Blog

  • გდდ-ს თანამრომლებმა, ბოტასები და საათები მოპარეს დაკავებულებს, ლომბარდში ჩააბარეს, წარმოიდგინეთ, 200 000 ლარის პრემიას რომ დაპირდები, რას იზამენ – ლომჯარია

    გდდ-ს თანამშრომლებმა, რომლებმაც მობილურები, ჯვრები, სათვალეები, ბოტასები და საათები მოპარეს დაკავებულებს და მერე ლომბარდში ჩააბარეს, წარმოიდგინეთ, 200 000 ლარის პრემიას რომ დაპირდები, რას იზამენ. არ მიკვირს, რომ შეეშინდათ.

    განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.

  • ვაორმაგებთ ხაბეიშვილის შეთავაზებას. 400 ათას დოლარს გადავუხდით ძალოვნებს ვინც არ დაემორჩილება რეჟიმს! – ანა წითლიძე

    ვაორმაგებთ ხაბეიშვილის შეთავაზებას. 400 ათას დოლარს გადავუხდით იმ ძალოვნებს ვინც არ დაემორჩილება რეჟიმს და გადმოვა ხალხის მხარეს.
    მე ვარ პასუხისმგებელი.
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia – გამოდით ჩმორებო)

    წერს  ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ანა წითლიძე. 

    ცოტა ხნის წინ, ლევან ხაბეიშვილი ტელეკომპანია  “ფორმულას” ეზოში დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხაბეიშვილის დაკავების საკითხზე ბრიფინგი გაიმართა, სადაც ითქვა, რომ ხაბეიშვილი ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს “ქრთამის მიცემას დაპირდა”.

    “ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიასა და სოციალურ ქსელში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს პირდება ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, ასევე, თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ, კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ხაბეიშვილი საჯაროდ პირდებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას”, – განაცხადეს სუს-ში.

    ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

  • ხაბეიშვილი ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდება ქრთამის მიცემას – სუსი

    „ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიასა და სოციალურ ქსელში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდება ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, ასევე, თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ, კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას“

     

    განცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე

  • ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. განცხადება ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტარდება.

  • ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

    ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ტელეკომპანია “ფორმულას” შესასვლელში დააკავეს

    “სახელმწიფო უსაფრთხოები, მდინარაძეს რა დავალებაც ჰქონდა, ასრულებს. არ შეგეშინდეთ. ძალა არის ქართველ ხალხში. არ შეგეშინდეთ არაფრის. მე ამის მოლოდინი მქონდა.ისინი აპირებენ დამაკავონ. მაკავებენ იმიტომ, რომ თურმე 1 ადამიანს, ხაბეიშვილს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება – თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ივანიშვილი, შეგიძლია დაამარცხოთ ეს რეჟიმი”, – თქვა მან დაკავებისას.

     

     

  • მარტვილში, ლეკვმა მიმკედლებელი დაკბინა – დადასტურდა ცოფის შემთხვევა

    სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახავოში ცოფის შემთხვევა დადასტურდა.

    “2 თვის ლეკვმა, რომლის დედა ოჯახმა რამდენიმე თვის წინ მიიკედლა, დაკბინა მიმკედლებელი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ინფორმაციის მიღებისთანავე, პათოლოგიური მასალა დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიაში გადააგზავნა. ლაბორატორიული გამოკვლევით, ცოფი დადასტურდა. აღნიშნული ფაქტის გამო, ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები – დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა და უპატრონო და ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა” – წერია სურსათის სააგენტოს განცხადებაში.

  • კობახიძე მეგი დიასამიძეს „ნაცი აქტივისტი, ტიტუშკა” უწოდა

    „სხვისი ქონების დაზიანება, თუ შესაბამისი ნივთი 150 ლარზე მეტის ღირებულებისაა, სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ არ მოგვიგონია, 35 წელია ასეა. თუ აქამდე არ ყოფილა, ეტყობა, პირველი პრეცედენტია.[სხვა დაკავებულებზე] – აქედან ერთი პირი არის ნაცი აქტივისტი, ტიტუშკა, რომელმაც დააზიანა … სამი დაკავებულია-თქო. აქედან 2 არის ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, მაგრამ სამართალი ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს თანაბრად”.

    განაცხადა,  ირაკლი კობახიძემ,  ბანერზე წარწერის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებულ 23 წლის სტუდენტზე,  მეგი დიასამიძეზე.

    კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით 23 წლის მეგი დიასამიძე გუშინ დააკავეს. მას ბრალად ედება სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურება. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

    ამასთანავე, საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა, რადგან  „პლაკატი, რომლის დაზიანების საფუძვლითაც სტუდენტი გოგო დაიჭირეს, შესაძლოა შეფასდეს კანონის დარღვევით გამოფენილ ბანერად“.

  • მე გავიმეტე? თუ თავისი თავი თვითონ გაიმეტა? – კალაძე მეგი დიასამიძეზე

    მე გავიმეტე, თუ თავისი თავი თვითონ გაიმეტა? არსებობს კანონი, რომელიც აუცილებლად აღსრულდება, ზოგადად. რაც შეეხება იმას, პატიმრობა იქნება თუ სახლში გაშვება, ამას არც თქვენ წყვეტთ, არც მე. ამას მოსამართლე წყვეტს და კეთილი ინებეთ, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდეთ.

