Blog

  • ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია!ყველაფერს გავაკეთებთ რომ ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს – კალაძე

    ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია!ყველაფერს გავაკეთებთ რომ ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს – კალაძე

    მთელმა საქართველომ იცის, ვინ არის აგენტურა, რას წარმოადგენენ, ვის ებრძვიან.

    ჩინეთთან ურთიერთობას რაც შეეხება, ამ ქვეყანასთან სტრატეგიული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოს სხვა ქვეყნები მიისწრაფვიან, რომ ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც ჩინეთს აქვს. საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს, უფრო დაახლოვდეს ჩვენი ეკონომიკა. კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ტყუილზეა დაფუძნებული, შეიცავს ცილისწამებას. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმაც გამოაქვეყნა წერილი, სადაც ჩანს, რა არის ჩვენი სულისკვეთება და მთავარი მიზანი – ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.

    ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე.

  • სად ხართ? რატომ არ დგახართ რუსთაველზე?ციხეს ვუძლებთ, რუსთაველზე არ დგომა დანაშაულია – ნინო დათაშვილი

    „საქართველოს მოქალაქეებო, სად ხართ?

    რატომ არ დგახართ რუსთაველზე ათასობით და ასიათასობით?

    რატომ უწევთ ჭიდაობა სამოქალაქო აქტივისტებს რუსთაველის გადასაკეტად?

    ეს ქვეყანა თქვენი არაა?

    ისტორია გადაგიწერეს, ომი საქართველომ დაიწყოო. „ვარდების რევოლუცია“ გადატრიალება იყოო, ისტორიის სახელმძღვანელოები უნდა შევცვალოთო.

    სახელმწიფოებრივ ღალატს პირდაპირ ეთერში ჩადიან. თქვენ სად ხართ?

    ადამიანები ციხეში ვსხედვართ და ციხეს ვუძლებთ. რუსთაველზე არ დგომა დანაშაულია ქვეყნის წინაშე.

    ანტონ ჩეჩინს, რომელსაც 8.6 წელი მიუსაჯეს, რუსეთში ექსტრადირება ემუქრება. ესაა ტრაგედია. ეს არ უნდა დავუშვათ!

    ყველაზე აუტანელი ციხეში ყოფნა ჩემთვის იმიტომ არის, რომ ვერ გავდივარ რუსთაველზე.

    გთხოვთ, ჩემს მაგივრად მაინც გადით“,

    ამის შესახებ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტი ნინო დათაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის 11-ვე პატიმარს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა

    მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევვროპულ აქციებზე დაკავებულ 11 პირს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
    მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 11 პირს,  ბრალდება გადაუკვალიფიცირა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან ამგვარ ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას.ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე.პროკურატურა მათ  სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა,
    რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

    ამ საქმეში ბრალდებულები არიან:

    ანდრო ჭიჭინაძე
    ონისე ცხადაძე
    ჯანო არჩაია
    რუსლან სივაკოვი
    ლუკა ჯაბუა
    გურამ მირცხულავა
    ვალერი თეთრაშვილი გიორგი ტერიშვილი
    ირაკლი ქერაშვილი
    რევაზ კიკნაძე
    სერგეი კუხარჩუკი

  • ”გაუმარჯოს საქართველოს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, დიდება უკრაინას!” – რუსლან სივაკოვის საბოლო სიტყვა

    „მადლობის სიტყვები მინდა წარმოვთქვა, გულით და სულით მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამდენი ხანი იყო და იქნება ჩვენს გვერდზე. ამ არც ისე იოლ პერიოდში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენი კოლოსარული მხარდაჭერისთვის, თქვენ საუკეთესოები ხართ, აგრეთვე მთელი სულით და გულით მადლობას ვუხდი, ადვოკატების მთელ კოალიციას, ისინი მართლაც რომ სამართლიანად და პროფესიონალურად იბრძოდნენ ჩვენი თავისუფლებისთის და ისედაც ძალიან კარგი და სამართლიანი ადამიანები არიან.

