Blog

  • ოცნების პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სუს-ის ახალ უფროსად აირჩია

    ქართული ოცნების პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად მამუკა მდინარაძე აირჩია.

    მის კანდიდატურას მხარი 85-მა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.

    მდინარაძე კობახიძემ ამ პოსტზე მას შემდეგ წარადგინა, რაც მაშინდელმა უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა პოსტი დატოვა.

    ოხანაშვილი კი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერის მრჩევლად დაინიშნა.

  • “არ ვაპირებ დავუჩოქო რეჟიმს იყავით ძლიერები” – საბა სხვიტარიძეს 2 წელი მიესაჯა

    აქციების დროს დაკავებულ საბა სხვიტარიძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.
    საბა სხვიტარიძემ დღეს დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა:
    ”მოიკითხვა ყველა „სინდისის პატიმარს და დაკავებულ პოლიტიკოსებს”, მადლობას ვუხდი მედიას, ადვოკატებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს. დღეს არის 11 სინდისის პატიმარის და კაციას პროცესი, იმედია ისინი მაინც იქნებიან დღეს თავისუფალი.„ყველაზე ძლიერი მაშინ ვარ, როცა ჩემს უკან ჩემი ხალხი დგას, თქვენ მაძლევთ ძალას ბრძოლისთვის, ძალას რომ ვიყო შეუპოვარი, თუნდაც ბრძოლა მიწევდეს გისოსებიდან”. არ ვაპირებ დავუჩოქო რეჟიმს, გთხოვთ, იყავით ძლიერები!”- განაცხადა სხვიტარიძემ.

    სხვიტარიძემ დასკვნითი სიტყივის წარმოთქმისას მასზე ცემისა და ძალადობის ეპიზოდი გაიხსენა:

    „მემუქრებოდნენ გაუპატიურებით..ამიყვანეს განყოფილებაში მომთხოვეს მეღიარებინა პოლიციელზე ძალადობა, თუ არ ვაღიარებდი მემუქრებოდნენ გაუპატიურებით და ცემით….

    დაუძახეს სპეცეკიპირებაში ჩაცმულ ოთხ ნიღბიანს მიხედეთო, ამის შემდეგ დაიწყო ცემა მირტყამდნენ იქამდე თავში და გვერდებში სანამ არ წავიქეცი და გონება არ დავკარგე, გაგრძელდა ჩემი ცემა…

    შემოდიან გამომძიებლები.. „ცემისგან გული ამერია”.

    ამის შემდეგ სხვა სართულზე აიყვანეს და იქაც ფიზიკურად გაუსწორდნენ:

    „შეუძლოდ ვგრძნობდი თავს, რაზეც მივიღე ირონიული დამოკიდებულება”, – ამბობს ის, მან ადვოკატი მოითხოვა უარი მიიღო, ისევ დაუძახეს ორ ნიღბიანს.

    „სამი პოლიციელი მაკავებდა, ორი ნიღბიანი მირტყამდა ფეხებით, ჩექმებით.. ორი თვის მანძილზე მიჭირდა მოძრაობა და გადაადგილება, ყველაზე ცინიკური ისაა, რომ ჩემს ცემაში მონაწილეები აქ აძლევენ ჩვენებას, მაგალითად მიხეილ სუჯაშვილი, სალომე ედიშერაშვილი”.

    ბრალდების მხარე საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად პოლიციელზე – მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებოდა, თუმცა 24 ივლისს პროკურატურამ მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლზე გადაუკვალიფიცირა.რის შემდეგაც სხვიტარიძე დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის
    დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ან შინაპატიმრობით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე.
  • დავაკავეთ პირი, რომელიც აქციის მონაწილეთა შორის, იარაღით გადაადგილდებოდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს 1963 წელს დაბადებული მ.ლ, რომელიც, მათი თქმით, გუშინ, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.

    “დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.ასევე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს” – აცხადებს შსს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

     

  • რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 20 პირია დაკავებული – შსს

    რუსთაველის გამზირზე პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 20 პირი დააკავა- ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 20 პირი დააკავა.

    აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

    პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება,”-აღნიშნულია განცხადებაში.

  • ქვეყანას დაეპატრონა მოღალატე კრიმინალთა ბანდა, რომელიც პუტინის დავალებით ცდილობს დააბრალოს ომი საქართველოს – ბოკუჩავა

    “დღეს ვიმყოფებოდით უსამართლობის ბუდედ ქცეულ სასამართლოში, სადაც მოსამართლედ წოდებულმა პოლიტიკურმა მონამ, თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობის განაჩენი გამოიტანა რვა ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმრის მიმართ და პარალელურად, საქართველოს პარლამენტის შენობას დაპატრონებული მოღალატე მანქურთები პირდაპირ ეთერში საქართველოს აყურებინებდნენ ღალატის ქრონიკას. ამ დროს თეა წულუკიანს განაჩენი გამოჰქონდა არა ერთი, არა ორი, არა სამი პირისთვის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, რაც არ უნდა ეგონოს მას, არამედ მეორე თაობის საბჭოთა ჯალათს თეა წულუკიანს განაჩენი გამოჰქონდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

    საქართველო გამართლდა ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ისევე როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოში და ეს გამამართლებელი განაჩენი ვერ აიტანა ვლადიმერ პუტინმა და სწორედ ვლადიმერი პუტინის დავალებით შეიქმნა ღალატის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი.

    როგორც თეა წულუკიანის მამას გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ საბჭოთა დროს, დღეს თეა წულუკიანს სურდა, რომ გამოეტანა სასიკვდილო განაჩენი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

    დღეს კიდევ ერთხელ, ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ ქვეყანას დაეპატრონა ყველაზე ანტი-ქართული, ყველაზე ანტი-ეროვნული მოღალატე კრიმინალთა ბანდა, რომელიც პუტინის დავალებით ცდილობს, გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია, დააბრალოს ომი საქართველოს, საქართველოს ეროვნული გმირები ანტი-გმირებად გამოაცხადოს და საბოლოოდ, ქვეყანა წაიყვანოს რუსეთის მთავარ ამოცანამდე – ეს არის ქართული სახელმწიფოს ტოტალური განადგურება, რუსეთზე დამონება და ტერიტორიული დანაწევრება.

    ამ ღალატისთვის ემზადება სწორედ ივანიშვილის რუსული რეჟიმი და ეს ღალატის ქრონიკა ჩვენ ჩვენი ერთიანი ძალებით უნდა დავასრულოთ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იდგა, დგას და იდგება ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე, როგორც 2008 წელს, როდესაც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა მტერს, დღესაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანას არ ჩააბარებს მტერს.

    უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ძალებით, ჩვენი კონსოლიდაციით, ჩვენი პროტესტით, ჩვენი შეუგუებლობით უნდა დავასრულოთ ეს ღალატის ქრონიკა, რომელიც ჩვენ დღეს ღალატის კომისიის დასკვნის გამოცხადებისას საქართველოს პარლამენტის შენობაში ვიხილეთ, რომელიც უნდა იყოს ხალხის მიერ მინიჭებული ლეგიტიმაციის წყარო, ხოლო დღეს იქცა ღალატის ბასტიონად, საიდანაც ცდილობენ ქართული სახელმწიფოს დასამარებას”,

    ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

  • რუსთაველზე პოლიციამ აქციის 16 მონაწილე დააკავა – შსს განცხადებას ავრცელებს

    რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ, 16პირი დააკავა – აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და დაკავებები დაიწყეს.

    დაკავებულები არიან:ლაშა დგებუაძე
    ალბი კორძაია
    ნენე გაბლაია
    თათია აფრიამაშვილი
    ანუკი ჩრდილელი
    შუშანა მაცაბერიძე
    ბექა პაპაშვილი
    დათა ქაშიაშვილი
    შუშანა მაცაბერიძე
    თამარ ფერაძე
    დავით სეხნიაშვილი
    ლუკა ჭოხონელიძე
    თიკა პატარაია
    ნიკა კორძაძე
    რუსკა მაღრაძე
    მარიამ უძილაური
    ანი ჭინჭარაული
    ნინი ნაჭყებია
    ნუნუ მაღრაძე
    მარკო ცომაია
    დავით გუნაშვილი

    აღსანიშნავია, რომ ისინი აქციას თავდაპირველად პარლამენტთან მართავდნენ, რის შემდეგადაც რუსთაველის თეატრისკენ გადმოინაცვლეს.აქცია რუსთაველის თეატრთან ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს  და აცხადებს, რომ 16 პირი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად  დააკავა.

    ”რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა.
    აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.
    პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება.”-ნათქვამია განცხადებაში.
  • სად არის სახალხო დამცველი?  დუმს და უმოქმედოა! – სალომე ზურაბიშვილი

    სად არის სახალხო დამცველი? დუმს და უმოქმედოა! – სალომე ზურაბიშვილი

    სად არის სახალხო დამცველი?

    როცა პოლიტპატიმრების სასამართლოების დროს ვხედავთ ჩვენს მოქალაქეებზე უხეშ, დამამცირებელ მოპყრობასა და ძალადობას, რამაც სისტემატიური ხასიათი მიიღო.

    იგი დუმს და უმოქმედოა
    მანდატურების ამ მიუღებელ და აღმაშფოთებელ საქციელთან დაკავშირებით;

    იგი დუმს და უმოქმედოა,
    საზოგადოების უფლების შეზღვუდვაზე, რომლის უფლებაცაა იყოს სასამართლო პროცესის უშუალო დამკვირვებელი;

    იგი დუმს და უმოქმედოა,
    მაშინ როცა ვალდებულია ადამიანის უფლებები დაიცვას, აიღოს მანდატით მინიჭებული პასუხისმგებლობა და მსგავსი ფაქტების მიმართ ჰქონდეს შესაბამისი და მყისიერი რეაგირება;

    იგი დუმს და უმოქმედოა,
    რითიც ამართლებს ძალადობრივ გარემოს და იმ უსამართლობის გარდა, რაც სასამართლოს დარბაზებში ხდება, საზოგადოებაში კიდევ უფრო აძლიერებს დაუცველობისა და უსამართლობის განცდას;
    მოვუწოდებ სახალხო დამცველს იმოქმედოს!
    იმოქმედოს სწრაფად, რათა შეწყდეს მოქალაქეთა მიმართ სასამართლოს მანდატურების მძიმე და დამამცირებელი ქმედებები.

    წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

  • “ოცნების” პარლამენტმა “გახარია – საქართველოსთვის” 12 წევრის უფლებამოსილება ცნო

    “ოცნების” პარლამენტმა, გიორგი გახარიას პარტიის – “საქართველოსთვის” 12 წევრის დეპუტატის ადგილმონაცვლე პარლამენტის წევრების უფლებამოსილება ცნო.

    პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტის გამოკლებული წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის ადგილმონაცვლე არის გელა აბულაძე, ანა ბუჩუკურის ადგილმონაცვლე – ჯემალ ანანიძე, ბექა ლილუაშვილის ადგილმონაცვლე – ქეთევან ბაკარაძე, ბერდია სიჭინავას ადგილმონაცვლე – რუსუდან თევზაძე, თეონა აქუბარდიას ადგილმონაცვლე – მალხაზ თორია, ნათია მეზვრიშვილის ადგილმონაცვლე – შალვა კერესელიძე, ლევან გოგიჩაიშვილის ადგილმონაცვლე – სალომე კობალაძე, გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე – გიგა ფარულავა, ზვიად ძიძიგურის ადგილმონაცვლე – ვიკა ფილფანი, როინ ქოჩორაშვილის ადგილმონაცვლე – გიორგი შარაშიძე, კახა ქემოკლიძის ადგილმონაცვლე – თამარ ხვედელიანი, ხოლო ზაზა თავაძის ადგილმონაცვლე – სოფიო ხორგუანი.

    შეგახსენებთ, რომ მათ უფლებამოსილება პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, რიგგარეშე სხდომაზე, სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით შეუწყდათ.

    ამასთანავე, გუშინ პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო მანდატების არ გამოყენებას შეცდომა უწოდა და არ გამორიცხა, რომ მისი პარტია პარლამენტში დაბრუნდეს.

  • სინდისის პატიმრების გაუტეხელობა და თავდადება ბრძოლის მაგალითია – კოალიცია ცვლილებებისთვის

    დღეს, ივანიშვილის რუსული რეჟიმის სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები. ადამიანები, რომლებიც მიუხედავად დიდი წნეხისა და ძალადობისა, ვერ გატეხეს.

    არც ერთი პოლიტიკური პატიმარი არ დარჩება უკანონო ტყვეობაში იმ ვადით, რაც დღეს ე.წ. სასამართლომ დაადგინა.

    სწორედ სინდისის პატიმრების გაუტეხელობა და თავდადება არის ჩვენი ბრძოლის მაგალითიც, რადგან სწორედ რეჟიმის თამაშის წესების არმიღებასა და მუდმივ წინააღმდეგობაზე გადის გამარჯვების გზაც.

    ბრძოლა გამარჯვებამდე!

    წერს “კოალიცია ცვლილებებისთვის” სოციალურ ქსელში.

  • პროევროპული აქციებზე დაკავებულ 8 პირს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობა მიუსაჯა.

    პროევროპული აქციების დროს დაკავებულ 8 პირს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობა მიუსაჯა.

    ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე და ზვიად ცეცხლაძე თამარ მჭედლიშვილმაციხეში 2 წლითა და 6 თვით გაუშვა.

    მათ ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებოდათ, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

    ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

    მათ ბრალდება 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.