Blog

  • ივანიშვილის მაქინაცია არავის გაუგია საერთოდ არც გარეთ არც შიგნით –  ვოლსკი

    ივანიშვილის მაქინაცია არავის გაუგია საერთოდ არც გარეთ არც შიგნით – ვოლსკი

    ბიძინა ივანიშვილის მაქინაცია არავის გაუგია საერთოდ არც გარეთ, არც შიგნით. ერთი, ჩვენ ვიცით, უშველებელი ჩამონათალი იმ კეთილი საქმეებისა, რაც მან საქართველოს, თავის ქვეყანას გაუკეთა როგორც პატრიოტმა შეძლებულმა ადამიანმა. თუ რატომ არ იძებნება ბლუმბერგის სიაში, ამასთან დაკავშირებით პასუხი არ მაქვს. მე არ ვიცი, რა კრიტერიუმებით მსჯელობს და რა კრიტერიუმებს ითვალისწინებს ბლუმბერგის ეს ჩამონათვალი.

    ასე პასუხობს ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი გია ვოლსკი კითხვას, რატომ აღარ იძებნება ოლიგარქი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში.

  • 9 მაისის აღსანიშნავად, პუტინი დროებით “ცეცხლის შეწყვეტას” აცხადებს

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სამდღიანი ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. როგორც კრემლი იუწყება, შეწყვეტა 8 მაისს დაიწყება და 11 მაისამდე გაგრძელდება.

    „ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, გამარჯვების 80 წლისთავის აღნიშვნის დღეებში – 7-8 მაისის შუაღამიდან 10-11 მაისის შუაღამემდე – რუსული მხარე აცხადებს ცეცხლის შეწყვეტას. ამ პერიოდის განმავლობაში ყველა სამხედრო მოქმედება შეწყდება“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

  • Bloomberg-მა ივანიშვილი მილიარდერების სიიდან, ქონების $3.6 მლრდ-მდე შემცირების გამო ამოიღო

    Bloomberg-მა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მილიარდერების სიიდან ამოიღო.  როგორც Bloomberg-მა  “პირველებს” განუმარტა, ივანიშვილი მილიარდერების 500 ადამიანის სიიდან,  ქონების $3.6 მლრდ-მდე შემცირების გამო ამოიღო.

    Bloomberg-ის მიხედვით, ივანიშვილმა  აპრილის 3 კვირაში 3.2 მილიარდი დაკარგა.

    ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება. ოფიციალური მონაცემებით,  500 ყველაზე მდიდარ ადამიანში “ქართული ოცნების” დამფუძნებელი აღარ ფიგურირებს.

    Bloomberg-ის 2025 წლის 31 მარტის მონაცემების მიხედვით, ივანიშვილის ქონება 7.45 მილიარდი დოლარი იყო და ის რეიტინგში 421-ე ადგილს იკავებდა.

  • ნიკა მელიას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

    „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერს, ნიკა მელიას წულუკიანის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს.

    ნიკა მელია წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა.

    „ყველა აქტიური ადამიანის, ვინც კი უკანასკნელი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაშია ჩართული, გზები დროდადრო ე.წ პროკურატურაზე, სასამართლოზე და ციხის საკნებზე გადის, თუმცა ეს დროებითია. ივანიშვილი ხვდება, რომ ნახევრად დემოკრატიული წყობა, ანუ ნახევრად ავტოკრატიული რეჟიმი მისთვის ძალიან სახიფათოა, რადგან შესაძლოა, ხალხის რისხვა ისე დაატყდეს თავს, რომ ხელისუფლება დაკარგოს, ამიტომ იძულებულია, რომ რეპრესიები გაზარდოს.

    რაც უფრო მეტ რეპრესიულ ნაბიჯს გადადგამს ივანიშვილი, რაც არ უნდა პესიმისტურად უნდა იყოს ხალხი განწყობილი ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა არ შეცვლასთან დაკავშირებით, ეს რეჟიმი შეიცვლება. საქართველოს მოქალაქე – საბჭოთა საქართველოს მოქალაქე ვერ გახდება.

    რაც შეეხება ბრალს, აბსურდული და უკანონოა ყველაფერი, რასაც ესენი აკეთებენ. ვფიქრობ, რომ რამდენიმე საათში შევხვდებით გვერდითა შენობაში [საქალაქო სასამართლოში]“,- განაცხადა ნიკა მელია.

  • რუსეთი მოლაპარაკებების განახლებისთვის უკრაინისგან სიგნალს ელოდება – პესკოვი

    რუსეთი მოლაპარაკებების განახლებისთვის უკრაინისგან სიგნალს ელოდება –  განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

    “კიევმა ამ მხრივ გარკვეული ზომები უნდა მიიღოს…ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ქმედებას“, – თქვა პესკოვმა.