    ჩემო მეგობრებო, მე გულწრფელად მოხარული ვარ, რომ თქვენ გაგიცანით და ცოტა არ იყოს გულდაწვეტილი ვარ, რომ ასეთ ვითარებაში გაგიცანით, მაგრამ აქ მე ვერანაირ საშიშროებას ვხედავ, მთავარია მომავალში ჩვენ აუცილებლად შევცვლით ვითარებას, უფრო კეთლგანწყობილებით და ერთმანეთში კარგ ურთიერთობას დავამყარებთ..

    რაც შეეხება ბრალდებას, ეს არის სრული აბსურდი, დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი საღად მოაზროვნე ადამიანი, დამეთანხმება მე იმაში, რომ პროკურატურას მშვენივრად ესმის, მაგრამ არ უნდათ რომ ამ ფაქტებს დაეთანხმონ.

    იყოს, რაც არის, არის, შეიძლება ძალიან ბევრი რამე ვისაუბროთ ჩვენი ბრალდების გარშემო, მაგრამ მე ამაში აზრზს ვერ ვხედავ რამდენადაც ყველაფერი ნათქვამია.

    ახლა მთავარია, მოსამართლე ყველა უარყოფითი და დადებითი აწონ დაწონოს და გამოიტანოს სამართლიანი და ჭეშმარიტი გადაწყვეტილება, მე არ მჯერა, რომ ეს ასე მოხდება….

    გაუმარჯოს საქართველოს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, დიდება უკრაინას.”

    ამ სიტყვებით დაასრულა საბოლოო სიტყვა  ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რუსლან სივაკოვმა.

    ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.

    მოსამართლე სათათბიროდ გავიდა, ის განაჩენს დღესვე გამოაცხადებს.

    გაყავთ ბრალდებულებიც.

  • ”90-იანებში ფორმიანებს ძაღლებს ვეძახდით, დღს ძაღლების კი აღარ ხართ” – ჯანო არჩაია პროკურორებს

    ”ჩემს ზუგდიდელებს მივმართავ. მე ვამაყობ, რომ ვარ ზუგდიდელი. წერილები მომდიოდა, მოვიდა შენი დამწყნარებელიო, მეუბნებოდნენ საკანში. გავხსნიდი და ზუგდიდიდან იყო.

    ერთი-ორი სიტყვით პროკურორებს:

    დიდი ხნის წინ მივხვდი, რა იყო თქვენი სამსახური. მაგრამ იყო დრო, ვაფასებდით ფორმიანებს. გაწყდა ეს ისევ.

    90-იანებში ძაღლებს ვეძახდით ფორმიანებს. დღეს ძაღლებიც აღარ ხართ.
    ჩვენ იმისთვისაც ვართ მზად, სამუდამოც რომ მოგვისაჯოთ, იქაც თავისუფლები ვიქნებით და იქიდანაც ვიბრძოლებთ. იქიდანაც დაგამარცხებთ.

    მეტის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ჩემი გოგო მამშვიდებს იქიდან.
    უფალს მადლობა, აქ რომ არ მოვხვედრილიყავი, ჩემი ცხოვრება ისე დასრულდებოდა, ამ საოცარ ხალხს ვერ გავიცნობდი. ზოგიერთი შვილად მეკუთვნის, მე უფროსი ვარ, მაგრამ ძმები ვართ.

    იმაზე ვნერვიულობ… ისიც აგვეკრძალება, იმ ფუქსებშიც ვეღარ შევხვდებით ერთმანეთსო. მაგრამ მალე ყველა ერთად ვიქნებით გარეთ.
    ეთი ჩვენგანი 50-ს უდრის კობახიძის ბანდიდან.

    ნურაფრის შეგეშინდებათ. არც ციხეა საშიში. ჩვენნაირი სიმართლის მოყვარული და პატიოსანი ხალხისთვის, იქაც არაა არაფერი საშიში. იქაც მაგრად ვართ.
    ჩვენც რომ დაგვივიწყოთ, იბრძოლეთ ბოლომდე. არაფერი დაუთმოთ ამ ჩაჩნებს.”

    განაცხადა პროევროპული აქციებისას დაკავებულმა ჯანო არჩაიამ საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას.

    ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.

    მოსამართლე სათათბიროდ გავიდა, ის განაჩენს დღესვე გამოაცხადებს.

    გაყავთ ბრალდებულებიც.

  • მადლობა პროკურატურას რომ მასწავლა, როგორია თავისუფლებისთვის ბრძოლა – ლუკა ჯაბუას საბოლოო სიტყვა

    ისიც მადლობას უხდის ადვოკატებს, რომ ასე იცავდნენ მათ, „მათი პრობლემა გაიხადეს საკუთარ პრობლემად“, მადლობას უხდის საზოგადოებას და პროკურატურას, რომ „ეს უნიკალური ადამიანები და საკუთარი თავი გამაცნო და მასწავლა, როგორია თავისუფლებისთვის ბრძოლა, თან საკმაოდ ადრეულ ასაკში, ამან ერთ ორად გამზარდა”.

    „ჩეი ამბავი გავრილოვის ღამეს დაიწყო, მაგრამ მთავარი ის არის, როდის გამიჩნდა პირველად პროტესტი, 2012 წლის არჩევნებია, მოხდა ისე, რომ ქართული ოცნების ახალგაზრდულში აღმოვჩნდი….ერთადერთი რატომაც ამ სივრცეში ყოფნის აღიარება მრცხვებია[ახალგაზრდულს კიტხულობს] ვისწავლე როგორი არ უნდა იყოს მოქალაქე…

    2024 წელი 28 ნოემბერი, პრემიერად გაფორმებული კაცი აკეთებს განცხადებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78 მუხლთან, უარყოფს წინაპრების მონაპოვარს და ქართველი ხალხის ნებას…

    ჩემი პროტესტი გამოიხატებოდა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები და არ ცდებოდა მათ, მიუხედავად იმ ძალადობისა, რასაც ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან….”.

    „არიან ადამიანები, რომლებმაც უკარგესი ადამიანის, უკეთილესი ადამიანის ახობაძის გათავისუფლება საერთო ზეიმად აქციეს, მზიას პატიმრობა კი საერთო გულისტკენის მიზეზი გახდა, ახლა თქვენ განსაჯეთ, რომელიც მხარეა ნათელი….

    ისეთივე დარწმუნებული ვარ ჩემს უნდაშაულობაში, როგორც აქციების პირველ დღეებში, მითუმეტეს შკოდებით მითვალთალებდნენ… ვაგრძელებდი აქციაზე სიარულს, დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერ ისეთს რაც საფუძველს მისცემდა მათ გავესამართლებინე, ამისდა მიუხედავად, ეს რომ ვიცოდი და მეგობრებს ვწერდი, არც მივმალულვარ, ჯერ ერთი არაფერი დამიშავებია და რომც დამეშავებინა არ ვაპირებდი პასუხისმგბელობას გავქცეოდი”.

    „დაკავების ღამეს, როცა შეკვეთის ასაღებად გავედი, დავინახე პოლიციელები, რომლებიც უნიჭოდ მოეფარნენ მანქანას… ხელებაწეული მივეგებე მათ, 10-მდე პოლიციელი გაჩნდა, შემბოჭეს და რომ ვკითხე რატომ მაკავებდნენ მითხრეს, თურმე უბნებში ვიღაცები მანქანებს ტეხავდნენ და უნდა გადავემოწმებინე მე ხომ არ ვიყავი…”

    „სხვათაშორის ჩემი ბინა არ მოეწონათ… სად ცხოვრობო…. მიპოვეს ევროკავშირის დროშა: ნწნწნწნ ეს რა ჰქონიაო, ამის შემდეგ მკითხეს სად არის მოლოტოვიო, მომიგეს, შენი გაუბედურება რომ მინდოდეს ამაზე მარტივი არაფერი იქნებოდაო.

    მინდა მივმართო ვაი თქვენს პატრონს.

    ტელეფონი პინკოდით გადავეცი და დაიწყეს ჩატების თვალიერება, შეამჩნიეს ჩემი ფოტოები აქციაზე და ოი, იქიდან ვერ გამოვაო. მანქანაში სცადეს იქნებ რამე ვათქმევინოთო: ჰა ბიჭო თქვით თორემ გაგცხებთო….

