ახლახან მივულოცე დონალდ ტრამპს აშშ-ს პრეზიდენტად არჩევა. მისი ხელმძღვანელობა კვლავ იქნება ჩვენი ალიანსის სიძლიერის შენარჩუნების საკვანძო გასაღები. მოუთმენლად ველი მასთან ერთად კიდევ ერთხელ მუშაობას, რათა NATO-ს გაძლიერებით ხელი შევუწყოთ მშვიდობას.
Category: ახალი ამბები
-
მოუთმენლად ველი მასთან კვლავ მუშაობას – რუტემ ტრამპს გამარჯვება მიულოცა
-

ერთი გასვენება ხალხი ვერ შეუკრებიათ, ხვალ-ზეგ ყველა “შემოლაგდება” პარლამენტში – კალაძე
არანაირი ფასი არ აქვთ. ხომ ხედავთ, რომ სოცმედია მიაქვს ხუმრობებს ამ აქციებთან დაკავშირებით. ერთი გასვენება ხალხი ვერ შეუკრებიათ, დადიან აღმა-დაღმა, რას მიედ-მოედებიან თვითონაც არ იციან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არის მცდელობა, თავიანთ ამომრჩეველს ანახონ, თითქოს იბრძვიან. არადა, ხვალ-ზეგ, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ყველა „შემოლაგდება“ პარლამენტში.
-

გაითვალისწინეთ, რომ ჯაველინები ტრამპის ადმინისტრაციისგან მივიღეთ – ჩერგოლეიშვილი
“გაითვალისწინეთ, რომ ჯაველინები ტრამპის ადმინისტრაციისგან მივიღეთ”- ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მეგობრებო დამშვიდდით.
ისედაც არეულ სამყაროს ტრამპი მეტად ვეღარ არევს.
შეერთებული შტატები არაა მხოლოდ მისი პრეზიდენტი.
შეერთებული შტატები არის მისი კონსტიტუცია და ინსტიტუტები, რომლებიც აკავებენ და აწონასწორებენ პრეზიდენტს და ერთმანეთს.
ამიტომ კატასტროფიზმი შეწყვიტეთ და ვისურვოთ, რომ ისეთი საგარეო გუნდი ყავდეს, სითიზენ კეინთან პარალელები არ მოგვიწიოს. 
გაითვალისწინეთ, რომ ჯაველინები ტრამპის ადმინისტრაციისგან მივიღეთ.
მოკლედ, მე ვარ ქართველი და ამერიკაში მინდა ისეთი პრეზიდენტი, რომელიც სამეზობლოში რუსეთს არ გააბლატავებს.
ეს ასე მოხდება, თუ არ მოხდება, გასაგები მხოლოდ მას მერე გახდება, რაც გუნდი ჩამოყალიბდება და საგარეო ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს.
God Bless America ?? Long Live Free Georgia ??”-აცხადებს ჩერგოლეიშვილი.
-

ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს არჩევნებში მის გადამწყვეტ გამარჯვებას – კობახიძე
ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში მის გადამწყვეტ გამარჯვებას.მე დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპის ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს მშვიდობას, როგორც გლობალურად, ისე ჩვენს რეგიონში და საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას უზრუნველყოფს
-

ახლა, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ძლიერი ამერიკა – ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს
“გილოცავთ არჩევას, ბატონო პრეზიდენტო.ძლიერი აშშ – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და 33 წლის მეგობარი – ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად და ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად,”
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
-
ეს არის ამერიკის ოქროს ხანის დასაწყისი.. გამოვაჯანმრთელებთ ჩვენს ქვეყანას – ტრამპი
“ჩვენ გამოვაჯანმრთელებთ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ახლა დახმარება სჭირდება. მოვაგვარებთ საზღვრის პრობლემას და ყველაფერს, რაც გვაწუხებს. ჩვენ დღეს ისტორია დავწერეთ და აქამდე რთული გზა გავიარეთ, გადავლახეთ დაბრკოლებები, რომელთა გადალახვა ბევრს შეუძლებელი ეგონა. ეს არის პოლიტიკური გამარჯვება, რომლის მსგავსი ადრე არავის უნახავს. ეს არის ამერიკის ოქროს ხანის დასაწყისი. ეს არის ამერიკელი ხალხის დიდებული გამარჯვება, რომელიც დაგეხმარება, რომ ამერიკა ისევ დიდებული გავხადოთ.”
დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
-

მათი რესურსი, რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქუჩაში, ნულის ტოლია – კობახიძე
„ქუჩას და არჩევნების მოგებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი და ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა. ამ არჩევნებზე გამოჩნდა, რომ მათ არ აქვთ არავითარი სამოქალაქო მხარდაჭერა, პირიქით, მათი მხარდაჭერა შემცირდა 4 წლის წინანდელ არჩევნებთან შედარებით, აქედან გამომდინარე, მათი რესურსი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქუჩაში, ნულის ტოლია. თუმცა, მათ თავი აქვთ გასამართლებელი საკუთარ მხარდამჭერებთან, ისინი საკუთარ მხარდამჭერებსაც კი ატყუებდნენ, რომ იგებდნენ არჩევნებს. ახლა ცდილობენ, სხვას გადააბრალონ ეს ტყუილი. სინამდვილეში, მათ უწევთ ამ ტყუილისთვის თავის მართლება. 2020 წელს მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, ეს იყო მოლაპარაკებები, რომელიც იძულების წესით წარიმართა ჩვენი მონაწილეობით და შემდეგ იყო აპრილის შეთანხმება, რაც ნიშნავდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის დროებით გასვლას, ეს იყო წნეხის ქვეშ ხელმოწერილი პოლიტიკური შეთანხმება. ახლა არც იმის რესურსი აქვთ, რომ ხელისუფლება აიძულონ, შევიდეს ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში და მით უმეტეს გაფორმდეს რაიმე ტიპის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც ქვეყანას კიდევ ერთხელ გაიყვანს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ამიტომ, წელს ოპოზიციას იმის რესურსიც არ აქვს, რაც ჰქონდა თუნდაც 4 წლის წინ. ჩვენ ვართ ყველანაირად მომზადებული იმისთვის, რომ დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის ხმა, 1 120 000 ადამიანის ხმა.
არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, იყო სამართლიანი, კონკურენტული და, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ამ პოლიტიკურ ძალებს ჩვენ ვერ მივცემთ რაიმე სხვა პროცესების წარმართვის საშუალებას.”
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
-
ვიქნებით თბილისის ქუჩებში, ვიდრე რეჟიმს სიმრავლით არ მოვგუდავთ! – მელია
“მეგობრებო, მადლობა ამ სიმართლისთვის, ამ გამძლეობისთვის, ამ ჟინისთვის და ყოველ დღე, რითაც დავიწყეთ ეს პროცესი, ამით ვაგრძელებთ. ყოველდღიურად იქნება ქარი, აგვეჩეჩება თმა თუ არ აგვეჩეჩება, გვაწვიმს თუ არა, მოთოვს თუ არ მოთოვს, ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, ქუჩებში, სანამ ყველანი არ დავდგებით საპროტესტოდ და რეჟიმს დემოკრატიულად, ჩვენი სიმრავლით არ მოვგუდავთ – ეს არის ამოცანა და მიზანი”,
ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს, რომლებმაც სპორტის სასახლესთან გადაინაცვლეს.
-
”სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის” საპროტესტო ბანერის გამო 1500 ლარით დააჯარიმეს
სადამკვირვებლო კოალიციის, ჩემი ხმის წევრი ორგანიზაციის, სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის ცნობით, საკუთარი ოფისის აივანზე ჩამოკიდებული ბანერის გამო, მუნიციპალურმა ინსპექციამ ორგანიზაცია 1 500 ლარით დააჯარიმა.
“დაგვაჯარიმეს 1500 ლარით და გვითხრეს, კიდევ მოვალთ და 3000 ლარით დაგაჯარიმებთო. გვედავებიან, რომ ეს არის უკანონო რეკლამა. შენობა მდებარეობს ქალაქ ოზურგეთში. მოგვიყენეს მუხლი, თითქოს გვაქვს განთავსებული უკანონო რეკლამა და ჩვენ ვუხსნიდით მათ, რომ ეს არის პროტესტი, ჩვენ გამოვხატავთ პროტესტს გაყალბებული არჩევნების მიმართ. ჩვენი ორგანიზაცია არის სადამკვირვებლო კოალიციის, ჩემი ხმის წევრი. უშუალოდ ჩვენმა კოალიციამ დადო გაყალბების უამრავი ფაქტი გაყალბების. შესაბამისად, ამას ვაპროტესტებთ, ჩვენ ვართ სამოქალაქო აქტივისტები და ჩვენივე ოფისის აივანზე ვაპროტესტებდით მოპარულ არჩევნებს. ეს არის თეთრ ნაჭერზე გაკეთებული წარწერა, რომელიც თოკებით არის მიბმული ჩვენს აივანზე და ამის გამო გვაჯარიმებს ზედამხედველობის სამსახური. გვიზღუდავენ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, გამოხატვის უფლებას – ეს არის ქვეყნისთვის უკვე დიაგნოზი, ეს თუ “გაუვიდათ”, ყველა ორგანიზაციაში შევლენ და სამოქალაქო ორგანიზაციებს შეუზღუდავენ გამოხატვის უფლებას. ეს ხდება ავტორიტარულ ქვეყნებში, ეს ხომ ნორმალურ ქვეყნებში არ ხდება.
გვედავებიან, თითქოსდა განათავსეთ უკანონო რეკლამა. ვკითხე, შეგიძლიათ მითხრათ რას ვარეკლამებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, პასუხი ვერ ექნებოდათ. ბოლოსკენ, როცა გადიოდნენ, გვითხრეს, რომ კიდე მოვალთ და 3000 ლარით დაგაჯარიმებთო”. – განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ოთარ რევიშვილმა. -
ცესკო არ და ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად ! – ცესკოს პრესსპიკერის ოპოზიციას
ცენტრალური საარჩევნო კომისია არ და ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად. მიმდინარეობს, როგორც მოგეხსენებათ, სასამართლოებში საჩივრების განხილვის პროცესი და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, ამის შემდეგ ჩაინიშნება სხდომა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. თქვენ იცით, რომ სასამართლოში საჩივრების განხილვის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა შეაჯამონ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები და ამის შემდეგ იქნება შესაბამისი კანონით დადგენილი პროცედურები და ბოლოს იქნება უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, რითიც შეჯამდება პარლამენტის არჩევნები,
ასე პასუხობს ენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი უწყების ოპოზიციონერ წევრებს, რომლებმაც კალანდარიშვილს სხდომის სასწრაფოდ ჩატარება და არჩევნების არჩატარებულად გამოცხადება მოსთხოვეს.