Blog

  • “ბავშვების მაწყევარ ფიგურასთან არასოდეს არაფერი მექნება საერთო” -ბოკუჩავა 8 პარტიისგან მოითხოვს, თამარ ჩერგოლეიშვილმა ფორმატი დატოვოს

    ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა 8 პარტიას მიმართავს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობა დაასრულონ. მიზეზად ბოკუჩავა იმ კომენტარებს ასახელებს, რომლებიც ფედერალისტების ლიდერმა ერთერთი მედიის FB-გვერდზე შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორების პასუხად, მათივე პროფილიდან აღებული ბავშვების ფოტოების გამოყენებით დაწერა. .

    “მტკიცედ მწამს, ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებ, სიძულვილს სიძულვილით, ამორალობას ამორალობით. ივანიშვილის გახრწნილ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში, მას თუ დავემსგავსეთ სიძულვილში, ამორალობაში, ბოროტებაში, აუცილებლად დავმარცხდებით.

    მე არ მჯერა პოლიტიკის ეთიკური ნორმების გარეშე, არც გამარჯვების მჯერა, რომელიც დაცლილია მორალისგან. მიზანი არ და ვერ ამართლებს საშუალებას, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ბავშვებს, მათ კეთილდღეობას, მათ უსაფრთხოებას, მათ ბედნიერებას.

    ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასოდეს არაფერი მექნება საერთო.

    მივმართავ რვა პარტიის ფორმატში მყოფ ყველა სხვა პარტიას, რომლებიც გავერთიანდით 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ, ერთობლივად მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ მოცემულობაში ამ განცხადების ავტორის რვიანთან ურთიერთობის დასრულების შესახებ” – წერს ბოკუჩავა.

  • Conociendo Préstamos Personales Programas Asociados

    Programas asociados de préstamos personales son una excelente modalidad para que individuos y empresas obtengan ingresos fáciles promocionando servicios y productos monetarios. Estos programas brindan compensaciones atractivas por referir consumidores a proveedores de préstamos que ofrecen créditos personales. En este artículo, exploraremos los pormenores (more…)

  • სანქციები და უნგრეთში შესვლაზე შეზღუდვები ტრ**ში გაიკეთეთ, ბატონო “ძვლებზე მოცეკვავევ” – ბროვდი ორბანის მთავრობას პასუხობს

    ასე პასუხობს,  უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფის მეთაური, რობერტ ბროვდი იგივე “მადიარი”,  უნგრეთის მთავრობას, რომელმაც ის დაასანქცირა, ქვეყანაში და შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალა.

    • “სანქციები და უნგრეთში შესვლაზე შეზღუდვები ტრ**ში გაიკეთეთ, ბატონო “ძვლებზე მოცეკვავევ”. მე უკრაინელი ვარ და მამაჩემის სამშობლოში თქვენი წასვლის შემდეგ დავბრუნდები. უნგრეთში საკმარისი ნამდვილი უნგრელია და ერთ დღეს თქვენ მათ შეაწუხებთ. […] რაც შეეხება პოპულიზმს უნგრეთის სუვერენიტეტისადმი ხსენებული საფრთხეების შესახებ – გააგრძელეთ ამის ადგილობრივ დეკლასირებულებზე გაყიდვა, სანამ ისინი ჯერ კიდევ არსებობენ გარკვეული მნიშვნელოვანი რაოდენობით და იღებენ მსგავს “ბლა ბლას.” მაგრამ გახსოვდეთ ეთნიკურად უნგრელი, უკრაინის შეიარაღებული ძალების უკრაინელი სამხედრო მეთაურის შავ-თეთრი პოზიცია.Дружба-ზე საუბრით თქვენ არა უნგრეთის სუვერენიტეტს, არამედ საკუთარ ბინძურ ჯიბეებს იცავთ, რომლებიც სავსეა იაფი, დასანქცირებული ნედლი მასალებით, რისი შესყიდვაც ხელს უწყობს სისხლიანი ფულის დაგროვებას, რაც იმ მიმართულებით მიფრინავს, საიდანაც რაკეტები და შაჰედები უკრაინის მშვიდობიანი ქალაქებისკენ მოფრინავენ და დღესაც, 2025 წლის 28 აგვისტოს, კიევში ათეულობით უკრაინელი დახოცეს.თქვენი ხელები უკრაინელების სისხლშია გასვრილი და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ.”- განაცხადა მადიარმა ტელეგრამ არხზე.

    ბოლო კვირებში, უკრაინელებმა მინიმუმ 3 იერიში მიიტანეს Дружба-ს მილსადენზე, რომელსაც რუსული ნავთობი უნგრეთიდან სლოვაკეთში გადააქვს. უკრაინული იერიშების შედეგად კი  რუსული ნავთობის მიწოდება რამდენჯერმე დროებით შეაფერხა.

    “მადიარმა” დაადასტურა, რომ მისი დანაყოფი Дружба-ს წინააღმდეგ იერიშის მიტანაზე იყო პასუხისმგებელი. მისი სპეცოპერაციის ფარგლებში 14 დრონი-კამიკაძე იყო გამოყენებული.

