Category: ახალი ამბები

  • უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა

    უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა

    ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს, – ინფორმაციას The Guardian-ი ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
    EU-ში  სესხზე შეთანხმებას დეკემბერში მიაღწიეს, თუმცა, მას შემდეგ საკითხზე წინსვლა უნგრეთის ვეტოს გამო რამდენიმე თვის განმავლობაში შეფერხებული იყო.

    ევროკავშირის კვიპროსის თავმჯდომარეობის ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მწვანე შუქი აუნთეს.

    „ახლა ეს ევროკავშირის საბჭოს მიერ საბოლოო დამტკიცებისთვის წერილობით პროცედურას გაივლის“, – განაცხადა კვიპროსის თავმჯდომარეობის წარმომადგენელმა.

    ევროკავშირის სასესხო პაკეტი მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის ფინანსურ დახმარებას გულისხმობს. სესხის დაფარვა  მაშინ მოხდება, როცა რუსეთი უკრაინას ომისთვის რეპარაციას გადაუხდის. მანამდე კი რუსული აქტივები გაყინული დარჩება და ევროკავშირი შეინარჩუნებს უფლებას, რომ სესხი რუსული აქტივების მეშვეობით დაფაროს, “ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად”.

    მანამდე უკრაინამ განაცხადა, რომ მილსადენი “დრუჟბას” დაზიანებული მონაკვეთი უკვე შეკეთებულია და მილსადენის მეშვეობით უნგრეთსა და სლოვაკეთს კვლავ მიეწოდებათ რუსული ნავთობი.

  • მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს – კალაძე საკადრო ცვლილებებზე

    მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს – კალაძე საკადრო ცვლილებებზე

    “გუნდში ხშირად ხდება ცვლილებები. აქ გასაკვირი არაფერია. ყველა სამსახურის მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კონკრეტულ უწყებაში ან თანამდებობაზე იქნები. მთავარია, გააკეთო ის საქმე, რაც სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს და ქართველ ხალხს. ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და შესაბამისად, ამ ადამიანების სწორი, ეფექტური და გამართული მუშაობა არის მნიშვნელოვანი. მინდა, თითოეულ მათგანს წარმატებები ვუსურვო.[…] იქმნება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს შესაბამის უწყებებს – ეს იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობაა. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ უწყებების სწორი, ეფექტური და გამართული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. გადანაცვლება იმისთვის არ ხორციელდება, რომ რაიმე პრობლემა არსებობს ან პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ. დღეს შეიძლება იყო ერთ კონკრეტულ თანამდებობაზე, ხვალ – მეორეზე. სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს”

    განაცხადა, კახა კალაძემ საკადრო ცვლილებებზე.

     

  • საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია – საქსტატი აღწერის მონაცემებს აქვეყნებს

    საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია – საქსტატი აღწერის მონაცემებს აქვეყნებს

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია.. მოსახლეობის 52% – 2 048 577 ქალია, ხოლო 48% – 1 881 004 კაცი.

    ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა და ქუთაისში და 54%-ს შეადგენს, ხოლო შედარებით დაბალია ქედის, ხელვაჩაურის, ხარაგაულის, საგარეჯოს, მარნეულის
    მუნიციპალიტეტებში და 49%-ია.

    2024 წლის აღწერის მონაცემებით, თბილისში 1 331 485 კაცი ცხოვრობს, რაც საქართველოს მოსახლეობის 34%-ია. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის (510 741 კაცი) და ქვემო ქართლის (441 630 კაცი) რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 13 და 11 პროცენტი.

  • ალბი კორძაიას განცხადების საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო

    ალბი კორძაიას განცხადების საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო

    აქციების აქტიური მონაწილის, ალბი კორძაიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ინფორმაცია ტაბულას უწყებაში დაუდასტურეს.

    სამოქალაქო აქტივისტმა, ალბი კორძაიამ,  მოძრაობა ნაბიჯის დამფუძნებელ ლუკა ჭოხონელიძე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და დაწერა, რომ  რომ აქვს ინფორმაცია გოგოს შესახებ, რომელიც მისი თქმით, ჭოხონელიძემ გააუპატიურა.

    • “ლუკა ჭოხონელიძემ გოგო გააუპატიურა, გოგოს არ უნდა გამოჩენა, არ უნდა ამაზე საუბარი, მისი მესმის. მე ამ ისტორიის 100%-ით მჯერა, რადგან, ახლა იქნება ძალიან რთული წასაკითხი.2023 წელს ჩემმა მეგობრებმა წამიყვანეს ნაბიჯის ოფისში, მაკამ და თორნიკემ. იქ ბავშვები სვამდნენ, მეც დავლიე ერთი-ორი ჭიქა, მაგ პერიოდში ჩემს ბინაში რემონტი მქონდა და ძალიან გადაღლილი ვიყავი, წავედი სხვა ოთახში და პუფში ჩავწექი. გამეღვიძა შეგრძნებისგან, რომ ვიღაც ხელებს მითათუნებდა სხეულზე, თავი რომ მოვატრიალე, დავინახე, რომ ეს იყო ლუკა. მოკლედ, ლუკამ თავი მოიკატუნა, ვითომ ეძინა, რომ აერიდებინა ჩემთან გარჩევები, ალბათ.გავედი ისევ იმ ოთახში, სადაც სვამდნენ. გავაღვიძე ჩემი მეგობარი თორნიკე და ეგრევე წამოვედით.
      იმის მერე მეზიზღება ეგ ბიჭი და პირად შურისძიებაში გადავიდა ყველაფერი, რაც მას უკავშირდება. ამ პოსტს მოჰყვება ვნებათაღელვა, წინასწარ გეუბნებით, რომ პოსტის წაშლას არ ვაპირებ, წერეთ, რაც გინდათ. ასევე, მინდა მივმართო ადამიანებს, ვინც აფინანსებს ამ ლუკას და თავის მეგობრების სამომავლო პოლიტიკურ კარიერას. უკაცრავად, ში* ხომ არ გაქვთ?!”, – დაწერა ალბი კორძაიამ.

    ამ პოსტს გამოეხმაურა თავად ლუკა ჭოხონელიძეც და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არავის მისცემს უფლებას, შებღალონ მისი ღირსება.

    “ახლახან ვესაუბრე რუსთავი 2-ს, როგორი საოცარი დამთხვევაა, ამ მიმართულებით მეტ კომენტარს არ გავაკეთებ.

    ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია და მინდა მკაფიოდ, არის ის, რომ სიმართლის დადგენა (უფრო გასაჯაროვება) პირველ რიგში, ჩემს ინტერესშია. სიმართლის დასადგენი გზებიდან ნებისმიერზე ვარ თანახმა – სასამართლოზე, პროკურატურაზე და ასე შემდეგ, ნებისმიერზე.

    ამ თემაზე ჭორის დონეზე საუბარი, პირველ რიგში, მათ აზიანებს, ვინც მართლა წაწყდომია და აწყდება ამ ამორალურ საქციელს, სხვა მხვრივ კი, რაც მეტად მანაღვლებს ეს ჩემთვის ძვირფასი ადამიანების აზრია”, – დაწერა ლუკა ჭოხონელიძემ.

    მოგვიანებით, ლუკა ჭოხონელიძემ Facebook-ზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ “უწევს, ალბი კორძაიას სასამართლოში უჩივლოს”.

    “მიწევს ალბი კორძაიას სასამართლოში ვუჩივლო. ეს არჩევანი იძულებითია, მაგრამ არის თემები რომლებიც სამართლებრივად უნდა გაირკვეს.

    ერთადერთი მიზეზი, რამაც შეიძლება ეს გადაწყვეტილება შემაცვლევინოს ალბის მხრიდან ცილისმწამებლური ბრალდების უარყოფაა.

