Category: ახალი ამბები

  • არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ – სააკაშვილი

    არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ – სააკაშვილი

    არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს მეათეხარისხოვანი და სრულიად არარელევანტური საკითხია. დღესდღეობით დიქტატორი საქართველოს ექცევა როგორც დაპყრობილ ქვეყანას, ართმევს მიწებს, ძარცვავს და ამცირებს, ამონებს ხალხს, იჭერს პატრიოტებს და ამ დამპყრობელთან სასტიკ და უკომპრომისო ბრძოლაში აღარ ვაპირებ ვინმეს ენა მოვუჩლიქო და თავზე დაუმსახურებლად ხელი გადავუსვა. არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ. არც იმას ვაპირებ, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო. ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ ამას.

    ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

  • ბათუმში, ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, აფეთქება იყო

    ბათუმში, ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, აფეთქება იყო

    ბათუმში, ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მშენებარე ობიექტის ტერიტორიაზე აფეთქება იყო. სავარაუდოდ გაზი აფეთქდა.

    როგორც ცნობილია, დაშავდა ერთი ადამიანი.  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმების ინფორმაციით, დაშავებულს ადგილზე გაეწია შესაბამისი პროცედურები მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ გაზის ბალონი აფეთქდა.

    ადგილზე იმყოფებიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

  • დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი – სუს-ი

    დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი – სუს-ი

    დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს “ენგურჰესში” შემავალი, შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი დააკავეს.

    დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს “ენგურჰესში” შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი.

    საყურადღებოა, რომ ხსენებული შპს ოპერირებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

    დაკავებულმა პირმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული.

    მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით შეძლებს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვას: მსგავსი დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენის შემთხვევაშიც კი,” – წერია სუს-ის განცხადებაში.

  • ელოდეთ რასაც გინდათ, მე არაფერს არ ველოდები – კობახიძე სანქციებზე

    ელოდეთ რასაც გინდათ, მე არაფერს არ ველოდები – კობახიძე სანქციებზე

    “თქვენ ელოდეთ რასაც გინდათ, მე არაფერს არ ველოდები,” – ასე უპასუხა, “ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას,  ელოდება თუ არა სანქციებს.

    “ორბანს მადლობა გადავუხადე მისი მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის ხალხის და ქვეყნის მიმართ. მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ხალხს და ქვეყანას მომავალშიც გამოუჩნდება ლობისტები, ძლიერი ლობისტები ევროკომისიაში, ევროკავშირში. მარტო უნგრეთი არ იყო ჩვენი მხარდამჭერი, სხვებიც გვიჭერდნენ მხარს, ამიტომ იმედი დავიტოვოთ რომ ქართველ ხალხს კვლავ ეყოლება მხარდამჭერები ევროკომისიაში და ევროპულ საბჭოში,” – განაცხადა კობახიძემ.

     

  • მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება –  ჰერჩინსკი

    მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება – ჰერჩინსკი

    საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის “ნუ დაკარგავთ იმედის”. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი

    განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში.

  • სუს-ში შემოსული ინფორმაციის ნაკადი გაზრდილია, მათ შორის მოსმენებიც – მდინარაძე

    სუს-ში შემოსული ინფორმაციის ნაკადი გაზრდილია, მათ შორის მოსმენებიც – მდინარაძე

    მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თუ ამ ბოლო თვეების განმავლობაში რამეს მივაღწიეთ, მე დამხვდა სუს-ში პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც კიდევ უფრო მეტად უკეთესი მენეჯმენტი და სწორი მიმართულების შემთხვევაში, ჩვენ გვყავს ადამიანები, სამართალდამცველები, ფარული თუ ღია თანამშრომლები, რომლებისთვისაც სწორი მიმართულების მიცემა გალევს უდიდეს შედეგს. ერთ საერთო მაგალითს და ციფრს მოგიყვანთ – თუ დაახლოებით 1 წლის წინ ინფორმაციის ნაკადი იყო რაღაც X ციფრი, დღეს ეს ციფრი, ანუ სუს-ში შემოსული ინფორმაციის ნაკადი გაზრდილია, მინიმუმ, 30-ჯერ. თუ რეალიზაციისთვის შედიოდა 100 პირობითად ინფორმაცია, ახლა შედის 3 000-ზე მეტი. მათ შორის [ეს ხდება გაზრდილი მოსმენების ხარჯზე]. რა ეგონათ [ოპონენტებს], რომ დავმალავდით? დიახ, მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ, მოსამართლის განჩინების საფუველე და არა ისე, მათ რომ ჰგონიათ და უფროსწორად, არ ჰგონიათ და ვიღაცებს აბრალებენ რაღაცებს. თუ 2-ჯერ და 2.5-ჯერ გაიარდა განჩინებები და ესეც გაზრდილი მუშაობის შედეგია…

    თქვა სუს-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ სამთავრობო, პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში.

