Category: ახალი ამბები

  • დააკავეს  ელისო კილაძე – TV პირველი

    დააკავეს ელისო კილაძე – TV პირველი

    “ქრონიკა პლუსის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე დაკავებულია – მედიამენეჯერი დღეს დილით,  სპეცდანიშნულების რაზმმა, საკუთარ  საცხოვრებელ სახლთან აიყვანა.  ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს.

    ამ ეტაპზე უცნობია, რას ედავებიან ელისო კილაძეს.

    ამასთან, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 11:00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ ელისო კილაძის დაკავებას უკავშირდება.

  • განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი –  დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვის შემდეგ

    განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი – დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვის შემდეგ

    „ალბათ, იცით, რომ რამდენიმე წელიწადია საქართველო აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში. კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, ამაში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ერთად. ვფიქრობ, რომ ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი. შესაბამისად, ამას დაჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, ჩვენი აქტიური მონაწილეობა მომარაგების კუთხით რამდენად შეიძლება ქმნიდეს რისკებს, ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი ამომწურავად განგვეხილა. ეს არის ძირითადი საკითხი, რაც ჩვენ განვიხილეთ.

    ასევე ჩვენ განვიხილეთ ის, რომ მომავალში საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომელსაც ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებები გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს, ხოლო გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელებაა საჭირო და გადახედვაა საჭირო, ეს საკითხებიც განვიხილეთ“,

    ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა სუს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

  • ზვიად ჯინჭარაძე, მეტსახელად “ჯუმათა” საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს – გურიის მოამბე

    ზვიად ჯინჭარაძე, მეტსახელად “ჯუმათა” საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს – გურიის მოამბე

    55 წლის ზვიად ჯინჭარაძე, მეტსახელად “ჯუმათა” საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. – ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.

    როგორც გამოცემა წერს, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც კაცი მანქანაში ჩაჯდა – სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერება დისტანციურ მართვაზე იყო დამონტაჟებული და აფეთქებაც მართვის პულტის მეშვეობით მოხდა.

    მისი მდგომარეობა მძიმეა.

     

  • იოსელიანი „მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში დანიშნულ მომხსენებელს შეხვდა

    იოსელიანი „მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში დანიშნულ მომხსენებელს შეხვდა

    სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მოადგილესთან ერთად ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში დანიშნულ მომხსენებელს, პატრიცია გრჟებიკს შეხვდა.

    “შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა 2024 წლის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ ზედამხედველობაზე, მათი დაკავების, განთავსების პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის საკითხზე ისაუბრა.

    ასევე, განიხილა შეკრება-მანიფესტაციის უფლების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები და მის მიერ წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელები. ამასთან, სტუმარს აქციაში მონაწილეთა სისხლის სამართლის საქმეებზე შემუშავებული სასამართლო მეგობრის მოსაზრებები და ის ღონისძიებები გააცნო, რომლებსაც ის თავისი მანდატის ფარგლებში ახორციელებს”. – წერია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

  • ელისაშვილის დაკავებისთანავე აკრძალული აქვს ოჯახთან კომუნიკაცია, მათ შორის ადვოკატებთან სატელეფონო კომუნიკაცია – არჩილ ჩოფიკაშვილი

    ელისაშვილის დაკავებისთანავე აკრძალული აქვს ოჯახთან კომუნიკაცია, მათ შორის ადვოკატებთან სატელეფონო კომუნიკაცია – არჩილ ჩოფიკაშვილი

    „ალეკო ელისაშვილის დაკავების და დაპატიმრებისთანავე აკრძალული აქვს ოჯახის წევრებთან სატელეფონო კომუნიკაცია, შეხვედრა, მათ შორის ადვოკატებთან სატელეფონო კომუნიკაცია იმ დასაბუთებით, რომ ზემოქმედება არ მოახდინოს საქმის მოწმეებზე, რომლებიც არიან სასამართლოს მანდატურის თანამშრომლები. რამდენად არალოგიკურია, სასამართლოს მანდატურის თანამშრომლებზე ზემოქმედების აკრძალვის მიზნით, აკრძალული გქონდეს ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან სატელეფონო კომუნიკაცია.

    ეს ჩვენს სამართლებრივ პრაქტიკაში ერთადერთი საქმეა, რომელიც მიმდინარეობდა ქონების დაზიანების მცდელობის ბრალდებით 2 დღის განმავლობაში, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებების შემდეგ, რომ ეს იყო არა ქონების დაზიანება, არამედ ტერორისტული აქტი, ქმედება გადაკვალიფიცირდა, გამოძიება გაგრძელდა ტერაქტის მცდელობის მუხლით.

    ეს ერთ-ერთი არალოგიკური განვითარებაა. ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ სახელმწიფოს და დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი პრინციპია ადამიანის უფლებების დაცვა, მოვუწოდებთ შესაბამის თანამდებობის პირებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამართალდამცავებს, ადეკვატური კვალიფიკაციით გაგრძელდეს გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს 29 ნოემბერს მომხდარ შემთხვევას, შეწყდეს ოპოზიციონერი ლიდერის უფლებების განგრძობადი დარღვევა, მისი დემონიზაციის კამპანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო გაღრმავდება აღქმა, კითხვები და ერთადერთი პასუხი ამ კითხვებზე იქნება ის, რომ ის არის სუს-ის ხელმძღვანელის პირადი შურისძიების ობიექტი, არის პოლიტიკური საქმიანობის გამო დევნის მსხვერპლი. მის მიმართ გამოტანილი რუსული განაჩენის ფაქტობრივი აღსრულების მსხვერპლი“,

  • არ ნიშნავს, ეჭვი ან ბრალდების წინაპირობა არსებობს – ვოლსკი დავითაშვილის სუს-ში დაბარებაზე

    არ ნიშნავს, ეჭვი ან ბრალდების წინაპირობა არსებობს – ვოლსკი დავითაშვილის სუს-ში დაბარებაზე

    „დეტალები არ ვიცით – ამის თაობაზე სათანადო განცხადება გაკეთდება. ზოგადად, გამოკითხვაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი არსებობს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილი მინისტრი იქნეს დაბარებული ან რომელიმე ადმინისტრაციის რომელიმე დეპარტამენტის, სტრუქტურის ხელმძღვანელი ან მუშაკი. ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი ან რაიმე ბრალდების წინაპირობა არსებობს”,

    ამის შესახებ “ქართული ოცნების”  პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სუს-ში ლევან დავითაშვილისა და გიორგი ჩიქოვანის დაბარებას გამოეხმაურა.

  • ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

    ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

    ქართული ოცნების ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

    სუს-ში აცხადებენ, რომ ისინი იკითხებიან – “სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით”.

  • დღეს ჩვენ ოპოზიციაში ვართ – დიმიტრი ხუნდაძე

    დღეს ჩვენ ოპოზიციაში ვართ – დიმიტრი ხუნდაძე

    პარტია ხალხის ძალა ყოველთვის მზად არის, როცა წინა ხაზი საჭირო გახდება, ნებისმიერი წინა ხაზი დაიკავოს სამშობლოსა და საზოგადოებისთვის, მათი უსაფრთხოების დასაცავად […] დღეს ჩვენ ოპოზიციაში ვართ, ეს არ არის მოჩვენებითი ოპოზიცია – ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე ვაჩვენებთ ზოგჯერ განსხვავებულ აზრს, ზოგჯერ წინააღმდეგობასაც. ამას თავად საზოგადოება ნახავს.

    მაგრამ, რა თქმა უნდა, როცა საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, მშვიდობაზე, საქართველოსა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე, ხელისუფლებასთან ერთად და ზოგჯერ ხელისუფლების წინ, შესაძლოა, მათი დამცველები აღმოვჩნდეთ, რადგან ეს არის სამშობლოს ინტერესი და არა ვინმეს პარტიული ინტერესი – ან რომელიმე NGO-ს უფრო მეტი ფულის ინტერესი, ან ის, რომ საქართველომ რომ იცხოვროს სხვა ქვეყნის ინტერესებზე მორგებულად.

    თქვა “ხალხის ძალის” დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

  • კვარაცხელიას მკვლელობის შეკვეთისთვის ბრალი წარედგინათ ძმებ კაკულიებს, ბუსა ჟვანიას

    კვარაცხელიას მკვლელობის შეკვეთისთვის ბრალი წარედგინათ ძმებ კაკულიებს, ბუსა ჟვანიას

    საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნეს. ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდება წარედგინათ გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ [ბუსა] ჟვანიას. ბუსა ჟვანია საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილია.

    გურამ და დავით კაკულიები სხვა სისხლისსამართლის საქმეზე არიან მსჯავრდებულები და სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან.  ბესარიონ ჟვანიას, მიმართ ძებნა გამოცხადდება.

