Blog

  • უფრო იზრდება იმ ევროპული ქვეყნების რიცხვი, რომელთაც რეჟიმის სანქცირება გადაწყვიტეს – სამადაშვილი

    უფრო იზრდება იმ ევროპული ქვეყნების რიცხვი, რომელთაც რეჟიმის სანქცირება გადაწყვიტეს – სამადაშვილი

    რომელთაც გადაწყვიტეს რეჟიმის სანქცირება მოხდეს. მათ შეუერთდა ჩეხეთი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი სახელმწიფო მრავალი წელია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მათაც გადაწყვიტეს რეჟიმის წარმომადგენლებს, დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს დაუწესდეს სანქცია, არ მიეცეთ ევროკავშირში გადაადგილების შესაძლებლობა. ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს ძალიან ნათელი გზავნილი, რომ სანამ არ შეიცვლება რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს საქართველოს, ჩვენ მხოლოდ დავკარგავთ ეტაპობრივად ყველანაირი ურთიერთობის ჩარჩოებს, რაც ევროპასთან გვაქვს“,

    ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა რომ ჩეხეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო ვალდებულებების შემოღება დაამტკიცა.

  • ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე – წითლიძე

    „გახარია საერთოდ ვერავის პასუხისმგებლობაზე ვერ ისაუბრებს, როდესაც თვითონ უპასუხისმგებლოდ ადგა და გაიქცა. ახლა ბერლინიდან „მოძღვრავს“ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ყოველდღიურ ბრძოლაში არიან და საკუთარი თავისუფლებით, საკუთარი სიცოცხლით, ჯანმრთელობით იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ, ამ პროცესში თუ ვინმე არის უპასუხისმგებლო და მშიშარა, ეს ნამდვილად არის ბერლინში გაქცეული ყოფილი „სუპერძალოვანი მინისტრი“, როგორც მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეძახდნენ. ეს პროცესი არის ძალიან კარგი იმითაც, რომ ბევრი რამის კრისტალიზება ხდება, მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე. ყველა ადამიანი ამ პროცესში ავლენს საკუთარ თავს, შესაძლებლობებს და საკუთარ მოტივებს. ჩემთვის საერთოდ უინტერესოა გახარიას პოზიცია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ყველას უნდა ესმოდეს, 4 ოქტომბერი არ არის კონკრეტულად ერთი ადამიანის სურვილზე ჩამოკიდებული დღე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიცია ექნება გახარიას, რომელმაც გაცხადებულად თქვა, რომ შესაძლოა განიხილავდეს პარლამენტში შესვლასაც. რეალურად, აღიარა, რომ მზად არის, საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის მთელ ამ პროცესს უღალატოს. გახარია ჩვეულებრივ ნაწილია იმ რუსული პროექტის, როდესაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს გუნდს წარმოადგენდა და ზუსტად ისეთივე რუსულ პროექტად დარჩა ოპოზიციაში და დარჩა „ტროას ცხენად“. ამიტომ, ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე. 4 ოქტომბერი არის საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს და საქართველოს სახელმწიფო დროშის გამარჯვების დღე. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა, ძალიან ბევრი მოქალაქე იქნება რუსთაველზე და დაიცავს ამ ქვეყნის თავისუფლებას“,

    ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თქმით, „არ შეიძლება, არჩევნების დღეს რევოლუციაზე და მშვიდობიან დამხობაზე ლაპარაკი“.

     

  • სიღნაღში 1337 ძირი კანაფი და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს – შსს-მ 5 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში 1337 ძირი მცენარე კანაფი ამოიღეს – დაკავებულია 5 პირი. დანაშაულები  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მათ დროებით სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში, ნარკოტიკული საშუალების  შემცველი მცენარე “კანაფის”-ს უკანონო დათესვა-მოყვანასა და კულტივირებას ეწეოდნენ, შემდგომ კი მცენარე “კანაფს”-ს, საცხოვრებელ სახლში, სპეციალურ მოწყობილ სათავსოში აშრობდნენ.

    სამართალდამცველებმა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე “კანაფის” 1337 ძირი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ასევე, ამოღებულია  განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი “მარიხუანა” და “მარიხუანას” დაფასოებისთვის განკუთვნილი სასწორი”. – წერს შსს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 25-265-ე პრიმა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

  • გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა, კანონი მთელი სიმკაცრით ავამოქმედოთ – კობახიძე

    გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა, კანონი მთელი სიმკაცრით ავამოქმედოთ – კობახიძე

