Category: ახალი ამბები

  • მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას! – ჰიპერი

    მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას! – ჰიპერი

    „მისი ბუნდოვანი დებულებები ასევე ქმნის ღრმა სამართლებრივ გაურკვევლობას და ასევე არბიტრაჟისა და შერჩევითი აღსრულების დიდ რისკს და ეს მზია ამაღლობელის დაკავებასთან დაკავშირებულ კითხვასაც უკავშირდება.[…] მკაცრად დავგმეთ მისი პატიმრობა. მისი განაჩენი ასევე აჩვენებს დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ რეპრესიებს. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი საქმიანობის შესრულება დევნის ან ზედმეტი შეზღუდვის შიშის გარეშე. ამიტომ, ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღებას და გაჩუმებას, ასევე ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძველს და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ მის და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას“,

    ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა

  • Publika-ს  ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის გამო ბრალდებულებს ₾3 000-3 000-იანი გირაო შეეფარდათ

    Publika-ს ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის გამო ბრალდებულებს ₾3 000-3 000-იანი გირაო შეეფარდათ

    Publika-ს  ჟურნალისტებისთვის,  ქეთო მიქაძისა და ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გამო ბრალდებულებს, ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს 3 000-3 000 ლარის გირაო შეეფარდათ.

    გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გამოაცხადა, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

    პროცესს ესწრებოდა ორივე ბრალდებული. მათ ადვოკატები არ ჰყავდათ.

    პროკურატურამ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით 8 სექტემბერს თბილისის მერის კახა კალაძის შტაბთან მომხდარი ფაქტის გამო ორ პირს – ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალი გუშინ, 5 მარტს წარუდგინა.

    ინციდენტი 8 სექტემბერს მოხდა.

  • 11 წელი მიესაჯა სპორტის მასწავლებელს, მან მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

    11 წელი მიესაჯა სპორტის მასწავლებელს, მან მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

    ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ძალადობის გარეშე ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

    სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა, 2024-2025 წლებში, თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ხუთი მოსწავლის მიმართ, ნდობის, ავტორიტეტული და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

    პოლიციამ ის 2025 წლის 12 ივნისს დააკავა.

  • ამერიკა და ისრაელი აცხადებენ, რომ გაანადგურეს ირანის რაკეტების გამშვები დანადგარების უმეტესობა

    ამერიკა და ისრაელი აცხადებენ, რომ გაანადგურეს ირანის რაკეტების გამშვები დანადგარების უმეტესობა

    ამერიკა და ისრაელი აცხადებენ, რომ  საჰაერო იერიშების შედეგად წარმატებით მოხდა ირანის სარაკეტო საფრთხის განადგურება.მათი განცხადებით, მომდევნო დღეებში ირანის წინააღმდეგ იერიშები უფრო ინტენსიური გახდება.

    ირანი კგვლავ  განაგრძობს ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გაშვებას.

    ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირმა განაცხადა, რომ იერიშების შედეგად განადგურებულია ირანის საჰაერო თავდაცვის 80% და მათი რაკეტების გამშვები დანადგარების 60%, თუმცა, მან დაამატა, რომ “საფრთხე ჯერ კიდევ არ გამქრალა”.

  • 7-9 მარტს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი – სააგენტო

    7-9 მარტს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი – სააგენტო

    7-9 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

    “ქ. თბილისში 7 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 8-9 მარტს მცირე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება.” – წერია სააგენტოს პროგნოზში.

  • ირანი შეთანხმების დადებას ითხოვს, მაგრამ ცოტა დაიგვიანეს – ტრამპი

    ირანი შეთანხმების დადებას ითხოვს, მაგრამ ცოტა დაიგვიანეს – ტრამპი

    „ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები, შესანიშნავ ისრაელელ პარტნიორებთან ერთად, აგრძელებენ მტრის სრულად განადგურებას გრაფიკზე გაცილებით ადრე და ისეთ დონეზე, რაც ხალხს აქამდე არასდროს უნახავს. ყოველ საათში უფრო მეტ ირანულ რაკეტებსა და დრონებს ვანადგურებთ, ისე ვანადგურებთ მათ, როგორც არავის ეგონა.[…] მათი საზღვაო ფლოტი აღარ არსებობს, სამ დღეში 24 გემი, ეს ძალიან ბევრი გემია. მათი ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი აღარ არსებობს, ამიტომ მათ არ ჰყავთ საჰაერო ძალები, არ აქვთ საჰაერო თავდაცვა. აღარ აქვთ თვითმფრინავები, კომუნიკაციის საშუალებები. რაკეტები აღარ აქვთ, გამშვები მოწყობილობები აღარ აქვთ, შესაბამისად, დაახლოებით 60% და 64%“,

    აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს შეთანხმების დადება სურს, მაგრამ უკვე გვიანია.

