Category: ახალი ამბები

  • საგარეჯოში მომხდარზე შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

    საგარეჯოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

    ამ ეტაპზე დაკავებული, ან გამოკითხვაზე დაბარებული არც ერთი პირი არ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

    საგარეჯოში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველს ხვდებოდა, ადგილზე ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული ჯგუფი გამოჩნდა. მათ შეკრებილებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, ქვები დაუშინეს, დაუპირისპირდნენ ფიზიკურად და აგინეს.

  • გვარამიამ თქვა, რომ პრიგოჟინი იყო მისი გმირი იმ დღეს, ეს არაა საფრთხე და რუსი მშვიდობიანი ტურისტია საფრთხე? – მაჭარაშვილი

    “მე საფრთხეს ვხედავ, როცა რადიკალურმა ოპოზიციამ ჟენია პრიგოჟინი მოიწვია საქართველოში. რადიკალურმა ოპოზიციამ და მათ შორის გვარამიამ თქვა, რომ ჟენია პრიგოჟინი იყო მისი გმირი იმ დღეს. ეს არაა საფრთხე თქვენი აზრით და რუსი მშვიდობიანი ტურისტი რომ შემოვა ეს არის საფრთხე?”,

    აცხადებს “ოცნებიდან” ფორმალურად წასული დეპუტატი და  “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

  • ძალადობა მიუღებელია, ეს არ ნიშნავს, რომ პროვოცირებაზე არ ვისაუბროთ – სარჯველაძე  საგარეჯოზე

    ძალადობა მიუღებელია, ეს არ ნიშნავს, რომ პროვოცირებაზე არ ვისაუბროთ – სარჯველაძე საგარეჯოზე

    ძალადობის ფორმა ურთიერთობაში, რასაკვირველია, მიუღებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ პროვოცირებაზე. პროვოცირება კი არის, მაგალითად როდესაც ნაციონალური მოძრაობა ცდილობს რაღაცა ფორმით ისე წარმოაჩინოს საკუთარი თავი, რომ არ აქვს საზოგადოებისთვის ბოდიში მოსახდელი ბევრ საკითხზე, რასაკვირველია, ესეც მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს აგრესიული დამოკიდებულებისა.

    ამბობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

  • ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, მეუფე შიოს მოწამვლის მცდელობას

    ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, მეუფე შიოს მოწამვლის მცდელობას

    ”ამას სჭირდება დასაბუთებას, სპეციალურ სამსახურებს ევალებათ ეს. ამის მტკიცების უფლება მე არ მაქვს.  საქმე ეხება, ანალიზებს, ანალიზების პასუხებში აღმოჩნდა მძიმე მეტალები, ვიკლევთ ამ გარემოებას, და არსებობს მოწამვლის ვერსია თუმცა მტკიცების საფუძველი უნდა გახდეს გამოძიება, მე არ შემიძლია ამის დადასტურება.[…] მიზეზი შეიძლება იყოს, ყოფითი შემთხვევითობა და  ასევე ჩარევით. თუმცა გამორიცხული ვერსია არცერთი არ არის”.

    აცხადებს საპატრიარქოს პრესმდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, თანამოსაყდრე შიოს მოწამვლაზე საუბრისას.

  • მიჩნდება კითხვა, რამდენად სურს ოცნებას იქცეს ევროპული ოჯახის წევრად? – იუკნევიჩიენე

    “ეს არის ძალიან ცუდი მიდგომა და ძალიან ცუდი განცხადება. არ ვფიქრობ, რომ ევროპული კომისიის წევრები ამ მიდგომას მიიღებენ. რა თქმა უნდა, მათ უნდა შეაფასონ ეს ყველაფერი და ევროპული კომისია, ისევე როგორც ყველა სხვა ინსტიტუტი არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი აკეთებენ შეფასებებს და თვალს ადევნებენ პროგრესს სხვადასხვა ქვეყნებში.[…]

    თუ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ქვეყანას მიაქცევენ ყურადღებას, მაგალითად უნგრეთს, როგორც დღეს ვხედავთ, რომელიც მაინცდამაინც კარგი რეპუტაციის მქონე ქვეყანა არაა ევროკავშირში, ვფიქრობ, ეს არ იქნება კარგი მიდგომა ქართული ოცნების მხრიდან იმისათვის, რომ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, თუკი საერთოდ აქვთ ეს მიზნები იმიტომ, რომ ზოგჯერ მიჩნდება კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად სურს საერთოდ ქართულ ოცნებას იქცეს ევროპული ოჯახის წევრად?”

    ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და მას ანტიდემოკრატიულს უწოდებს.

  • უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა

    უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა – თბილისში სავარაუდოდ უახლოეს საათებში დაბრუნდება.

    ამასთანავე მმართველმა გუნდმა და საგარეო საქმეთა მინისტრმაც უკვე დაადასტურეს, რომ კიევიდან გამოშვებულ საქართველოს ელჩთან კონსულტაციებს არ გამართავენ, შესაბამისად გაურკვეველია როგორ გაგრძელდება უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა.