     

    “შსს-ში ჩატარებული გამოძიებით, დადგინდა, რომ ძმებმა კაკულიებმა ე.წ. კანონიერი ქურდის გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, ამ უკანასკნელის შვილის, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობა განიზრახეს. ძმები კაკულიების მამა ე.წ. კანონიერი ქურდი დავით კაკულია 2001 წლის 25 აგვისტოს ქალაქ მოსკოვში მოკლეს, რაზეც კრიმინალურ სამყაროში ასევე საზოგადოებაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით კაკულიას მკვლელობის დამკვეთი თითქოსდა გია კვარაცხელია იყო.

    გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა, მათ მეგობარს, ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის აღმსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.

    განზრახ მკვლელობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის გამარტივების მიზნით, დავით და გურამ კაკულიებმა 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რაც ცნობილი იყო ბესარიონ ჟვანიასთვის, რომელმაც ისინი ილია ჭავჭავაძის გამზ. N78-ში მდებარე მისივე ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში დააბინავა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად მიდიოდნენ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. მათ, ძმებმა კაკულიებმა დანაშაულებრივი მოქმედების დროს მათთან კომუნიკაციისათვის განკუთვნილი “რედმის” მოდელის მობილური ტელეფონი გადასცეს.

    ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ თავის მხრივ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს დანაშაულის ჩასადენად განკუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ასევე, დაადგინეს ნიკოლოზ კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის მისამართი და ყოველდღიური თვალთვალით სწავლობდნენ მისი გადაადგილების დეტალებს.

    2021 წლის 14 სექტემბერს გიორგი კავილაძემ და ალეკო ჭელიძემ იქირავეს “ჰიუნდაი ელანტრას” მარკის ავტომობილი და დანაშაულის ჩასადენად მოემზადნენ.

    2021 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 16 საათზე და 20 წუთზე, გიორგი კავილაძე და ალეკო ჭელიძე დაქირავებული „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილით მივიდნენ თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და პირად საქმეზე მყოფ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ. შემთხვევის ადგილზე ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას. ნიკოლოზ კვარაცხელია თავდამსხმელისგან თავის დაღწევის მიზნით გაქცევას შეეცადა, თუმცა ალეკო ჭელიძე დაედევნა მას და კვლავ განაგრძო მისი მიმართულებით სროლა, რითაც სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა. სროლის დასრულების შემდეგ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით. შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა პირებმა ნიკოლოზ კვარაცხელია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების შედეგად იგი იმავე დღეს გარდაიცვალა.

    დანაშაულებრივი ქმედების შესრულებისთანავე ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ მკვლელობის შემკვეთებს, გურამ და დავით კაკულიებს ტელეფონით აცნობეს მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც ძმებმა რამდენიმე წუთში დატოვეს მათი დროებითი საცხოვრებელი, ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლი, ასევე, გიორგი კავილაძე ტაქსის მძღოლის მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ბესარიონ ჟვანიას და საუბრის დროს მიანიშნა ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია – ვატო შაქარიშვილი

    საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია – ვატო შაქარიშვილი

    “დებატის სათაურიდან, რომ გამოვიდეთ უნდა ითქვას რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ევროინტეგრაცია, ეს ერთმანეთთან შეუთავსებელია.
    აუცილებელია გაეცეს მთავარ კითხვას პასუხი, რას ვთმობთ,ვიხდით და ვიღებთ თუ არა რაიმე სარგებელს ევროინტეგრაციისგან? სამი კონკრეტული მიმართულებით, ესაა – უსაფრთხოება, სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა და ეს არის ეროვნულ-კულტურული იდენტობა.
    გვაძლევს ევროკავშირი უსაფთხოებას? ცხადია, არა, პირიქით, ევროკავშირი უდრის ომს.
    ევროკავშირი არის დღეს ომში ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ევროკავშირს არ შესწევს ძალა უზრუნველყოს საკუთარი თავის უსაფრთხოება, განსაკუთრებით ამერიკული უსაფრთხოების ქოლგის გარეშე და ამ მოცემულობის მიუხედავად, ისინი ყველაფერს აკეთებენ რომ ომის ესკალაცია მოხდეს, ომი გახანგრძლივდეს და ამის ნათელი დადასტურებაა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ჩატარდა.”

    თქვა ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრმა რუსთავი 2-ის ეთერში გამართული დებატებისას