Category: ახალი ამბები

  • ქუთაისის სააპელაციომ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო – ნონა ქურდოვანიძე

    “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ ქუთაისის სააპელაციომ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო.

    გუშინ, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა და თეთრიწყაროს სასამართლომ, არჩევნებზე  ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა.

    ვლადიმერ ხუჭუამ თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის  ფაქტი.სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას.

    გორის სასამართლომ კი, 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ სამართლიანი “არჩევნების სარჩელი” დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გერგაულმა მიიღო.

  • რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული 2 მოქალაქე თავისუფალია – სუს-ი

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

    “საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

    საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მწვავედ იქნა დაყენებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში.

    საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

    ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

  • რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება გააგრძელოს – სერგეი ლავროვი

    რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება გააგრძელოს – სერგეი ლავროვი

    “ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა. ჩვენ მათ პატივს ვცემთ. ჩვენ მზად ვართ, [საქართველოსთან] ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი გავაგრძელოთ.[…] სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ არჩევანზე როგორც ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ სუვერენულ განვითარებასა და საგარეო კონტროლს შორის, ისე ტრადიციულ ღირებულებებსა და იმ ნეოლიბერალურ მიმართებებს შორის, რომლებიც გარედან არის დანიშნული”.

    აცხადებს ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

  • ხვალ, 11:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გაიმართება

    ხვალ, სააპელაციო სასამართლოსთან, აქცია 11:00 საათზე გაიმართება. მონაწილეები მსვლელობას დიღმის მასივის ცენტრალური გამზირიდან დაიწყებენ და მეორე ინსტანციასთან მივლენ.

    “სასამართლო პროცესი გადაიდო ხვალისთვის. ხვალ 12:00 საათზე არის პირველი პროცესი, მეორე პროცესი არის 14:00 საათზე. ხვალ 11:00 საათზე გთხოვთ ყველანი შევიკრიბოთ ისევ აქ. დღეს, ფაქტობრივად დახურეს სასამართლო, შიგნით როგორც ჩანს პროცესი არ არის, პროცესი, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო გადაიდო ხვალისთვის.

    ახლა, გადავინაცვლოთ მარცხენა მხარეს და დავიწყოთ მსვლელობა დიღმის მასივის ცენტრალური გამზირიდან. წინააღმდეგობის მოძრაობა იკრებს ძალებს, წინააღმდეგობრივი მსვლელობები იქნება ყველგან…” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

    სააპელაციოში ხვალ – 12:00 და 14:00 საათისთვისაა ჩანიშნული საარჩევნო დავების განხილვა, რომელიც დღეს უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაიდო.

  • სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

    თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან ოპოზიციის ლიდერები და მოქალაქეები.

    აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

    აქცია სააპელაციოსთან მას შემდეგ დაანონსდა, რაც მეორე ინსტანციაში საიას საჩივრების განხილვა ჩაინშნა. თუმცა, დღეს, მოულოდნელად ყველა პროცესი გადაიდო, მსგავსი სასარჩელო მოთხოვნების გამო კი საქმეები გაერთიანდა. სხდომა ხვალ 14 საათზე ჩაინიშნა.

  • სააპელაციომ საიას სარჩელები გააერთიანა და სხდომა ხვალისთვის გადადო – ქურდოვანიძე

    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ საიას საარჩევნო დავების განხილვა ხვალ, 14:00 საათზე გადაიდო.

    “თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩვენი საარჩევნო დავებიც გაერთიანდა ერთ საქმედ. სხდომა გადაიდო ხვალ, 14:00 საათზე.

    ქუთაისის სააპელაციო ასევე ერთ საქმედ გაერთიანებულად იხილავს დღეს, 16:00 საათზე იწყებს განხილვას” – წერს ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.

  • პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციოში “ოცნების” სარჩელი არ შესულა

    პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციოში “ოცნების” სარჩელი არ შესულა

    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის  იმპიჩმენტზე „ქართული ოცნების” სარჩელი საკონსტიტუციოში არ შესულა. ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოში ადასტურებენ.

    ეს „პუბლიკას” საკონსტიტუციო სასამართლოში უთხრეს.

    „ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ რადგან მმართველ პარტიას XI მოწვევის პარლამენტში 100 მანდატი არ აქვთ, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციო სარჩელიც აღარ შეიტანეს.

    მანამდე, 7 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ხელახლა იმპიჩმენტის აღძრა დაანონსა.

  • ”დაინიშნოს ახალი არჩევნები” – გირჩი 9 ნოემბერს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავს

    ”დაინიშნოს ახალი არჩევნები”  – პარტია ”გირჩი” 9 ნოემბერს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავს.
    ”ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს ახალი არჩევნები და ამ მოთხოვნის შესასრულებლად ცესკოს მიეცეს ერთ კვირიანი ვადა.
    დასავლელ პარტნიორებს მოვუწოდებთ არ აღიარონ ამ არჩევნების შედეგები.
    მოდი შაბათს, 19:00-ზე მიტინგზე, პარლამენტის წინ, დაგვიჭირე მხარი და შემოუერთდი ჩვენს გეგმას, რათა ფეიქ-რევოლუციის ნაცვლად, ახალი არჩევნებისთვის გავაგრძელოთ ბრძოლა!” – ნათქვამია განცხადებაში.
  • ირანის პრეზიდენტი კობახიძეს ქართული ოცნების გამარჯვებას ულოცავს

    ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზექშიანი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვებას ულოცავს.  მის მილოცვას საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს.

    ”მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია ქართული ოცნების გამარჯვება.

    იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი.

    უფალს შევთხოვ თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობას და წარმატებებს და მეგობარი ქართველი ხალხის წარმატებებს.”- ნათქვამია მიმართვაში.

  • პროკურატურაში გამოკითხვაზე ზურაბ ჯაფარიძეც დაიბარეს

    ენერალურ პროკურატურაში, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ- ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც დაიბარეს

    ჯაფარიძე “არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების” ფარგლებში, საგამოძიებო უწყებაში 6 ნოემბერს, 13:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვაზეა დაბარებული.

    ცნობისთვის, გამოკითხვაზე მოწმის სახითაა დაბარებული  “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც. მისივე თქმით ის გამოკითხვაზე 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით, მაგისტრატ მოსამართლესთან მივა.