილია, რომ ჩემს მოვალეობას არ ვასრულებ” – იოსელიანი

    “ეს ბრალდება არ არის, ეს არის მოგონილი ტყუილი, რომ არ შევაფასე, რომ ამ ადამიანებს ყურადღებას არ ვაქცევ, რომ ჩემს ფუნქციას არ ვასრულებ. ამაზე ბევრი განმარტება გავაკეთე”,

    აცხადებს ამის შესახებ,  სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.

  • თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება – ცესკო

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.

    “მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს (4 ოქტომბერი).

    საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელმა პირმა (პირებმა), განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარეს:

    ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

    ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;

    ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;

    ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით, თუ ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ვერცერთ პირობას.

    პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.

    განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.

    ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

    დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51”, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

  • აჩენს ეჭვს, საფასურია არჩევნებზე კრიმინალური ჯგუფების ქმედებებისთვის – SJC შეწყალებაზე

    ”აჩენს ეჭვს, საფასურია არჩევნებზე კრიმინალური ჯგუფების ქმედებებისთვის” – ასე აფასებს,  “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”  ყაველაშვილის მიერ, 19 იანვარს 613 მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტს.

    “როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მიმდინარე წელს, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, მიხელ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და მას კანონმდებლობა არ ავალდებულებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები იყოს დასაბუთებული, ან წინასწარი კომისიის მიერ ხდებოდეს კანდიდატების საქმეების განხილვა/შეფასება.

    მიუხედავად ამისა, თავად შეწყალების აქტი უნდა პასუხობდეს პოლიტიკის და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ბაზისურ პრინციპებს და საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა სამუშაო პროცესით, ვისი ჩართულობით მოხდა შესაწყალებელი პირების საქმეების განხილვა. რაც მთავარია, საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რა დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები არიან შეწყალებული. სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის აღნიშნული ინფორმაცია ამ დრომდე არაა ხელმისაწვდომი. ასევე უცნობია, რა მოცულობის მასალა დამუშავდა, დადებითი პასუხის პარალელურად, რამდენ მსჯავრდებულს ეთქვა უარი შეწყალებაზე და რა იყო ამ მექანიზმის ასეთი სიჭარბით გამოყენების თუნდაც ზოგადი არგუმენტაცია.

    აღსანიშნავია, რომ ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობა და პრაქტიკა დისპროპორციულ სასჯელზე და რეპრესიაზეა ორიენტირებული. საქართველო ამ დრომდე არის ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი მოწინავე პატიმრების და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირების რაოდენობით. შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი წლებია მხარს უჭერს სისხლის სამართლის ჰუმანურ პოლიტიკას და ამ მიმართულებით სისტემურ რეფორმებს. სამწუხაროდ, ნაცვლად რეალური ცვლილებებისა და სამართლიანი, დაბალანსებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და პრაქტიკის განვითარებისა, ხელისუფლება კვლავაც აგრძელებს არსებული სადამსჯელო პოლიტიკის თვითნებურად გამოყენებას. ჰუმანური სამართლებრივი მექანიზმების თვითნებურად გამოყენება კი საფრთხეს უქმნის როგორც ზოგადად მთლიანად საზოგადოებრივ წესრიგს, ისე კონკრეტული დანაშაულის მსხვერპლების დაცულობის და სამართლიანობის განცდას. ნიშანდობლივია ისიც, რომ შეწყალების აქტი დროში თან სდევს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომლის შედეგებზე მანიპულირების მიზნითაც, სხვადასხვა უკანონო ხერხებთან ერთად, ხელისუფლება აქტიურად იყენებდა სამართლებრივ ინსტრუმენტებსაც. მიხეილ ყაველაშვილის მიერ 19 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებაც ამ გზის გაგრძელებაა და აჩენს ეჭვებს, რომ ეს არის ერთგვარი საფასური არჩევნებზე კრიმინალური თუ ძალადობრივი ჯგუფების მიერ პრო-სახელისუფლებო მოქმედებებისთვის.

    ნიშანდობლივია, რომ ამ რაოდენობის მსჯავრდებულის შეწყალება არათუ ერთჯერადად, სრული წლის განმავლობაშიც კი ბოლო წლებში არ მომხდარა. გამონაკლისი მხოლოდ 2013 წელი იყო, როცა 857 პირის შეწყალების თაობაზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რასაც წინ უძღოდა სახელისუფლებო ცვლილებები და წინა ხელისუფლების „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკის სისტემური რევიზიის პოლიტიკური განაცხადი. ამ შემთხვევაში კი არათუ პოლიტიკის სისტემური გადახედვაზე, ჩვენ არ მოგვისმენია არანაირი შეფასება, ან ინიციატივა, თუ სად ხედავს მიხეილ ყაველაშვილი პრობლემას სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში და რით არის განპირობებული მის მიერ შეწყალების ექსკლუზიური უფლებამოსილების ასეთი მასშტაბით გამოყენება. მეტიც, მიხელ ყაველაშვილს 8 წლიანი საპარლამენტო საქმიანობის განმავლობაში ერთი საკანონმდებლო ინიციატივაც არ გაუჟღერებია აღნიშნულ საკითხებზე.

    საგულისხმოა ისიც, რომ 613 მსჯავრდებულის შეწყალება არ ნიშნავს იმას, რომ ყაველაშვილმა მხოლოდ ამ რაოდენობის საქმე განიხილა. სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ მან ყველა შესული განცხადება დადებითად დააკმაყოფილა. შესაბამისად, კიდევ უფრო რელევანტურია კითხვა, თანამდებობის დაკავებიდან არასრულ 1 თვეში, როგორ მოახერხა ყაველაშვილმა ამ რაოდენობის საქმეების სრულყოფილად და დეტალურად გამოკვლევა თანაც ისე, რომ ამ დრომდე საზოგადოებისთვის უცნობია, შეიქმნა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური კომისია აღნიშნული საკითხების შესწავლის მიზნით.

    გაუმჭვირვალე და დახურული პროცედურით შეწყალების უფლებამოსილების მასშტაბური გამოყენება, ისე, რომ ამ დრომდე საზოგადოებამ არ იცის, რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს შეეხოთ საშეღავათო პირობები, აძლიერებს განცდას, რომ აღნიშნული მექანიზმი გამოყენებულია ვიწრო-პარტიული ინტერესებით და თვითნებურად. შეწყალების ამგვარი პრაქტიკა ემსახურება არა საჯარო ინტერესებს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, არამედ წარმოადგენს პოლიტიკურ თვითნებობას და არის არსებული რეპრესიული/სადამსჯელო სისხლის სამართლის სისტემის პარტიული ინსტრუმენტალიზების მკაფიო მაგალითი”- ნათქვამია განცხადებაში.

  • “სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, თბილისის დიქტატორებისთვის,  ტრამპი დაბრუნდა” – უილსონი

    “სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, თბილისის დიქტატორებისთვის, ტრამპი დაბრუნდა” – უილსონი

    “სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, პეკინის, ფხენიანის, კარაკასისა და თბილისის დიქტატორებისთვის. დონალდ ტრამპი დაბრუნდა!  ამერიკა კვლავ დიდებული გახდება. მშვიდობა ძალის მეშვეობით.”

    წერს აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და კონგრესმენი, ჯო უილსონი X-ზე.

  • ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა..იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის – მზია ამაღლობელი

    “ბათუმელებისა” და ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი  უკვე 1 კვირაა შიმშილობს. ინფორმაცია ამის შესახებ, უფლებადამცველების დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „საიას“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ამ ფორმით ის გამოხატავს პროტესტს იმ საქმის მიმართ, რომელსაც ყველა აბსურდად აფასებს.

    გამოცემა ნეტგაზეთი მზია ამაღლობელის წერილს ავრცელებს.

    • “ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს, როგორც დიქტატურა. არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან.” – წერის ამაღლობელის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაწერილ წერილში.

    ათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს

  • ”მამუკა ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ჩაგყვებით ბოლომდე! – ანდრო ჭიჭინაძის დედა

    ”მამუკა ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ ბორენკას ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რო აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე!” – ასე პასუხობს, პატიმრობაში მყოფი ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე, მამუკა მდინარაძის განცხადებას თავდებში ჩადგომასთან დაკავშირებით.

    • ”მამუკა მდინარაშე ლაპარაკობს მაესტროზე ანდრო ჭიჭინაძე თუ აღიარებს დანაშაულს კარგი ბიჭია კარგი მსახიობია და მზად ვარტ ჩავუდგეთ თვდებშიო. თავისუფალი მსხიობია და რა მოხდა თუ ითამაშა რუსულ ფილმშიო მაგრამ მაშინ რატო ტყუის რომ ეზიზღება რუსეთიო?! ლაკას დეიდაშვილიაო რომელიც ფინანსთება რუსეთიდანო და აბა მეტი რა ვთქვაო. არ ვიცი მონიშვნა როგორ უნდა მამუკა მდინარაძის და ჩემი სტატუსი დაუდეთ! მამუკა ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ ბორენკას ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რო აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე!” – აცხადებს ანდრო ჭიჭინაძეს 

    ცოტა ხნის წინ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ თუ ანდრო ჭიჭინაძე ბრალს აღიარებს, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი თავდებში ჩაუდგება.

    • „კარგი მსახიობია ძალიან და ბევრს უყვარს როგორც მსახიობი, მათ შორის „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც და ბევრი საერთო ახლობელი, მეგობარი აღმომაჩნდა. საქართველოა, თბილისია და მე ვთქვი, მე შემიძლია ამ ადამიანს თავდებშიც კი ჩავუგდე-მეთქი, თუ ის გაითავისებს რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას და თუ იტყვის, კი ბატონო. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩვენგანი, მარტო ახლა მამუკა მდინარაძე კი არ არის მაგარი ბიჭი, ვიღაცას თავდებში უდგება და მერე გამოხტებიან ვიღაცები რად გვინდა შენი თავდებობა, არა, უბრალოდ თუნდაც სიტყვის მასალად ან მის გარეშე, ნებისმიერი ჩვენგანი, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ ვუშუამდგომლოთ, თავდებში ჩავუდგეთ, თუ რა ფორმითაც გნებავთ, ისევე როგორც, ეს თავდებობით არ მომხდარა, აგერ ორმა ადამიანმა, დღეს იყო ერთ-ერთი ოკრიბელაშვილი თუ არ ვცდები, აღიარა, მოინანია, გაითავისა რაში იღებდნენ მონაწილეობას და მათ სერიოზული შეღავათი გაეწიათ პროკურატურისგან“, – განაცხადა მდინარაძემ

    ანდრო ჭიჭინაძე ერთ-ერთია იმ 45 ადამიანს შორის, რომლებიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობდნენ და პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა.

  • შემიძლია თავდებშიც ჩავუგდე, თუ გაითავისებს რა ჩაიდინა.. აგერ ორმა მოინანია დღეს და მათ სერიოზული შეღავათი გაეწიათ პროკურატურისგან – მდინარაძე

    ” მე შემიძლია ამ ადამიანს თავდებშიც კი ჩავუგდე-მეთქი, თუ ის გაითავისებს რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას და თუ იტყვის, კი ბატონო.”- განაცხადა ამის შესახებ,  მამუკა მდინარაძემ პატიმრობაში მყოფ ანდრო ჭიჭინაძეზე საუბრისას.

    მისი თქმით, თუ ანდრო ჭიჭინაძე ბრალს აღიარებს, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი თავდებში ჩაუდგება.

    „კარგი მსახიობია ძალიან და ბევრს უყვარს როგორც მსახიობი, მათ შორის „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც და ბევრი საერთო ახლობელი, მეგობარი აღმომაჩნდა. საქართველოა, თბილისია და მე ვთქვი, მე შემიძლია ამ ადამიანს თავდებშიც კი ჩავუგდე-მეთქი, თუ ის გაითავისებს რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას და თუ იტყვის, კი ბატონო. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩვენგანი, მარტო ახლა მამუკა მდინარაძე კი არ არის მაგარი ბიჭი, ვიღაცას თავდებში უდგება და მერე გამოხტებიან ვიღაცები რად გვინდა შენი თავდებობა, არა, უბრალოდ თუნდაც სიტყვის მასალად ან მის გარეშე, ნებისმიერი ჩვენგანი, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ ვუშუამდგომლოთ, თავდებში ჩავუდგეთ, თუ რა ფორმითაც გნებავთ, ისევე როგორც, ეს თავდებობით არ მომხდარა, აგერ ორმა ადამიანმა, დღეს იყო ერთ-ერთი ოკრიბელაშვილი თუ არ ვცდები, აღიარა, მოინანია, გაითავისა რაში იღებდნენ მონაწილეობას და მათ სერიოზული შეღავათი გაეწიათ პროკურატურისგან“, – განაცხადა მდინარაძემ

    ანდრო ჭიჭინაძე ერთ-ერთია იმ 45 ადამიანს შორის, რომლებიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობდნენ და პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა.

  • მივესალმებით, ყაველაშვილმა ჰუმანური ნაბიჯი გადადგა და 613 პატიმარი შეიწყალა – კალაძე

    მივესალმებით, ყაველაშვილმა ჰუმანური ნაბიჯი გადადგა და 613 პატიმარი შეიწყალა – კალაძე

    შეწყალებასთან დაკავშირებით ბევრი სისულელე მოვისმინეთ. როგორც ყოველთვის, როცა კეთილი საქმე კეთდება, ეს გაფარჩაკებული ოპოზიცია და რადიკალები ყოველთვის ასეთი განცხადებებით გამოდიან […] ეს იყო ჰუმანური აქტი, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან განხორციელდა. რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით. ზოგადად, ჰუმანიზმის გამოვლინება მისასალმებელია და ძალიან კარგია. მიხეილ ყაველაშვილმა ჰუმანური ნაბიჯი გადადგა და 613 პატიმარი შეიწყალა.

    განაცხადა ამის შესახებ,  ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ “ოცნების” პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე.