Blog

  • თითქმის 2 მლრდ ლარის გათეთრების საქმეზე დაკავებული კახა კოტორაშვილია – TV პირველი

    TV პირველის ინფორმაციით, გუშინ 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ფაქტზე დაკავებული ადამიანი კომპანია “ფინის” დირექტორი კახა კოტორაშვილია.  გამოძიება მისგან იმ ადამიანების გვარების დასახელებას ელოდება, ვისაც მისთვის აღნიშნული თანხა მიჰქონდა.

    TV პირველი წერს, რომ კოტორაშვილი და მისი კომპანია ამ სქემისთვის გამოიყენეს, ხოლო მილიარდ ლარზე მეტი თანხა სხვას ეკუთვნოდა.

    ცნობისთვის, პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოავლინეს 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი, რასთან დაკავშირებითაც დაკავებულია 1 ადამიანი.

    უწყების ცნობით, დაკავებულს და მასთან დაკავშირებულ პირებს 2022-2024 წლებში საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავების საშუალებით შემოჰქონდათ უცხოური ვალუტა, რაც შემდეგ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიჰქონდათ.

    დაკავებულს თავისუფლების 9-დან 12-წლამდე ვადით აღკვეთა ემურქრება.

  • ”ბეთანიაში სათხილამურო ტრასა გაკეთდება” – კახა კალაძე

    ”ბეთანიაში სათხილამურო ტრასა გაკეთდება” – კახა კალაძე

    თბილისის მერი, კახა კალაძე  აცხადებს, რომ  ბეთანიაში სათხილამურო ტრასა გაკეთდება.

    “საუბარია ნახევარკილომეტრიან სათხილამურო ტრასაზე […] ამ ტრასას 85-მეტრიანი ვარდნა აქვს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა ისრიალოს […] ყველაფერი მოწესრიგდება. იქნება ხელოვნური გათოვლიანება, ახალი საბაგირო. ირგვლივ ტერიტორიაც განვითარდება, თავისი კაფე-ბარებითა და ყველაფრით. გვინდა, დამწყებებისთვის მოძრავი ხალიჩაც დავამონტაჟოთ. ღამის განათებაც იქნება, რომ სრიალი ღამეც შესაძლებელი იყოს”. – თქვა კალაძემ.

     

  • ამოვიღეთ 185 შეკვრა “ამფეტამინი” – ნარკოდანაშაულისთვის რუსთავში 1 პირი დააკავეს

    ამოვიღეთ 185 შეკვრა “ამფეტამინი” – ნარკოდანაშაულისთვის რუსთავში 1 პირი დააკავეს

    დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 185 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “ამფეტამინი” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

  • დააკავეს 38 წლის კაცი, რომელიც 2004 წლიდან სხვადასხვა დანაშაულისთვის იძებნებოდა – შსს

    ქვემო ქართლის პოლიციამ სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი, 1987 წელს დაბადებული ი.ა. დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “დაკავებული ი.ა. სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით 2004 წლიდან იძებნებოდა.

    სამართალდამცველებმა, მსჯავრდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საზღვრის კვეთას სხვის სახელზე გაცემული პასპორტით ცდილობდა.

    ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში” – წერს შსს.

  • ხაბეიშვილს საზოგადოებასთან კომუნიკაცია აუკრძალეს, ჩამოართვეს ზარების და წერილების უფლება – ნადირაძე

    „სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ შეშინებულმა და დამფრთხალმა რუსმა ოლიგარქმა, ბორია ივანიშვილმა და მისმა „რუსულმა ოცნებამ“ მათივე ჟანდარმერიის მიერ აბსოლუტურად უსამართლოდ დაჭერილ ლევან ხაბეიშვილს აუკრძალა ყველანაირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ჩამოართვა მას ზარების უფლება, წერილების უფლება და ამით, მათი ჭკუით, ცდილობენ, რომ ლევან ხაბეიშვილის ხმა ჩაახშონ.

    ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რუსმა ოლიგარქმა ლევან ხაბეიშვილი ციხეში ჩასვა თავისი სიტყვის გამო, მართალი და გულწრფელი სიტყვის გამო, ემოციური, მუხტიანი და რევოლუციური სიტყვის გამო, იმის გამო, რომ ადამიანებს რწმენა გაუჩინა. ყველას კარგად ესმოდეს, რომ ამით ლევან ხაბეიშვილის ხმას ვერ გააჩუმებენ. 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ყველა ერთად უნდა შევიკრიბოთ. უნდა ვიყოთ ყველანი ძალიან ბევრი და თუ ვინმეს ხმა გაჩუმდება და დადუმდება, ეს იქნება ბორია ივანიშვილი და რუსული ოცნება“

    ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

  • მიზეზი არჩევნების საკითხზე განსხვავებებია – დიმიტრი ცქიტიშვილმა პარტია “საქართველოსთვის” დატოვა

    საჯაროდ განვაცხადო, რომ
    ჩემი და პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გზები გაიყო.
    (პარტიას ოფიციალურად ვერ დავტოვებ, რადგანაც ფორმალურად წევრი არ ვყოფილვარ).
    მიზეზი არის არა უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობა არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის თაობაზე, არამედ ფუნდამენტური განსხვავება არჩევნების საკითხთან დაკავშირებით.
    4 ოქტომბრის არჩევნები ჩემთვის არ და ვერ იქნება ტაქტიკური, ეტაპობროვი საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ინსტიტუციური დემოკრატიული ბრძოლის მხარდამჭერი ვარ.
    არსებულ ვითარებაში, ასეთი ფორმით და დინამიკით არჩევნებში მონაწილეობა ვერ მოემსახურება ქვეყნის დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნებას.
    რამდენჯერმე საჯაროდ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: არჩევნებში მონაწილეობას აზრი ექნებოდა მხოლოდ პოლიტიკურ ძალთა კოორდინირებული მოქმედების შემთხვევაში, უსამართლო პოლიტიკურ ბრძოლაში რეჟიმის დამარცხების თუნდაც მცირე შანსით.
    სამწუხაროდ, დღეს არსებული პოლიტიკური ძალების ფრაგმენტაცია ყველაზე არახელსაყრელი გზა არის საზოგადოების პროტესტის მხარდასაჭერად და რეჟიმის დასამარცხებლად.
    მინდა მჯეროდეს, რომ რომელიმე გზა მაინც მოიტანს შედეგს, თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 5 ოქტომბერს შესაძლოა დადგეს უკვე განსხვავებული რეალობა და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად!

    დიმიტრი ცქიტიშვილი პარტია “გახარია საქართველოსთვის” ტოვებს.

  • უარს ვამბობ დაცვაზე! უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე. კერონ, ჭრან, წერონ და იკითხონ – ხოშტარია

    ”დღეს იზოლატორში შემოვიდა „სანდომიანი მამაკაცი“, გულდასმით გაპარსული წვერით და მოწესრიგებული. მივესალმე, რას ვერჩი, მაგრამ სულ რამდენიმე წუთში ეს სანდომიანი მამაკაცი გადაიქცა რუსული სისტემის ჭანჭიკად, რასაც გულისტკივილით ვადევნებდი თვალს. სრული სერიოზულობით გადაწყვიტა, რომ წამიკითხოს „ბრალი“ თავად ამ ბრალის ჟღერადობრივი ნაწილი ჩემში სიცილის დაუოკებელ სურვილს იწვევდა. მართლა ეგონა, რამეს სერიოზული სახით წარმართავდა. ცხადია, შევწყვიტე ეს სპექტაკლი.

    კარგად მინდა გესმოდეთ განსაკუთრებით ჩემს მეგობრებს და გულშემატკივრებს. ამ ფარსში მილიმეტრითაც კი მონაწილეობის მიღება დაუშვებლად მიმაჩნია. გარდა იმისა, რომ თავმოყვარეობის საკითხია „ბანერის დასვრის დიამეტრზე“ საუბარი, პატარა დოზითაც კი მათ სიყალბეში ტექნიკური შეყოლა ამასთან შეგუებაა და ამას მე არ ვაპირებ.

    შესაბამისად, უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე და ყველას გთხოვთ, არ შეწუხდეთ და არ მიხვიდეთ. კერონ, ჭრან, წერონ და იკითხონ. დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს შოთა თუთბერიძეს, რომელიც ამ არაორდინალურ ფორმაზე წამომყვა.
    ბოლომდე!”

    აცხადებს,  კოალიცია ცვლილებისთვის ერთერთ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ 15 სექტემბერს, კახა კალაძის ბანერზე წარწერის გამო დააკავეს და 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • არასერიოზული ხალხის არასერიოზული განცხადებაა – კობახიძე პაატა ბურჭულაძეზე

    არასერიოზული ხალხის არასერიოზული განცხადებაა – კობახიძე პაატა ბურჭულაძეზე

    ”ეს არის არასერიოზული ხალხის არასერიოზული განცხადება.[…] თქვენ ძალიან კარგად იცით, რამდენად სერიოზულად შეიძლება აღიქვას ადამიანმა პაატა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი. აქედან გამომდინარე, ეს არის არასერიოზული ხალხის, არასერიოზული განცხადება“

    აცხადებს,  ირაკლი კობახიძე.

  • “570 ლარის ზიანი გამოიწვია” – პროკურატურამ ხოშტარიას ბრალი წარუდგინა

    “570 ლარის ზიანი გამოიწვია” – პროკურატურამ ხოშტარიას ბრალი წარუდგინა

    პროკურატურის ინფორმაციით, კოალიცია ცვლილებისთვის ერთერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე ბრალი წარუდგინეს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოს საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით.

    სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში

  • ევროკავშირი დგას ელენეს და უსამართლოდ დაკავებული ყველა პოლიტპატიმრის გვერდით! – ჰიპერი

    ევროკავშირი დგას ელენეს და უსამართლოდ დაკავებული ყველა პოლიტპატიმრის, ჟურნალისტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის გვერდით. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ და გამოვდივართ მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოწოდებით.

    ჩვენი მხრიდან უკვე გადაიდგა ნაბიჯები და განვიხილავთ გზებს და ვარიანტებს, როდესაც საქმე ეხება დამატებითი ზეწოლის განხორციელებას საქართველოს ხელისუფლებაზე იმ უზარმაზარი დემოკრატიული უკუსვლის ფონზე, რასაც ვხედავთ.

    უკვე დავიწყეთ ქმედებები ბოლო მინისტერიალზე უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად, დისკუსიებით დამატებით ვარიანტებზე, რა შეგვიძლია სანქციებთან და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით გავაკეთოთ.

    პარალელურად, ჩვენ სრულად დავწიეთ პოლიტიკური კონტაქტების დონე და შევაჩერეთ დახმარება ხელისუფლებისვის. თუმცა, გავზარდეთ მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

    აცხადებს ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი ელენე ხოშტარიას დაკავებასა და ”ოცნების” მხრიდან რეპრესიებზე დასმული კითხვის პასუხად.