Blog

  • 7 მაისს ჩატარდება ყრილობა, ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, განახლდება პოლიტსაბჭო – “ქართული ოცნება”

    ქართული ოცნების პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ 7 მაისს ჩატარდება პარტიის ყრილობა, რომელზეც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.

    “ქართული ოცნების გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნების ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. სხდომაზე ასევე დამტკიცდა, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება”, – ვკითხულობთ ოცნების განცხადებაში.

  • ცესკოს დადგენილებით მოხდა აღიარება, რომ ხმის დაცვის საიდუმლო არ იყო დაცული –  ზურაბიშვილი

    ცესკოს დადგენილებით მოხდა აღიარება, რომ ხმის დაცვის საიდუმლო არ იყო დაცული – ზურაბიშვილი

    “პრაქტიკულად, ცესკოს დადგენილებით მოხდა აღიარება იმის, რაზედაც ჩვენ ყველანი არა მხოლოდ ვსაუბრობდით, შეტანილი გვქონდა საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი ამ თემაზე. ანუ საუბარია, ხმის დაცვის საიდუმლოზე, რომელიც არ იქნა დაცული გასული არჩევნების დროს.

    დღევანდელი დადგენილებით ცესკომ აღიარა ეს ფაქტი, რადგან მიიღო უმნიშვნელო, მაგრამ ზომები იმისთვის, რომ ვითომ, მისი თქმით, უკეთესად იყოს დაცული ამ ელექტრონული აპარატების მიერ ის საიდუმლოება, რომელიც არის აუცილებელი პირობა არჩევნების.

    ამიტომ ამ საკითხზე ჩვენი პლატფორმა მიმართავს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პირველ რიგში, სტრასბურგის სასამართლოს, სადაც შეტანილია ამ საკითხებზე სარჩელი, იმისთვის, რომ ეს დამატებითი ინფორმაცია მათთვისაც ცნობილი იყოს”

    განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

  • გაგვიმართლა, რომ ჩვენი პრეზიდენტი პუტინია – პესკოვი

    “პუტინი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია და ჩვენ გაგვიმართლა, რომ ის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია,”

    განაცხადა ამის შესახებ, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

  • ვარძიასთან მდინარეში რუსი ტურისტი დაიხრჩო

    ვარძიის მიმდებარედ მდინარეში რუსი ტურისტი დაიხრჩო – კაცი მდინარეში ნავით შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო – მას მაშველები გუშინდელი დღიდან ეძებდნენ.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ  კაცის ცხედარი დღეს იპოვეს.

  • რუსეთი, ქართული ოცნების ხელით, ამ შესაძლებლობას ჩვენს ქვეყანას უკლავს – ჯანელიძე

    იმ მომენტში, როცა ყველაზე ახლოს მივედით ჩვენს ისტორიულ მიზანთან, ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობასთან, რუსეთი, ქართული ოცნების ხელით, ამ შესაძლებლობას ჩვენს ქვეყანას უკლავს.

    კლავს, რადგან მიზანმიმართულად და დაჩქარებული ტემპით ანადგურებს ყველა თავისუფალ სივრცეს და თავისუფალ ადამიანს, რისთვისაც და ვისთვისაც ევროპული ოჯახის წევრობა არის ღირებული.

    ევროკავშირის მცდელობებს, რომ საქართველო არ დაკარგოს რაღაც ტიპის დიალოგით ქართულ ოცნებასთან, ისეთივე შედეგი ექნება, რა შედეგიც ჰქონდა მათ დიალოგს პუტინთან.

    პაპუაშვილის პასუხიც ამას მოწმობს, “ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ბრიუსელშიც ძალიან კარგად იციან – თუ რა დამოკიდებულება აქვს ქართველ ხალხს, რა პრეტენზიები აქვს ქართველ ხალხს ბრიუსელის მიმართ”, რომელიც აიგივებს ქართულ ოცნებას ქართველ ხალხთან, ხოლო ევროკავშირს – საბჭოთა კავშირთან.

    ამის შესახებ წერს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი [2015-2018 წლებში], მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში

  • შეშლილი სამყაროს შემხედვარე, სიბრძნე გადაგვარჩენს – პაპუაშვილი

    შეშლილი სამყაროს შემხედვარე, სიბრძნე გადაგვარჩენს – პაპუაშვილი

    კომპლექსურ დროში კომპლექსური პასუხებია საჭირო. შეშლილი სამყაროს შემხედვარე, მხოლოდ სიბრძნე, წინდახედულება და საზოგადოების ერთიანობა გადაგვარჩენს. ასე იყო ისტორიულად და ასეა დღესაც. ამიტომ, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ჯართან ერთად სახელმწიფოს დაცვა ევალება საზოგადოებასაც, განსაკუთრებით კი დღევანდელი ჰიბრიდული ომების ეპოქაში. ჯარისა და ხალხის, ერისა და ბერის, მთელი საზოგადოების ერთსულოვნება არის უმთავრესი საწინდარი ქვეყნის სიმტკიცის, მთლიანობის, ბრძოლისუნარიენობისა და წინააღმდეგობის გზაზე.

    ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი თავდაცვის ძალების დღის ღონისძიებაზე.

  • ჭიათურის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესასწავლად მონიტორინგი განხორციელდება – შსს

    დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის წარმომადგენლები, შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებთან ერთად მონიტორინგს განახორციელებენ, ამასთან, ადგილზე “მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით” მობილიზებულნი იქნებიან შსს-ს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები.

    “მიმდინარე წლის 30 აპრილს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კოროხნალის, შუქრუთის, ითხვისის და დარკვეთის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ჯორჯიან მანგანეზის შვილობილი კომპანიის, შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის წარმომადგენლები, შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებთან ერთად მონიტორინგს განახორციელებენ.

    როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო დროს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროებში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი გამოხატავს პროტესტს, აქედან გამომდინარე, ადგილზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.

    მოვუწოდებთ პროტესტის გამომხატველებს, არ დაარღვიონ კანონი.

    კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება” – წერს შსს.

  • ვერცერთი რეჟიმი ვერ გადაგვიწყვეტს, დავეხმაროთ თუ არა ჩვენს თანამოქალაქეებს, ამის გაკეთებას გავაგრძელებთ – ლომჯარია

     

    „პასუხი მოეთხოვებათ სამართლებრივად და პასუხს აგებენ პირები, ის უწყებები, რომლებიც არიან ჩართული პოლიტიკურ რეპრესიებში, ვინაიდან მიმდინარე გამოძიებას არ აქვს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი. ეს პირველ რიგში იციან ამ უწყებების წარმომადგენლებმა და ამიტომაც იყო, რომ დღეს მხოლოდ ერთმა უწყებამ ვერ გაბედა შესულიყო ჩხრეკის ჩასატარებლად. სრულიად გაუგებარი სამართლებრივი პროცედურა იყო, როდესაც რამდენიმე უწყების წარმომადგენელი ერთდროულად მონაწილეობდა მოქალაქეების ჩხრეკაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერცერთი უწყება ვერ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას. მათ იციან, რომ ჩადიან დანაშაულს და მათ უნდათ, რომ ყველა უწყება იყოს თანამონაწილე დანაშაულის და არა კონკრეტული უწყება. ეს მათ შიშებზე მიანიშნებს და ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ მათ იციან, რომ ჩადიან დანაშაულს და კრიმინალს და უნდათ, რომ იყვნენ თანამონაწილეები კრიმინალში და ყველამ ერთად აიღოს პასუხისმგებლობა.“,

    ასე ეხმაურება „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორი ნინო ლომჯარია რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას.

  • ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

    ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო. მან ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.

    “გაცნობებთ, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილია თქვენ მიერ ახსნა-განმარტების მიცემა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარებისა და, მომდევნო წლებში, შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესების შესახებ, რისთვისაც მოწვეული ბრძანდებით მიმდინარე წლის 11 აპრილს, 13.00 საათზე”, – ნათქვამი იყო ნიკა მელიასთვის ე.წ. საგამოძიებო კომისიის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში.

    პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება გუშინ, 28 აპრილს წარუდგინა. ის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე 11 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ მივიდა.

  • პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000- ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

    პროკურატურა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000- ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

    თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურა  ნიკა მელიას გუშინ ბრალდება წაუყენა, დღეს კი სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.