Category: ახალი ამბები

  • ომი მალე დასრულდება, თუ დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს – მედვედევი

    რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ  ნებისმიერი ომის სწრაფად დასრულება შეიძლება – ან სამშვიდობო ხელშეკრულებით, ან  როგორც შეერთებულმა შტატებმა  გააკეთა 1945 წელს, როდესაც მათ გამოიყენეს ბირთვული იარაღი იაპონიის ქალაქების წინააღმდეგ. ვიდეოჩანაწერს ამის შესახებ, მედვედევი საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

    მედვედევი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომი  “ძალიან მალე დასრულდება,  თუ დასავლეთი ახლავე შეწყვეტს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

    “ზოგადად, ნებისმიერი ომი, თუნდაც მსოფლიო ომი, შეიძლება, ძალიან სწრაფად დასრულდეს. თუ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, ან თუ გააკეთებთ იმას, რაც ამერიკელებმა გააკეთეს 1945 წელს, როდესაც გამოიყენეს ბირთვული იარაღი და დაბომბეს იაპონიის ორი ქალაქი. მათ, მართლაც შეაჩერეს სამხედრო კამპანია. ფასი თითქმის 300 000 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეა”.

  • უკრაინა არ იქნება იმედგაცრუებული ნატოს სამიტის გადაწყვეტილებით – ნაუსედა

    ლიეტუვის პრეზიდენტი, გაიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ უკრაინა არ იქნება იმედგაცრუებული NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებით. ამის შესახებ პრეზიდენტმა, LRT-ს საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ვილნიუსის სამიტზე ჩასულმა ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლოა ვერ მიიღოს ყველაფერი, რასაც უკრაინა ითხოვს, თუმცა მიიღებს “ძალიან ბევრს.”

    ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ამ დროისთვის ალიანსში განხილვის მთავარი თემა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხია – “მაქვს განცდა, რომ ჩვენ მოვძებნით ფორმულირებას, რომელიც არ გაუცრუებს იმედებს უკრაინელებს და რომლითაც უფრო მეტს ვიტყვით, ვიდრე ჩვეულებრივ ვაჟღერებთ ხოლმე.”

  • ოპოზიცია არც საკუთარ თავს ეკუთვნის, არც საკუთარ ქვეყანას – კალაძე

    ოპოზიცია არც საკუთარ თავს ეკუთვნის, არც საკუთარ ქვეყანას – კალაძე

    „ოპოზიცია არც საკუთარ თავს ეკუთვნის, არც საკუთარ ქვეყანას. ეს ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, სხვა ქვეყნის ინტერესები გაატარონ. მათ უბრალოდ ავალებენ, რომ ეს განცხადებები გააკეთონ. ავალებენ, რომ ისე მოიქცნენ, როგორც დღეს იქცევიან.

    ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რაც თავიდანვე ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. ევროკავშირის ქვეყნებს, რა თქმა უნდა, სავაჭრო ურთიერთობები გააჩნიათ რუსეთის ფედერაციასთან. სანქციებთან მიერთება კი, ვიცით, რომ ჩვენი ეკონომიკისთვის პრობლემა იქნება. რატომ უნდა გავაკეთოთ ის, რაც დაგვაზიანებს?!“,

    აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

  • დრო ჩართულია – ქართველი ხალხი მალე ჩარეცხავს „რუსულ ოცნებას“ – ოქრიაშვილი

    დრო ჩართულია – ქართველი ხალხი მალე ჩარეცხავს „რუსულ ოცნებას“ – ოქრიაშვილი

    “უკიდურესად დაიძაბა უკრაინასა და საქართველოს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა. ამის მთავარი მიზეზი „რუსული ოცნების“ მოღალატეობრივი პრორუსული პოლიტიკაა!
    ამ დაპირისპირების ერთ მხარეს წარმოვადგენთ ჩვენ, ქართველი ხალხი, უკრაინელ ხალხთან და მთავრობასთან ერთად, ხოლო მეორე მხარეს წარმოადგენს პუტინ-ივანიშვილი და მოღალატეობრივი „რუსული ოცნება“.
    დრო ჩართულია – ქართველი ხალხი მალე ჩარეცხავს „რუსულ ოცნებას“!”

