ეს არ არის სამართლიანობა – ეს არის პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი იმ რეჟიმის მხრიდან, რომელიც მოწოდებულია, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაახშოს.
წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ეს არ არის სამართლიანობა – ეს არის პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი იმ რეჟიმის მხრიდან, რომელიც მოწოდებულია, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაახშოს.
წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
შემთხვევა დღეს მოხდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი, უცნობია.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა- გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს.
უკრაინელებმა დონეცკის ოლქში ნოვოეკონომიჩნეს დასახლება გაათავისუფლეს, სადაც უკრაინის დროშა აღმართეს.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს.
გენშტაბის ცნობით, უკრაინის დროშა დასახლების ცენტრში 31 აგვისტოს აღმართეს.
”საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსი გვაქვს” – განაცხადა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია “ტვ პირველისთვის” მიცემულ
”დღეს, პოლიტიკურ ბოიკოტში არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ უბრალოდ, დღეს, ძალიან აქტიურად ვართ მუნიციპალური არჩევნების პროცესში და ამისთვის არ გვცალია. ამიტომ, გადაწყვეტილება, თუ რაიმე შეიცვალა პოლიტიკურ ბოიკოტთან დაკავშირებით, ამ 12 მანდატთან დაკავშირებით, ამაზე იმსჯელებს პოლიტსაბჭო, დიდი ალბათობით, მუნიციპალური არჩევნების შემდგომ და ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, იქნება საჯარო.
დღეის მონაცემებით, პოლიტიკურ ბოიკოტთან დაკავშირებით ჩვენ უბრალოდ არ ვცვლით პოზიციას იმიტომ, რომ ამის დრო არ არის. ახლა ყველანი ვართ მუნიციპალური არჩევნების პროცესში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის და ქვეყნისთვის.
არაფერს არ გამოვრიცხავ. ეს პირდაპირ იქნება დაკავშირებული იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც იქნება ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ.[…]მე არ ვთვლი, რომ ბოიკოტი არის და გამომდინარეობს საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან… მე, დღეს, გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არ გამოყენება, ეს იყო შეცდომა. ჩვენ, ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსი გვაქვს დარჩენილი, შევძლებთ ამის გამოყენებას, თუ ვერ შევძლებთ, ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც შეიქმნება ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ,” – ამბობს გიორგი გახარია.
საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ კომისიის მიერ 14 ივლისს გაგზავნილ წერილს უპასუხა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა ბრიფინგზე, „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ კომისიის მიერ 14 ივლისს გაგზავნილ წერილს უპასუხა. ახლა საქართველოს მიერ გამოგზავნილ პასუხს შევაფასებთ. ევროკომისია ელის, რომ რეკომენდაციებში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.[…]დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. როგორც იცით მსგავს მიმოწერას არ ვასაჯაროებთ“, – განაცხადა მარკუს ლამერტმა.
გენერალური პროკურატურა დაყადაღებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს დაკითხვაზე იბარებს. უწყების განცხადებით, ისინი დაკითხვაზე, “საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გასარკვევად”, მოწმის სახით დაიბარეს.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გასარკვევად, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებული არიან ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ასევე ცალკეული ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნული გარემოებები და სისხლის სამარათლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საფუძვლად დაედო 12 იურიდიული პირის – ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა.
გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას“, – წერია განცხადებაში.
„სამწუხაროდ, არსებობს ძალიან დიდი საფრთხე იმისა, რომ საქართველომ, საქართველოს ყველა მოქალაქემ დაკარგოს ის სიკეთე, რომელიც თავის თავში გულისხმობს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას, მაგრამ ჩვენ ჩვენის მხრივ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად იმაზე, რომ რეალურად დასანქცირდნენ მხოლოდ „ოცნების“ წარმომადგენლები და კონკრეტული ჯგუფები და არა მთელი ქართული საზოგადოება, იმიტომ რომ ის შედეგი რაც შეიძლება დადგეს ამ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, არის ამ კონკრეტული ადამიანების „დამსახურება“, მათი „მუშაობის“ შედეგად, მათი ანტიდემოკრატიული ნაბიჯების, ეგრეთ წოდებული „რეფორმების“ შედეგად მივედით იქამდე, რომ ევროპისთვის ჩვენ მისაღები პარტნიორები აღარ ვართ. ჩვენ არ ვართ საერთო ღირებულებებით სისტემაში მოქცეული ევროპასთან ერთად, ამიტომ ძალიან ლოგიკური ნაბიჯია მათი მხრიდან იმის გაკეთება, რომ 8 წლის თავზე შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთან, მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ მთავარი მომენტი, რომ აბსტრაქტულად არაფერი არ ხდება. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს წარმოადგენენ კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ის გადაწყვეტილებები, რამაც აქამდე მოგვიყვანა და შესაბამისად ამ ადამიანების მიმართ უნდა იქნას შესაბამისი ზომები გატარებული და არა ყველა თანამოქალაქის საწინააღმდეგოდ. ამაზე ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან უკვე მეორე თვეა და საბოლოო ჯამში, ალბათ, სექტემბრის ბოლოდან – ოქტომბრის ბოლომდე პერიოდში გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიუსელი ამასთან დაკავშირებით“,
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
“ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველომ ევროკომისიას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში უკვე გადაუგზავნა.
ევროკომისიამ საქართველოს შესასრულებლად 8 რეკომენდაცია გასულ ივლისში განუსაზღვრა. მათ შორისაა:
ამ ანგარიშის საფუძველზე ევროკომისია შეაფასებს, რა პროგრესი აქვს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში.
პოლიციამ ქუთაისში დააკავა ქალი, რომელმაც ორ წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა. მომხდარის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.