Category: ახალი ამბები

  • 15 ივლისიდან შანხაი-თბილისს შორის პირდაპირი ფრენები იწყება

    15 ივლისიდან შანხაი-თბილისს შორის პირდაპირი ფრენები იწყება

    15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines – ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიიღეს. მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდა. China Eastern Airlines – ი რეგულარულ ავიარეისებს შანხაი-თბილისი-შანხაის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.

    ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

    გადაწყვეტილება ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის

    „მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთის მთავარ საფინანსო ცენტრთან საქართველოს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად განვითარებას.

    როგორც მინისტრმა განაცხადა, თბილისი – შანხაის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რამდენად მაღალ დონეზეა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება გააძლიერებს ხალხთაშორის ურთიერთობებს, ეკონომიკურ კავშირებს, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას და დამატებითი შემოსავლების გენერირებას შეუწყობს ხელს“- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა

    პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა

    პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გრიგორიადისი ბარის თანამშრომლების მიმართ მუქარის შემდეგ „ცხელ კვალზე“ დააკავეს.

    საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით:

    სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა ერთ წლამდე პატიმრობით.

  • გამოკითხულია დაზარალებული, მოწმეები, ჩატარებულია ექსპერტიზები – საფარი ჭოხონელიძეზე

    გამოკითხულია დაზარალებული, მოწმეები, ჩატარებულია ექსპერტიზები – საფარი ჭოხონელიძეზე

    “გამოკითხულია დაზარალებული, მოწმეები, ჩატარებულია ექსპერტიზები ” – ორგანიზაცია “საფარი” განცხადებას ავრცელებს ლუკა ჭოხონელიძის მიერ ქალის შესაძლო გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით, მათი ცნობით საკითხზე მუშაობენ.

    “საფარი ჩაერთო ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში და ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს დაზარალებულის ინტერესების სამართლებრივად დასაცავად. ამ ეტაპზე საგამოძიებო პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს: გამოკითხულია დაზარალებული, მოწმეები და ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზები.

    საფარი მოწოდებულია დაიცვას დაზარალებული ქალის ინტერესები და უფლებები. ამჟამად, ქალის უმთავრესი სურვილი და საჭიროებაა, არ მოხდეს მისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. ჩვენი ორგანიზაცია სრულად იზიარებს ამ პოზიციას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაზარალებული დავიცვათ განმეორებითი ვიქტიმიზაციისგან.

    საზოგადოებასა და მედიას მოვუწოდებთ, შეწყვიტონ საქმის გარშემო სპეკულაციები. მსგავსი ქმედებები უკვე აზიანებს მსხვერპლის მენტალურ ჯანმრთელობას და საფრთხეში აგდებს მის კონფიდენციალობას.

    საფარი მოვუწოდებთ ყველას, გამოავლინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, განაგრძონ გამოძიებასთან თანამშრომლობა, პატივი სცენ კანონს და მსხვერპლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

    ჩვენი საქმიანობა მიმართულია მართლმსაჯულების აღსრულებისკენ მსხვერპლის უფლებების პატივისცემის გათვალისწინებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში? სააკაშვილმა ჩაგკეტათ და აღარ გიშვებთ ხალხთან? – სააკაშვილი ოპოზოციას

    ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში? სააკაშვილმა ჩაგკეტათ და აღარ გიშვებთ ხალხთან? – სააკაშვილი ოპოზოციას

    ქოცები“ სხვას კი არაფერს აკეთებენ მთელი ეს დრო – დაახეთქებენ რაღაც ტყუილს და სხვებს აჯერებენ, თან თანდათან თვითონაც იჯერებენ. ახლა ოპოზიციაში ზოგიერთმა: “სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდა! ჩვენ ამას არ დავუშვებთ ხალხოოოო…” მოიცა და ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში? სააკაშვილმა, რომელსაც ხალხთან არ უშვებენ, ციხიდან უკვე გამოვიდა, იქ თქვენ ჩაგკეტათ და ახლა უკვე თქვენ აღარ გიშვებთ ხალხთან, თუ როგორია თქვენი საქმე? სააკაშვილმა, რომელსაც არ აქვს საშუალებები ტელევიზიით გამოსვლით, ციხიდან ჩაგიკეტათ თქვენ ეს ტელეეთერში ჭკვიანური ლაპარაკის საშუალება? თუ ისიც ჩემი ბრალია, რომ პოლიტიკოსების პროფანაციად და ტელეეთერის შესავსებ უბრალო მოლაპარაკე თავებად იქეცით. ძალიან აცდენილი ხართ რეალობას და იქნებ გადატვირთოთ რიტორიკა, თორემ ამასობაში ხალხი ძალიან განვითარდა და ხელოვნური ინტელექტიც წამოგეწიათ და ისე აღარ ბნელა როგორც 2012-ში“,

    მიმართავს, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას.

  • როგორც ჩანს, ჰერჩინსკიმ უკეთ იცის საქართველოს ისტორია, ვიდრე რეჟიმმა – ჩერგოლეიშვილი

    როგორც ჩანს, ჰერჩინსკიმ უკეთ იცის საქართველოს ისტორია, ვიდრე რეჟიმმა – ჩერგოლეიშვილი

    ჰერჩინსკის განცხადება არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. მან როგორც ჩანს უკეთ იცის საქართველოს ისტორია, ვიდრე ქართული ოცნების, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა. მან უკეთესად იცის, რომ 1920-იან წლებში როდესაც რუსეთის პირისპირ, დასავლეთისგან იზოლირებულები, მარტო აღმოვჩნდით, რუსეთმა დაგვიპყრო, რესპრესიები მოგვიწყო და საუკეთესო ქართველები გაგვიწყვიტა. 200 000 ადამიანი მოყვა მაშინ რეპრესიებში.

    მან ძალიან კარგად იცის, 90-იან წლებში, როცა ევროკავშირის და ნატოსკენ საერთოდ ლაპარაკიც კი არ იყო და რუსეთის პირისპირ მარტო ვიყავით, [რა მოხდა] – სამოქალაქო ომების ინსპირირება, გენოციდი აფხაზეთში, ომები, სიბნელე, ენერგოკრიზისი, შიმშილი, უბედიურება… ეს ყველაფერი ქართველებმაც კარგად ვიცით და იცის ძალიან კარგად ჰერჩინსკიმ და ყველა ჩვენმა მეგობარმა.

    ეს ყველაფერი არ იციან და არ უნდათ რომ იცოდნენ რუსებმა, რასაც განასახირებს ქართული ოცნების რეჟიმი.

    იმის მაგივრად, ირანის ელჩს უპასუხონ, რომელიც შიდა არეულობით და ლამის ტერორისტული აქტებით გვემუქრება იმ შემთხვევაში თუ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ, ისინი პასუხობენ ევროკავშირის ელჩს, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ანტიევროპული, ანტიქართული რეჟიმია ქართული ოცნების რეჟიმი და მათ სურთ რეალურად, საქართველო რუსულ ჭაობში დატოვონ, გამომდინარე იქიდან, რომ დემოკრატიზაციის პირობებში, რაც აუცილებელი მოთხოვნაა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ისინი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებენ და ვერ გააგრძელებენ ქართველი ხალხის ძარცვას.

    ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებასა და მასზე ქართული ოცნების რეაქციაზე.

  • როგორი ამინდი იქნება 25-27 აპრილს

    როგორი ამინდი იქნება 25-27 აპრილს

    გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 25-26 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება მცირე ნალექი, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.

    თბილისში 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს ხანმოკლე წვიმას და ძლიერი ქარს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსამდე გაიზრდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსამდე აიწევს.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე გაიზრდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი იქნება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსამდე გაიზრდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსს პროგნოზირებენ.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი.

  • ზვიად რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს – პენიტენციური

    ზვიად რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს – პენიტენციური

    პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის “უშუალოდ მსჯავრდებულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციიდან” გამომდინარე მიიღეს.

    “მსჯავრდებულ ზვიად რატიანს საშიშროების მომეტებული რისკი პენიტენციური კოდექსისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანების შესაბამისად განესაზღვრა.

    საშიშროების რისკის განსაზღვრისას მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შეუძლებელს ხდიდა მის განთავსებას ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში.

    გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მოთხოვნა სასჯელის დარჩენილი პერიოდის სამარტოო საკანში მოხდასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს.

    კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულისთვის საშიშროების ინდივიდუალური რისკი განისაზღვრა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

    მსჯავრდებულს (მის წარმომადგენელს) შეუძლია, გაასაჩივროს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • წარმოუდგენელია, რომ საქართველოს ემუქრება ის უბედურება, რაც ჰერჩინსკიმ დახატა – ვოლსკი

    წარმოუდგენელია, რომ საქართველოს ემუქრება ის უბედურება, რაც ჰერჩინსკიმ დახატა – ვოლსკი

    “ეს არის მუქარა იმასთან დაკავშირებით, რომ ბნელ წარსულში დაბრუნება, სისხლისღვრა, დაპირისპირება, არის სწორედ ის მიზანი, რომელსაც გაყვება ბრიუსელის ადმინისტრაცია, თუკი მორჩილი არ იქნება საზოგადოების ეს ნაწილი.

    ხალხს ამ შემთხვევაში, უწოდებს მთელ საზოგადოებას, ადრე ხალხს ეძახდა მხოლოდ მათ, ვინც რუსთაველის გამზირზე იყო გამოსული.

    ახლა მთელ საზოგადოებას ახსენებს, რომ მათ ხელეწიფებათ საქართველოში მოაწყონ ისეთი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლისღვრასთან და ეკონომიკურ ნგრევასთან, მაშინ როცა ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ ამ მონაცემით, რომელიც თუნდაც ატლანტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა, საქართველოს ემუქრება ის უბედურება, რაც ჰერჩინსკიმ დახატა.”

    “ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა.

  • ადვოკატის ინფორმაციით,  ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის

    ადვოკატის ინფორმაციით, ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის

    ადვოკატ მარიამ პატარიძის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული პოეტი, ზვიად რატინი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის.  ადვოკატის განმარტებით, გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულება, სადაც ზვიად რატიანი მსჯავრს იხდის, მკაცრი დაწესებულების ტიპს შეესაბამება, აღნიშნული შეზღუდვით კი მსჯავრდებულს პაემნების რაოდენობა ეზღუდება.

    „ფაქტი არის, რომ ციხის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ცხადია, სასამართლოში გავასაჩივრებთ, რადგანაც არ არსებობს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის დაწესებულება მისი პიროვნების გათვალისწინებით მიზანშეწონილი იყოს. როგორც ჩანს, ეს დამოკიდებულება არის შაბლონური იმ ადამიანების მიმართ, რომელთა პატიმრობაც უკავშირდება საპროტესტო აქციებს. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, გასაკვირი არ იყო, უბრალოდ, მართლაც კომიკური არის როდესაც სამარტოო საკანში მყოფ ეცვლება რეჟიმის ტიპი. მოტივად დასახელდა ზვიად რატიანის პიროვნებიდან მომეტებული საფრთხე. სავარაუდოდ არ გადაიყვანენ და იქვე დატოვებენ, რადგანაც თვითონ გლდანის მე-8 დაწესებულება შეესაბამება მკაცრი დაწესებულების ტიპს, ანუ იმას, რაც ჩაუწერეს, უბრალოდ შეზღუდვები არის პაემნების რაოდენობის შეზღუდვების მხრივ“, -განაცხადა ადვოკატმა.

    შეგახსენებთ, პოეტ ზვიად რატიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის ოქტომბერში 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა მას პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილზე თავდასხმას ედავებოდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, რატიანმა თეიმურაზ მეშველაშვილს სახის არეში ხელი დაარტყა.

    მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • პაკეტი უკრაინას უფრო ძლიერს გახდის – ვოლოდიმირ ზელენსკი

    პაკეტი უკრაინას უფრო ძლიერს გახდის – ვოლოდიმირ ზელენსკი

    დღეს ჩვენი თავდაცვისა და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი დღეა, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის საბჭოს მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დამტკიცებას.

    „უკრაინისთვის განკუთვნილი ევროპული დახმარების 90 მილიარდი ევროს სესხი განბლოკილია. ეს პაკეტი გააძლიერებს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, გახდის უკრაინას უფრო ძლიერს და საშუალებას მოგვცემს შევასრულოთ სოციალური ვალდებულებები“, – წერს ზელენსკი X-ზე.

    მისი თქმით, უკრაინა მუშაობს, რომ დახმარების პირველი ტრანში ხელმისაწვდომი მაისში ან ივნისში გახდეს.

    „ასევე, კვიპროსში შეხვედრების დროს, პარტნიორებთან ერთად რუსეთზე შემდგომი სანქციების მეშვეობით ზეწოლის საკითხებს განვიხილავთ. მე-20 პაკეტი განბლოკილია და მას სანქციების სხვა ნაბიჯები უნდა მოჰყვეს“, – აცხადებს ზელენსკი.