    “მე კიდევ ერთხელ, ერთი რამ მინდა გავიმეორო, რომ შეაჩვიეს ენა ჩვენს სახელმწიფოს. არავის არ მივცემთ ამის საშუალებას. როგორც ვახსენე, კორუფციასთან დაკავშირებით, ორგანიზებულ დანაშაულზე, ნარკოტიკულ დანაშაულზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებითაც. ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა დღეს, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით, აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა, ე, მანდ არ აღმოჩნდნენ, სადაც ვიღაც ვიღაცები უკვე აღმოჩნდნენ, იმიტომ, რომ სახელმწიფოს ინტერესები უნდა იყოს ბოლომდე დაცული. არ შეიძლება, ასე მარტივად დაარღვიოს კანონი ადამიანმა. სადაც დავინახავთ კანონის დარღვევას, მათ შორის რიტორიკის დონეზე, ყველგან გვექნება შესაბამისი რეაგირება”,

  • ეტყობა, რუსეთის ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის –  პაპუაშვილი გირაოსთან დაკავშირბით ხოშტარიას გადაწყვეტილებაზე

    ეტყობა, რუსეთის ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის – პაპუაშვილი გირაოსთან დაკავშირბით ხოშტარიას გადაწყვეტილებაზე

    „მას რომ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული მილიონებიდან 0,001% საქართველოს ბიუჯეტისთვის გაემეტებინა, ის 5000 ლარი მოხმარდებოდა საქართველოს ბიუჯეტს, მაგრამ მას ეს რუსული ბიუჯეტიდან მიღებული ფული, ეტყობა, ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის“,

    ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება, არ გადაიხადოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო.

     

  • ვთქვათ, „ჰექსოგენი“ რუსეთში მიჰქონდათ, ჩვენ რას გადაგვეკიდნენ?! ეს საქართველოს ომი არ არის! – პაპუაშვილი უკრაინაზე

    ვთქვათ, „ჰექსოგენი“ რუსეთში მიჰქონდათ, ჩვენ რას გადაგვეკიდნენ?! ეს საქართველოს ომი არ არის! – პაპუაშვილი უკრაინაზე

    ”უპირველეს ყოვლისა, უნდა დავინახოთ მოვლენების ლოგიკა და ჯაჭვი. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც არჩევნების წინ უკრაინის სპეცსამსახურების მონაწილეობით საქართველოში სხვადასხვა სპეცოპერაცია ხორციელდება. შეგახსენებთ, 2017 წლის არჩევნებისას გივი თარგამაძის აფეთქებას – დადასტურდა, რომ უკრაინული სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. შეგახსენებთ 2021 წლის არჩევნებს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს, რაც დადასტურებულია. შეგახსენებთ ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის წინა ფაქტს, რომელიც ასევე ჩვენმა სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს და ფაქტს, რომელიც ამ არჩევნების წინ ხდება.

    შემეძლო მეკითხა გვარით ქართველებისთვის, ვისაც საქართველოს პრეზიდენტად ზელენსკი უნდათ – როდესაც იმ ქვეყნის სპეცსამსახურები ასეთ რაღაცას გიკეთებს, რომელიც ცდილობს არევას, ხელისუფლების დამხობას, შენს ქვეყანაში ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოაქვს, ზელენსკისა და უკრაინის ხელისუფლების განდიდებას ამის შემდეგაც აპირებენ?

    ჩვენი უსაფრთხოების სისტემა მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზეა გადასული! ამაზე არ ვსაუბრობთ, არ ვსაყვედურობთ, ამ ყველაფერს ხმამაღლა არ ვამბობთ, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება ამ ყველაფერს რომ გიკეთებს, ეს რაიმე მეგობრობაში ჯდება?!

    აღარ ვსაუბრობ იმაზე, თუ როგორ გვრევდნენ საკუთარ ომში – როგორ უნდოდათ, რომ ჩვენი მოქალაქეები საომრად წასულიყვნენ და როგორ უნდოდათ, რომ ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ესკალაციაში შევსულიყავით.

    ამის შემდეგ ქართული გვარ-სახელის მქონე ადამიანები კიდევ ზელენსკისა და უკრაინის სპეცსამსახურების განდიდებით რომ არიან დაკავებული, ამიტომაც არიან უსამშობლოები! როგორ შეიძლება შენი სამშობლო გიყვარდეს, ამას ხედავდე, ხმას არ იღებდე და ერთ საყვედურს არ ამბობდე!

    ვთქვათ დავიჯერეთ ვერსია, რომ „ჰექსოგენი“ რუსეთში უნდა გაეტანათ, ოღონდ რუსეთისათვის ზიანი მიეყენებინათ, აქ რომ აფეთქებულიყო ქართველ ქალებსა და ბავშვებს ჯანდაბამდე გზა ჰქონია?!

    როდესაც უკრაინის სპეცსამსახურებზე ვსაუბრობთ, ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე! უკრაინის სპეცსამსახურებს ერთ რამეს ვურჩევ: – როცა თანამშრომლად მოღალატე ჰყავთ, ის საბოლოო ჯამში მათაც უღალატებს.