  • თუ უკრაინა დაეცემა, თუ პუტინი მოიგებს ამ ომს, ეს მაქსიმალურ საფრთხეს შეუქმნის ნატო-ს ტერიტორიას – ბორის პისტორიუსი

    „უკრაინას ამის მიღწევა დამოუკიდებლად, პრაქტიკულად ერთი წლის წინ კაპიტულაციის გზით შეეძლო.[…] თუ უკრაინა დაეცემა, თუ პუტინი მოიგებს ამ ომს უკრაინის ოკუპაციის თვალსაზრისით, ეს მაქსიმალურ საფრთხეს შეუქმნის ნატო-ს ტერიტორიას და სხვათა შორის, მეზობელ ქვეყნებსაც, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო[…] საქმე მხოლოდ უკრაინის მიმართ სოლიდარობას არ ეხება, საქმე ეხება ჩვენს უსაფრთხოებას და ჩვენს მშვიდობას ევროპაში“,

    აცხადებს ამის შესახებ, გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი.

  • გორში სროლის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, ერთი დაიჭრა

    გორის წმინდაწყლის უბანში ორ ადამიანს ესროლეს – რამდენიმე გასროლის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე პირი კი დაჭრილია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსროლელი ცხელ კვალზე დააკავეს.

    გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით დაიწყო.

  • ზელენსკის მეტი იარაღი სჭირდება და ვნახავთ, რა მოხდება რუსეთთან მიმართებით – ტრამპი

    “ზელენსკიმ მითხრა, რომ მეტი იარაღი სჭირდება, მაგრამ ის ამას უკვე 3 წელია იძახის… მას მეტი იარაღი სჭირდება და ვნახავთ, რა მოხდება რუსეთთან მიმართებით, რადგან რუსეთზე გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ, ძალიან იმედგაცრუებული, რომ ეს ადგილები დაბომბეს მოლაპარაკებების შემდეგ”

    – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა

  • უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ, რომ მინერალების შესახებ შეთანხმება ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას არ ითვალისწინებს

    ”უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ მინერალების შესახებ შეთანხმება არ მოიცავს დოკუმენტის ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას.[…] მთავარია, ჩვენი წითელი ხაზები ნათლად განისაზღვროს, შეთანხმება უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ ვალდებულებებს და არ ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. ის პარლამენტის მიერ უნდა იყოს რატიფიცირებული. მიღწეულია შეთანხმება, რომ დოკუმენტი არ ითვალისწინებს ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას“,

    უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
  • ქართველები არ უნდა დარჩნენ ავტორიტარიზმთან მარტო! – აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრები

    ” მოვუწოდებთ ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, შემოგვიერთდნენ საქართველოში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაში” –  საქართველოს მასშტაბით საპროტესტო ტალღის მე-150 დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლებმა ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა გამოხატეს

    „ხვალ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაციების მე-150 დღეა — ეს არის გამორჩეული გამოხატულება ქართველთა მტკიცე ერთგულებისა თავისუფლებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი. ვამაყობთ, რომ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად, რომელიც არ თმობს დემოკრატიულ მისწრაფებებს არალეგიტიმური რეჟიმის წინაშე.

    „ქართული ოცნება ძალაუფლებას ეჭიდება იმ უფლებებისა და თავისუფლებების უარყოფით, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოებისთვის საფუძველს წარმოადგენს. დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების დევნით, ქართული ოცნება ქვეყანას აშორებს ტრანსატლანტიკურ ოჯახს და რეალურად რუსეთს, ჩინეთსა და ირანს უსვამს გვერდით.

    „ერთ დროს საქართველოს დემოკრატიული ენერგია რეგიონში იმედის შუქურად მიიჩნეოდა. თუ ქვეყანა გააგრძელებს ავტორიტარიზმისკენ სვლას, ჩვენ დავკარგავთ პარტნიორს, რომელიც ერთგულია ჩვენი საერთო უსაფრთხოების და ღირებულებებისადმი. ამავდროულად, ქართველებს დავტოვებთ რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ავტორიტარული მმართველობის ქვეშ, მათი მრავალწლიან თავისუფლებისთვის ბრძოლის შემდეგ. მოვუწოდებთ ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, დაგვიერთდნენ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ. მოქმედების უქონლობა არა მხოლოდ მილიონობით ქართველის იმედებს გააცრუებს, არამედ სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის თავისუფალ, უსაფრთხო და კეთილდღეობაზე დაფუძნებულ სამხრეთ კავკასიას.“ – ნათქვამია განცხადებაში.