Category: ახალი ამბები

  • “პროკურატურაში მიბარებენ მოწმის სახით, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით” – ხაზარაძე

    “დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით და ვნახავ ბიძინას მორჩილი პროკურატურა როგორ მოიქცევა.

    ყველგან გავიმარჯვებთ!!”

    წერს ამის შესახებ, “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

  • ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით 3 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან, მოვითხოვოთ საჩივრების სამართლიანი განხილვა – მელია

    სპორტის სასახლის ნაცვლად, ოპოზიცია დღეს 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბება – ინფორმაციას ნიკა მელია ავრცელებს.

    “დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩაინიშნა, არასამთავრობოების საჩივრების განხილვა, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით.
    მას შემდეგ, რაც გუშინ, მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა თეთრწყაროში, სადაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

    “სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. ”

    მნიშვნელოვანია დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა – ყველგან!
    შესაბამისად, ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით 3 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან
    მის: გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა (დიღომი)”  წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.

  • ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ.. ”ოცნებასთან” პარტნიორობის გადახედვას განვაგრძობთ – მილერი

    რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ნათლად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ამბიციას, გახდნენ ევროკავშირის წევრები და მათ შემდგომ იტეგრაციას ევროატლანტიკურ პარტნიორებთან. თქვენ იცით, რომ საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობის გადახედვას განვაგრძობთ.

    თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა

  • მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას, ხელახალ არჩევნებს – არ გავჩერდებით! – ხაზარაძე

    დაწყებულია წინააღმდეგობის პროცესი – მოვითხოვთ, საერთაშორისო გამოძიებას და ხელახალ არჩევნებს! არ გავჩერდებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე ხალხთან ერთად! ამ ხელისუფლებას არ მივცემთ მოსვენების საშუალებას. ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ამ უკანონო პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას! ყველანი უნდა ვიყოთ ქუჩაში, დავიცვათ ჩვენი თითოეული მოქალაქის ხმა და მომავალი! ეს ბრძოლა თითოეული ჩვენგანის ბრძოლაა და არ არსებობს, რომ ჩვენ ეს ვინმეს დავუთმოთ!

    წერს კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

  • სასამართლო სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, დადგინდა, რომ არჩევანი ხილვადია – საია

    საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის ცნობით, სასამართლო სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, დადგინდა, რომ არჩევანი ხილვადია. ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში წერენ.

    “მიმდინარე პროცესის ფარგლებში, მოსამართლემ საიას შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შემთხვევითი შერჩევით წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი 3-3 უბნის ბიულეტენები, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალია.

    მოსამართლემ ასევე მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია” – წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

  • ”თბილისი ვერ განაგრძობს ცხოვრებას ავტოკრატ ოლიგარქის პირობებში” – ნიკა მელია

    „ოპოზიციური ჯგუფების ლიდერებს გვაქვს არა მხოლოდ პოლიტიკური ვალდებულება, არამედ ადამიანური ვალდებულებაც, რომ ჩვენი ყოველდღიური აქტიურობით აღვადგინოთ სამართლიანობა და ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები, საქართველოსთვის დამოუკიდებელი და ამ პროცესში გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას თბილისმა. ყველაზე დიდი გაყალბების მასშტაბი ამ ქალაქში იყო. ამის მიუხედავად, არ ეყოთ. ძალიან მაგარი ამბავია, რომ ყველა ოპოზიციური ჯგუფი არის კონსოლიდირებული თქვენს გარშემო და მიზანი იქნება მიღწეული ყოველდღიური, მართალი და ღირსებით სავსე ბრძოლით, თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში.

    ჩვეულებისამებრ თბილისი ვერ განაგრძობს ცხოვრებას ავტოკრატ ოლიგარქის პირობებში, რომელმაც ევროპული და ეროვნული მომავალი მოგვპარა, მისი ჭკუით. ჩვენ ამ გამარჯვებას უკან დავიბრუნებთ ყოველდღიური ბრძოლით და მოვა ის დღე და ის დღეები, როცა მთელი თბილისი და მთელი საქართველო, თბილისის ყველა წამყვან მოედანსა და გამზირზე დავდგებით იმისათვის, რომ არა მარტო სიმართლითა და ღირსებით, არამედ ჩვენი სიმრავლით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და პირდაპირი დემოკრატია დავამყაროთ ქვეყანაში, სადაც ქართველი ადამიანი და საქართველოს მოქალაქე, როგორც ამომრჩეველი, იქნება ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, ამიტომ თანმიმდევრულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მხნეობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მოტივაციას – ყველაფერი გვაქვს, მაშასადამე, წინ გამარჯვებისკენ, წინ მომავლისკენ. ქუჩაში იქნება წვიმა, თოვლი, ქარი, ჩვენ ვართ ქუჩაში და ვიქნებით მიზნის მიღწევამდე”

    ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველის მოედნისკენ მსვლელობის მონაწილეებს.

  • “არჩევნების შემდგომი სიტუაცია ისევ შემაშფოთებელია” – ლეიენი ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა

    “ახლახან ველაპარაკე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. არჩევნების შემდგომი მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელია. თუ საქართველოს სურს შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირისკენ, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები ლიდერებისგან. ჩვენი გაფართოების ანგარიში გზას გვაჩვენებს”,

    ევროპარლამენტის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეიენი ტელეფონით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ესაუბრა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

  • აწიოს ერთი ადგლი ქალბატონმა ზურაბიშვილმა, მივიდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას – კალაძე

    პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება და მოწოდებებიც გაკეთა, სხვათა შორის, რომ ქალბატონმა ზურაბიშვილმა კეთილი ინებოს, წაბრძანდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, წარადგინოს მტკიცებულებები. მოწოდებები არ გაგიგიათ ამის შესახებ? ჰოდა, კეთილი ინებოს, აწიოს ერთი ადგილი, მივიდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, წარმოადგინოს ყველა მტკიცებულება

    განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

  • ლევანი ბავშვობის მეგობარია.. რამდენიმე თვეა კომუნიკაცია არ მქონია..ლევანზე ლაპარაკი არ მინდა – ელისაშვილი

    ლევანი ჩემი ბავშვობის მეგობარია, თუმცა მასთან რამდენიმე თვეა კომუნიკაცია არ მქონია, რადგან ბევრი რამ ჩემთვისაც უბრალოდ აუხსნელია. არ მინდა ამაზე ლაპარაკი… არჩევნების გაუქმება იყო, ადამიანებზე ზეწოლა, მილიონი ფაქტია როგორ აიძულებდნენ სოციალურად დაუცველებს ხმის მიცემას, პასპორტების ჩამოართმევა საჯარო უწყებებში – ეს თუ ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის არ ვიცი, ეს იყო აღვირახსნილობა. ლევანზე ლაპარაკი არ მინდა.

    განაცხადა ალეკო ელისაშვილმა სახალხო დამცველზე, ლევან იოსელიანზე საუბრისას.

  • აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიმტკიცით! მტკიცედ დადექით, მოლდოვა თქვენთანაა! – მაია სანდუ ქართველებს

    „მივმართავ ქართველ ხალხს: აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიმტკიცით, აშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი. მტკიცედ დადექით – მოლდოვა თქვენთანაა. […] მოლდოველებმა გუშინ ჩვენს ევროპულ გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს. მაგრამ ბრძოლა დემოკრატიისთვის მოლდოვაში და ჩვენს რეგიონში გრძელდება“,

    ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.