    უთხრა ამის შესახებ, ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ 23 წლის სტუდენტზე, მეგი დიასამიძეზე საუბრისას, რომელიც მისი საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით დააკავეს.

  • სახედაკარგულები არიან – ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს – კობახიძე აქტივისტებზე

    სახედაკარგულები არიან – ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს – კობახიძე აქტივისტებზე

    კატასტროფული ტენდენციების გამოხატულება იყო სხვათა შორის ის აქციაც, რომელიც გამართეს სახედაკარგულმა ლიბერალმა აქტივისტებმა ჩვენი შტაბის წინ. აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანები – ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს არ ჰგავდა. ტრაგიკულია ეს მდგომარეობა, რომელშიც არიან ეს კონკრეტული ადამიანები…

    ჩვენს საარჩევნო შტაბთან იგინებოდნენ, ბილწსიტყვაობდნენ, უბინძურესი სიტყვებით საუბრობდნენ ქალიან-კაციანად. ესენი იყვნენ დაკომპლექსებული ადამიანები, მოკაცო ქალები და მოქალო კაცები და ამ კომპლექსებს ანთხევდნენ ამ ბილწსიტყვაობით.

    ამბობს ირაკლი კობახიძე მელიქიშვილზე, კახა კალაძის შტაბის წინ გამართულ აქციის მონაწილეებზე.

  • პლაკატი რომლის დაზიანების დაფუძვლით სტუდენტი დაიჭირეს, შესაძლოა შეფასდეს კანონის დარღვევით გამოფენილ ბანერად! – ნონა ქურდოვანიძე

    ”პლაკატი რომლის დაზიანების დაფუძვლით სტუდენტი დაიჭირეს, შესაძლოა შეფასდეს კანონის დარღვევით გამოფენილ ბანერად! ”- წერს სოციალურ ქსელში, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქუროვანიძე, რითიც 23 წლის მეგი დიასამიძის დაკავებას ეხმაურება.

    ”მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა. მის წინააღმდეგ მაქსიმუმ სამოქალაქო წესით სარჩელის შეტანა შეიძლებოდა, ესეც იმ შემთხვევაში, თუ იმ პლაკატზე წარწერის მოსაშორებლად საჭირო გახდა რაიმე ხარჯის გაწევა, მაგალითად, გასაწმენდი საშუალებების შეძენა.

    ნებისმიერი რამ, ბანერი იქნება ეს თუ პლაკატი, რომელზეც გამოსახულია არჩევნებში მონაწილე პირი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, მიიჩნევა სააგიტაციო მასალად.
    წინასაარჩვნო პერიოდში სააგიტაციო მასალის განთავსებას აქვს თავისი წესები. იმ შენობა-ნაგებობებს და სხვა ადგილებს, სადაც შესაძლებელია სააგიტაციო მასალის განთავსება, განსაზღვრავენ მუნიციპალიტეტის ორგანოები. თუმცა, საარჩევნო კოდექსით კატეგორიულად აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობაზე.

    პეტრე მელიქიშვილის N12-ში მდებარე შენობა (სასტუმრო ,,საქართველო“) სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებულ პორტალზე მონიშნულია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი.

    შესაბამისად, ამ შენობაზე სააგიტაციო მასალის გამოფენა აკრძალულია და შესაძლებელია შეფასდეს შენობის იერსახის დამახინჯებად. შენობის იერსახის დამახინჯება არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და იწვევს იმ პირის დაჯარიმებას, რომელმაც ეს პლაკატი გააკრა.

    შესაბამისად, ის პლაკატი, რომლის დაზიანების საფუძვლით 23 წლის სტუდენტი გოგო სისხლის სამართლის წესით დაიჭირეს, შესაძლოა შეფასდეს კანონის დარღვებით გამოფენილ საარჩევნო ბანერად.

    რაც შეეხება იმას, კანონის დარღვევით გამოფენილი პლაკატის დაზიანება შეიძლება თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულად შეფასდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სტუდენტი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის იმგვარ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში პლაკატი განადგურებილი არ არის, ის ისევ გამოფენილია. პლაკატი დაზიანებულადაც კი არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მასზე გაკეთებული წარწერა მალევე, მარტივად მოაშორეს.

    დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული ისეთი წარწერა, რომელიც ნივთზე წარუშლელ კვალს არ ტოვებს ან რომლის გამოსწორებაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი.

    ამდენად, ეს ქმედება არათუ დანაშაული, სამართალდარღვევაც კი არ არის. თუ წარწერის მოშორებას დასჭირდა რაიმე გასაწმენდი საშუალების ყიდვა, რაც დაუჯდა მესაკუთრეს ამ საშუალებების შეძენა, შეეძლო დაეანგარიშებინა, წარმოედგინა შესაბამისი შესყიდვის მტკიცებულებები, შეეტანა სამოქალაქო წესით სარჩელი სასამართლოში და ედავა ამ ხარჯების ანაზღაურებაზე. ამ დავის განხილვას დალოდებიდა თვეები და შესაძლოა წლებიც, ისევე, როგორც არაერთი მოქალაქე ელოდება მისი საქმის გაჭიანურებულ განხილვას დღევანდელ სასამართლოში.