Category: ახალი ამბები

  • საოლქო კომისიები არც კი ხდიან სადავოდ იმას, რომ ბიულეტენები ჟონავდა – საია

    ‘საოლქო კომისიები არც კი ხდიან სადავოდ იმას, რომ ბიულეტენები ჟონავდა ” – წერს ამის შეასახებ სოციალურ ქსელში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე.

    “ოლქებმა უკვე ჩაგვაბარეს გადაწყვეტილებები ხმის ფარულობის საკითხზე. არც კი ხდიან სადავოდ იმას, რომ კამერები ყველგან იდგა და ბიულეტენები ჟონავდა. ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ყველაფერი ამომრჩეველს დააბრალოს.მოკლედ რომ შევაჯამოთ, ცესკო გვეუბნება, რომ ბიულეტენი კი ჟონავს, მაგრამ ამომრჩეველი თუ მოხერხებული იქნებოდა, შეძლებდა დაეფარა გაფერადებული წრე უკანა მხარეს, რომელიც წესით მარტო წინა მხარეს უნდა ჩანდეს.

    24 მოსამართლეს, ვისაც დღეს და ხვალ ჩვენი 24 სარჩელი დაეწერება, ეძლევა შანსი, ეს აბსურდი დაასრულოს”, – წერს ქურდოვანიძე ფეისბუქზე.

  • მოსკოვს კარტები წინასწარ არ უნდა გავუშალოთ! – გია ჯაფარიძე სამოქმედო გეგმაზე

    სამოქმედო გეგმას რაც შეეხება – ბავშვობაში ჭადრაკი მითამაშია და მოწინააღმდეგეს სვლას წინასწარ არასოდეს ვეუბნებით. ასევე, ბანქოს თამაშის დროს, მოწინააღმდეგეს, ვისაც ვეთამაშებით, კარტებს არასოდეს ვუშლით. თუ ვინმეს სურს, რომ კონკრეტულად დაიწეროს, დღეს, ხვალ, ზეგ და მაზეგ რას ვაკეთებთ, ეს ასე არ იქნება, იმიტომ, რომ არავინ აპირებს, მოსკოვს კარტები გაუშალოს და თავისი სვლა წინასწარ აცნობოს. მე მგონი, ამ ქვეყანაში ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს იყო ФСБ-ს, ანუ მოსკოვის სპეცოპერაცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ჩატარდა. როცა ისეთი მოწინააღმდეგე გვყავს, როგორიც მოსკოვია, ჩვენი სვლა და მოქმედების გეგმა წინასწარ არ უნდა ვუთხრათ.

    თქვა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გია ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში.

  • მეზვრიშვილი ამბობს, რომ ელექტორნული აპარატებიდან ინფორმაციას შლიან

    მეზვრიშვილი ამბობს, რომ ელექტორნული აპარატებიდან ინფორმაციას შლიან

    “დღეს ეს ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ორ ადგილას, როგორიცაა ცესკოს სერვერები და ელექტრონული აპარატები. ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა.

    ამის დასტურია, ის აბსურდული პასუხი, რომელიც ცესკო-მ მოგვაწოდა. თითოეული დაგვიანებული დღე ჰქმნის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების განადგურების რისკს, რაც მხოლოდ ქართული ოცნების ინტერესშია.

    ამიტომ ჩვენ მივმართეთ სასამართლოს მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა, ყველგან, სადაც ის ინახება და აიძულოს ცესკო შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული ოცნება მოახერხებს მტკიცებულებების განადგურებას ნებისმიერი ობიექტური გამოძიებისთვის და შეუძლებელი გახდება ასობით ამომრჩევლის საარჩევნო უფლების დაცვა”,

    განაცხადა ამის შესახებ, გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

  • “წარმოუდგენელია შემოსულიყო, სხვა რამეშია საქმე” – მდინარაძე რუს პროპაგანდისტზე

    “დარწმუნებული ვარ ან არა აქვს დარღვეული [საოკუპაციო კანონი], ან შესაბამისი მონაცემები არ არსებობს. გავარკვევ, თუ ბაზებში იყო ასეთი მონაცემი და მართლაც დარღვეული აქვს, წარმოუდგენელია შემოსულიყო, რაღაცა სხვა რამეშია საქმე, როგორც სხვა შემთხვევებში…. ახლაც ტყუილი მგონია, მაგრამ შეიძლება არ არის ტყუილი, რაღაცა შეცდომა მოხდა”

    ამბობს “ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე.

