Blog

  • თუშეთში, წოვათის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

    თუშეთში, წოვეთის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.  ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

    გუშინ სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თუშეთში, ალპურ ზონაში ბალახი იწვოდა, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო ვერტმფრენც. ცეცხლი სოფელ წაროსთან მთის ფერდობზე იყო გავრცელებული.

    ადგილზე მყოფების თქმით, ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა, რასაც ძლიერი ქარიც უწყობდა ხელს.

  • Financiamiento Afiliados: La Guía Definitiva para Hacer Dinero como un Afiliado de Financiamiento

    Afiliados de préstamo juegan un papel crucial en la mercado financiera al vincular consumidores con prestamistas. Como un asociado de finanzas, tienes la oportunidad de obtener comisiones al referir clientes a empresas de financiamiento. Este escrito te proporcionará toda la información que requieres para llegar a ser en un efectivo asociado de financiación (more…)

  • სადმე რომ შემხვდეს, თავს მოვაწყვიტავ! ღმერთო, გთხოვ, სადმე მოფარებულში შემახვედრე…მაგის სახლში უნდა შესულიყვნენ ის ოსი მოროდიორები!”- ელისაშვილი დავით რაზმაძეზე

    “მთელი დღეა ისეთი ადუღებული დავდივარ! არაკაცია! სადმე რომ შემხვდეს, თავს მოვაწყვიტავ! რა იკადრა ამ ძაღლისშვილმა. მაგის სახლიდან უნდა წაეღოთ რუსებს უნიტაზი! მერე ვნახავდი ერთი რას ილაპარაკებდა!  მაგის სახლში უნდა შესულიყვნენ ის ოსი მოროდიორები! რო გადაბუგეს ქართული სოფლები! მაგ ძაღლისშვილის სახლში უნდა შესულიყვნენ. ქართველების მხრიდან ერთი მარადიორობის ფაქტი არ იყო. […] ქართველ ჯარისკაცებს ეძახის მიშას ხულიგნები იყვნენო. არც მიშას არც ბიძნას ჯარისკაცები არიან ისინი არც კობახიძის არც მაგ შობელძაღლის ისინი ემსახურებიან სახელმწიფოს! აუცილებლად შევხვდები მაგას! რა იკადრა ამ ძაღლისშვილმა. ძაღლისშვილად უნდა გადაუკეთონ გვარი! რანაირად გაიზარდნენ. შენ ხარ ბიჭო ქართველი? წადი წაეთრიე გადასახლდი და ნახავ როგორი მშვიდობისმყოფელები არიან!
    ღმერთო გთხოვ, ეგ კაცი სადმე მოფარებულში შემხვედრე, ღმერთო გთხოვ მაგის სიფათი ისე დავიმსახურე ჩემი შვილების სახეებს არ ვუყურებ მასე. ღმერთო შემახვედრე მოფარებულში, 15 წუთით მინდა, მეტით არა”

    განაცხადა ალეკო ელისაშვილმა “TV პირველის” ეთერში დავით რაზმაძეზე საუბრისას.

    გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“. რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის ნაწილია, სათაურით – “ როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”. The New York Times წერს, რომ ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.

  • არც ამერიკული FARA და არც მისი ქართული თარგმანი არ ვრცელდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, შესაბამისად ჩვენ არ გვეხება – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

    არასამთავრობო ორგანიზაციაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ განმარტავენ თუ რატომ არ დარეგისტრირდა ორგანიზაცია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ რეესტრში“, ე.წ. FARA-ს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

    „ჩვენი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით ე.წ. ფარას კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, შემდეგია: არც ამერიკული FARA და არც მისი ქართული თარგმანი არ ვრცელდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, შესაბამისად ეს კანონი ჩვენ არ გვეხება; ხელისუფლება აპელირებს რომ ე.წ. ქართული ფარა ამერიკული ფარას ანალოგია, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აშშ-ს ფილიალი ამერიკულ ფარაში რეგისტრირებული არაა; ივანიშვილი/კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ქმედებები ჩვენი ორგანიზაციის მიმართ არის უკანონო. მან საკუთარ თავს მიანიჭა უფლებები, რაც კანონით გათვალისწინებული არ არის; „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოვლენა და კორუფციასთან ბრძოლა, არჩევნების დროს დარღვევების გამოვლენა, უფასო იურიდიული კონსულტაციებით ათასობით მოქალაქის დახმარება, საქართველოს მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციებში დახმარება, ასობით უკანონოს გათავისუფლებული საჯარო მოხელეების დახმარება, სახელმწიფო ინსტიტუტების და რეფორმების ხელშეწყობა, მედიის წარმომადგენელთა უფლებების დაცვა, საჯარო სამსახურის შესაძლებლობების განვითარება და საქართველოს ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა არის პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების ინტერესი და საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედება; ივანიშვილი/ კუპრაშვილის ბიუროს ამ ქმედებების მთავარ მიზანს ქართული სამოქალაქო საზოგადოების დევნა წარმოადგენს. ასევე საქართველოში რუსული ტიპის კლეპტოკრატიული მმართველობის სისტემის დამყარება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის ომში იმაზე მეტხანს იბრძვის, ვიდრე მსოფლიოში ვინმე ელოდა – ზელენსკი

    „დღეს სრულმასშტაბიანი ომის 1 276-ე დღეა. .უდავოა, რომ ძლიერი და ქმედითი უკრაინული არმია ყველაზე საიმედო უსაფრთხოების გარანტიაუკრაინა რუსეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის ომში იმაზე მეტხანს იბრძვის, ვიდრე მსოფლიოში ვინმე ელოდაა ჩვენი ხალხისთვის. თუმცა, ჩვენ ასევე გვჭირდება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები ყველასგან, ვინც მშვიდობას ეძებს. ყოველ დღე, შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად, ვმუშაობთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. უკრაინამ უნდა მიაღწიოს თავის მიზნებს და ეს მიზნები სამართლიანია: სიცოცხლის დაცვა, დამოუკიდებლობის დაცვა და უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობის უზრუნველყოფა“,

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

  • “საბავშვო ბაღებს იაფფასიან რძეს აწვდიდნენ” – ტენდერიდან ₾20,000-ის დაუფლებისთვის 2 პირი დააკავეს

    სამეგრელოში, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი მეწარმე სუბიექტის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით, 2025 წელს, გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები.

    მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტებისა, ბრალდებულების მიერ, სამეგრელოს რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებისთვის ხდებოდა დაბალკალორიული და იაფფასიანი რძის ნაწარმის მიწოდება, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლნენ დაახლოებით 20 000 ლარს” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მმართველი პარტია ნამდვილ დამნაშავეებს იცავს, ერთგული მოსამართლეები მოქალაქეებს აპატიმრებენ – ზურაბიშვილი მუსელიანცის განაჩენზე

    მმართველი პარტია ნამდვილ დამნაშავეებს იცავს, ერთგული მოსამართლეები მოქალაქეებს აპატიმრებენ – ზურაბიშვილი მუსელიანცის განაჩენზე

    „ტერორი საქართველოში – მოსამართლე გიორგი არევაძემ მომიტინგე არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ეს მე-14 აქტივისტია, რომელიც 2024 წლის ნოემბრის შემდეგ ევროკავშირის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების შემდეგ დააპატიმრეს.

    მაშინ, როცა რომ მმართველი პარტია ნამდვილ დამნაშავეებს იცავს, ერთგული მოსამართლეები მოქალაქეებს აპატიმრებენ. ეს სამართლიანობა არ არის – ეს რეპრესიაა“,

    ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არჩილ მუსელიანცის მიმართ გამოტენილ განაჩენს.

  • არჩილ მუსელიანცს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

    აქციების დროს დაკავებულ არჩილ მუსელინცს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, რაც შემდეგ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, უფრო დიდმა სასჯელმა შთანთქა და მუსელიანცს ჯარიმის გადახდის ვალდებულება მოეხსნა.

    ის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციის პარალელურად დააკავეს. სინდისის პატიმარს იზოლატორში მიყვანამდე ფიზიკურად გაუსწორდნენ, შეუზღუდეს ადვოკატის ყოლის შესაძლებლობა და ოჯახის წევრების მიმართ დაემუქრნენ. ამ საქმეზე არავინ დასჯილა.

    არჩილ მუსელიანცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ცნობისთვის, პროკურატურის მტკიცებით, მუსელიანცის ქმედებით სახელმწიფოს “534 ლარის ზიანი მიადგა“.

  • რუსეთს სინამდვილეში მშივდობა არ უნდა, დროს აჭიანურებს – ფინეთის თავდაცვის მინისტრი

    ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკანენის თქმით, რუსეთს არ სურს მშვიდობა და დროის გაჭიანურებას აგრძელებს.

    „როგორც ჩანს, რუსეთს სინამდვილეში მშვიდობა არ სურს.[…] რუსეთი დროს აჭიანურებს და თვლის, რომ ამ გზით ის უფრო მტკიცე იქნება, ვიდრე დასავლური დემოკრატია“, – განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა.

     

  • ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ კიდევ 44 პირი დააკავა – ბოლო ორი თვეში ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით სულ 1 417 პირია დაკავებული – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით, კიდევ 44 პირი დააკავეს.

    დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

    “დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზით სისტემატურად ყიდდნენ.

    სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

    პოლიციამ, დაკავებულების ავტომობილების, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები. ხოლო, ერთ-ერთი დაკავებულისგან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.