Blog

  • სახაზინო ადვოკატი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ აპირებს გაასაჩივროს გადაწყვეტილება – ხოშტარია

    სახაზინო ადვოკატი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ აპირებს გაასაჩივროს გადაწყვეტილება – ხოშტარია

    ე.წ. სახაზინო ადვოკატი, ვინმე შარლატანი ირაკლი ბენია, ჩემი ნების წინააღმდეგ, ბრძანდებოდა ჩემთან “კაპეზეზე”. წუთიც არ დამჭირდა მეთქვა, რომ ის არის არალეგიტიმური წარმომადგენელი და არ ვცნობ მას, როგორც ადვოკატს, ამიტომ გავაგდე ოთახიდან. ახლა კი გავიგე, რომ აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ.

    ნათლად განვაცხადე, მყავს არაჩვეულებრივი იურისტები, კერძოდ შოთა თუთბერიძე, მაგრამ ეს საქმე არ არის, ეს სასამართლო არ არის და საერთოდ არ მაინტერესებს იქ ვინ რას ბოდიალობს. დანაშაული არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს ადვოკატი.

    პ.ს. ეს ვინმე ბენია იგივეს აკეთებდა სინდისის პატიმრებთან გლდანში. იქიდანაც გამოაბუნძულეს.

    ამიტომ ყველამ გაითვალისწინეთ, რაც არ უნდა თქვას ან დაწეროს ამ შარლატანმა, ჩემთან კავშირში არ არის. მას არ გააჩნია თანხმობა და ამ ქმედებით, სავარაუდოდ, არღვევს კანონსაც.

    წერს პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში

  • აქციის მონაწილეებზე თავდამსხმელი იარაღიანი პირი გაათავისუფლეს

    საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეებზე თავდამსხმელი 16 წლის იარაღიანი პირი იზოლატორიდან გაათავისუფლეს. მიზეზად უწყებამ დაასახელა, რომ ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც არ დადასტურდა, რომ იარაღი იყო ცეცხლსასროლი.

    ადვოკატი მარიამ ჯიქია ფორმულასთან ამბობს, რომ ექსპერტიზის მიმართ ნდობა არ აქვთ.

    “ექსპერტიზა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჩატარდა, თუმცა შედეგების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. არც ნდობა გვაქვს, ნამდვილად თუ არა იარაღზე ექსპერტიზა, თუ არა. ამის გარდა, ინფორმაცია, რომ გათავისუფლებულია ბრალდებული, ესეც გავარკვიეთ, თუმცა აქვე ვაზუსტებ, რომ ინფორმაცია იმას გულისხმობს, რომ აღკვეთის ღონისძიებაზე შუამდგომლობა არ შეუტანიათ და არც 48 საათის განმავლობაში ყოფილა ბრალდებული დაკავებული იზოლატორში”, – ამბობს ადვოკატი.

    საზოგადოებრივი მაუწყების მარშის მონაწილეებს ბესიკის ქუჩაზე არსებულ კაფესთან თავს 15 სექტემბერს დაესხნენ.

    მარშის წევრმა გოტა ჭანტურიამ, ასევე აქციის მონაწილე სხვა თვითმხილველებმაც თქვეს, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს თან ჰქონდა იარაღი – მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაწერა, რომ იარაღიანი პირი დააკავეს.

  • ევროკავშირის ელჩი დამალულია საელჩოში – პაპუაშვილი

    ევროკავშირის ელჩი დამალულია საელჩოში – პაპუაშვილი

    შიდა ტერორისტული ჯგუფი გვყავს ადამიანების, რომლებსაც ღამე ეწყებათ ემოციური გაღიზიანება და ვხედავთ მათ მოძრაობას ქუჩაში. დილით, ღმერთის წყალობით, მშვიდად არიან, როგორც ვატყობთ და ქალაქს და ქვეყანას შეუძლია მშვიდად იცხოვროს. თუმცა ღამე უნდა ვერიდოთ მათ, იმიტომ, რომ რაღაც გამწვავებები ემართებათ ღამ-ღამობით. ეს ტერორისტული შიდა დაჯგუფებაა, რომლის გაცხადებული მიზანი არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა.

    (…)მეორე მხრივ, ძალიან დეტალურად ვაკვირდებით უცხოელების კონტაქტს ამ რადიკალებთან. ყველა ელჩი, ყველა უცხოელი, რომელიც მათ ხელს ართმევს, თავის საელჩოში, სახლში ეპატიჟება, სადილზე, ვახშამზე, რომელიც ნორმალიზებას ახდენს რადიკალების და ექსტრემისტების ყველა მათი თანამონაწილეობა იქნება, თუ კი რაიმე ძალადობრივი ქმედება მოხდა ამ შიდა ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან.

    მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო უცხოელებს, რომლებიც საქართველოში არიან დიპლომატიური თუ არადიპლომატიური მისიებით, რომ ამჯერზე ისინი პასუხისმგებლობას ვერ აირიდებენ. ჩვენ გვახსოვს, შარშან, დეკემბერში მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების ძალადობრივი თავდასხმები პოლიციაზე, ცეცხლის წაკიდება და ასე შემდეგ. გვახსოვს დღემდე დუმილი, არცერთს არ გაუკიცხია ეს ძალადობა, შიდა ტერორიზმი, რომელიც დღეს გამოძიებიდანაც ირკვევა, ამაში იხარჯებოდა ევროკავშირის, ფული ამ შიდა ტერორისტების დაფინანსებაში და დღემდე ერთი განცხადებაც არ გვაკადრა ევროკავშირის ელჩმა.

    ქართველი ხალხი ღელავს, ფიქრობს როგორ იხარჯებოდა ევროკავშირის ფული, ევროკავშირის ელჩი დამალულია თავის საელჩოში და კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას აქვს არ პასუხობს, თუ როგორ იხარჯებოდა, იხარჯებოდა თუ არა და რატომ იხარჯებოდა ევროკავშირის ფული ამ ძალადობრივ დაჯგუფებებზე.

    ამიტომ, ყველა უცხოელს მოვუწოდებ, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათ თანხებს და მათ კომუნიკაციებს და შეხვედრებს, მათ შორის, ტერორისტებთან, რადიკალებთან შეხვედრების გატარებას, მე პირადად, არ ვაპირებ და ყოველ ჯერზე იქნება ამის მხილება.

    თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

  • 22 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში იქნება ელჭექი, სეტყვა, შტორმი

    22 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში იქნება ელჭექი, სეტყვა, შტორმი

    21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

    “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)” – წერია სააგენტოს განცხადებაში.

  • სახდეპის აქტში “ქართული კოშმარის არაღიარების” შესწორების წინადადება შეიტანეს – რაუფოღლუ

    სახდეპის აქტში “ქართული კოშმარის არაღიარების” შესწორების წინადადება შეიტანეს – რაუფოღლუ

    Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში “ქართული კოშმარის არაღიარების” შესწორების წინადადება შეიტანეს. შესწორება აშშ-ის მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს ქართული ოცნების მთავრობის აღიარებას უკრძალავს.

    შესწორების წინადადება კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა.

    “ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით.

    კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია”, – დაწერა ჯო უილსონმა.

  • ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა! – დონალდ ტრამპი

    “მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა. ბევრ ადამიანს კლავს და ის უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე კლავს. სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი კვდება, ვიდრე უკრაინელი. კი, მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა, არ მომწონს ეს.იმედია, მალე კარგი ამბები გვექნება თქვენთვის.[…]ძალიან მარტივად რომ გითხრათ, ნავთობის ფასი თუ დავარდება, პუტინს გასვლა მოუწევს, არჩევანი არ ექნება, ამ ომიდან გასვლა მოუწევს. და როდესაც აღმოვაჩინე, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ…მზად ვარ სხვა რაღაცებიც გავაკეთო, მაგრამ მაშინ არა, როდესაც ხალხი, რომლისთვისაც ვიბრძვი, რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს. ნავთობის ფასი თუ დავარდება, ძალიან მარტივად, რუსეთს გარიგება მოუწევს”

    ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • მოვითხოვ, ყველა, ვინც “მშვიდობიანი დამხობისკენ” მოუწოდებს, კანონით იყოს დასჯილი! – წილოსანი

    “მშვიდობიანი დამხობისკენ” მოწოდება არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც ისჯება კანონით. მოვითხოვ, ყველა ადამიანი, ვინც ამგვარ მოწოდებას ან მცდელობას განახორციელებს, შესაბამისად იყოს კანონით დასჯილი.[…]ყველაფერი, რაც ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, არის ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური და რაც მთავარია, ძალადობრივი. იმიტომ რომ რევოლუცია, დამხობა, აქციები, თუ სხვადასხვა პროვოკაციის მეშვეობით ხელისუფლების ცვლილება არის ხალხის ნებაზე ძალადობა და ყველანაირი ძალადობა არის დაუშვებელი, მიუღებელი და კანონსაწინააღმდეგო. შესაბამისად, ყველა ის პოლიტიკური ე.წ. პარტია, რომელიც აცხადებს, რომ შეიძლება “მშვიდობიანი დამხობა” და “ლამაზი რევოლუცია”, ყველა ეს ადამიანი თუ სიბიექტი ანტიკონსტიტუციურ და კანონსაწინააღმდეგო მოწოდებას აკეთებს.

    რაც შეეხება მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობას იღებს, რადიკალების ერთი ფრთა, არსებული პირები იმედი მაქვს, რომ ბოლომდე დარჩებიან თავისი იდეის ერთგული, რომ არჩევნები არის ერთადერთი საშუალება, ხალხმა თავისი ნება გამოხატოს და ბოლომდე დარჩებიან პრინციპული, რომ არ შეუერთდნენ იმ გიჟურ იდეას, რომელიც სასაცილო ფორმულირებით, “მშვიდობიან დამხობას” შეესაბამება.

    თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა.

  • ნინო დათაშვილის მდგომარეობა მძიმეა.. დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია – ადვოკატი

    “ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა […] ფაქტობრივად, მას დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია. არ შეუძლია თვითმოვლა […]ციხეში ნინოს სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა ეს ეფექტური არ არის. მკურნალობის კურსი რამდენჯერმე შეუცვალეს და აშკარაა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება […] ჩვენ მოვითხოვეთ ნინოს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და მისთვის იმ ინკლუზიური გარემოს შექმნა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია, თუმცა, საბოლოო პასუხი ჯერ არ გვაქვს”,

    რეჟიმის პატიმრის, ნინო დათაშვილის ადვოკატის, თამარ გაბოძის თქმით, ციხეში დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა  მძიმდება.

  • 15დღე პატიმრობა მომისაჯეს! – ნიკა ნარსია

    15დღე პატიმრობა მომისაჯეს!

    წერს ამის შესახებ, სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია.

  • ცვლილებების 2 სცენარია, არჩევნები და პროტესტი ქუჩაში არჩევნების მოსვლამდე – ზურაბიშვილი

    ცვლილებების 2 სცენარია, არჩევნები და პროტესტი ქუჩაში არჩევნების მოსვლამდე – ზურაბიშვილი

    ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ორი სცენარი: არჩევნები, და ქუჩის პროტესტი, რომელიც არჩევნებამდე გრძელდება. სხვა ალტერნატივა არის რაიმე სახის აჯანყება, რაც საქართველოს ტრადიციაში არ არის.

    მაგრამ წინააღმდეგობა აუცილებელია. ამ წინააღმდეგობას კი გარედან მეტი მხარდაჭერა სჭირდება. ეს არსებითად მორალური მხარდაჭერაა, რადგან სხვა რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენმა პარტნიორებმა დღეს?

    ეს ნიშნავს, რომ მათ უკეთ უნდა გაიგონ, რა ხდება საქართველოში. ჩვენ ვებრძვით რუსეთს, რომელიც საქართველოს ებრძვის ჰიბრიდული იარაღებითა და რბილი ძალით.

    დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს უნდა აწუხებდეთ ის ფაქტი, რომ რუსეთი ამოწმებს, რისი მიღწევა შეუძლია რბილი ძალით. ახლა მათ აქვთ რბილი ძალის ყველა ინსტრუმენტი. აქვთ სოციალური ქსელები, კიბერშეტევები. ასე რომ, ეს, რა თქმა უნდა, არის ნაზავი – ფული, თუნდაც ეს არ იყოს მოქმედების მთავარი ინსტრუმენტი, მაგრამ ფული, რათა ჰყავდეთ ჯგუფები, რომლებიც მათთვის მოქმედებენ“,

     

    საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასა და საპროტესტო ტალღასთან დაკავშირებით Foreign Policy-სთან ინტერვიუში ისაუბრა.