Category: ახალი ამბები

  • მადიარის ამბავზე ათასი რამე წავიკითხე.. ჩემი პოზიცია მინდა გასაგები იყოს „პოლიტიკოსები ხალხს არ უსმენენ“-ზე – ზურა ჯაფარიძე

    მადიარის ამბავზე ათასი რამე წავიკითხე.. ჩემი პოზიცია მინდა გასაგები იყოს „პოლიტიკოსები ხალხს არ უსმენენ“-ზე – ზურა ჯაფარიძე

    “მადიარის ამბავზე ათასი რამე წავიკითხე.. ჩემი პოზიცია მინდა გასაგები იყოს „პოლიტიკოსები ხალხს არ უსმენენ“-ზე” – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა-გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

    „მადიარის ამბავზე ათასი რამე წავიკითხე, მათ შორის ბევრი სწორი და ბევრად მეტი სისულელე. მხოლოდ ერთ რამეზე მინდა პასუხის გაცემა. უფრო სწორად ჩემი პოზიცია მინდა გასაგები იყოს „პოლიტიკოსები ხალხს არ უსმენენ“-ზე, მე ვის ვუსმენ:

    პირველ რიგში თუ ვინმეს ვუსმენ, ესაა ალიანსში მყოფი პოლიტიკოსები. არა იმიტომ რომ პოლიტიკოსებს ეძახიან, არც იმიტომ რომ მეტი ინფორმაცია და გამოცდილება აქვთ, არც იმიტომ რომ რაიმე განსაკუთრებული უნარები აქვთ (ეს ყველაფერი სხვადასხვა დოზით მართლა აქვს უმეტესობას). ეს ხალხი დგას ბრძოლის წინა ხაზზე. ამ ხალხს ხვდება ყველაზე მეტი ტყვია. ეს ხალხი რისკავს ყველაზე მეტად იმით, რაც ყველაზე ძვირფასი აქვთ. ეს ხალხი ვერ გატეხა და ვერ იყიდა აქამდე ბოროტმა, დაუნდობელმა, თუმცა ფულით სავსე სისტემამ. ამ ხალხს ემუქრება თავისუფლების დაკარგვა, ქვეყნიდან გადახვეწა ან უარესი. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გიცვლის თვალსაწიერს და ამ მომენტში ჩემთვის ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაფერი დანარჩენი, ვის რა ხასიათი აქვს, რა წარსული აქვს, რაშია მაგარი და რაშია სუსტი, მათ შორის ვის რა დამოკიდებულება აქვს ჩემს მიმართ, არის 37-ე ხარისხოვანი ახლა და აქ.

    კი, ვაშაძეს, ჩერგოს, ბოკუჩავას, ცუცქირიძეს, გვარამიას და სხვებს ვუსმენ პირველ რიგში. რომც არ ვეთანხმებოდე, დროს ვხარჯავ პირველ რიგში მათ მოსმენაზე.

    შემდეგ ვუსმენ იმ ადამიანებს ვინც დღეს ციხეში ზის და მათ შორისაც პირველ რიგში პოლიტიკოსებს. ამ ადამიანებმა დათმეს ყველაზე ძვირფასი – თავისუფლება. დათმეს რაღაცისთვის, რაც ჩათვალეს, რომ უფრო მნიშვნელოვანია. ნებისმიერს ციხეში მყოფთაგან შეუძლია გამოვიდეს ხვალვე, თუ უბრალოდ თავს დაუხრის სისტემას. და აქამდე არცერთს ეს არ გაუკეთებია. ჩემთვის გაცილებით ღირებულია ასეთი ადამიანების აზრი, ვიდრე ნებისმიერი სხვის. რას ფიქრობს ლაკა, ნიკა, მიშა, ხაბე, ირაკლი ნადირაძე, თორნიკე თოშხუა ან ნებისმიერი სხვა, ნებისმიერი სინდისის პატიმარი – ამის გაგებაზე ვხარჯავ დროს.

    შემდეგ ვუსმენ რუსთაველზე მყოფ ხალხს. ეს ხალხი ინახავს პროტესტის ნაკვერჩხალს, ამას აკეთებს 500 დღეზე მეტია, ქარში, წვიმაში, ყინვაში, თოვლში. საოცარი ხალხია. როცა ვახერხებ, ყოველ ჯერზე ვტკბები მათი ყურებით.

    ჩვეულებრივი კარგი ფილმია ის, რაც რუსთაველზე ყოველდღე ხდება, უბრალოდ დანახვის უნარია საჭირო. არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ ამ ბრძოლას მოვიგებთ, არა მხოლოდ რუსთაველზე მდგომნი, არამედ ყველა ერთად. მაგრამ ასევე არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ ეს მოგება აუცილებლად დაშენდება იმაზე, რაც რუსთაველზე ხდება და იმ ხალხის ბრძოლაზე, ვინც რუსთაველზე დგას. ამიტომ ვუსმენ ამ ხალხს. და ერთი ეკა ასათიანის ან ნიკო ცეცხლაძის აზრი ბევრად ძვირფასია ჩემთვის ვიდრე იმათი, ყოველდღე რომ ეთერებიდან იმოძღვრებიან.

    შემდეგ ვუსმენ იმათ ვინც მე მომყვება წლებია, მხარს მიჭერს სხვადასხვა ფორმით, გვერდში მიდგას, მათ შორის ხშირად ფიზიკურადაც. ამ წლების განმავლობაში ათასნაირი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მომიწია, მათ შორის კონტროვერსიულებისაც. იყო ისეთები, რომლებიც დღევანდელი გადმოსახედიდან შეცდომად მიმაჩნია. ძალიან მეეჭვება მხარდამჭერებში თუნდაც ერთი იყოს ისეთი, ვისაც ყველა ჩემი გადაწყვეტილება მოსწონებია ან ისეთი ვინც თუნდაც ერთ გადაწყვეტილებას არ გამოეყვანოს წყობიდან. მაგრამ ეს ადამიანები მენდობიან, ჩემთან ერთად ცხოვრობენ ამ ერთ ცხოვრებას და ეს ნდობა ჩემთვის დასაფასებელია. ამიტომ ვუსმენ მათ. ერთი გოგა ხაჩიძის ან თეკო გოგიას აზრი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე იმათი ვისაც ცხოვრებაში არაფერზე აუღია პასუხისმგებლობა.

    შემდეგ ვუსმენ უცნობ თუ ნაცნობ მოქალაქეებს, ადამიანებს რომლებიც მხვდებიან ეზოში, ქუჩაში, უბანში, რეგიონში, ტაქსიში, ყველგან სადაც სხვადასხვა დროს მიწევს ყოფნა. ყველა მელაპარაკება. ყველას ვუსმენ. ხანდახან საათობით. იშვიათი შემთხვევების გარდა, არასოდეს ვარ გაძლებაზე, რადგან მართლა მაინტერესებს რას ფიქრობენ, რას განიცდიან, რისი იმედი აქვთ, რა აქვთ ჩემთვის სათქმელი. სისულელეების მოსმენაც მიწევს ცხადია, მაგრამ მიღირს ამაში დროის ხარჯვა. სინამდვილეში ამ ხალხისგან და მათი მოსმენიდან ვიცი რომ მოვიგებთ. აქ მთავრდება ჩემი „ხალხის მოსმენა“. მეტი არც დრო მაქვს და არც სხვა ვინმეს მოსმენის ინტერესი“,- წერს ზურა-გირჩი ჯაფარიძე.

    როგორც ის აღნიშნავს, მხოლოდ მონდომებაა საჭირო.

    „მემკვიდრეობით არავის გვრგებია ეს არჩევანი. არავისზე მეტი არ მომეთხოვება. საერთოდ არაფერი მომეთხოვება. „მომეთხოვება“-ს გამო არასოდეს გამიკეთებია არაფერი“- წერს ჯაფარიძე „ფეისბუქზე“.

  • კომუნიკაციების კომისიის ახალ წევრად „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი აირჩიეს

    კომუნიკაციების კომისიის ახალ წევრად „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი აირჩიეს

    საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ანი ვაზაგაშვილი აირჩია. მის კანდიდატურას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მხარი „ქართული ოცნების“ 80-მა დეპუტატმა დაუჭირა. ინფორმაციას” მედიაჩეკერის“ ავრცელებს.

    ანი ვაზაგაშვილი ამ დრომდე სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.

    2024 წლამდე ის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი და იურისტი იყო.