  • შენ რომ გაიქეცი ქვეყნიდან აქ დარჩა ხალხი, ვინც დღემდე იბრძვის – მაჭარაშვილი არახამიას

    “ჩაიხედოს კონსტიტუციაში ან მიმართოს მეგობრებს, რა წერია ყველა ქვეყნის კონსტიტუციაში, რომ ხელისუფლების არის ხალხი, ბატონო არახამია და არა ზელენსკი და არახამია, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ. საქართველოში ხელისუფლებას შეცვლის და აირჩევს საქართველოს საზოგადოება. შენ რომ გაიქეცი ქვეყნიდან და აქ დარჩა ხალხი, ვინც დღემდე იბრძვის და მშვიდობიანად ჩვენ ამას დავაბრუნებთ, ტერიტორიულ მთლიანობას, სხვა ადამიანები აქ დარჩნენ. ამიტომ, არა მგონია რომ ეს მაინც და მაინც გწყენოდა, რაც კობახიძემ თქვა, რომ უსამშობლო ადამიანია, მაგრამ უბრალოდ პასუხის გაცემა გინდოდა და ეს არ გამოგივიდა. ის აფხაზეთი, საიდანაც ხარ და საიდანაც ამბობ, რომ იქ არის სამშობლო, იმ აფხაზეთში და აფხაზების დასახოცად მოუწოდებ შენ ქართულ საზოგადოებას და ქართულ ჯარს და ამიტომაც გიწოდა კობახიძემ უსამშობლო”,

    აცხადებს “ქართული ოცნებიდან”  ფორმალურად წასული და “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

  • საგარეჯოში, “ოცნების” მხარდამჭერები, ენმ-ს თავს დაესხნენ

    საგარეჯოში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ქართული ოცნების მხარდამჭერები თავს დაესხნენ.

    ენმ-ი საგარეჯოში საპენსიო რეფორმას წარადგენდა ამომრჩეველთან, როდესაც მმართველი გუნდის მხარდამჭერები გამოჩნდნენ.

    როგორც ადრებიდან ჩანს, რომ ისინი ქვებს ისვრიან და იგინებიან.

    • “ეს კიდევ ერთხელ არის სუს-ის, ქართული ოცნების, რუსი ოლიგარქის ორგანიზებული თავდასხმა ოპოზიციონერებზე. ნახეთ, რამხელა ქვებს ისვრიან. პენსიონერებთან არის შეხვედრები, ეს რომ ვინმეს მოხდეს, სასიკვდილოდ იმეტებენ”, – ამბობს ირაკლი ნადირაძე.

    ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ “სუს-ის “ნასედკები” და საჯარო მოხელეები არიან, პენსიონერებს ესვრიან ქვებს”.

    “ოცნების” პარტაქტივმა “მთავარი არხის” კამერა დააზიანა. მოძალადეები ისვრიან ქვებს, ბოთლებს და სხვადასხვა ნივთებს. ქვა მოხვდა “მთავარის” ჟურნალისტს, ია გულიაშვილსაც. ისინი გადამღებ ჯგუფს ხელს უშლიდნენ მუშაობაში, აგრესიულები იყვნენ ოპერატორის მიმართ, რომელსაც კამერაზე ხელს აფარებდნენ, დააზიანეს კაბელი.

  • შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში – არახამიას პასუხი კობახიძეს

    “რაც შეეხება არახამიას, მას არ აქვს სამშობლო”…
    პასუხი კობახიძეს-შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში. მოვა დრო და ქვეყანა გაიგებს, რომ საქართველოს პოლიტიკური ინტერესების პლატფორმად იყენებ და სინამდვილეში რუსეთია შენი სამშობლო, სადაც გაქცევა მოგიწევს, რადგან სხვაგან არსად მიგიღებენ.
    შენნაირებისგან გათავისუფლებით იზეიმებს საქართველოც და უკრაინაც მტერზე გამარჯვებას, რასაც როგორც ხედავ, წარმატებით ვახერხებთ.”

    უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებებს პასუხობს, სადაც ის არახამიას “უსამშობლოდ” მოიხსენიებს.

  • ლუკაშენკო აცხადებს, რომ პრიგოჟინი რუსეთშია

    ბელარუსის, პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ  კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინი, რუსეთში, კერძოდ კი სანკტ-პეტერბურგში იმყოფება. ამის შესახებ,

    27 ივნისს, ალექსანდრ ლუკაშენკომ  დაადასტურა, რომ რუსეთში ჩაშლილი სამხედრო არეულობის შემდეგ ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფებოდა.

    “უსაფრთხოების გარანტიები, როგორც ის (პუტინი) გუშინ დაპირდა, უზრუნველყოფილია. ვხედავ, პრიგოჟინი უკვე ამ თვითმფრინავით დაფრინავს. დიახ, ნამდვილად, ის დღეს ბელარუსშია”. – თქვა ლუკაშენკომ.