    აცხადებს  ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.

  • უკრაინამ ჩემი ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ მოითხოვა – სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

    “ამათთვის ტყუილების ლაპარაკი სუნთქვასავითაა. გუშინ თქვეს რომ თურმე უკრაინას არ აქვს მოთხოვნილი ჩემი გადაცემა.

    უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მოითხოვა ჩემი ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ და ეს დოკუმენტი უკრაინის კონსულმა შემომიტანა მაშინ.

    რაც შეეხება ევროკავშირის სამედიცინო მისიას, ამ მისიის დაუყოვნებლივ დაშვებას ითხოვს ევროკომისია, ჩემი ოჯახი და რამდენიმე წამყვანი ქვეყნის მთავრობა უმაღლეს დონეზე.

    და ის რომ ისინი დღემდე არ შემოუშვეს პირდაპირ ოლიგარქის და მისი მონების საბოტაჟის შედეგია”,

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს და “ქართული ოცნების” ლიდერებს პასუხობს.

  • 5 ივლისი იყო უდიდესი დარტყმა ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობაზე – თბილისი პრაიდი

    ”2021 წლის 5 ივლისის სასტიკი თავდასხმიდან 2 წელი გავიდა. ამ თარიღმა ღრმა და ტრაგიკული კვალი დატოვა ქვიარ ადამიანების, აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მეხსიერებაში.

    ტკივილი და უსამართლობის განცდა, რომელიც 5 ივლისს გამოვიარეთ, არ განელებულა. Მას განსაკუთრებით ამძაფრებს თავდასხმის ორგანიზატორების დაუსჯელობა. ყველა მათგანი თავისუფალია და კვლავ ავრცელებს სიძულვილს.

    5 ივლისი იყო უდიდესი დარტყმა ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობასა და ღირსეულ ცხოვრებაზე. ეს იყო დარტყმა, რომელიც რუსული ფულით დაფინანსებულმა, სამშობლოს გამყიდველმა ადამიანებმა მოგვაყენეს.

    ახლა, როცა ქვეყნის დემოკრატიული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქვიარ ადამიანები, მხარდამჭერები, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ყველა, ვისაც თანასწორობის და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის სწამს, გავერთიანდეთ, დავდგეთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე და მკაფიოდ დავანახოთ ჩვენს მტრებს, რომ გვინდა ისეთი ქვეყანა, რომელშიც თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები თანაბრად იქნება დაცული”.

    “თბილის პრაიდი” ეხმაურება 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან 2 წლის გასვლას და აცხადებს, რომ თავდასხმის ორგანიზატორების დაუსჯელობა განსაკუთრებით ამძაფრებს ტკივილისა და უსამართლობის განცდას.

  • “მაშინ მარტის აქციებისთვის ვაშაძეც დასაჭერია” – კობახიძე 5 ივლისის დაუსჯელობაზე

    მე მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც აქ ხორციელდებოდა ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე 7-8 მარტს, მაშინ იყო პირდაპირი მოწოდებები, ორგანიზებული იყო შეკრება და უფრო მეტიც, მოუწოდეს ადამიანებს, რომ ალყა უნდა შემოერტყათ პარლამენტისთვის. ამ ალყას შემდეგ მოყვა ძალადობრივი აქტები. თუ დაბალი სტანდარტით გავყვებით, რასაც თქვენ ითხოვთ, პირველი დასაჭერია გიორგი ვაშაძე, დასაჭერები არიან სხვა ლიდერებიც”,

    5-6 ივლისს ძალადობაზე საუბრისას ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ორგანიზატორები სამართლებრივად არ იკვეთებიან

  • სამართლებრივი თვალსაზრისით, ორგანიზატორები 5 ივლისის დანაშაულს არ ჰყავდა – კობახიძე

    “სამართლებრივად 5 ივლისის ორგანიზატორების იდენტიფიცირება აქამდე იყო შეუძლებელი. რატომ? იმიტომ, რომ არ დგინდება არცერთი ფაქტი, სადაც მოხდა დანაშაულის ორგანიზება. დანაშაულის ორგანიზება ეს არის სამართლებრივი კატეგორია. ორგანიზატორი არ იკვეთება. როდესაც ვიღაცები საუბრობენ იმაზე, რომ ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ, მაშინ უნდა თქვან სამართლებრივად ვინ იყო ორგანიზატორი.

    ​მე მინდა შეგახსენოთ, როცა აქ ხორციელდებოდა ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე 7-8 მარტს, მაშინ იყო პირდაპირი მოწოდებები ხომ? ანუ ორგანიზებული იყო შეკრება. უფრო მეტიც, მაგალითად, მოუწოდეს ადამიანებს, რომ ალყა უნდა შემოერტყათ პარლამენტის შენობისთვის და ამ ალყას მოჰყვა მერე პირდაპირი ძალადობრივი აქტები.

    ​თუ ჩვენ დაბალი სტანდარტით გავყვებით, რასაც თქვენ ითხოვთ, ამ შემთხვევაში, მაგალითად, პირველი არის დასაჭერი გიორგი ვაშაძე, დასაჭერები არიან ოპოზიციის სხვა ლიდერები. მაგრამ ეს არის დაბალი სტანდარტი. ძალიან სარისკოა ეს დაბალი სტანდარტი, რისი თქმა მინდა, სამართლებრივი თვალსაზრისით, ორგანიზატორები 5 ივლისის დანაშაულს არ ჰყავდა. ყოველ შემთხვევაში, ეს არის დღემდე სამართლებრივი მოცემულობა. თუ რაიმეს დაადგენს პროკურატურა, არ ვიცი…

    დანაშაულის ორგანიზატორი ნიშნავს რას? მაგალითად, კოკა მორგოშიას, რომ მოეწოდებინა კონკრეტული ადამიანებისთვის, რომ წადით ამა და ამ ადგილას და, მაგალითად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეთ ამა და ამ ადამიანებს…ეს მოწოდება არ იყო, ასეთი არ იყო.

    […]სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება. თქვენ გახსოვთ, სამწუხაროდ, როგორ წარიმართა 5 ივლისს მოვლენები, იყო სპონტანური ძალადობა და ამიტომ გაუჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება. ამას ჰქონდა ობიექტური მიზეზი. თუმცა, მაგალითად, მეორე დღეს, როდესაც ადვილი იყო მოვლენების პროგნოზირება, არ იყო სპონტანური ძალადობა, იქ შსს-მ ბოლომდე დაიცვა ადამიანების უსაფრთხოება. ახლაც იმართება ღონისძიებები გარკვეული კვირეულის ფარგლებში. იქაც შსს თავიდა ბოლომდე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას”.

    აცხადებს მმართველი გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

  • ვიღაც ცდილობს ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო, ეს ვიღაც არაა რუსეთი – პაპუაშვილი

    “ფაქტია, რომ ვიღაცა ცდილობს ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო და ფაქტია, რომ ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი. ჩვენ ვხედავთ ვინ ხარობს ამით, ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც ზეპირად ბევრს საუბრობენ  უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელობაზე, ზუსტად ის ხალხი არის დღეს გახარებული. ჩვენ ვნახეთ ოპოზიცია, რომელსაც უხარია ეს გადაწყვეტილება და ვნახეთ ჩვენ ასევე უცხოელი აქტორები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება უხარიათ”.

    ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

  • არახამიას არ აქვს სამშობლო, ეს კაცი ვერ იქნება ვერანაირად ღირებული, პრობლემები აქვს – კობახიძე

    “რაც შეეხება პირადად არახამიას, მას არ აქვს სამშობლო, არც უკრაინა არ არის მისი სამშობლო, არც საქართველო, არც რუსეთი, არცერთი სამშობლო არ აქვს მას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინა და საქართველო. აქედან გამომდინარე, ის მოქმედებს არა პატრიოტული ინტერესების კარნახით, უკრაინის მიმართ ან საქართველოს მიმართ, ის მოქმედებს სხვა ინტერესების კარნახით, რაზეც არ მინდა მე დეტალებში საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ ეს კაცი ვერ იქნება ვერანაირად ღირებული, იქიდან გამომდინარე, რომ მას სერიოზული პრობლემები აქვს”

    აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.