  • გაკვეთილია მრავალი ავტორიტარული ქვეყნისთვის – ეს საქართველოს შემთხვევაცაა – ამორი უნგრეთზე

    გაკვეთილია მრავალი ავტორიტარული ქვეყნისთვის – ეს საქართველოს შემთხვევაცაა – ამორი უნგრეთზე

    „უნგრეთის ახალი მმართველების და მადიარის მიმართ დიდი მოლოდინები არსებობს, რადგან ორბანის მთავრობა ბოლო დროს ძალიან დესტრუქციული პარტნიორი იყო ევროკავშირის მრავალ საკითხში. თუმცა, უნგრეთის მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ როდესაც გსურთ სიტუაციის რადიკალურად შეცვლა და ავტორიტარული ტენდენციის შეჩერება – და ეს საქართველოს შემთხვევაცაა – ბევრი რამ უნდა გაიღო იმისთვის, რომ საზოგადოებას ერთიანი შეთავაზება წარუდგინოთ და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ ყველა ხმა გააერთიანოთ. ეს გაკვეთილია მრავალი ავტორიტარული ქვეყნისთვის. ვფიქრობ არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ თურქეთზეც. თქვენ ნამდვილად გჭირდებათ საზოგადოებას შესთავაზოთ ერთიანი, საერთო ხედვა, რათა დაძლიოთ ეს სიტუაცია; ამის შემდეგ პოლიტიკური თამაში კვლავ გაიხსნება და შეძლებთ კონკურენციას ჩვეულებრივ, დემოკრატიულ გარემოში. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია არა მხოლოდ უნგრეთისთვის. ეს კარგია ევროკავშირისთვისაც, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იმოქმედო მზარდ ავტორიტარულ ლანდშაფტში და რა გზით შეიძლება ამ ტენდენციასთან გამკლავება. მინდა ძალიან პირდაპირი ვიყო: ზოგჯერ უნგრეთს არგუმენტად იყენებდნენ – როცა უნგრეთი არ იყო მზად რაიმეს გასაკეთებლად, სხვები ამას ამოეფარებოდნენ ხოლმე. ვფიქრობ, ახლა გულწრფელობის კარგი მომენტია. არ ვიცი, რა პოზიცია ექნება უნგრეთის ახალ მთავრობას, მაგრამ აუცილებელია სხვა მთავრობების რეალური პოზიციების გამოაშკარავებაც, რადგან როდესაც მაგიდასთან აღარ გვეყოლება დესტრუქციული მხარე, ყველას მოუწევს საკუთარი პოლიტიკის მიმართ თანმიმდევრული იყოს. ეს კარგი მომენტია უკრაინასთან დაკავშირებითაც, თუმცა, ასევე ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება საქართველოს ახალი პოზიცია“,

    განაცხადა ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა.

  • თუ EU-ს საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს, მზად ვართ, EU-სთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ – ბოჭორიშვილი

    თუ EU-ს საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს, მზად ვართ, EU-სთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ – ბოჭორიშვილი

    ტყუილია, რომ თითქოს, ქართულმა ოცნებამ ცალმხრივი გადაწყვეტილებით, ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა. ქართულ ოცნებას ევროინტეგრაციის პროცესი არასოდეს შეუჩერებია – პირიქით, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს საქართველო, სხადასხვა მიმართულებით, ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები […] 2024 წელს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა ქართული ოცნების […]

    კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკებების გახსნაზე გადაწყვეტილებას ევროსაბჭო იღებს და არა თავად კანდიდატი ქვეყანა. დღეს აქ კიდევ ერთხელ ხმამაღლა შეგვიძლია განვაცხადოთ – საქმე შანტაჟის ნაცვლად. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მზად ვართ, ევროკავშირთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ, თუმცა ამისთვის მინიმუმ ისაა საჭირო, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას დაუბრუნდეს.

    თქვა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა

  • 17 აპრილიდან სულხან-საბას და პავლე ინგოროყვას ქუჩების სრული რეაბილიტაცია დაიწყება – კალაძე

    17 აპრილიდან სულხან-საბას და პავლე ინგოროყვას ქუჩების სრული რეაბილიტაცია დაიწყება – კალაძე

    კახა კალაძის განცხახდებით, სულხან-საბას და პავლე ინგოროყვას ქუჩების სრულ რეაბილიტაცია-განახლებას იწყებენ. როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, სამუშაოები 17 აპრილიდან დაიწყება და ორ ეტაპად წარიმართება.

    “თბილისის განვითარების ფონდი იწყებს ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს – სულხან-საბადა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია-განახლების სამუშაოებს. სამუშაოების მიზანი, რომელიც 17 აპრილიდან დაიწყება, დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენა-რეაბილიტაციაა.

    სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია, გვყავს გამარჯვებული 4 კომპანია, რომლებიც დათქმულ ვადებში განახორციელებენ სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით. პროექტი 2 ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშ კომუნიკაციების და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას , ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა რესტავრაციას.

    პირველ ეტაპზე სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოსურად განთავსებული და ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება, ძალიან მძიმე მდგომარეობაა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და პირველი რაც გაკეთდება, იქნება კომუნიკაციების მოწესრიგება, რომ შემდგომში უკვე რეაბილიტირებულ და განახლებულ შენობებს არანაირი საფრთხე არ შეუქმნას მიწისქვეშა წყლებმა და კომუნიკაციებმა”. – განაცხადა კალაძემ.

  • დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარ ძაღლს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა

    დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარ ძაღლს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა

    სიღნაღში დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარ ძაღლს ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მან ცხოველს ბასრი ნივთით ავნო და შემთხვევის შემდეგ მიიმალა.

    დაშავებული ძაღლი თავშესაფარშია გადაყვანილი და შესაბამის მკურნალობას გადის. შსს-ში აღნიშნავენ, რომ დაკავებული 49 წლისაა და წარსულშიც ყოფილა ნასამართლევი.

    აქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

  • ერთიანი ევროპის იდეამ მოლდოვაში გაიმარჯვა, ახლა უნგრეთში, უნდა გასამდეს ჩვენთან

    ერთიანი ევროპის იდეამ მოლდოვაში გაიმარჯვა, ახლა უნგრეთში, უნდა გასამდეს ჩვენთან

    გაუმარჯოს ევროპულ უნგრეთს! თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმები ორ ძირითად რამეზე აკეთებენ გათვლას: რეჟიმებს შორის სოლიდარობა და ურთიერთმხარდაჭერა.

    დასავლეთის ინერტულობა და უმოქმედობა ავტოკრატიული რეჟიმები, რომლებიც ერთმანეთს მხარს უჭერენ, უფრო და უფრო ნაკლები რჩება, ხოლო დასავლეთი მზარდად მოქმედია.

    ერთიანი ევროპის იდეამ ჯერ მოლდოვეთში გაიმარჯვა, ახლა – უნგრეთში. ტენდენციად რომ ვაქციოთ, უნდა გასამდეს ჩვენთან. ტყუილი საპნის ბუშტივით სკდება, გამძლეობას კი შედეგი მოაქვს. ერთი, რაც ნამდვილად შეგვიძლია ვისწავლოთ უნგრეთისგან არის, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა ავტორიტარიზმს საზღვრებს უწესებს, რაც ასე სჭირდება ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას. ბოლომდე! რუსთავის ქალთა ციხე

    ასე ეხმაურება „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, უნგრეთში პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის არჩევნებში დამარცხებას და ოპოზიციური პარტია „ტისას“ გამარჯვებას.

  • უნგრეთი დაბრუნდა ევროპის გულში, სადაც მისი ადგილი ყოველთვის იყო – ლაიენი

    უნგრეთი დაბრუნდა ევროპის გულში, სადაც მისი ადგილი ყოველთვის იყო – ლაიენი

    “უნგრეთი დაბრუნდა ევროპის გულში, სადაც მისი ადგილი ყოველთვის იყო. ეს, პირველ რიგში, არის უნგრელი ხალხის მომენტი.

    წინ გველის სწრაფი მუშაობა აღდგენის, გარდაქმნისა და რეფორმებისთვის. კანონის უზენაესობის აღდგენა; ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებთან შესაბამისობაში გარდაქმნა; და რეფორმები – რათა გაიხსნას ევროპული ინვესტიციებით შემოთავაზებული შესაძლებლობები”,

     

    ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დეერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა.

  • ბატონი ორბანი ყოველთვის დარჩება მეგობრად  – კირცხალია

    ბატონი ორბანი ყოველთვის დარჩება მეგობრად – კირცხალია

    ჩვენი საპარლამენტო გუნდიდან წარმომადგენლები, დამკვირვებლები რომლებიც მიწვეულები იყვნენ, ჩავიდნენ უნგრეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად და დააკვირდნენ. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებას. პერსონალურად ბატონ ორბანთან ყველას შეიძლება ჰქონდეს მეგობრული დამოკიდებულება, ერთია მეგობრული დამოკიდებულება და ურთიერთობა და მეორეა, როდესაც პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის კურსი, რომელიც იყო სრულ თანხვედრაში ახლადარჩეულმა მომავალმა პრემიერმინისტრმა

    განაცხადა და ეს არის ასე ვთქვათ, იმ შეკვეთის შესრულება, რაც აქვს უნგრელ ხალხს.

    ბატონ ორბანთან მეგობრობა იქნება ყოველთვის დაფასებული, ბატონი ორბანი ყოველთვის დარჩება მეგობრად, ყოველთვის ვეტყვით მადლობას იმ ურთიერთობისთვის, მხარდაჭერისთვის, გვერდით დგომისთვის და იმ პოლიტიკისთვის, რა პოლიტიკაც ჰქონდა თავის ქვეყანას და რომელ პოლიტიკასაც უჭერდა მხარს ჩვენი ქვეყანა და რომელიც მოდიოდა სრულ თანხვედრაში ამ ღირებულებით ბრძოლაში.

    განაცხადა “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ უნგრეთის არჩევნებთან დაკავშირებით და პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

  • საუბარი შეეხო პროტესტის დროს დაკავებულებს, დაკავებულ პოლიტიკოსებს, მზია ამაღლობელს – იოსელიანი მაიკლ ო’ფლაერტთან შეხვედრაზე

    საუბარი შეეხო პროტესტის დროს დაკავებულებს, დაკავებულ პოლიტიკოსებს, მზია ამაღლობელს – იოსელიანი მაიკლ ო’ფლაერტთან შეხვედრაზე

    ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარის, მაიკლ ო’ფლაერტისა და საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეხვედრა დასრულდა.

    „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, საუბარი შეეხებოდა ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში. აინტერესებდა, მე როგორც სახალხო დამცველი, რა პროცესებში ვარ ჩართული და ის ანგარიში, რომელიც პარლამენტში წარვადგინე – ამ ანგარიშის ირგვლივ გვქონდა საუბარი. რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას.

    ასევე, პროტესტის შედეგად დაკავებული ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც ახლა საპატიმროებში არიან. ამავე დროს, დაისვა შეკითხვები, არიან თუ არა პასუხისგებაში მიცემული ის პირები, რომლებიც შესაძლოა იყვნენ დამნაშავეები ადამიანების ცემაში.

    ასევე, ერთ-ერთი საკითხი იყო, ზოგადად ორგანიზაციების მდგომარეობა საქართველოში. ბოლო ცვლილებები საკანონმდებლო სისტემაში, რომელიც პარლამენტში იქნა მიღებული.

    საუბარი ზოგადად ყველაფერზე გვქონდა, მათ შორის, დაკავებულ პოლიტიკოსებზეც. აინტერესებდა მათი მდგომარეობა, მათ შორის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელის მდგომარეობა და დაინტერესდა საპატიმროში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ყველაფერზე მივაწოდეთ ინფორმაცია, რაშიც ჩართულები ვართ და რის ირგვლივაც ჩვენ გვიმუშავია.

    საუბრის ერთ-ერთი თემა იყო „გრანტების შესახებ“ კანონში, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და სხვა კანონებში შესული ცვლილებები.

    კარგი შეხვედრა იყო და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც 2 წელია მაკავშირებს, გაგრძელდება. შარშანაც იყო და წელსაც ჩამოვიდა და ვფიქრობ სწორია. ადამიანის უფლებების მდგომარეობა არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად, მისთვის მნიშვნელოვანია. ის აქედან სხვა ქვეყნებში მიდის. მე მოხარული ვარ მისი ჩამოსვლით რადგან, როდესაც მე სტრასბურგში ჩავდივარ, ყოველთვის ვცდილობ მას შევხვდე და ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენთვის საერთოა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.