Blog

  • შშ-ის პოლიტიკა უკრაინის ნატო-ში არმიღების შესახებ სიახლეს არ წარმოადგენს – ზელენსკი

    „ამაში სიახლე არაფერია. აშშ ამ საკითხში ნათლად საუბრობს. ისინი ნათლად ამბობენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინის ევროკავშირში ყოფნას. ეს მათი ორი პოზიციაა. სწორედ ამიტომ ამბობენ ამას – მე-5 მუხლის მსგავსად, მაგრამ ეს უნდა იყოს მტკიცე გადაწყვეტილება. ისრაელს შესაბამისი გარანტიები აქვს. თუ აშშ-სგან მტკიცე გარანტიები უკრაინასაც იქნება, მაშინ ისინი იმუშავებენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

    ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს გენერალური მდივნის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთს არ აქვს უფლება ვეტო დაადოს უკრაინის ნატოში წევრობას, ნათელია.

    „ეს მოკავშირეების გადაწყვეტილებაა და აქ ჩვენ საერთო ხედვა გვაქვს“,

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

  • Welcome Incentive: A Guide to Casino Welcome Bonus Offers

    When it pertains to on the internet gambling enterprises, one of one of the most attracting offers for brand-new gamers is the welcome perk. This bonus functions as a way for on the internet gambling establishments to draw in brand-new clients by offering them with added funds to play their favored casino site games. In this post, we will discover (more…)

  • ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ ვითარების აგრესიულად დაძაბვას ვხედავთ – ლავროვი

    ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ ვითარების აგრესიულად დაძაბვას ვხედავთ – ლავროვი

    “ევროკავშირის მხრიდან როგორი დიპლომატიური ნაბიჯები შევამჩნიეთ? სანამ მათ შევაფასებთ, ისინი უნდა ვიხილოთ. ჯერ მხოლოდ ვითარების საკმაოდ აგრესიულად დაძაბვას ვხედავთ, საკმაოდ მოუხერხებელ და არაეთიკურ მცდელობებს, რომ ტრამპის ამერიკული ადმინისტრაციისა და პირადად აშშ-ს პრეზიდენტის პოზიცია შეცვალონ.[…] როგორც ამას ამ კვირაში ორშაბათს ვაშინგტონში ბატონი ზელენსკის თანხლების დროს დავაკვირდით. იქ ევროპელების მხრიდან არანაირი კონსტრუქციული იდეა არ გაგვიგია”.

    განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

  • ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კორონავირუსზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს – ბუწაშვილი

    ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კორონავირუსზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს – ამჟამად საკმაოდ ბევრს უდასტურდება, როგორც PCR -ით, ასევე, სწრაფი ტესტით,- ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    “ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კოვიდზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს. ზუსტ სტატისტიკას ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ამჟამად საკმაოდ ბევრს უდასტურდება როგორც PCR -ით, ასევე სწრაფი ტესტით. სიმპტომებია ზოგჯერ მხოლოდ მაღალი ტემპერატურა, ზოგჯერ ასევე, აღენიშნებათ ხველა. არის დიარეით მიმდინარე შემთხვევებიც”, – წერს ინფექციონისტი.

  • ხაბეიშვილის, შეკრების იდეა ბევრს არ მოსწონს..გამოდით უფრო გაბედულები, ჭკვიანები და ხალხი თქვენ გამოგყვებათ – მანჯგალაძე

    ხაბეიშვილის, შეკრების იდეა ბევრს არ მოსწონს..გამოდით უფრო გაბედულები, ჭკვიანები და ხალხი თქვენ გამოგყვებათ – მანჯგალაძე

    „ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლება სამ მთავარ საყრდენზე დგას:ძალადობა; მოსყიდვა; პროპაგანდა.

    პროპაგანდა ეყრდნობა გზავნილს: „პუტინი მაგარია“. ისტორიულად ეს ახალი არ არის, ოდესღაც შაჰ-აბასის მომხრე მოღალატე ქართველებიც რაღაც მსგავსს ამბობდნენ.

    მოღალატეები არასდროს გვაკლდა, ბუნებრივია, დღესაც არიან. სწორედ ახლა, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა ისე, როგორც არასდროს. ვიცი, ვაშაძის ერთიანობის გეგმა ყველას არ მოსწონს, მაშინ თქვენი უკეთესი გეგმა მოიტანეთ.

