Category: ახალი ამბები

  • ბრიუსელი იქცა ბარიერად საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის – პაპუაშვილი

    ბრიუსელი იქცა ბარიერად საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის – პაპუაშვილი

    „უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ვესაუბროთ უშუალოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მის ხელმძღვანელობას, ვინაიდან, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ბრიუსელი იქცა ბარიერად საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ატარებს საკუთარ დღის წესრიგს და არა წევრი ქვეყნების ხალხების დღის წესრიგს. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, ერთი-ერთზე, პირდაპირ გვესაუბრა ჩვენს კოლეგებთან. ამ შემთხვევაში ლუქსემბურგის, საბერძნეთის პარლამენტების წარმომადგენლებთან და კიდევ ერთხელ აგვეხსნა, როგორ ვხედავთ ჩვენ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას. მიხარია, რომ ორივე კოლეგასთან გვქონდა ძალიან პოზიტიური საუბარი. შევთანხმდით, რომ პარლამენტებს შორის ურთიერთობა იქნება ინტენსიური ყველა დონეზე, როგორც პარლამენტების ხელმძღვანელობის, ისე კომიტეტების, თუ მეგობრობის ჯგუფის დონეზე. გვექნება ამ მხრივ ვიზიტების გაცვლაც და საუბარი ერთმანეთთან. ასეთი შეხვედრები აჩვენებს ხოლმე, რომ, სამწუხაროდ, ბრიუსელი, ნაცვლად იმისა, რომ იმოქმედოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო ინტერესებით, მოქმედებს საკუთარი დღის წესრიგით, რომელიც, რიგ შემთხვევაში, ევროკავშირის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება“,

    აცხადებს “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

  • 30 წელია, რაც „ევროპის გუნდი” დგას საქართველოს გვერდით როგორც კარგ, ისე რთულ დროს – ჰერჩინსკი

    30 წელია, რაც „ევროპის გუნდი” დგას საქართველოს გვერდით როგორც კარგ, ისე რთულ დროს – ჰერჩინსკი

    „ევროპის გუნდის“ (Team Europe) ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს რეგიონული განვითარების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და დემოკრატიული სიცოცხლისუნარიანობის მტკიცე მხარდაჭერას და ამ მიზნის კიდევ ერთხელ დადასტურებას.

    „ვიზიტმა, რომელშიც მონაწილეობდნენ ელჩები და დიპლომატები ავსტრიიდან, დანიიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, ლიეტუვიდან, ნიდერლანდებიდან და შვედეთიდან, ხაზი გაუსვა საერთო ევროპულ მისწრაფებას — რაც გულისხმობს გრძელვადიან ინვესტიციას ადამიანებში, ახალ შესაძლებლობებსა და ინკლუზიურ ზრდას საქართველოს რეგიონებში. მისიის მთავარი მიზანი იყო იმის ჩვენება, თუ როგორ აისახება ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობა კონკრეტულ შედეგებში: ახალგაზრდების გაძლიერებაში, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერაში, თემების განმტკიცებასა და ისეთი რეგიონების მდგრად განვითარებაში, როგორიც ქვემო ქართლია.

    „აქ, ბოლნისში, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის კოლეგასთან ერთად ყოფნა არის დასტური იმისა, რომ ჩვენ ერთგულად ვუჭერთ მხარს საქართველოს რეგიონების განვითარებას. ახალგაზრდებთან იდეების ცოცხალი გაცვლიდან დაწყებული, მეწარმეების ამბიციური სულისკვეთებით დასრულებული, ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის დახმარების რეალურ გავლენას. უკვე 30 წელია, რაც „ევროპის გუნდი” დგას საქართველოს გვერდით როგორც კარგ, ისე რთულ დროს — და ჩვენ ამას მომავალშიც გავაგრძელებთ“,

    განაცხადა საქართველოში EU-ს ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, რომელიც  ერთიანი და მომავალზე ორიენტირებული პარტნიორობის სადემონსტრაციოდ,  ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და დიპლომატებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

  • დასავლეთში ჩვენი სიტყვების უკვე აღარავის ეშინია – დუგინი

    დასავლეთში ჩვენი სიტყვების უკვე აღარავის ეშინია – დუგინი

    “დასავლეთში ჩვენი სიტყვების უკვე აღარავის ეშინია. სიტყვებისა და მუქარის შემცველი გამოსვლების ლიმიტი ამოიწურა. სანამ დამაჯერებლად არ მოვიქცევით, არაფერი შეიცვლება და ახლა ჩვენი მხრიდან ძალის 1-2 დემონსტრაცია აშკარად არ იქნება საკმარისი. დრო დაიკარგა, ძალიან დიდი დრო. ჩვენ დაჩქარება გვესაჭიროება. ამჯერად ისინი შანსსაც კი არ მოგვცემენ, რომ თავი მოგვაჩვენონ, თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა, თუკი კომპრომისზე წავალთ. მტერი ჩვენი დანებებითა და სრული სტრატეგიული მარცხით კმაყოფილი არ იქნება. ისინი მხოლოდ ზიანს არ მოგვაყენებენ, არამედ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს დამარცხებულმა მხარემაც აღიაროს. ჩვენი ხელმძღვანელობა გონს უნდა მოეგოს.”

    აცხადებს კრემლთან დაახლოებული ულტრანაციონალისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი.

  • ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! – კალაძე

    ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! – კალაძე

    „ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი ამას წყვეტს ქვეყნის მოსახლეობა. ის ილუზია, რაც თქვენ გაქვთ, რაც სალომე ზურაბიშვილს აქვს, რომ ვიღაცა გარედან ბრძანებას გასცემს, ვიღაცა ვიღაცას დააბარებს, ან მანიპულაციებს განახორციელებს ქართველ ხალხზე, არ გამოგივათ ეს.

    ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის, ვინ ვის ემსახურება, სალომე ზურაბიშვილი ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშ არის. ყველაფერი იცის ქართველმა ხალხმა.

    გინდა ინდივიდუალურად, ახალი პარტიები შექმნათ, ახალი სახელები დაირქვათ, არაფერი გეშველებათ. თქვენ ხართ მოღალატეები. ეს არის მოცემულობა და რეალობა, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რასაც აკეთებდით. აქ [ვგულისხმობ] ყველას ვინც, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ შემჩნეულია მტრულ საქმიანობაში, ყველას აბსოლუტურად“,

    ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც არჩევნების სჯერა და სურს, „ქართული ოცნების“ წასვლა არჩევნებით მოხდეს.

  • ურეკავდნენ  პენსიონერებს, დაეუფლნენ 125 000 ლარს – 2 ადამიანს ბრალი წარედგინა

    ურეკავდნენ პენსიონერებს, დაეუფლნენ 125 000 ლარს – 2 ადამიანს ბრალი წარედგინა

    პროკურატურის განცხადებით,  თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს 125 000 ლარის ოდენობით.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს (ძირითადად საპენსიო ასაკის პირებს), ეცნობოდნენ მათ როგორც კომუნალური მომსახურების კომპანიების წარმომადგენლები და სხვადასხვა სახის საგადასახადო შეღავათს სთავაზობდნენ.

    თაღლითური ჯგუფის წევრები დაზარალებულებისგან პერსონალურ მონაცემებს იგებდნენ. შემდგომ თაღლითური ჯგუფის წევრები, კვლავ უკავშირდებოდნენ დაზარალებულებს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და განუმარტავდნენ მათ, რომ პერსონალური მონაცემების “უცხო” პირისთვის გაზიარება გამოიწვევდა მათ ფინანსურ დაზარალებას. რისკის თავიდან ასაცილებლად და “დამრღვევთა” გამოსავლენად კი, თითქოს აუცილებელი იყო, დაზარალებულებს სრულად გადაეცათ მათი წარმომადგენლებისათვის ფინანსური დანაზოგი “ქეშის” სახით და სამართლებრივი გზით საკითხის მოგვარების შემდეგ კი თანხას უკან დაუბრუნებდნენ.

    ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი, დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” – წერია უწყების განცხადებაში.

  • საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია – პაპუაშვილი

    საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია – პაპუაშვილი

     

    “დღეს იქნება ასამბლეის ძირითადი დღე, როცა გვექნება შესაძლებლობა, ორმხრივ ფორმატში გავმართოთ შეხვედრები, მათ შორის შეხვედრა შედგება ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარეებთან. იქნება შესაძლებლობა, ასამბლეას სიტყვით მივმართო. კონფერენციაზე ჩვენი მთავარი სათქმელი ის ახალი საფრთხეებია, რომლებიც ყველა ქვეყანაში კარგად ჩანს. ყველა ქვეყანა ცდილობს, საკუთარი, ეროვნული ინტერესები გარე ჩარევებისგან დაიცვას და ამ მხრივ, ერთიანი მიდგომის საჭიროებაზე ვისაუბრებ, რომ გარე ჩარევის ჰიბრიდულ საფრთხეებს ერთგვაროვანი პასუხი გაეცეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან იქნება მსჯელობა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, იმ სამწუხარო მოცემულობაზე, რასაც ბრიუსელის მხრიდან ვხედავთ. სამწუხაროდ, დიალოგის რეჟიმს კეტავენ და ცალმხრივი დირექტივების მიდგომაა, რომელიც სულ უფრო მძლავრია ბრიუსელში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ხმა მივაწვდინოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს და ვაჩვენოთ, რომ გზა, რომელიც დღეს აქვს ბრიუსელს არჩეული საქართველოსთან და კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, სრულად აცდენილია ევროპულ ღირებულებებს. მნიშვნელოვანია, ევროპულმა პარლამენტმა ამ მხრივ საკუთარი პოზიციებიც აჩვენონ”,

    განაცხადა “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ  შალვა პაპუაშვილმა.

  • “იმედის” შემდეგ, ირაკლი რუხაძემ “ლიბერთი ბანკიც” გაყიდა

    “იმედის” შემდეგ, ირაკლი რუხაძემ “ლიბერთი ბანკიც” გაყიდა

    ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია იმედის შემდეგ ლიბერთი ბანკიც ახალ მფლობელს ოფიციალურად გადააბარა. აქციების 95.99 % ახლა “ბაზის ბანკის” მფლობელობაშია. კომპანიის, რომლის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარი იყო, გაყიდვის გადაწყვეტილებას მხარეები მათთვის მომგებიანი ფინანსური გარიგებით ხსნიან.

    ირაკლი რუხაძემ ლიბერთი ბანკის გაყიდვის სურვილი ოფიციალურად 2025 წელს გამოთქვა. 2026 წლის თებერვალში, ბრიტანული სანქციების გამოცხადების შემდეგ რუხაძემ გაყიდა “ტვ იმედიც”.

    • “აღნიშნული ტრანზაქცია უმნიშვნელოვანესი ეტაპია ორი წარმატებული ბანკის ისტორიაში. ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენა არის უნიკალური შესაძლებლობა ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსების სინერგიით შევქმნათ მძლავრი უნივერსალური ფინანსური პლატფორმა, რომელიც თანაბრად ძლიერია, როგორც ბიზნესის მხარდაჭერით, ისე საცალო მიმართულებით.ამ გარიგებით, ვაძლიერებთ კონკურენციას ბაზარზე, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე. დამატებითი რესურსები კი, მეტი ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობაა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.

    ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი,ბექა გოგიჩაიშვილი, აღნიშნავს – „ჩემთვის დიდი პატივი იყო ლიბერთის გუნდის ხელმძღვანელობა იმ პერიოდში, როდესაც ბანკმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და ზრდა განიცადა. მადლიერი ვარ თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის, რაც ბანკის წარმატების მთავარი საფუძველია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრანზაქცია შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბანკისთვის, მისი მომხმარებლებისა და გუნდისთვის, რაც საბოლოო ჯამში გააძლიერებს საბანკო სისტემას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას.“

    ირკვევა, რომ ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა, ასევე დაიკავებს ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციას.

    მიმდინარე ეტაპზე ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში, დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას. ბაზისბანკის მომხმარებლები მომსახურებას მიიღებენ ბაზისბანკში, ხოლო ლიბერთი ბანკის მომხმარებლები – ლიბერთი ბანკში.

    „ლიბერთი ბანკი“ მრავალი წელია ფლობს მონოპოლიას პენსიების გაცემაზე, შესაბამისად  მხოლოდ მას შეუძლია პენსიით უზრუნველყოფილი სესხის გაცემა – ქართველი პენსიონერები წინასწარ იღებენ რამდენიმე თვის პენსიას, ამაში კი „ლიბერთი ბანკი“ მაღალ პროცენტს მოითხოვს, შესაბამისად დიდი მოგებაც რჩება.

    რაც შეეხება „ბაზისბანკს“: „ბაზისბანკის“ მფლობელი ჩინური „ჰუალინგ ჯგუფია. “ბაზისბანკი” ბოლოს 2022 წელს გამსხვილდა, როცა უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები VTB ბანკს შეეხო, რომელსაც შვილობილი ბანკი საქართველოშიც ჰქონდა. სწორედ ბაზისბანკმა იყიდა მაშინ VTB ბანკის აქტივები.

  • თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქის გაუპატიურების ბრალდებით კაცი დააკავეს

    თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქის გაუპატიურების ბრალდებით კაცი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გაუპატიურების ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ე.დ. დააკავეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1996 წელს დაბადებულ ვ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა და მისი ნების საწინააღმდეგოდ სქესობრივი კავშირი დაამყარა.

    სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს”. – წერს შსს.

  • დარწმუნებული ვარ, ეს პროდემოკრატიული ძალები მხარს დაუჭერენ დემოკრატიას საქართველოში – იუკნევიჩიენე უნგრეთზე

    დარწმუნებული ვარ, ეს პროდემოკრატიული ძალები მხარს დაუჭერენ დემოკრატიას საქართველოში – იუკნევიჩიენე უნგრეთზე

    რა თქმა უნდა, ქართველებისთვის ეს იმედის წუთიცაა, თუმცა შესაძლოა არა მხოლოდ წუთი, რადგან საქართველოში არსებულ რეჟიმს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ორბანთან. სწორედ ორბანი და მისი მთავრობა, იყვნენ ისინი, ვინც ვეტო დაადო ბიძინა ივანიშვილისა და სხვა პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შემოთავაზებულ სანქციებს — იმის გამო, რაც მათ მომიტინგეების წინააღმდეგ ჩაიდინეს, რის გამოც დააპატიმრეს პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ბევრი ადამიანი კი ქუჩაში სცემეს. ახლა კიდევ ერთი გამოძიება გვაქვს იმის შესახებ, რომ გამოყენებული იქნა ქიმიური ნივთიერებები და ა.შ. ასე რომ, ვნახოთ. არ მინდა რაიმე ცარიელი დაპირებები მოგცეთ; თავად უნგრელების გადასაწყვეტია, როგორი იქნება მათი პოლიტიკა საქართველოს მიმართ. რა თქმა უნდა, ეს სწორად უნდა გავიგოთ —ახლა არჩევნების შემდგომი პირველი დღეებია და საქართველო არ არის მთავარი თემა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა ახალი ხელმძღვანელობა სულ სხვა ადამიანებისგან იქნება დაკომპლექტებული. იმედი მაქვს, ისინი აღადგენენ ურთიერთობას უკრაინასთან. დარწმუნებული ვარ, ეს პროდემოკრატიული ძალები მხარს დაუჭერენ დემოკრატიას სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც.

    ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენემ “ევროსკოპს” განუცხადა.

  • იმედია, ევროკავშირში ღირებულებითი კრიზისი დაიძლევა – ეკა სეფაშვილი

    იმედია, ევროკავშირში ღირებულებითი კრიზისი დაიძლევა – ეკა სეფაშვილი

    ევროპული ინტეგრაცია რომ საქართველოს ცივილური არჩევანია, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. ეს საქართველომ საუკუნეების წინ გადაწყვიტა და განუხრელად მიჰყვება ამ გზას, სწორედ იმ ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვით, რომელთა შექმნასა და განვითარებაში საქართველოსა და ქართველი ხალხის წვლილი უდიდესია […]

    დღესდღეობით, თუ ევროპული ინტეგრაცია შეფერხებულია, შეფერხებულია მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან, იმ მიზეზით, რომ სწორედ ისინი არ იცავენ იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რაც ქართველი ერისთვის ასე სანატრელი და სანუკვარია. თუმცა, მე იმედი მაქვს, ევროკავშირში ეს ღირებულებითი კრიზისი დაიძლევა და ჩვენს ჩვეულ რეჟიმში, ურთიერთპატივისცემით, ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობით გავაგრძელებთ ურთიერთთანამშრომლობას როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით, ასევე ხალხთაშორის, განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის მიმართულებითაც.

    თქვა ხალხის ძალის წევრმა, ეკა სეფაშვილმა პლენარულ სხდომაზე.