Blog

  • შოკისმომგვრელია სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა – მელინე არაკელიანი

    “შოკისმომგვრელია პოლიტიკური აქტორების სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა. მსგავსი კრიმინალური ქმედებები სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული. არავითარი დაუსჯელობა დამნაშავეებს,”

    საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი სალომე ზურაბიშვილსა და გიორგი გახარია თავდასხმას ეხმაურებ

  • “ფაქტობრივად, ჩემ დაკავებას ვუყურე… ის გოგო რომ არა, აუცილებლად მოგვისვამდნენ მე და კაციას გვერდზე” – ახობაძე “ტვ პირველის” ოპერატორზე

    “ის გოგო რომ არა, აუცილებლად იქნებოდა ლაშა ახლა სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-6 პუნქტით დაჭერილი და მოგვისვამდნენ მე და კაციას გვერდზე. ” –  ამბობს რეჟიმის პატიმარი, ექიმი გიორგი ახობაძე “ტვ პირველის” ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

    “გუშინ ინგა გრიგოლიას ეთერს რომ ვუყურებდი ძალიან მინდოდა შესაძლებლობა
    მქონოდა ჩართვის და იმის თქმის, რაც მომაწვა ყურებისას, ფაქტობრივად, ჩემ დაკავებას ვუყურე გვერდიდან, “დეჟა ვუ” მქონდა!

    ერთნაირი მოძრაობები, ალყის შემორტყმა, სიტყვებიც კი იგივე ისმოდა “ნუ პანიკიორობ!”, მოწმის გვერდზე გაწევა, ამ რაოდენობის ადამიანის ასე უცბად თავს შემოხვევა  და ალყაში მომწყვდევა.
    განსხვავება იყო ერთადერთი ის რომ მე გადამაყუდეს რაღაც მომენტში. ზუსტად ასეთი მეთოდებით ცდილობდნენ ჩადებას. ჩემს შემთხვევაში ჯერ უკანა ჯიბეში, სადაც ვერ მოახერხეს და მერე წინა ჯიბეში ჩამიცურეს.

    მანდ არ გამოუვიდათ, ის გოგო რომ არა, აუცილებლად იქნებოდა ლაშა ახლა სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-6 პუნქტით დაჭერილი და მოგვისვამდნენ მე და კაციას გვერდზე.

    მადლობა ამ გოგოს, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რაც გააკეთა, ასე რომ იყოჩაღა და გადაარჩინა ლაშა.

    ეს ყველაფერი საჯარო გახდა და ვერ შეძლეს ჩანაფიქრის განხორციელება, ვფიქრობ ამან შეაჩერათ და ასევე იმან, რომ თუ “ამოიღებდნენ ფაქტს” ამდენი ადამიანის, მოწმეების თვალწინ მოუწევდათ დალუქვა და შესაბამისად, რომ დალუქავდნენ ლაშას ბიოლოგიური მასალა ზედ ვერ იქნებოდა დატანილი, ჩემ შემთხვევაში მოწმე არ იყო რომ დალუქვა ენახა, ბიოლოგიური მასალა ჩემი თანხმობის გარეშე  ხელთათმანით იღლიებიდან და პირიდან ამიღეს და დაატანეს იმ ჩადებულ შეკვრას.

    ასევე ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სავარაუდო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადამიანების დასაკავებლად სამმართველოს უფროსები, პოლიციის უფროსები არ დადიან თავად და იქ იყო ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი”,-  ამბობს ახობაძე.

  • საბა ბუაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს

    “ძლიერი საქართველოს” წევრი, საბა ბუაძე გზის გადაკეტვის მოტივით 5 000 ლარით დააჯარიმეს. ბუაძის თქმით, ის პოლიციამ გააჩერა, შემდეგ კი უთხრა, რომ დაჯარიმებულია.

    “11 თებერვალს გზა გადაკეტეთ და 5 000-ლარიან ჯარიმას გადმოგცემთო, რაც არის ტყუილი. 11 თებერვალს გზის გადაკეტვის დროს საერთოდ არ ვყოფილვარ იქ”, – წერს ბუაძე.

