Blog

  • ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ! – უკრაინის თავდაცვის ძალები

    ”ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ! დიდება უკრაინას”

    ასე ეხმაურება, უკრაინის თავდაცვის ძალები, უკრაინის მეთაურის,  ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირდაპირ ეთერში გამართულ მწვავე  კამათს.

    მანამდე უკრაინის მეთაურს, მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდალმაც გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ.

    • ”შეიარაღებული ძალები უკრაინის გვერდითაა, ხალხის გვერდითაა, უმაღლესი მთავარსარდლის გვერდითაა.ჩვენი ძალა ერთობაშია.ვაგრძელებთ ოკუპანტის განადგურებას, ვაახლოებთ გამარჯვებას”. -აცხადებს გენერალი. 
  • ”როცა ვინმე შენს დაცინვას დასამცირებლად ცდილობს, მას პასუხი უნდა გასცე!” – ბოგდან კროტევიჩი

    ‘როცა ვინმე შენს დაცინვას დასამცირებლად ცდილობს, მას პასუხი უნდა გასცე!”  – წერს ამის შესახებ, აზოვის სპეციალური დანიშნულების ბრიგადის შტაბის ყოფილი უფროსი, ბოგდან კროტევიჩი იგივე  “ტავრი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის პირდაპირ ეთერში გამართულ კამათს გამოეხმაურა.

    “სუსტებს პატივს არ სცემენ. სუსტებს საუზმეზე მიირთმევენ. მადლობა პრეზიდენტო ზელენსკი, რომ არ დაუშვით ასეთი სიტყვების თქმა უკრაინაზე.

    არავინ უნდა აიმაღლოს ხმა უკრაინის წინააღმდეგ ან ასე უპატივცემულოდ ისაუბროს მასზე.
    როცა ვინმე შენს დაცინვას და გაღიზიანებას მხოლოდ იმიტომ ცდილობს, რომ დაგამციროს, მას პასუხი უნდა გასცე.
    დღეს ევროპა უკრაინის გვერდით დგას, რადგან უკრაინა ევროპის ხმა, ფარი და ძალაა.

    “მხოლოდ ის იმსახურებს თავისუფლებას და არსებობას, ვინც ყოველდღიურად თავიდან მოიპოვებს მას”, – გოეთე”.

  • შეიარაღებული ძალები მთავარსარდლის გვერდითაა! – უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი, გენერალი სირსკი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი, გენერალი ალექსანდრ სირსკი უკრაინის მეთაურს, ვოლოდიმირ ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

    • ”შეიარაღებული ძალები უკრაინის გვერდითაა, ხალხის გვერდითაა, უმაღლესი მთავარსარდლის გვერდითაა.ჩვენი ძალა ერთობაშია.ვაგრძელებთ ოკუპანტის განადგურებას, ვაახლოებთ გამარჯვებას”. -აცხადებს გენერალი. 

    განცხადება გააკეთა, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომაც და ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის პირდაპირ ეთერში გამართულ კამათს გამოეხმაურა: ”ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი!”

    შეგახსენებთ, რომ  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და შეერთებული  პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ჟურნალისტების წინაშე გამართულ შეხვედრაზე იკამათეს. ტრამპმა ზელენსკი უპატივცემულობაში დაადანაშაულა რის შემდეგაც, ზელენსკისა და ტრამპის პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის წარმომადგენლებმა კი თეთრი სახლი დატოვეს.

  • ”ტრამპმა და ვენსმა უღირსი სპექტაკლი მოაწყვეს. მრცხვენია ამ საქციელის” – ბორელი

    ტრამპმა და ვენსმა უღირსი სპექტაკლი მოაწყვეს. მრცხვენია ამ საქციელის. აშშ უკეთესს იმსახურებს. თავისუფალმა სამყარომ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას. ვიყავი და ახლაც ვარ ზელენსკის გვერდით

    წერს ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი  ჯოზეფ ბორელი

  • ”სიტყვების დრო დასრულდა, მოდით გადავიდეთ მოქმედებაზე” – საფრანგეთის საგარეო მინისტრი

    “არის აგრესორი: პუტინის რუსეთი. თავდასხმის ქვეშ ერთი ადამიანია: უკრაინელი ხალხი. ამის წინაშე და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის ერთი აუცილებლობაა: ევროპა, ახლა. სიტყვების დრო დასრულდა, მოდით გადავიდეთ მოქმედებაზე”.

    წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო.

  • ”დღეს გაირკვა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება! გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას” –  კალასი

    ”დღეს გაირკვა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება! გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას” – კალასი

    “უკრაინა ევროპაა! ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა მათ გააგრძელონ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლა. დღეს გაირკვა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება. ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული, მივიღოთ ეს გამოწვევა”.

     

    აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით.

  • “მან უპატივცემულოდ მოიხსენია ამერიკა, შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება” – ზელენსკისა და ტრამპის პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის წარმომადგენლები თეთრ სახლს ტოვებენ

    შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს. ეს ზელენსკისა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებამდე მედიასთან საუბრის დროს მოხდა.

    აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ზელენსკის უთხრა, რომ ის „უპატივცემულოდ“ იქცევა.რაზეც  ზელენსკიმ უპასუხა, რომ ვენსი უკრაინაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს მაშინ, როდესაც უკრაინაში არცაა ნამყოფი.

    რის შემდეგაც ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინას „ძლიერი კარტები“ არ ჰყოფნის და უკრაინელები მადლობლები უნდა იყვნენ, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის ვაშინგტონში „კარტების სათამაშოდ“ არ ჩამოსულა. ტრამპმა ასევე უთხრა ზელენსკის, რომ ის „მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება“.

    ზელენსკისა და ტრამპის პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინელი წარმომადგენლები თეთრ სახლს მალე დატოვებენ.

    “მე დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, თუ ამერიკა ჩართულია, რადგან ის მიიჩნევს, რომ ჩვენი ჩარევა მას მოლაპარაკებებში დიდ უპირატესობას აძლევს. მე უპირატესობა არ მინდა, მე მშვიდობა მინდა. მან უპატივცემულოდ მოიხსენია ამერიკის შეერთებული შტატები მისთვის ძვირფას ოვალურ კაბინეტში. შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მშვიდობისთვის მზად იქნება”, – განაცხადა ტრამპმა.

    “დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ გავიგეთ, რასაც ვერასოდეს გავიგებდით საუბრისას ასეთი ცეცხლისა და ზეწოლის გარეშე. გასაოცარია ის, რაც ჩანს ემოციებიდან და მე გადავწყვიტე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, თუ ამერიკა იქნება ჩართული მოლაპარაკებებში, რადგან ის ფიქრობს, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. ის უპატივცემულოდ მოექცა ამერიკის შეერთებულ შტატებს ოვალურ კაბინეტში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის”. – წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი X-ზე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

     

  • სტრასბურგმა აფგან სადიგოვის ექსტრადიცია საბოლოოდ შეაჩერა – ჟურნალისტმა შიმშილობა შეწყვიტა

    “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ დროებითი ღონისძიების ფარგლებში აფგან სადიგოვის ექსტრადიცია საბოლოოდ შეაჩერა და სადიგოვმა ამ გადაწყვეტილების ფონზე ხანგრძლივი (161 დღე) შიმშილობა შეწყვიტა.

    “რამდენიმე საათის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, აფგან სადიგოვის საქმეზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, დროებითი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა, სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში. ევროპულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ხანგრძლივი ვადების გათვალისწინებით, ჩვენ უახლოეს დღეებში სასამართლოსგან აფგან სადიგოვის გათავისუფლებას მოვითხოვთ. მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ევროპული სასამართლოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ფონზე აფგან სადიგოვმა ხანგრძლივი (161 დღე) შიმშილობა შეწყვიტა.

    როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2025 წლის 10 იანვარს მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და, მოითხოვა დროებითი ღონისძიების (Interim Measure) გამოყენება, რათა შეჩერებულიყო აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში. ეს მექანიზმი გამოიყენება მაშინ, როდესაც არსებობს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალი და შეუქცევადი რისკი და აუცილებელია, რომ სახელმწიფოებმა თავი შეიკავონ კონვენციის საწინააღმდეგო ქმედებებისგან.

    სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2025 წლის 14 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებას დაევალა, რომ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის არ გადაეცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან მე-7 დღემდე. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საჩივარს პრიორიტეტი მიანიჭა რეგლამენტის 41-ე წესის საფუძველზე, რაც საქმის დროული განხილვის რეჟიმს გულისხმობს.

    ამის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, რომელსაც ევროპულ სასამართლოში იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს, სასამართლოს თავისი პოზიცია წარუდგინა და მოითხოვა, არ გაგრძელებულიყო დროებითი ღონისძიება. მთავრობის მტკიცებით, სადიგოვს აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში საფრთხე არ ემუქრებოდა. მთავრობამ სრულად უგულებელყო აზერბაიჯანში ჟურნალისტთა სისტემატური დევნისა და წამების დადასტურებული პრაქტიკა, ისევე როგორც აფგან სადიგოვის პირადი გამოცდილება, რომელიც ჟურნალისტური საქმიანობის გამო უკვე იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი.

    სასამართლომ მთავრობის პოზიციაზე ჩვენი პასუხის წარდგენა მოითხოვა და ექსტრადიციის აკრძალვა ამჯერად მეორედ, 4 მარტამდე გაახანგრძლივა. ჩვენი შეპასუხება მთავრობის მოსაზრებებზე სასამართლოს 17 თებერვალს წარვუდგინეთ.

    2025 წლის 27 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია – მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებითა და ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 14 იანვარს მიღებული დროებითი ღონისძიების (Rule 39) გახანგრძლივების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დროებითი ღონისძიება ძალაში დარჩება, სანამ აფგან სადიგოვის საქმის არსებითი განხილვა სტრასბურგის სასამართლოში არ დასრულდება.

    ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ჩვენ დღესვე ვაცნობეთ აფგან სადიგოვს. მან ამ პირობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ხანგრძლივი შიმშილობა შეწყვიტა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აფგან სადიგოვი პროტესტის ნიშნად უკვე 161 დღე შიმშილობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმე იყო. ამ ეტაპზე აფგან სადიგოვი N18 სამკურნალო დაწესებულებაში რჩება. Მას რთული და ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესის გავლა მოუწევს, რომელსაც სათანადო სამედიცინო მართვა და მხარდაჭერა სჭირდება.

    ამასთან, უახლოეს დღეებში სოციალური სამართლიანობის ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის სადიგოვისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართვას აპირებს. შეგახსენებთ, რომ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის მოთხოვნის საფუძველზე 2024 წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. 2025 წლის 31 იანვარს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და უკვე მეორედ, სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით გააგრძელა. საქართველოს კანონმდებლობით, ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის ვადა მაქსიმუმ 9 თვეს შეადგენს და ის აფგან სადიგოვის შემთხვევაში 3 მაისს იწურება. მის ექსტრადიციას საქართველოს სახელმწიფო სტრასბურგის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე ვერ შეძლებს, ხოლო საქმის არსებითი განხილვა სტრასბურგის სასამართლოში შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს. შესაბამისად მისი საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვება უკანონო და უსაფუძვლო იქნება. ჩვენ იმედს გამოვთქვათ, რომ სასამართლო უსაფუძვლოდ და თვითნებურად არ დატოვებს პატიმრობაში ამდენი ხნის განმავლობაში ისედაც უკანონოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტს.

    სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის უფლებების დაცვას და საზოგადოებას აუცილებლად მიაწვდის სიახლეებს საქმესთან დაკავშირებით.

    უსამართლო და უკანონო იყო გადაწყვეტილებების ის ჯაჭვი, რომელსაც საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოები და სასამართლოები ამ საქმეზე იღებდნენ, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ევროპული სასამართლოს მეშვეობით, შესაძლებელი გახდა აფგან სადიგოვის უსაფრთხოების, ღირსების და თავისუფლების სათანადო დაცვა.” ნათქვამია განცხადებაში.

  • სტიქიის ზონაში ელექტრომომარაგების აღსადგენაად მუშაობა გრძელდება – ენერგო-პრო ჯორჯია

    “ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით,  28 თებერვლის 16:00 საათის მონაცემებით, ოზურგეთში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 3900 აბონენტს, ლანჩხუთში 780 და ჩოხატაურში 200 აბონენტს.

    “სტიქიის ზონაში აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების პროცესი გრძელდება

    გურიაში ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩასული დამატებითი ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ

    28 თებერვლის 16:00 საათის მონაცემებით, ოზურეთში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 3900 აბონენტს, ლანჩხუთში 780 და ჩოხატაურში 200 აბონენტს.

    საგანგებო რეჟიმში მუშაობა გრძელდება ასევე იმერეთში – ვანში, ხარაგაულში, ზესტაფონში და სამტრედიაში. საერთო ჯანმში, ოთხივე მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 5 000 მდე აბონენტს

    ავარიების ლიკვიდაცია და აბონენტების ენერგომომარაგების აღდგენა ეფექტურად გრძელდება. თუმცა, რაც უფრო მცირდება გათიშულ აბონენტთა რაოდენობა, მით უფრო რთულდება აღდგენითი სამუშაოები, რადგან რჩება რელიეფურად უფრო რთულ ადგილებზე განლაგებული, მაღალმთიანი სოფლები, სადაც თოვლის საფარი კვლავ დიდია და გადაადგილებაც უფრო ჭირს. რა თქმა უნდა ავარიების კერების იდენტიფიცირების და მათი ლიკვიდაციის ტემპი მომდევნო დღეების განმავლობაში შენარჩუნდება.

    მუშაობა გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია”. – წერია განცხაადებაში.

  • უკრაინელმა პარტიზანებმა, მარიუპოლში ააფეთქეს მანქანა, რომელშიც ФСБ-ს თამაშრომელი იჯდა

    უკრაინელმა პარტიზანებმა, მარიუპოლში ააფეთქეს მანქანა, რომელშიც  ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) თამაშრომელი იჯდა. როგორც ცნობილია ის რეანიმაციაშია გადაყვანილი. ინფორმაციას მარიუპოლის საქალაქო საბჭო ავრცელებს.

    “დღეს ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, პრიმორსკის რაიონში მარიუპოლის წინააღმდეგობის წევრებმა აფეთქეს ავტომობილი, რომელშიც ФСБ-ს თანამშრომელი იმყოფებოდა. ამ დროისთვის დაშავებული რეანიმაციაშია” – წერს მარიუპოლის საქალაქო საბჭო ტელეგრამ არხზე.

    თავდასხმაში მარიუპოლის წინააღმდეგობის წევრები მონაწილეობდნენ. უკრაინელი პარტიზანები ოპერაციის დეტალებს მოგვიანებით გაასაჯაროებენ.