3 მარტს აშშ-მა იპოვა და მოკლა იმ დაჯგუფების ლიდერი, რომელმაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა. ირანი პრეზიდენტი ტრამპის მოკვლას ცდილობდა, პრეზიდენტი ტრამპი კი ბოლოს იცინის.
Category: ახალი ამბები
-

აშშ-მა იპოვა და მოკლა იმ დაჯგუფების ლიდერი, რომელმაც ტრამპის მკვლელობა სცადა – ჰეგსეთი
-

ირანმა შესაძლოა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს დაარტყას – Middle East Eye
ირანმა შესაძლოა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენს დაარტყას. ამის შესახებ, Middle East Eye-სთან საუბარში არაბმა მაღალჩინოსნებმა თქვეს.
ნავთობსადენის საბოლოო დანიშნულება თურქეთში მდებარე ქალაქი ჯეიჰანია, თუმცა აქედან ნედლი ნავთობის ნაწილი ისრაელს გემებით მიეწოდება. ირანის მუქარა “მტრის ნავთობის ხაზებზე” დარტყმის შესახებ ზრდის შიშს, რომ შესაძლოა სამიზნე გახდეს აზერბაიჯან-თურქეთის მილსადენი, რომელიც ისრაელს ამარაგებს.
“ირანის მუქარა, დაარტყას “მტრის ნავთობის ხაზებს” მხოლოდ BTC-ის თუ შეიძლება მოიაზრებდეს, რადგან ის ისრაელისთვის ნედლი ნავთობის მთავარი მიმწოდებელია”. – თქვა წყარომ MEE-სთან საუბარში.
ისრაელი BTC-ის მეშვეობით ნავთობის იმპორტის დაახლოებით 30%-ს იღებს.
MEE-ს წყარომ აღნიშნა, რომ ნავთობსადენი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე გადის და თავდასხმის მცდელობის შემთხვევაში ირანმა შეიძლება ყველაზე მარტივად მისაწვდომ აზერბაიჯანის ტერიტორიას დაარტყას.
-

ვიწყებთ ოპერაციების გაფართოებას ირანის სიღრმეში და განვაგრძობთ სულ უფრო და უფრო ღრმა წერტილების დაბომბვას – გენერალი დენ კეინი
“ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გაშვების მაჩვენებელი საბრძოლო მოქმედებების პირველ დღესთან შედარებით 86%-ით შემცირდა, ხოლო ბოლო 24 საათის განმავლობაში კლებამ 23% შეადგინა. მათი ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენება საწყის დღეებთან შედარებით 73%-ით არის შემცირებული.ჩვენ ვიწყებთ ოპერაციების გაფართოებას ქვეყნის სიღრმეში და განვაგრძობთ ირანის ტერიტორიაზე სულ უფრო და უფრო ღრმა წერტილების დაბომბვას. ჩვენ გავანადგურეთ ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის 20-ზე მეტი ხომალდი”.
აცხადებს ამერიკის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების მეთაური, გენერალი დენ კეინი.
-

კვირაზე ნაკლებ დროში მსოფლიოში ორ ყველაზე ძლიერ საჰაერო ძალას ირანის ცაზე სრული კონტროლი ექნება – პიტ ჰეგსეტი
„ჯერ მხოლოდ მეოთხე დღეა. ჩვენ ახლა დავიწყეთ მათი შესაძლებლობების ჩამოშლა და განადგურება. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ საჭირო დროს დავუთმობთ იმას, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, მსოფლიოში ორ ყველაზე ძლიერ საჰაერო ძალას ირანის ცაზე სრული კონტროლი ექნება“,
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ბრიფინგზე განაცხადა.
-