    ბოდიშის მოხდას არ ვითხოვ. არაფერში მჭირდება.

    არ მწყინს ვინც სიტუაციის გარკვევამდე ეს საშინელება დაიჯერა, თუმცა მადლობა ყველას, ვინც მიცნობს და აზრადაც არ გაუვლია ამ საძაგლობის დაჯერება”, – წერს ლუკა ჭოხონელიძე.

  • სინოდის სხდომა 28 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება – საპატრიარქო

    სინოდის სხდომა 28 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება – საპატრიარქო

    საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

    ამ სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი.

  • საჭიროა საქართველოში პრორუსული გავლენის ალტერნატივის შექმნის გაგრძელება – ოანა-სილვია ცოიუ

    საჭიროა საქართველოში პრორუსული გავლენის ალტერნატივის შექმნის გაგრძელება – ოანა-სილვია ცოიუ

    საქართველოსთან დაკავშირებით, მე ძალიან მკაფიო გზავნილი გადავეცი როგორც რუმინეთის, ისე ევროპული მხრიდან – სასამართლო სისტემის რეფორმის აუცილებლობის, ზუსტი დემოკრატიული პროცესების დაცვის შესახებ, მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება პრორუსული გავლენის ალტერნატივის შექმნის გაგრძელება –  ალტერნატივა, რომელიც ნათელია ეკონომიკური ზრდისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რასაც ჩვენთვის, შავი ზღვის რეგიონში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.

    ეს მრავალჯერ მითქვამს, და ეს ზუსტად იგივე გზავნილია, რაც საგარეო საქმეთა მინისტრს გადავეცი – ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთან დაკავშირებულია. ჩვენ განვაცხადეთ დიალოგის განახლების აუცილებლობაზე, იმ გზის განახლების აუცილებლობაზე, მაგრამ ასევე ავღნიშნეთ, რომ ამისათვის რეფორმები არის საჭირო, რომ დაკავებული ოპოზიციის ლიდერებს სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემის წინაშე უნდა წარდგნენ, და რომ მართლმსაჯულების სისტემა დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის ინსტრუმენტად არ უნდა გამოიყენებოდეს.

    ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების შესახებ. ეს ჩემ კოლეგასთან საუბრის მთავარი პერსპექტივა იყო, და ის ფაქტი, რომ დაკავშირებადობა, ღია დიალოგი და ჩვენი უნარი, შევქმნათ პრორუსული გავლენის პროევროპული ალტერნატივა, წინსვლის გზას წარმოადგენს.

    განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე.

  • დააკავეს 1 პირი, რომელიც თანხის სანაცვლოდ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის არიდებაში ეხმარებოდა

    დააკავეს 1 პირი, რომელიც თანხის სანაცვლოდ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის არიდებაში ეხმარებოდა

    თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 1 პირი, რომელიც თანხის სანაცვლოდ, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოქალაქეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა.

    “საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია 1959 წელს დაბადებული ვ.შ., რომელიც დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ყალბი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით, საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარებას უწევდა.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ის 30-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა, რითიც თაღლითურად დაეუფლა 100 000 ლარზე მეტს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 6 000 ლარზე მეტი თანხა, ხოლო მისი სახლის ჩხრეკის დროს კი – 105 000 დოლარი და 50 000 ლარი. ასევე, დაფასოებული სახით მარიხუანა”. – თქვა ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, არჩილ ნიკოლეიშვილმა.

    საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მდინარაძეს სუს-ის გენერალ–მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდებაც მიანიჭეს

    მდინარაძეს სუს-ის გენერალ–მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდებაც მიანიჭეს

    ირაკლი კობახიძემ, მიხეილ ყაველაშვილის განკარგულების მიხედვით, მამუკა მდინარაძეს ამჯერად სუს-ის გენერალ–მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიანიჭა.