  • ზურაბიშვილზე გუშინდელი თავდასხმა სამარცხვინოა და სამართლიანად უნდა გამოიძიონ – ჩეხეთის ელჩი საქართველოში

    “მე-5 პრეზიდენტზე ს.ზურაბიშვილზე გუშინდელი თავდასხმა სამარცხვინოა და სამართლიანად უნდა გამოიძიონ, როგორც ყველა სხვა თავდასხმა და ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ. კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია. სამართლიანი და დროული სასამართლოს უფლება საქართველოს კონსტიტუციაშია.”

    წერს სოციალურ ქსელში საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი, რითიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე,  სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმას ეხმაურება.

  • გავაგრძელებ ბოლომდე… უარს ვაცხადებ ექიმებთან კონსულტაციასთან გასვლაზე! – თემურ ქათამაძე 34-ე დღეა შიმშილობს

    “გავაგრძელებ ბოლომდე… უარს ვაცხადებ ექიმებთან კონსულტაციასთან გასვლაზე!” – აცხადებს ამის შესახებ, ბათუმელი მედროშე, რეჟიმის პატიმარი თემურ ქათამაძე, რომელიც 34-ე დღეა შიმშილობს.  ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მის შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მიუხედავად შიმშილობის ამ ვადისა, რეჟიმის პატიმარი მხოლოდ ერთხელ, 2025 წლის 15 თებერვალს გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, გამოკვლევებისა და გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით.

    “თემურ ქათამაძე 34-ე დღეა შიმშილობს. 16 იანვრიდან, ის იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების ცენტრში და ამ დღიდან უარს ამბობს ყოველგვარი საკვების მიღებაზე და იღებს მხოლოდ წყალს.შიმშილობის ამ ვადის მიუხედავად, ის მხოლოდ ერთხელ, 2025 წლის 15 თებერვალს გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, გამოკვლევებისა და გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით. თემურ ქათამაძე მიიჩნევდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით იგი საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას, თუმცა, ამ მოთხოვნაზე მას უარი ეთქვა და იმავე დღეს დააბრუნეს დროებითი მოთავსების ცენტრში. პროტესტის ნიშნად, 15 თებერვლიდან, შიმშილობის პარალელურად, თემური უარს ამბობს გამოკვლევების ჩატარებაზე დროებითი მოთავსების ცენტრშიც.ამ დროისთვის, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება 2025 წლის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოში დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან მისთვის განხორციელებულ ძალადობასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით. თემურ ქათამაძე განაგრძობს ბრძოლას მისი უფლებების დასაცავად,” – წერია განცხადებაში.

    საია თემურ ქათამაძის წერილს აქვეყნებს, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ის შიმშილობას ბოლომდე გააგრძელებს.

    • “ბათუმელი მედროშე” თემურ ქათამაძის მესიჯი კრიტიკული მედიისთვის!

    ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე, მზია ამაღლობელის შემდეგ, შიმშილობის დროშა ახლა მე ბათუმელმა მედროშემ ავიღე ხელში და ჩემს შიმშილობას გავაგრძელებ ბოლომდე, როგორც 9 ძმა ხერხეულიძე ვინაიდან მიმაჩნია, “სამშობლო უფრო ღირებულია ვიდრე სიცოცხლე”, როგორც იყო ჩვენი, ანუ “ჩვენებურების” ბელადი ახმედ მელაშვილისთვის, ასევე მიხა ხელაშვილისთვის, მარო მაყაშვილისთვის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისთვის, ხასან თხილაიშვილისთვის, ლომან ეფენდი ქაცარავასთვის,მ გულო აღა კაიკაციშვილისთვის, მემედ აბაშიძისთვის, იუსუფ ქათამაძისთვის, მერაბ კოსტავასთვის და ზვიად გამსახურდიასთვის!

    საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე: “არასდროს, არასდროს, არ დანებდე!”

    მე, ასევე უარს ვაცხადებ 15.02.2025წ. თარიღიდან მიგრაციის დროებითი დაკავების ცენტრში, ყოველდღიურ ექიმებთან კონსულტაციასთან გასვლაზე და ანალიზების ჩატარებაზე” – წერია წერილში.