    განყოფილებაში ერთი ცოლშვილიანი მამაკაცი იყო, რომელზეც ამბობდნენ, ბარიგობისთვის დავიჭერთო….მომიჯდა გვერდით და ბისექსუალური ხომ არ ხარო? არა მეთქი, არა, მე ვარო და შენც ხომ არ ხარო, მაინტერესებდაო”.

    „ერთ-ერთი პოლიციელმა მკითხა, რაზე სწავლობო, ფსიქოლოგიაზე მეთქი, ჩემი ორი ნათესავი სამედიცინოზე სწავლობსო და ამ ექიმებს რა გჭირთო და განვუმარტე, რომ ფსიქოლოგები ექიმები არ არის, ეს არის განათლებაზე და ადამიანზე.

    …შემდეგი იყო გლდანის ციხის ხედი, შორიდან ლამაზი იყო და სიტყვები: შეხედე ლუკა ეს შენი სოფელია, რომ ჩაგყლაპავს თავს ვერ დააღწევო”.

    „დიდი იმედი არ მაქვს, მითუმეტეს გუშინდელი განაჩენის მერე, რომ რაიმე დადებითი მოხდეს, დიდი ხანია ამ ინსტიტუტების ნდობა დაკარგული მაქვს, მინატრია ბევრჯერ და მისაუბრია, ნეტა ამერიკულ ფილმებში რომაა ასეთი იყოს სასამართლო მეთქი…

    გისურვებთ გქონდეთ გამბედაობა იმისა, რომ … მე არ მეშინია დიდი ხნით ციხეში ყოფნა, მემეშინია იმის, რომ ამ დიდი ხნის შემდეგ ქვეყანა არ აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაშია, საიდანაც ამოსვლას უფრო დიდი ხანი მოუნდება… არ მინდა ჩემს შვილებს მოუწიოთ უკანონობის გადატანა. დავასრულე”.

    განაცხადა, აქციებზე დაკავებულმა ლუჯა ჯაბუამ საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას.

    ამ წუთებში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.

  • საქართველოს სიყვარულის გამო გვასამართლებენ.ბრძოლა ბოლომდე და გამარჯვებამდე! – გიორგი ტერიშვილის საბოლოო სიტყვა

    “მე არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის, რასაც პროკურატურა გვედავება. არანაირი ჯგუფური ძალადობა არ ჩამიდენია. ყველაზე დიდი დამნაშავე ირაკლი კობახიძე და პროკურატურაა.

    9 თვეა ციხეში ვსხედვართ, ყველანაირი უფლება წაგვართვეს და საქმე ისე შეკერეს, როგორც თვითონ უნდოდათ, მაგრამ მაგის თავიც არ აქვთ, რომ ნორმალურად შეკერონ.

    ბატონო მოსამართლევ, მე და ამ ბიჭებს არავითარი კავშირი არ გვქონია, ისინი სასამართლოში გავიცანი. ჩვენ საქართველოს სიყვარულის გამო გვასამართლებენ და იმის გამო, რომ იქ ვიდექით და ქვეყანას ვიცავდით.

    ეს მთავრობა აქედან მალე უნდა მოვიშოროთ. 1992 წელს ძმა დავკარგე. აქციას მოუძღვოდა, დროშა ეჭირა, ქართველმა ჯალათმა ტყვია ესროლა და ადგილზე დაიღუპა. ჩემი ძმის თამადობით, საქართველოს ბევრი გმირი ჰყავს. ბრძოლა ბოლომდე და გამარჯვებამდე, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”

    განაცხადა სქალაქო სასამართლოში, გიორგი ტერიშვილმა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას.

    ამ წუთებში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობ

  • გუშინ დაკავებულთა ნაწილს სხეულზე ხილული დაზიანებები აქვთ – ომბუდსმენის აპარატი

    გუშინ დაკავებულთა ნაწილს სხეულზე ხილული დაზიანებები აქვთ – ომბუდსმენის აპარატი

    სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 11 პირი მოინახულეს. ომბუდსმენის ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები და სისხლნაჟღენთები კიდურებზე.