    დრეს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი იერიშის მოწყობაზე პასუხისმგებელი უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფის მეთაურს, რობერტ ბროვდის (მეტსახელად “მადიარს”) ქვეყანასა და შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალა.

  • იმედია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას – ვოლსკი

    იმედია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას – ვოლსკი

    „როგორც უკრაინაში ვხედავთ რა ხდება, ასევე მოლდოვაში, ამ თემაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ აქედან არ უნდა გამოვრიცხოთ საქართველოს საკითხიც. რასაკვირველია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინსტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას, ვინაიდან, სწორედ მათგან ვიცით ჩვენ, რომ არაერთი ათეული მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში და ასევე არჩევნების შემდეგ, რათა ორგანიზებული ყოფილიყო დესტაბილიზაციის ეს პროცესი, ამ თანხებს იყენებდნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის იმისათვის, რომ ამუნიცია შეეძინათ დაეხარჯათ თანხები, რათა დესტაბილიზაციის პროცესს ჰქონოდა შეუქცევადი ხასიათი. ამ საკითხს დღეს იძიებს საქართველოს პროკურატურა“

    ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკი განაცხადა.

  • ავტორიტარული სტილით მართვა არ მსურს, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდის – ლუკაშენკო

    „ავტორიტარული, დიქტატორული სტილით მართვა არ მსურს, მაგრამ ჯერჯერობით სხვაგვარად არ გამოდის.[…]მოსავლის აღების კამპანია სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ყველაფერი, რაც მთავრობამ მოითხოვა შესრულებულია. ახლა შედეგი თქვენზეა დამოკიდებული“

     

    ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მოგილევის ოლქში კარტოფილის წარმოების განვითარების შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

  • მთავრობა უდასტურებს EU-ს, მათ ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა – 60-ზე მეტი NGO ყადაღაზე

    ”ივანიშვილის მთავრობა, მსგავსი ქმედებებით, კიდევ ერთხელ უდასტურებს ევროკავშირს, რომ მათი ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა.” – 60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია 7 NGO-ს, რომლებსაც ანგარიშები დაუყადაღეს, სოლიდარობას უცხადებს და განცხადებას ავრცელებს.

    “ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რუსეთის ხელისუფლების მსგავსი, სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი, საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა.

    ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის მთავრობას მიცემული აქვს კონკრეტული ვადა, აცნობონ ევროკავშირს, უნდათ თუ არა უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ქართველი ხალხისთვის.

    ივანიშვილის მთავრობა, მსგავსი ქმედებებით, კიდევ ერთხელ უდასტურებს ევროკავშირს, რომ მათი ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა.

    ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესების და უფლებების დაცვას ახორციელებენ, საქმიანობის უკანონოდ გამოცხადება მიუთითებს იმაზე, რომ “ოცნების” მთავრობის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფოს სადამსჯელო ქმედებების წინააღმდეგ დახმარების გარეშე დატოვებაა. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებით ათასობით ადამიანი რჩება უფასო იურიდიული დახმარებისა და სხვა სერვისების გარეშე.

    არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვდგავართ ჩვენი კოლეგების გვერდით, ვიზიარებთ რა ჩვენს საერთო სწრაფვას თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული საქართველოსთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

    განცხადებას ხელს აწერენ:

    1. პრევენცია პროგრესისთვის (PFP) / Prevention for Progress (PFP)
    2. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის (CMF)
    3. საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო
    4. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
    5. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
    6. სამოქალაქო იდეა
    7. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
    8. ევროპის ფონდი
    9. საქართველოს ევროპული ორბიტა
    10. საქართველოს მომავლის აკადემია
    11. უფლებები საქართველო
    12. მედიაომბუდსმენი
    13. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
    14. თბილისი პრაიდი
    15. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
    16. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
    17. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი)
    18. ყვარლის ევროკლუბი / EuroClub Kvareli
    19. სტუდია მონიტორი
    20. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი(TDI)
    21. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
    22. ონლაინ გამომცემლობა პუბლიკა
    23. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
    24. სათემო განვითარების ცენტრი
    25. ბათუმელები/ნეტგაზეთი
    26. მედია სახლი-სამხრეთის კარიბჭე
    27. ინდიგო
    28. “აი,ფაქტი”
    29. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო
    30. მედია აპრილი
    31. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
    32. რადიო “მარნეული”
    33. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
    34. შშმ ქალთა ალიანსი
    35. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
    36. მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი
    37. შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია “ჰანგი”
    38. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
    39. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპატრიული დემოკრატიისთვის (EECMD)
    40. მედიაკლუბი
    41. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
    42. ღია სივრცე კავკასია
    43. ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის
    44. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
    45. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
    46. მწვანე ალტერნატივა
    47. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
    48. ადამიანის უფლებათა ცენტრი
    49. დემოკრატ მესხთა კავშირი
    50. ტოლერანტი
    51. ახალციხის ახალგაზრული ცენტრი
    52. მედია ცენტრი კახეთი
    53. საქართველოს უდიები
    54. სამოქალაქო დარბაზი
    55. დიღმის ჭალები
    56. კონსტიტუციის 78-ე მუხლი
    57. ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო
    58. ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”
    59. ინოვაციების და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – “პროგრესის სახლი”
    60. ქალთა სათემო რადიო WW
    61. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო”
    62. პლატფორმა თემი
    63. მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
    64. ააიპ შეხვედრის ადგილი დმანისი
    65. ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო”
    66. სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში.
    67. კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი

  • უკრაინა ფულის ორმოს ჰგავდა. ბაიდენის ადმინისტრაციას ომის დასრულების გეგმა არ ჰქონდა – ჯო დი ვენსი

    ” ბაიდენის ადმინისტრაციას არ ჰქონდა იმის გეგმა, თუ როგორ დაესრულებინა ომი. უკრაინა უცნაურ ფულის ორმოს ჰგავდა, სადაც პრობლემის მოგვარების რეალური გეგმის გარეშე ფულს ვყრიდით”- ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა USA Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.

    „ზოგჯერ ხალხი ერთმანეთს არ ეთანხმება. შეცვლიდი თუ არა რაიმეს? მსურს თუ არა, რომ ოვალურ კაბინეტში საჯარო სკანდალი მომხდარიყო? საერთოდ არა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამან აშშ-სა და უკრაინას შორის არსებულ რეალურ უთანხმოებებს ნათელი მოჰფინა. ამის დანახვა ამერიკელი ხალხისთვის სასარგებლო იყო. ჩვენ ამ საუბრებს გავაგრძელებთ. აშშ-სა და უკრაინას შორის ბევრი საკითხია, რომელზეც ვთანხმდებით, მაგრამ ზოგჯერ გარკვეული უთანხმოებებიც არსებობს.[…] ზელენსკი ვაშინგტონს მილიარდობით დოლარით ტოვებდა, ყოველგვარი რეალური მიზნის, ყოველგვარი რეალური დიპლომატიისა და ყოველგვარი რეალური წარმოდგენის გარეშე იმის შესახებ, თუ რას შევისყიდიდით ჩვენ ამ ასი მილიარდი დოლარით. ეს ყოველთვის უფრო მეტად მაწუხებდა, ვიდრე ის, რომ ზელენსკი ვაშინგტონისგან დახმარებას ითხოვდა. საქმე ის იყო, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არ ჰქონდა იმის გეგმა, თუ როგორ დაესრულებინა ომი. უკრაინა უცნაურ ფულის ორმოს ჰგავდა, სადაც პრობლემის მოგვარების რეალური გეგმის გარეშე ფულს ვყრიდით.[..]ჩვენ მშვიდობის მიღწევისთვის მუშაობას გავაგრძელებთ. ამ საკითხზე პრეზიდენტ ზელენსკისთან ვთანხმდებით. გარკვეული უთანხმოებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჩვენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა გვსურს. არ გვსურს, რომ რუსეთმა მთელი ქვეყანა დაიპყროს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

  • ბრალდებული დემონსტრანტი, თორნიკე თოშხუა ციხეში 12 დღეა, შიმშილობს

    “მე-12 დღეა მხოლოდ წყალს ვიღებ” – სინდისის პატიმარმა, თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ უფლებადამცველი, ომარ ფურცელაძე სოციალურ ქსელში წერს და თორნიკე თოშხუას წერილს აქვეყნებს.

    თოშხუა სამართლიან გამოძიებას და ბექა გოცირიძის ხელმეორედ გამოკითხვას მოითხოვს.

    თოშხუას და კიდევ ერთ დაკავებულს, მინდია შერვაშიძეს ბრალდების მხარე ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება. გოცირიძე, აქტივისტების თქმით, ქართული ოცნების მხარდამჭერია, რომელიც პარლამენტთან პროვოკაციას აწყობდა.

    აქტივისტების წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

  • დაკავებული მომიტინგეებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა დანაშაული არ არის

    ქართული ოცნების მთავრობის მიერ დაკავებული მომიტინგეებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა დანაშაული არ არის. არც „სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟია“.

    მე კვლავაც ვდგავარ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გვერდით, რომლებიც ცდილობენ საქართველოს დემოკრატიის შენარჩუნებას.

    სენატორი ჯინ შაჰინი 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება.

  • ”ოცნება” თავისუფალ ქართველებზე ზეწოლას ზრდის – უილსონი NGO-ების დაყადაღებაზე

    ”ოცნება” თავისუფალ ქართველებზე ზეწოლას ზრდის – უილსონი NGO-ების დაყადაღებაზე

    “ქართული ოცნების” ანტი-ამერიკული რეჟიმი მზარდ რეპრესიას ახორციელებს თავისუფალი ქართველების წინააღმდეგ იმისთვის, რომ ისინი თავიანთი ქვეყნის კომუნისტური ჩინეთის მიერ ბოლომდე შთანთქვის აღკვეთას ცდილობენ. საჭიროა MEGOBARI აქტის დაუყოვნებლივ მიღება!

    წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე და კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში.