Blog

  • დიალოგი მიმდინარეობს… მოსკოვი და თბილისი ცდილობენ გააძლიერონ საქმიანი და ჰუმანიტარული თანამშრომლობა” – ზახაროვა

    “მიუხედავად [საქართველოსთან] არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთსასარგებლო გზით ვაშენებთ. ამ მიმართულებით დიალოგი მიმდინარეობს… მოსკოვი და თბილისი ცდილობენ გააძლიერონ საქმიანი და ჰუმანიტარული თანამშრომლობა და სისტემატურად მიიწევენ ურთიერთობების ნორმალიზებისკენ, რაც რუსი და ქართველი ხალხის ინტერესებში შედის”

    ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

  • დიდი კომპრომისია, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკების მაგიდაზე ტერორისტებთან დაჯდეს!- ვოლოდიმირ ზელენსკი

    დიდი კომპრომისია, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკების მაგიდაზე ტერორისტებთან დაჯდეს!- ვოლოდიმირ ზელენსკი

    “ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის ფედერაციაზე მეტი ზეწოლით ჩვენ შევძლებთ მივაახლოოთ ჩვენი მხარეები ცეცხლის სრულ უპირობო შეწყვეტას. ეს არის პირველი ნაბიჯი. თავს ჩვენ დაგვესხნენ, ჩვენი ტერიტორიის ოკუპირება მოახდინეს, ათიათასობით ადამიანი მოკლეს, ბევრი ბავშვი და ზრდასრული ცოცხლად დამარხეს და როცა კომპრომისებზე ვსაუბრობთ, მე მიმაჩნია, რომ დიდი კომპრომისია ის, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდეს ტერორისტებთან, რომლებმაც ჩვენს მიწაზე ეს ყველაფერი ჩაიდინეს.”

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ აფრიკაში ვიზიტისას პრესკონფერენციაზე განაცხადა

  •  25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი – სააგენტოს გაფრთხილება

    25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

    მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • ინფრასტრუქტურის მინისტრად რევაზ სოხაძე დაინიშნა

    ”ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ინფრასტრუქტურის მინისტრად რევაზ სოხაძე დანიშნა, რომელიც ირაკლი   ქარსელაძეს შეცვლის.

    “მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი რევაზ სოხაძე, რომელიც დაინიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრად. მოგეხსენებათ, ის არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი, მას აქვს განათლება მიღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით. რევაზ სოხაძე წლების მანძილზე მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე და 2017 წლიდან ის არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

  • ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე – სალომე ზურაბიშვილი

    “საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელზეც ვიწყებთ მუშაობას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან – ეს არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე, რომ ჩვენ დავგეგმოთ მთლიანად საზოგადოების 26 მაისი, რამეთუ ეს არის ჩვენი ერთობლივი, ყველასი, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ზეიმი იმ დროს, როცა ეს დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, მმართველი გუნდის გამო.

    ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა, დავიცვათ იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ 26 მაისს, ანუ რუსთაველზე და ამას გავაკეთებთ, დავგეგმავთ ყველანი ერთად, საზოგადოების წარმომადგენლები, ამ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტები”,

    აცხადებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

  • პროფკავშირ ლაბორის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს

    პროფკავშირ ლაბორის ოფისში ჩხრეკას ატარებენ.  პროფკავშირის დამფუძნებლის გიორგი დიასამიძის თქმით, გამომძიებლებმა უთხრეს, რომ ჩხრეკა მის სახლშიც ჩატარდება. დიასამიძე ჩხრეკას სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით პროფკავშირის აქტიურობას, ასევე, საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების თავმჯდომარესთან გარკვეულ დაპირისპირებას უკავშირებს.

    “გარკვეული სახის პროტესტები რომ არ იყოს ორგანიზებული ცდილობენ ველის მოსუფთავებას. დანარჩენს დაველოდოთ. […] პროფკავშირი ლაბორი განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ სოლიდარული ვართ სხვადასხვა მშრომელთა სამართლიანი პროტესტების მიმართ და გარდა ამისა, იყო ფაქტი, რომ საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების თავმჯდომარესთან მოგვივიდა გარკვეული დაპირისპირება, არ ვეთანხმებოდით მის საქმიანობას, არჩევნებში იღებდა ლაბორი მონაწილეობას, გარიცხეს და რაღაცები ერთმანეთთან ბმაში და კავშირშია”, – ამბობს გიორგი დიასამიძე.