    რუსთაველის გამზირზე გუშინ, 2 სექტემბერს 23 პირი დააკავეს.

    “სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებშიც აგრძელებენ ვიზიტებს დაკავებულთა მონახულების მიზნით. სახალხო დამცველის არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე განახორციელებს შესაბამის სამართლებრივი რეაგირებას და გააგრძელებს მიმდინარე სამართალწარმოების მონიტორინგს.

    გარდა ამისა, სახალხო დამცველი ყურადღებას გაამახვილებს პოლიციელთა მხრიდან დაკავების დროს პროტესტის მონაწილეთა მიმართ უხეშ დამოკიდებულებასა და ძალის გამოყენებაზე და კიდევ ერთხელ შეახსენებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ საპოლიციო მოქმედებების განხორციელების დროს გამოყენებული ძალა უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი. აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველი, დამატებითი შესწავლის შემდეგ, მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

    საგულისხმოა, რომ შესაბამისი ღონისძიებების გატარებისას პროპორციული ძალის გამოყენების საკითხი ასევე პრობლემურია საერთო სასამართლოების შენობებში, სადაც შესაძლოა, მანდატურთა მხრიდან ადგილი ჰქონდეს მოქალაქეთა მიმართ უფლებამოსილების გადამეტებას. აპარატი დამატებითი შესწავლისა და მანდატის ფარგლებში შეფასების შემდეგ ამ საკითხზეც მოახდენს რეაგირებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • რიჟვაძის სურვილია, რომ გარშემომყოფებთან თითქმის არავისთან აქვს ურთიერთობა – მდინარაძე

    „თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ერთადერთი საფუძველი იმ სპეკულაციებისა, რაც გვესმის, არის ამორალურობა, რომლის ფარგლებშიც, პერსონალური თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით საგამოძიებო ორგანოები რაღაცებს ვერ და არ ამბობენ, რათა პერსონალურ საკითხებს არ შეეხონ, რაც ასევე ამორალური იქნება.

    დიახ, მე მის [თორნიკე რიჟვაძის] ოჯახის წევრებთან კონტაქტზე გავედი. ფიზიკურად არ მინახავს. თორნიკე არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი და დიდი დამსახურება აქვს საკუთარი რეგიონის, მმართველი გუნდის წინაშე. ის არის ჩვენი მეგობარი. როგორც თქვენ აპელირებდით: „ახლო მეგობარი“, „დღე და ღამე ერთად იყვნენ“, ისე არა მაგრამ, ჩვენი მეგობარია. მისი სურვილია, რომ გარშემომყოფებთან, თითქმის არავისთან აქვს ურთიერთობა. აქვს ისეთი მდგომარეობა, რომლის გამო, ჩვენ ამას ყველა გაგებით ვეკიდებით ამას. უფრო სიღრმეში ვერ შევდივართ პერსონალური საკითხების გამო. ამით ნუ ისარგებლებთ მომავალში, ამორალური იქნება ამით სარგებლობა“,

    თქვა ივანიშვილის სუს-ის ახლადდანიშნულმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ.

  • ციხეში 18-20 წლის ბიჭები მიდიან, გერმანიაში გაქცეული კაცი ნუ გვებლატავება იქიდან – ონისე ცხადაძე გახარიაზე

    ”მე ქუჩაში ვხედავ ზურაბ ჟვანიას ძმას, ეკა ბესელია აქ იყო ხოლმე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს ვხედავ აქ, ხიდაშელს. მე მაინტერესებს, ნაცებს არჩილ გორდულაძე ებრძვის? მაშინ, როცა ციხეში 18-20 წლის ბიჭები მიდიან, გერმანიაში გაქცეული კაცი ნუ გვებლატავება იქიდან. პიროვნულად ჩემთან მიმართებაში რაც დაგიშავებიათ, მიპატიებია. ქვეყანას რაც დაუშავეთ ნურას უკაცრავად”

    განაცხადა ამის შესახებ, ონისე ცხადაძემ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას სასამართლოში.