  • ტრამპის განცხადებები ევროპელების გამოფხიზლებას და მოქმედებაში ჩართვას ისახავს მიზნად! – ჯონსონი

    როდის შევწყვეტთ ევროპელები დონალდ ტრამპზე აღშფოთებას და როდის დავიწყებთ მის დახმარებას ამ ომის დასრულებაში?

    რა თქმა უნდა, უკრაინას არ დაუწყია ომი. ეს იგივე თქვა, რომ თითქოს ამერიკამ დაარტყა იაპონიას პერლ ჰარბორში.

    რა თქმა უნდა, ქვეყანა, რომელშიც შეიჭრნენ, არჩევნებს არ უნდა ატარებდეს. 1935-დან 1945 წლამდე დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნები არ ჩატარებულა.

    რა თქმა უნდა, ზელენსკის რეიტინგი არ არის 4%. სინამდვილეში, ის დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ტრამპის.

    ტრამპის განცხადებები ისტორიულ სიზუსტეს არ ემსახურება, არამედ ევროპელების გამოფხიზლებას და მოქმედებაში ჩართვას ისახავს მიზნად.

    კერძოდ, აშშ ხედავს 300 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინულ რუსულ აქტივებს – ძირითადად ბელგიაში. ეს არის თანხა, რომელიც შესაძლოა და უნდა გამოიყენებოდეს უკრაინისთვის და აშშ-ს მხარდაჭერის კომპენსაციისთვის.

    რატომ უშლის ევროპა ხელს პუტინის თანხების განბლოკვას?

    აშშ-ს სჯერა, რომ ბელგია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები ბლოკავენ. ეს აბსურდია. საჭიროა სწრაფი და სერიოზული მოქმედება.

    წერს  ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი X-ზე.

  • ტრამპის წარმომადგენელი, უკრაინისა და რუსეთის საკითხებში, კიევში ჩავიდა

    შეერთებული შტატების  პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთის საკითხებში კიტ კელოგი დღეს კიევში ჩავიდა. მას  კიევის სადგურში უკრაინაში აშშ-ს ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი დახვდა.

    “ჩვენ მოგისმენთ. მზად ვართ, უზრუნველვყოთ აუცილებელი დახმარება. გვესმის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება. ჩემი მისიის ნაწილი არის მოსმენა. შემდეგ დავბრუნდები აშშ-ში, ვესაუბრები პრეზიდენტ ტრამპს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერს სწორად ვიგებთ.[…] მან [ტრამპმა] კარგად იცის, რომ ხალხი იტანჯება, ესმის, რამდენი ნგრევაა. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს” – აღნიშნა კელოგმა.

  • ნასროლი საგნების შედეგად დაზიანება აღენიშნება – ბესელია ზურაბიშვილზე

    “ეს არის მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში სახელდებულია როგორც ძალადობა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, თუმცა კიდევ უფრო მძიმე შემადგენლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ეს ხდება პოლიტიკური შეხედულებების გამო პრეზიდენტის მიმართ, ამისთვის კიდევ ცალკე სპეციფიკური მუხლია არაადამიანური მოპყრობის. დადასტურებულია, რომ დაზიანება აღენიშნება. მიყენებული აქვს ნასროლი საგნების შედეგად… [კვერცხის გარდა] შეიძლება სხვა რამეც იყო. ფაქტია, რაც არ უნდა ისროლო, როდესაც სახის არეში ესვრი ადამიანს, შეიძლება იყოს სახიფათო”

    განაცხადა, იურისტმა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ, რომელმაც  გენერალურ პროკურატურაში, გენპროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის სახელზე სარჩელი შეიტანა.

  • ქუთაისის სააპელაციომ მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.

    14 თებერვალს ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ წარმოებაში არ მიიღო, გადაწყვეტილებმა ადვოკატებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს.

    მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა.

  • “2 მანქანა, პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები, მივიდნენ დედაჩემთან. დედა არის 80 წლის, ძირითადად მწოლიარე. კარს ვერ გაუღებდა” – ჯაფარიძე

    “2 მანქანა, პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები, მივიდნენ დედაჩემთან. დედა არის 80 წლის, მძიმე სნეულებით, ძირითადად მწოლიარე. კარს ვერ გაუღებდა. იყოს მაინც”.

    აცხადებს ამის შესახებ,  კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.