ისრაელის F-35-მა ირანული Як-130 ჩამოაგდო
ისრაელმა F-35I Adir-მა თეირანის თავზე ირანის საჰაერო ძალების შემადგენლობაში მყოფი რუსული წარმოების Як-130 ჩამოაგდო. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა F-35-მა თვითმფრინავი ჩამოაგდო.
ეს ბოლო 40 წელში პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა სხვა თვითმფრინავის წინააღმდეგ საჰაერო ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა.
-
![თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განვიხილავთ – სებ](https://solostudio.agency/wp-content/uploads/2026/03/15.jpg)
თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განვიხილავთ – სებ
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მიმართვა შევა, განაცხადს კანონით დადგენილ ვადებში განიხილავენ. ამის შესახებ მათ, BMG-ს განუცხადეს.
BMG-მ სებ-ს ჰკითხა: “შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით – ვგულისხმობთ დიდი ბრიტანეთის მიერ იმედის ჰოლდინგის დასანქცირებას, რატომაც როგორც „ტელეიმედში“ აცხადებენ, არ სურთ რომელიმე ბანკი რისკის ქვეშ აღმოჩნდეს და აპირებენ შექმნან საკუთარი ბანკი, გასცემს თუ არა სებ-ი საბანკო ლიცენზიას?”, რაზეც უპასუხეს:
- “ლიცენზირების პროცესი ეროვნულ ბანკში სალიცენზიო განაცხადის წარდგენით იწყება. იმ შემთხვევაში თუ ეროვნულ ბანკში შემოვა სრულყოფილი წერილობითი მომართვა ახალი ბანკის დაფუძნების თაობაზე, სებ-ი განაცხადს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად განიხილავს”, – უთხრეს BMG-ს ეროვნულ ბანკში.
27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია იმედი, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია პოსტტვსთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.
-

“ქართული ოცნების” პარლამენტმა გრანტების კანონში გამკაცრებული ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა
ქართული ოცნების პარლამენტმა გრანტების შესახებ კანონში გამკაცრებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებებს ქართული ოცნების 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა გიორგი გახარიას პარტიის 9 წევრმა მისცა.
ოცნებამ მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი პარტიების კანონებში, ასევე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში ცვლილებებს.
ცვლილებებით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება, გრანტების შესახებ კანონის დარღვევა და ა.შ.
ქართული ოცნების რეჟიმი გრანტების კანონს ამკაცრებს. ეს ქართული ოცნების უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, 28 იანვარს გახდა ცნობილი.
-

მარჯანიშვილის მეტროსთან არასრულწლოვანმა გოგოებმა იჩხუბეს, დაწყებულია გამოძიება
მარჯანიშვილის მეტროსთან არასრულწლოვანმა გოგოებმა იჩხუბეს. დაპირისპირებისას ერთ-ერთმა თავის არეში დაზიანება მიიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
-

მარტვილში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.
“სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გამოყენებით 1988 წელს დაბადებული ლ.გ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ახალგაზრდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.გ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო”. – წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-

თოვლმა მასშტაბური ზიანი გამოიწვია, ბოტანიკური ბაღი დროებით დაკეტილია – მერია
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია. ადმინისტრაციის ინფორმაციით, თოვლის სქელმა საფარმა, ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია. დიდთოვლობამ მძიმე გავლენა მოახდინა, როგორც უნიკალურ ხე-მცენარეთა კოლექციებზე, ისე მნიშვნელოვან ექსპონატებზე.
“დაზიანებულია იშვიათი მერქნიანი მცენარეების გამორჩეული ეგზემპლარები, რაც ბაღის ეკოსისტემისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. არსებული მდგომარეობა სპეციალისტების შეფასებით, განსაკუთრებულ ყურადღებასა და ხანგრძლივ აღდგენით პროცესს საჭიროებს.
ამ ეტაპზე, ბაღის ადმინისტრაცია და შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებულნი და საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს დაზიანებული ტერიტორიების გაწმენდა, რისკების შეფასება და ვიზიტორთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის დამატებითი პრევენციული ზომების შემუშავება.
ზიანის მასშტაბიდან გამომდინარე, პროცესში ჩართულია ბაღის შესაბამისი მიმართულების სამსახურები. სპეციალისტები ეტაპობრივად აფასებენ მიყენებულ ზარალს და ამუშავებენ აღდგენითი ღონისძიებების დეტალურ გეგმას.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, სტიქიის შედეგების სრულად აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი დრო და რესურსი იქნება საჭირო. ბაღის დროებითი დახურვა პრევენციული გადაწყვეტილებაა, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების სამუშაოების შეუფერხებლად ჩატარებას. სამუშაოების დასრულებისთანავე ის ტერიტორიები, სადაც ამჟამად გადაადგილება შეზღუდულია, ეტაპობრივად დაუბრუნდება ჩვეულ სამუშაო რეჟიმს”. – ნათქვამია განცხადებაში.