  • ივანიშვილს კიდევ უფრო დიდი შეშფოთება და იმედგაცრუება ელის საფრანგეთისგან – ბოკუჩავა

    „ბიძინა ივანიშვილი, თუ ამით ძალიან შეშფოთებული და იმედგაცრუებულია, ვშიშობ, მას კიდევ უფრო დიდი შეშფოთება და იმედგაცრუება ელის საფრანგეთისგან, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ განიხილება სანქციების საკითხი მის წინააღმდეგ, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ ბატონი ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე და შესაბამისად, საფრანგეთი განსაკუთრებით ინტერესდება, როდესაც მისი მოქალაქეები მოქმედებენ საფრანგეთის, დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ და ხელს უწყობენ რუსული გავლენების გაძლიერებას ევროპული ცივილიზაციის ინტერესების საწინააღმდეგოდ.[…] რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ფორმატს, იცით, რომ 31 მარტის აქციის შემდეგ, სადაც არსებობდა ძალიან მაღალი მოლოდინი მისი მხრიდან რაიმე კონკრეტული განაცხადის შესახებ, რამაც ჩემი აზრით, ხალხში საკმაოდ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ საკითხების აუცილებლობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე სიტუაციურად დაგვეტოვებინა თანამშრომლობის შესაძლებლობა. თუმცა, ვხედავთ, რომ ამ დრომდე ასეთია აუცილებლობა არ დამდგარა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით საგარეო ფრონტზე და იმ საკითხებზე,რომელიც შეეხება საქართველოს დემოკრატიული ძალების პოზიციონირებას ქართველი ხალის სახელით საგარეო მიმართულებით“,

    ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • 15 წლის მოზარდი, რომელსაც ადიგენში ეძებდბენ, გარდაცვლილი იპოვეს

    15 წლის მოზარდი, რომელსაც ადიგენის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდბენ, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას  შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

    ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

    მოზარდის სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდნენ.

  • 2028 წელსაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და შემდეგ არჩევნებშიც – კალაძე

    2028 წელსაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და შემდეგ არჩევნებშიც – კალაძე

    „ქართველი ხალხის მოთხოვნა არის ის პოლიტიკა, რასაც დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ატარებს. თქვენ, რადიკალები უმცირესობაში ხართ. ძალიან ცოტა ხართ და ამაზე შეგუება მოგიწევთ. 2028 წელსაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და შემდეგ არჩევნებშიც.[…] მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ გაზულუქებულ ზოგიერთ ბიუროკრატს, რომელიც ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს შანტაჟის ენით ელაპარაკება. ჩვენ არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას, გინდ ევროინტეგრაციის პროცესით გვაშანტაჟონ, გინდ პირადად. საქართველოს ინტერესები არ დაითმობა. ეს კარგად უნდა გაიგოს იმ ზოგიერთმა გაზულუქებულმა, კორუმპირებულმა, ევროპელმა ბიუროკრატმა. ეს თავიდან ფეხებამდე ძალიან კარგად უნდა გაითავისონ. ჩვენ ბევრი ასეთი რეზოლუცია გვინახავს, შანტაჟიც ბევრი გვახსოვს. ჯერ კანდიდატის სტატუსით გვაშანტაჟებდნენ, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნით, ახლა ვიზალიბერალიზაციით და ასოცირების შეთანხმებით. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, თუ ვინმეს სურვილი აქვს ნახოს, რა აქვს საქართველოს ამ მიმართულებით გაკეთებული ევროინტეგრაციის გზაზე, ყველა დარწმუნდება, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა თავისი წინგადადგმული ნაბიჯებით და შესრულებული ვალდებულებებით. ყველაფრით წინ ვართ იმ ქვეყნებზე, რომლებმაც მაგალითად, ჩვენზე ადრე მოიპოვეს კანდიდატის სტატუსი და გაუხსნეს მოლაპარაკებები, მაგრამ აქ სხვა მოცემულობაა- საქართველოსთან მიმართებით სხვა დამოკიდებულება აქვთ იმიტომ, რომ ისინი არჩევნებში დამარცხდნენ. მხედველობაში მაქვს ევროპელი გაზულუქებული, კორუმპირებული ბიუროკრატები, ყველაზე საუბარი არ მაქვს. ისინი დამარცხდნენ საქართველოში, ქართველმა ხალხმა უთხრა მათ არა. რა თქმა უნდა, ეს აგიჟებთ მათ და ამიტომ არიან გაგიჟებული, ხან ვიზალიბერალიზაციით გვაშანტაჟებენ, ხან კანდიდატის სტატუსით და ხან მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნით“

    განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

  • მკაცრად ვგმობ დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს კიევზე! – ზურაბიშვილი

    მკაცრად ვგმობ დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს კიევზე! – ზურაბიშვილი

    მკაცრად ვგმობ დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს კიევზე. აგრესიის კიდევ ერთი სასტიკი აქტის შედეგად უდანაშაულო სიცოცხლეები დაიკარგა, 70-ზე მეტი დაშავდა. ჩვენი აზრები და სოლიდარობა უკრაინასთანაა.

    წერს X-ზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ კიევზე მორიგ თავდასხმასთან დაკავშირებით.