  • თუ შეაცურებ, როგორც წესი და რიგია, ამხელა კონვერტი იმიტომ ადევს, რომ ფარულობა იყოს დაცული -მდინარაძე

    “ხმების ფარულობაზე რომ ლაპარაკობენ, ის კონვერტი იმიტომ არის, მელანი რომ გამოვა, კონვერტმა ვიღაცის თვალისგან დაიცვას. დათვლის დროს რომ ამოიღებ, კი ბატონო, შეხედავ, რომ მელანი გამოჟონილია, მაგრამ თუ შეაცურებ, როგორც წესი და რიგია, ამხელა კონვერტი იმიტომ ადევს, რომ ფარულობა იყოს დაცული”

    განაცხადა “ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

  • ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ პარლამენტის შეკრება ვერ შედგეს – გვარამია

    აქცია იქნება მანამ, სანამ არჩევნები არ გაუქმდება და ახალი არჩევნები არ დაინიშნება. პარლამენტის შეკრება, ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ ვერ შედგეს. ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიღებაში მქსიმალურად უნდა შევუშალოთ ხელი, კონსტიტუციით და საერთაშორისო კონვენციებით ნებადართული ყველა გზით.

    თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ

  • ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, როგორ მოახერხა ოცნებამ, 30-40%-იდან 53%-მდე ასულიყო – კრამერი

    ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა ის, არის თუ არა ეს არჩევნები ლეგიტიმური. ვფიქრობ, სამართლიანია ვთქვათ, რომ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები ჩნდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა კი მაინც ისაა, როგორ მოახერხა ქართულმა ოცნებამ, 30-40%-იდან, 53%-მდე ასულიყო…

    უკანასკნელი წყარო, რომელსაც დავეყრდნობოდი იმასთან დაკავშირებით იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, არის კრემლი ან ნებისმიერი რუსი ოფიციალური პირი. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ცხვირწინ რომ ჰქონდეთ, მაინც ვერ მიხვდებიან ეს რა არის. იმდენი წელია სამართლიანი არჩევნები არ ჩაუტარებიათ, რომ რუსეთში ამაზე გაკეთებული ნებისმიერი განცხადება აზრს მოკლებულია. თუმცა, ამავდროულად, ამ განცხადებებმა სერიოზული განგაშის ზარი უნდა შემოკრას ქართველებისა და დასავლეთისთვის, ეს ძალიან ცუდის ნიშანია

    განაცხადა ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა, ანალიტიკოსმა დევიდ კრამერმა ამერიკის ხმასთან საუბარში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

  • რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი 26 ოქტომბერს თბილისში იმყოფებოდა – RSF

    რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი ალექსანდერ მალკევიჩი თბილისში არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, იმყოფებოდა.

    RSF წერს, რომ შეშფოთებულია მისი როლით რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში.

    მალკევიჩი არის ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნის სანქციების ქვეშ.

    არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ის ალექსანდრ მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და მასზე ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს.

    როგორც ცნობილია, მინიმუმ 2019 წლიდან, მალკევიჩი იყენებდა თავის კომპანიას – ეროვნული ღირებულებების დაცვის ფონდს, რომ ტროლების ქარხნის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის სახელით გლობალური გავლენის ოპერაციებისთვის შეეწყო ხელი. როგორც პრიგოჟინი, ისე მისი ტროლების ქარხანა, ინტერნეტ-კვლევის სააგენტო 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო დასანქცირდნენ.

  • 3 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება 4 ნოემბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე აქცია დააანონსა

    3 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება ორშაბათს, 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებას აანონსებს.  ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა საგანგებო, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

    • “ორშაბათს, 7 საათზე, რუსთაველზე, ჩვენ გვინდა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვანახოთ, რომ არა უბრალოდ არ ვაღიარებთ არჩვენებს, არამედ აი ის ხალხი, ქართული საზოგადოება, რომელიც პრეზიდენტის დიდი, საამაყო ლიდერობით შეიკრიბა რუსთაველზე, ისევ შევიკრიბოთ და ვთქვათ: ჩვენ ვიცით, რა ჩაიდინეთ, ჩვენ ვიცით, ის კრიმინალი, რომელიც თქვენ განახორციელეთ და არ გაპატიებთ ამ კრიმინალს. იქვე წარგიდგენთ იმ კონკრეტულ მექანიზმებს, რითიც ვაპირებთ ამასთან დაპირისპირებას,” – ამბობს ელენე ხოშტარია.
    • ”შევიკრიბებით ორშაბათს, საღამოს 19:00 საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად თუ როგორ, შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი.” – აცხადებს ანა დოლიძე. 
  • ჩატარდეს ხელახალი საყოველთაო არჩევნები, ამჯერად ფარულად – “გირჩი”

    “საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ ღიად.

    უნდა ჩატარდეს ხელახალი საყოველთაო არჩევნები, ამჯერად ფარულად”.

    ამის შესახებ ნათქვამია, პარტია გირჩის განცხადებაში.