Blog

  • ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, სოფელ არცევიდან  საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

    ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, სოფელ არცევიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

    ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ არცევში ოლქის ე.წ. შინაგან საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვრის “უკანონოდ კვეთისთვის” 1992 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

    „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

    ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

    საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • ”ნარკოტესტირებაზე უარის გამო დამაჯარიმეს და ჩამომართვეს მართვის მოწმობა” – ოთო ფარულავა

    8 ივნისს მე და ჩემმა მეგობრებმა უარი ვთქვით ნარკოტესტირებაზე, პოლიციასთან ერთად წასვლაზე და არც ოთხსაათიანი ვადა გამოვიყენეთ დამოუკიდებელი ტესტირებისთვის. ამ ფორმით ჩვენი პროტესტი გამოვხატეთ მავნე და ღირსების შემლახავი პრაქტიკის დაბრუნების წინააღმდეგ.

    დღეს სასამართლომ ამ საქმეზე დამაჯარიმა 1000 ლარით, 3 წლით ჩამომართვა მართვის მოწმობა და 5 წლით ამიკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა. ბრძოლა გრძელდება!

    წერს ამის შესახებ,  ლელო – ძლიერი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოთო ფარულავა.

  • Ideales Programas de Asociados de Adelantos de Efectivo

    Los adelantos de efectivo se han convertido en una opción preferida para muchos marketin de afiliados individuos que desean efectivo rápido. Como redactor queriendo generar ingresos en línea, unirse a programas de afiliados de adelantos de efectivo puede ser una oportunidad gratificante. En este documento, (more…)

  • ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრა ევროპაში უნდა გაიმართოს – მაკრონი

    „შეხვედრა ევროპაში უნდა ჩატარდეს. ეს მხოლოდ ჰიპოთეზა არ არის, ეს კოლექტიური ნებაა. შეხვედრა ნეიტრალურ ქვეყანაში უნდა მოხდეს. შესაძლოა, შვეიცარიაში. მე მხარს ჟენევას ვუჭერ. ან შეიძლება სხვა ქვეყანაში ჩატარდეს, ბოლოს ორმხრივი მოლაპარაკებები სტამბოლში იყო.[…]გადავწყვიტეთ, რომ პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება, შემდეგ სამმხრივი შეხვედრა (დონალდ ტრამპის მონაწილეობით), შემდეგ კი მრავალმხრივი შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელებიც იქნებიან“,

    ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

  • მერცი ამბობს, რომ ზელენსკი-პუტინის სამიტი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართება

    რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამიტი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შედგება.  – ამის შესახებ, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან ერთად გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    “არ ვიცით, ექნება თუ არა რუსეთის პრეზიდენტს გამბედაობა, რომ მსგავს სამიტს დაესწროს. მაშასადამე, მისი დარწმუნებაა საჭირო,” -აღნიშნა მან.

    რეპორტიორებს მერცმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ შეხვედრის დროს “ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და შეთანხმდა, რომ რუსეთის პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრა ორი კვირის განმავლობაში გაიმართება.”

  • შეიძლება ითქვას ბოლო პერიოდში, საუკეთესო საუბარი გვქონდა ტრამპთან – ზელენსკი

    “ჩვენ ახლა ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ტრამპთან. შეიძლება ითქვას საუკეთესო ბოლო პერიოდში. ან შეიძლება კიდევ უფრო უკეთესი წინ იყოს.”

    განაცხადა ვაშინგტონში, უკრაინის მეთაურმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ.

    ტრამპი ეთანხმება უკრაინის პრეზიდენტს: ძალიან კარგი საუბარი მქონდა ზელენსკისთან

    ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა შემდეგი მცდელობა იყოს სამმხრივი შეხვედრის , ტრამპი-ზელენსკი-პუტინის ფორმატის ორგანიზების.

  • ტრამპი არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას

    შეერთებული პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა აშშ-ის ჯარების უკრაინაში გაგზავნა უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შესანარჩუნებლად.

    “ჩვენ შეგატყობინებთ თქვენ ამის შესახებ, შესაძლოა, დღესვე გაცნობოთ”, – უთხრა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს.

    დონალდ ტრამპის თქმით, მშვიდობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ევროპა შეასრულებს, თუმცა ამ პროცესში აშშ-ც ჩაერთვება.

    “ისინი თავდაცვის პირველი ხაზი არიან, რადგან ისინი იქ არიან, თუმცა ჩვენ ვაპირებთ, რომ დავეხმაროთ და ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას”, – თქვა მან.

  • ”ლელომ” და გახარიას პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს

    კოალიციამ ლელო – ძლიერი საქართველო და გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინა.

    „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენა რიყის პარკში გაიმართა. კუპრაძე კანდიდატად ალეკო ელისაშვილმა წარადგინა.

    „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა ანა ბუჩუკურმა თქვა, რომ მოხარულია, ორ პოლიტიკურ ძალას შორის საწყისი, გამხსნელი ეტაპის დადგომით.

    „დარწმუნებული ვართ, რომ წარმატებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ არ ვიბრძვით ერთმანეთის წინააღმდეგ, ჩვენ ვიბრძვით იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც დემოკრატია ჩაანაცვლა ავტოკრატიით“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

    გიორგი გახარიას პარტიამ და კოალიციამ ლელო – ძლიერი საქართველო 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 14 ივლისს გააფორმეს.

    დოკუმენტს ხელი მოაწერეს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და კოალიციის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ.

    დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ თვითმმართველობის არჩევნებზე ერთობლივი ბრძოლისა და კოორდინაციის შესახებ.

  • უკრაინის ტერიტორიების პუტინისთვის გადაცემა გამორიცხულია, ამას არ დავუშვებ! – ზელენსკი

    უკრაინის ტერიტორიების პუტინისთვის გადაცემა გამორიცხულია, ამას არ დავუშვებ! – ზელენსკი

    “უკრაინის ტერიტორიების პუტინისთვის გადაცემა გამორიცხულია, ამას არ დავუშვებ… რუსეთისთვის მშვიდობის იძულება მხოლოდ ძალის გამოყენებით შეიძლება და პრეზიდენტ ტრამპს ასეთი ძალა აქვს. ჩვენ ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ, რათა მშვიდობა ნამდვილად მოვიდეს”

    თქვა უკრაინის მეთაურმა,  ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელთან კით კელოგსთან შეხვედრისას.

    დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე ვაშინგტონშია, ის აქ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.

    ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას ევროპელი ლიდერებიც შეუერთდებიან. როგორც ცნობილია, ჯერ დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდებიან, შემდეგ კი – ევროპელი ლიდერები.

  • მივმართავ მშობლებს,უსამშობლოების პატრონები უტიფრად იყენებენ თქვენ შვილებს, რომ გააბრიყვონ და შემდეგ ძალადობისკენ უბიძგონ – ზარქუა

    მივმართავ მშობლებს,უსამშობლოების პატრონები უტიფრად იყენებენ თქვენ შვილებს, რომ გააბრიყვონ და შემდეგ ძალადობისკენ უბიძგონ – ზარქუა

    „ცნობილი ხდება, რომ თურმე, ამ უსამშობლოების პატრონები აფინანსებენ ევროპულ ქვეყნებში ჩვენს ახალგაზრდებს, რომ მორიგ ჯერზე გააყოფინონ თავი დანაშაულში, შეცდომაში შეიყვანონ და ეს ახალგაზრდები გამოიყენონ თავიანთი ინტერესებისთვის, რათა აქ ქაოსი და არეულობა იყოს. ამჯერად, ინფორმაცია გულისხმობს, რომ თურმე, ლიეტუვაში ფინანსდება ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან და ჩვენი ახალგაზრდების გადამზადება ხდება, ისევ ქუჩის აქციებისთვის, სახელმწიფო უწყებებზე შტურმისთვის, პოლიციასთან შეტაკებისთვის. ჩვენ ამის შესახებ არა ერთხელ გავაფრთხილეთ მშობლები, ნუ გამოაყენებინებთ თქვენს შვილებს ამ უსამშობლოებს. ახლაც მოგმართავთ მშობლებო, მოიკითხეთ თქვენი შვილები. ისინი იტყუებიან, თითქოსდა, მათ ცოდნას აძლევენ, სინამდვილეში, ამ საფარქვეშ ამზადებენ მოძალადეებს. ნუ გამოაყენებინებთ თავს, დაიცავით თქვენი შვილები. ჩვენ გასულ წელს ვაფრთხილებდით მშობლებს და მივიღეთ შედეგი – მშობლები, რომლებიც დგანან გარეთ, ტირიან და მოთქვამენ. არავის გვიხარია როდესაც მათი შვილები, ეს ახალგაზრდები, ჩვენი მოქალაქეები ასეთ დღეში არიან, მაგრამ არის სახელმწიფო, კანონმდებლობა და სახელმწიფო ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს. ნუ აიძულებთ სახელმწიფოს, რომ თქვენს შვილებზეც ანალოგიური რეაგირება მოახდინოს. გამორიცხულია, აქ რევოლუცია არ განხორციელდება, ამის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ამ უსამშობლოების პატრონები უტიფრად იყენებენ თქვენ შვილებს, რომ ახალგაზრდები გააბრიყვონ და შემდეგ ძალადობისკენ უბიძგონ. ნუ დაუშვებთ ამას. მოიკითხეთ თქვენი შვილები, სად არიან, ვინ ამზადებს და რისთვის, მერე გვიან იქნება,“

    ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს“.