    “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 7³ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:

    ა) მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 20 აპრილის №20/04/01 განკარგულება “მამუკა მდინარაძისათვის სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ”;

    ბ) განხორციელდეს ამ განკარგულების “ა” ქვეპუნქტში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახელმოწერა”. – წერია ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაში.

  • აქციების ძალისმიერი დაშლისთვის პასუხისგებაში არცერთი სამართალდამცავი არ მიცემულა – მაიკლ ო’ფლაერტი

    აქციების ძალისმიერი დაშლისთვის პასუხისგებაში არცერთი სამართალდამცავი არ მიცემულა – მაიკლ ო’ფლაერტი

    “აქციების ძალისმიერი დაშლისთვის პასუხისგებაში არცერთი სამართალდამცავი არ მიცემულა” – ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი, საქართველოში მისი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს აჯამებს და  შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ 2024 წელსა და 2025 წლის დასაწყისში აქციების ძალისმიერი დაშლისთვის პასუხისგებაში არცერთი სამართალდამცავი არ მიცემულა.

    “კომისარმა გაითვალისწინა 2025 წლის იანვრის ვიზიტის შემდეგ გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც ეხებოდა სამართალდამცავი ორგანოების და უცნობი ნიღბიანი პირების მიერ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ უკანონო დაპატიმრებებისა და ძალის გადაჭარბებული გამოყენების ბრალდებებზე პასუხისმგებლობის არარსებობას, საჯარო დემონსტრაციების დროს.

    კომისარი, მიესალმება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცხადებულ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც ყველა სამართალდამცავ თანამშრომელს მოსთხოვს თვალსაჩინო ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრის ტარებას, თუმცა შეშფოთებულია იმით, რომ არცერთი სამართალდამცავი ორგანო არ წარდგა პასუხისმგებლობის წინაშე 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში, საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევისთვის.

    შეხვედრებზე მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების დამოუკიდებელი და საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებისკენ.

    მან ხელისუფლების ყურადღება გაამახვილა 2020 წლის გაეროს ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელოზე სამართალდამცავ ორგანოებში ნაკლებად ლეტალური იარაღის შესახებ და მოუწოდებს მათ, რომ ეს სახელმძღვანელოები გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის.

    გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანების უფლებებზე მოქმედი სულ უფრო შემზღუდავი კანონმდებლობის შესახებ კომისარი აღნიშნავს ამ კანონების კუმულატიურ გავლენას და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მას შემდეგ კიდევ უფრო შემზღუდავი ზომები მიიღო.

    ხელისუფლებასთან შეხვედრებზე კომისარმა შეშფოთება გამოთქვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, ადამიანის უფლებათა დამცველებსა და ჟურნალისტებზე „უცხოური გავლენის“ შესახებ რამდენიმე კანონის შემაშფოთებელ ეფექტთან დაკავშირებით, ასევე ათობით სამოქალაქო ორგანიზაციის წინააღმდეგ უცხოური დაფინანსების მიღებისა და/ან დამამძიმებელ გარემოებებში საბოტაჟში სავარაუდო მონაწილეობის გამო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეების შესახებ.

    კომისრის მიერ ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დეტალური შენიშვნები მომავალშიც იქნება წარმოდგენილი”, – ნათქვამია ანგარიშში.

     

  • ესტონეთმა უკვე წამოაყენა წინადადება, რომ EU-მ პერსონალური სანქციები უნდა დააწესოს საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ – ცაჰკნა

    ესტონეთმა უკვე წამოაყენა წინადადება, რომ EU-მ პერსონალური სანქციები უნდა დააწესოს საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ – ცაჰკნა

    „ესტონეთმა უკვე წამოაყენა წინადადება, რომ ევროკავშირმა პერსონალური სანქციები უნდა დააწესოს საქართველოს რეჟიმისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც დემოკრატიულ ნორმებს არღვევენ. ჩვენ ესტონეთში ამას უკვე ვაკეთებთ“,

    ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.