    ეს არის მათი გაგება ძმობისა და მეგობრობის, რომ თბილისში 2.4 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება შემოიტანეს, რომელმაც შეიძლება მთელი უბანი აწიოს ჰაერში. იმისათვის, რომ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ, ჩვენს ქალებსა და ბავშვებს სწირავენ!

    ოღონდ ზელენსკიმ საკუთარ სამხედრო მიზნებს მიაღწიოს… აქვთ ომი? იომონ! – კეთილი ინებონ პირდაპირ რუსეთს ეომონ და საქართველოს შეეშვან! და საქართველო თავიანთ ომში ჩათრევას! – ომი, რომელსაც ისინი ეწევიან, საქართველოს ომი არ არის! როდესაც ჩვენ ომი გვქონდა, ომში არავინ ჩაგვითრევია და არც ერთი ქვეყანა რისკის ქვეშ არ დაგვიყენებია!”

    ეს განცხადება  შალვა პაპუაშვილმა „ჰექსოგენის“ საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

  • სასამართლომ ხოშტარიას 5000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა –

    სასამართლომ ხოშტარიას 5000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა –

    “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას სასამართლომ 5000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

    ხოშტარიას აღნიშნული თანხის გადასახდელად სასამართლომ 20-დღიანი ვადა განუსაზღვრა.

    აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 3 ნოემბერს გაიმართება.

    ხოშტარია აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ პირებს და მოუწოდებს სხვებსაც, არ გადაიხადონ აღნიშნული თანხა.

  • ელენე ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზე უარი თქვა

    ელენე ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზე უარი თქვა

    „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზე უარი განაცხადა და მასთან იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა. ამის შესახებ ადვოკატმა, ირაკლი ბენიამ მედიასთან განაცხადა.

    მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ხოშტარიას საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა. ელენე ხოშტარიამ ადვოკატის ყოლაზე და პროცესზე გამოცხადებაზე უარი გუშინ, 16 სექტემბერს, თქვა.

    „ქალბატონმა ელენემ უარი განაცხადა სახლმწიფოს მიერ დანიშნულ ადვოკატზე, შესაბამისად მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. საქმის მასალები გადმომეცა თუმცა სხვა კომუნიკაცია მასთან არ მქონია. […] პროცესი დანიშნულია 4-ის ნახევარზე და მე ვალდებული ვარ პროცესზე გამოვცხადდე. […] საქმის მასალებს უნდა გავეცნო, როგორც გითხარით, ნახევარი საათის წინ გადმომეცა, ჩანთაში მაქვს საქმის მასალები. ნახევარ საათში, ბუნებრივია, საქმის მასალებს ვერ გაეცნობი სრულყოფილად. […] როგორც ჩემთვის ცნობილია, საპატიმრო უზრუნველყოფით შედის პროკურატურა, როგორც ჩემთვის ცნობილია, სხვა მეტი დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს, საქმის მასალებს უნდა გავეცნო სრულად, თუ მოვასწარი კიდევ, რა თქმა უნდა, ნახევარი საათი მაქვს დრო“, – თქვა ირაკლი ბენიამ.

    ელენე ხოშტარია  15 სექტემბერს დააკავეს. ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

     

  • სებ-ი აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში – ეროვნული ბანკი $700 მილიონის გათეთრების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    ”სებ-ი აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში ” – საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ეხმაურება გუშინ, 16 სექტემბერს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ 2022-2024 წლებში 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს გათეთრება მოხდა, რაზეც ერთი პირი დააკავეს.

    მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ სავარაუდო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში. სებ-მა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიებას დროულად მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები.

    ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც განაგრძობს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობას, როგორც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმების მოთხოვნათა აღსრულების კუთხით.

    საფინანსო სექტორის ზედამხედველობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპის დაცვით ხორციელდება. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ეროვნული ბანკი იყენებს შესაბამის საზედამხედველო ზომებს. მათ შორის, ფულად ჯარიმებს, რაც ემსახურება სექტორის შესაბამისობის დონის ამაღლებას და მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას. ასევე, სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაციას აწვდის უფლებამოსილ უწყებებს.

    აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფინანსური სექტორის შესაბამისობის დონე, ასევე ზედამხედველობის ხარისხი მუდმივად დადებითად ფასდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ევროპის საბჭოს რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) მიერ“, – წერია განცხადებაში.

  • იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს ზურაბ ზვიადაური

    თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და “ოცნების” ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური.

    ინფორმაციას ამის შესახებ  შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ.

    ზვიადაური სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

    ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.

    ზვიადაური 2021 წელსაც იყო დაკავებული, განზრახ მკვლელობისთვის. მაშინ ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.