  • “ვგმობთ აზერბაიჯანის ნახიჩევანზე დრონებით შეტევას” – საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში ირანს არ ახსენებს

    “ვგმობთ აზერბაიჯანის ნახიჩევანზე დრონებით შეტევას” – საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში ირანს არ ახსენებს

    ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ “გმობს აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით შეტევას”. განცხადებაში ირანს არ ახსენებს, რომელსაც თავად აზერბაიჯანი თავდასხმაში ბრალს ოფიციალურად სდებს.

    “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე.მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს და მიმართულია რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ.საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით საქართველო გამოხატავს სოლიდარობას მოძმე აზერბაიჯანის მიმართ ამ რთულ ვითარებაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • ვმობთ ირანის ტერორისტულ აქტს,  მოგვიხადონ ბოდიში! – ალიევი

    ვმობთ ირანის ტერორისტულ აქტს, მოგვიხადონ ბოდიში! – ალიევი

    “ვმობთ ირანის ტერორისტულ აქტს, მოგვიხადონ ბოდიში! ” – აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის აეროპორტზე ირანის დრონებით იერიშს “ტერორისტული აქტი” უწოდა.

    “დღეს ირანმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი აზერბაიჯანის ტერიტორიის, აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო. აზერბაიჯანის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ მახინჯს ტერორისტულ აქტს. ირანის ოფიციალურმა პირებმა უნდა გააკეთონ ახსნა-განმარტება, ბოდიში მოუხადონ აზერბაიჯანულ მხარეს. ამ ტერორისტული აქტის ჩამდენი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ”, – თქვა ილჰამ ალიევმა.

  • ამ კანონების მიღება სამწუხაროა, აჩვენებს, რომ მთავრობა არ მიდის სწორი გზით – კალასი

    ამ კანონების მიღება სამწუხაროა, აჩვენებს, რომ მთავრობა არ მიდის სწორი გზით – კალასი

    “ამ კანონების მიღება ძალიან სამწუხაროა და აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა არ მიდის სწორი გზით, როდესაც საუბარია ევროინტეგრაციაზე”,

    ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა უპასუხა ევროსკოპის კითხვას ქართული ოცნების მიერ მიღებულ მორიგ რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით.

  • „ქართულმა ოცნებამ“ ქართული ინფრასტრუქტურა ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას“ გადასცა – ჯო უილსონი

    „ქართულმა ოცნებამ“ ქართული ინფრასტრუქტურა ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას“ გადასცა – ჯო უილსონი

    „ეს სახელმძღვანელო სრულად არის ასახული საქართველოს რესპუბლიკაში. ბიძინა ივანიშვილის და მისი „ქართული ოცნების“ დიქტატურამ დააპატიმრა თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი, არაფრად ჩააგდო ქართველი ხალხი, რომელსაც თავისუფლება და კეთილდღეობა სურს და არა ჩინეთის „ვალის ხაფანგის დიპლომატია“ და რუსული ოლიგარქია“, – აღნიშნა კონგრესმენმა.მისი მტკიცებით, რუსეთი დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილის ოპერაციების ბაზა და სიმდიდრის წყაროა, ხოლო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება „2024 წელს გაყალბებული არჩევნების გზით მიიტაცა, სწორედ ჩინეთი აწვდის მათ სათვალთვალო ტექნოლოგიების, პროპაგანდის არხების და ფინანსური მხარდაჭერის დიდ ნაწილს, რაც საჭიროა პროამერიკელი ქართველი ხალხის ნების ჩასახშობად. […] პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამართლიანად მიანიჭა პრიორიტეტი ცენტრალურ აზიას, შუა დერეფანს ჩვენი მიწოდების ჯაჭვის უზრუნველსაყოფად და დივერსიფიკაციისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ ქართული ინფრასტრუქტურა, ძირითადად, ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას“ ჩააბარა და ქვეყანა ვალის მონობაში გაყიდა. ამერიკის წვდომა შუა დერეფანზე არსებითად ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლდება“,

    ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, ჯო უილსონმა კომისიაში გამართულ მოსმენაზე – “რეაგირება ევროპაში ჩინეთის ინფილტრაციასა და იძულებაზე” – განაცხადა.