    აიტანეთ ერთმანეთი, ტალახის სროლას მერეც მოასწრებთ. ასევე ვიცი, ხაბეიშვილის 4 ოქტომბრის შეკრების იდეა ბევრს არ მოსწონს. კარგი, მაშინ თქვენ იყავით ინიციატორები: გამოდით უფრო გაბედულები და ჭკვიანები და ხალხი თქვენ გამოგყვებათ. დღეს მთავარი ამოცანაა გავერთიანდეთ და გადავრჩეთ. რეჟიმი ჩვენს დაქსაქსულობაზეც დგას. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, და არა უსასრულო ლაპარაკი და ერთი და იგივე წრეზე სირბილი.

    ერთიანობა ახლა ჩვენი ერთად გადარჩენის გზა და საქართველოს მომავლის გარანტიაა.

    ვინც ამას ებრძვის მტრის მსახურია არ უნდა ბევრი მტკიცება ამას“,

    ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

  • პუტინი არის კაციჭამია ჩვენს კარიბჭესთან, არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები – მაკრონი

    2007-2008 წლებიდან მოყოლებული პრეზიდენტი პუტინი იშვიათად ასრულებდა ვალდებულებებს. ის მუდმივად იყო დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა და ცდილობდა საზღვრების გადასინჯვას საკუთარი ძალაუფლების გაფართოების მიზნით.

    რუსეთი სამუდამოდ გახდა დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა და პოტენციური საფრთხე ყველა ჩვენგანისთვის. ქვეყანა, რომელიც ბიუჯეტის 40%-ს ასეთ შეიარაღებაში დებს, რომელსაც 1.3-მილიონიანი არმია ჰყავს მობილიზებული, ერთ დღეში არ გადაიქცევა მშვიდობიან, ღიად დემოკრატიული სისტემის მქონე სახელმწიფოდ.

    ამიტომ, მათ შორის თვითგადარჩენის მიზნითაც, მას [პუტინს] ჭამის გაგრძელება სჭირდება. ასე რომ, ის არის მტაცებელი, კაციჭამია ჩვენს კარიბჭესთან. არ ვამბობ, რომ ხვალ საფრანგეთს დაესხმება თავს, მაგრამ საბოლოოდ ის ევროპელებისთვის არის საფრთხე. არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები.

    ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი LCI-სთან ინტერვიუში.

  • რუსებმა, ობამას დროს ყირიმი წაიღეს, ბუშის დროს-საქართველოს ნაწილი, ჩემ დროს არაფერი – ტრამპი

    რუსებმა, ობამას დროს ყირიმი წაიღეს, ბუშის დროს-საქართველოს ნაწილი, ჩემ დროს არაფერი – ტრამპი

    როდესაც ბარაკ ჰუსეინ ობამამ ყველაფერი დათმო, მან უთხრა მათ [უკრაინელებს], უბრალოდ დათმეთ. არ იქნება არანაირი ბრძოლა. მათ ის რუსეთს დაუთმეს და ეს იყო სინამდვილეში ამ ქვეყნისთვის [უკრაინისთვის] კატასტროფული ხანგრძლივი პერიოდის დასაწყისი. ეს იყო დასაწყისი. და არავინ საუბრობს ამაზე. თუ მე ამ მიწას დავთმობდი, მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყველა გაზეთის პირველ გვერდზე ვიქნებოდი. როდესაც ობამამ დათმო, ისინი არ აკეთებენ ამას. ისინი ამაზე არც კი საუბრობენ. წარმოგიდგენიათ?

    მე მას [რუსეთს] ყირიმი არ მივეცი. ყირიმი ულამაზესია და მათ [უკრაინამ] ეს ადგილი ობამას გამო დათმეს. პრესა კი ამაზე არც კი საუბრობს. ისინი არ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ნაწილი რესპუბლიკელი პრეზიდენტის დროს წაართვეს. მათ ყირიმი წაიღეს ობამას დროს და საქართველოს დიდი ნაწილი წაიღეს ბუშის დროს. კარგი. მაგრამ ჩემ დროს რა წაიღეს? არაფერი წაუღიათ.

    ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

  • მაგთის მობილური ქსელი მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესია – მე-6 ადგილი მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მობილური ქსელების რეიტინგში

    მაგთის მობილური ქსელი მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესია –მე-6 ადგილი მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მობილური ქსელების რეიტინგში.

    მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოყველაზე სწრაფი მობილური ქსელების რეიტინგში, 2025 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, მე-6 ადგილი დაიკავა. https://www.speedtest.net/awards/reports/2025/2025_World_Mobile_Q1Q2.pdf

    დაფიქსირებული შედეგი მაგთიკომისთვის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წარმატებაა, რომელმაც არა მხოლოდ მაგთი, არამედ  საქართველო მაღალი ხარისხის ციფრული ინფრასტრუქტურის მქონე ისეთი ქვეყნების გვერდით დააყენა, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საემიროები, კატარი და სინგაპური.

    დღეისათვის, მაგთის ქსელი ფარავს საქართველოს დასახლებული, კონტროლირებადი ტერიტორიის 99%-ს, რაც ნიშნავს, რომ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ქვეყნის მასშტაბით ყველასთვის ხელმისაწვდომია.

    საერთაშორისო ტექნოლოგიური აღიარების გასაზიარებლად, მაგთიმ აბონენტებს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა.

    პოპულარული პროდუქტი „საკვირველი დღეები“ განსაკუთრებული პირობებით გამოჩნდა ბაზარზე, სახელით „უსწრაფესი საკვირველი დღეები“, და  ინტერნეტზე ორიენტირებული მრავალფეროვანი პაკეტები შესთავაზა აბონენტებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ 6 სხვადასხვა პროდუქტიდან შეარჩიონ საკუთარ გამოცდილებასა და ჩვევაზე მორგებული პაკეტი.

     

    6 000 მბ – 7₾;

    60 000 მბ – 23₾;

    6 000 მბ + 60 წთ – 9₾;

    6 000 მბ + 600 წთ – 15₾;

    60 000 მბ + 60 წთ – 25₾;

    60 000 მბ + 600 წთ – 30₾.

     

    ახალ აბონენტებს კი კომპანია სთავაზობს აირჩიონ მაგთის ქსელი (დაპორტირდნენ), მიიღონ 6 000 მბ ინტერნეტი საჩუქრად და შეიგრძნონ ინტერნეტის ხარისხი, რომელიც მსოფლიოს უსწრაფეს ქსელებს შორის დასახელდა.

    საჩუქრად მიღებული მეგაბაიტების გარდა, პორტირებული აბონენტები დამატებით 6 თვე ისარგებლებენ სპეციალური ფასებით მაგთის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე: ყველაფერი ულიმიტო, ულიმიტო ინტერნეტი და ულიმიტო წუთები.

    სანდოობა, ტექნოლოგიური ლიდერობა, საუკეთესო დაფარვა, სიჩქარე და საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მაგთი – ხარისხია!

     

  • “სილა რეჟიმს” სტენსილის გამო აქტივისტი 2 000 ლარით დააჯარიმეს

    აქტივისტი თამარ კურატაშვილი “სილა რეჟიმს” სტენსილის გაკეთების გამო  2 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარიანა ფომაევამ მიიღო.

    6 აგვისტოს, მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ეს სტენსილი კურატაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელ ჭიშკარზე გააკეთა.

  • კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში, ტრამვაის ხაზის მშენებლობა დაიწყება

    კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში, ტრამვაის ხაზის მშენებლობა დაიწყება

    თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ტრამვაის ხაზი აშენდება, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას დიდუბის მეტროსადგურთან დააკავშირებს.

    „საქმე ეხება თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, პირველად განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. მანამდე გამოცხადებული გვქონდა ბაზრის კვლევაზე ტენდერი. გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომელ მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს პროექტი. დიდი დიღმის მზარდი მოსახლეობის გათვალისწინებით, საჭიროა გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების შექმნა. ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური არის ტრამვაი. იგი, მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებს შორის ყველაზე მეტად გამტარუნარიანია. იგი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია და გრძელვადიან პერიოდში სხვა მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტის სახეობებს შორის გაცილებით ხარჯთეფექტურია“, – განაცხადა მერმა.

    მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ დიდუბის მეტროსადგური არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ, საქალაქთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტისთვისაც საკვანძო სადგურია, დიდი დიღმიდან აღნიშნული კავშირის შექმნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

    რაც შეეხება უშუალოდ ტრამვაის ხაზს, მერის ინფორმაციით, ის 7,5-კილომეტრიანი იქნება და 11 გაჩერებას მოიცავს.

    „შედეგად, ტრამვაი დიღმის დასახლებაში გაზრდილი მგზავრთნაკადის უსაფრთხო, კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს, შეამსუბუქებს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე დატვირთვას, განტვირთავს საცობებს, გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას. ტრამვაი ინტეგრირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებულ ქსელში. შეიქმნება ერთიანი, მოქნილი, კომფორტული და მდგრადი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც თითოეული მოქალაქის საჭიროებებს მოერგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.