  • €90-მილიარდიანი პაკეტის და რუსეთის სანქციების განბლოკვა ეფექტურად მიმდინარეობს – ზელენსკი

    €90-მილიარდიანი პაკეტის და რუსეთის სანქციების განბლოკვა ეფექტურად მიმდინარეობს – ზელენსკი

    ევროკავშირთან ჩვენი შეთანხმების შემოღება, რომელიც უკრაინისთვის ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის განბლოკვას ითვალისწინებს, ამჟამად ეფექტურად მიმდინარეობს, ისევე როგორც ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის დაწესება. განბლოკვა სწორი სიგნალია ამჟამინდელ ვითარებაში. რუსეთმა ომი უნდა დაასრულოს. ამის სტიმული მხოლოდ მაშინ შეიძლება წარმოიშვას, როდესაც უკრაინის მხარდაჭერაც და რუსეთზე ზეწოლაც საკმარისი იქნება.

    უკრაინა ასრულებს თავის ვალდებულებებს ევროკავშირთან ურთიერთობებში – თუნდაც ისეთ მგრძნობიარე საკითხებში, როგორიცაა “დრუჟბას” ნავთობსადენის ექსპლუატაცია. ჩვენ ველით, რომ ევროპული მხარეც უზრუნველყოფს იმას, რაც საჭიროა სიცოცხლის რეალური დაცვისა და უკრაინის სრული ევროპული ინტეგრაციის წინსვლისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ევროპული დახმარების პაკეტი სწრაფად ამოქმედდეს.

    ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ევროპელ ლიდერებთან უკრაინისთვის კლასტერების გახსნაზე – ამისთვის პირობები უკვე დაკმაყოფილებულია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად და ევროპული ენერგეტიკული სისტემის შემდგომი განვითარებისთვის ისე, რომ რუსეთმა დაკარგოს ევროპის ენერგომომარაგების მანიპულირების უნარი.

    მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება. დღეს და ხვალ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეებია ჩვენი ევროპული დიპლომატიისთვის. დიდება უკრაინას!

    წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

  • ავიასაწვავის გაძვირების გამო Lufthansa 20 000 რეისს გააუქმებს

    ავიასაწვავის გაძვირების გამო Lufthansa 20 000 რეისს გააუქმებს

    გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ზაფხულის სეზონზე მოკლე მანძილზე დაახლოებით 20 000 რეისს შეამცირებს. კომპანიის განმარტებით, საწვავის ფასების მკვეთრმა ზრდამ ბევრი რეისი მისთვის არარენტაბელური გახადა.

    სამშაბათს კომპანიამ განაცხადა, რომ ევროპულ მარშრუტთა ქსელს ამცირებს, თუმცა მგზავრებს „კვლავ ექნებათ წვდომა გლობალურ მარშრუტთა ქსელზე, განსაკუთრებით — შორ მანძილზე ფრენებზე“.

    „თუმცა ავიასაწვავზე ფასების ზრდის პირობებში ეს განხორციელდება მნიშვნელოვნად უფრო ეკონომიურად, ვიდრე ადრე,“ — აღნიშნა კომპანიამ.

    ამ გზით Lufthansa იმედოვნებს, რომ 40 ათას ტონაზე მეტ საწვავს დაზოგავს.

    უკვე სამშაბათს გაუქმდა პირველი 120 რეისი, მათ შორის — ფრანკფურტიდან პოლონეთსა და ნორვეგიაში მიმართულებით ფრენები.

    გასულ კვირას კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ აჩქარებს თავისი ევროპული ავიაგადამზიდავის, CityLine-ის, საბოლოო დახურვის პროცესს.

    პროგრამაში შემავალი 27 თვითმფრინავი ექსპლუატაციიდან მოიხსნება, ნაწილობრივ „ავიასაწვავის ფასების მნიშვნელოვანი ზრდის“ გამო, ასევე „შრომით კონფლიქტებთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების“ გამო. საუბარია პილოტებისა და ბორტგამცილებლების გაფიცვებზე, რამაც ასობით რეისის გაუქმება გამოიწვია.

    აშშ-სა და ისრაელის ირანთან ომის დაწყების შემდეგ ავიასაწვავი ორჯერ გაძვირდა, რადგან კონფლიქტმა ახლო აღმოსავლეთში მისი წარმოება და ტრანსპორტირება შეაფერხა.

    რეისების რაოდენობა დროებით შეამცირეს სხვა ავიაკომპანიებმაც, მათ შორის Air France-KLM-მა და Delta-მ. ზოგმა სხვა გზა აირჩია და ბილეთების ფასები გაზარდა, ანუ ხარჯები მომხმარებლებს გადააკისრა.

    ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ: თუ ომი გაგრძელდება, გაუქმებული რეისების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო ბილეთების ფასები ზრდას გააგრძელებს.

    სპარსეთის ყურის ქვეყნები და მათი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ავიასაწვავის მთავარი წყაროა — მათზე მოდის ევროპული იმპორტის დაახლოებით 50%. მიწოდების დიდი ნაწილი ორმუზის სრუტით გადის, რომელიც ირანმა ფაქტობრივად გადაკეტა აშშ-ისა და ისრაელის შეიარაღებული ძალების თავდასხმების საპასუხოდ.

    Energy Intelligence-ის მონაცემებით, მხოლოდ ქუვეითში მდებარე ერთ-ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ალ-ზური“ ევროპაში ავიასაწვავის იმპორტის დაახლოებით 10%-ს უზრუნველყოფს.

    ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გასულ კვირას გააფრთხილა ყველა, რომ ევროპულ ქვეყნებს ავიასაწვავის მარაგი შესაძლოა რამდენიმე კვირაში ამოეწუროთ.

  • ბრიუსელმა საქართველოსთან დამოკიდებულება უნდა შეცვალოს – ბოჭორიშვილი

    ბრიუსელმა საქართველოსთან დამოკიდებულება უნდა შეცვალოს – ბოჭორიშვილი

    თუ ვინმეს რამე შესაცვლელი აქვს, ეს არის სწორედ ბრიუსელის ბიუროკრატია. მათ საქართველოსთან დამოკიდებულება უნდა შეცვალონ. ჩვენ ევროკავშირთან დიალოგზე უარი არასოდეს გვითქვამს, თუნდაც იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებზეც აქცენტს ხშირად თავად აკეთებენ ხოლმე. შესაბამისად, საქართველოს არაფერი აქვს შესაცვლელი. საქართველოს ხელისუფლება ხალხის მიერაა არჩეული და ის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს იცავს.

    თქვა “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

  • უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია 1 მოქალაქე, მხილებულია 2 – სუს-ი

    უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია 1 მოქალაქე, მხილებულია 2 – სუს-ი

    სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ თქვა, რომ დაკავებული – უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით აგროვებდა და გადასცემდა მათ ინფორმაციას.  როგორც ცნობილია,  ჯაშუშობისთვის დაკავებულ პირს დავალებული ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება სამართალდამცავი სტრუქტურების შესახებ.

    “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე.

    სისხლის სამართლის საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაკავებული პირი გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და მას მიენიჭა შესაბამისი ფსევდონიმი – უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეს გარკვეული ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, ავალებდა სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას, უცხოური სპეცსამსახურისთვის გადაცემის მიზნით.

    გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ პირს დავალებული ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგი მიმართულებებით: საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ. ასევე, მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეო გადაღება. საქართველოში სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე, აღნიშნული ადგილების ფოტო და ვიდეო გადაღება და სხვა”, – თქვა მან ბრიფინგზე.

    ამასთან, ლაშა მაღრაძემ აღნიშნა, რომ “კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ დანაშაულში ასევე მხილებულია საქართველოს 2 მოქალაქე, რომლებიც გადაბირებულ იქნენ ამავე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების მიერ და მიღებული დავალების შესაბამისად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციების შეგროვებას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებისთვის გადაცემას”.

    “საქმის სპეციფიცკურობიდან გამომდინარე, დანაშაულის დეტალების დეტალური სიზუსტით შესწავლის მიზნით, გამოძიების ფარგლებში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

    დაკავებულს ბრალდება ჯაშუშობისთვის წარედგინება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ კიდევ ორ პირს, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათ ჯაშუშობისთვის დაუსწრებლად წარედგინებათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიმალვაში მყოფი პირების მიმართ, ინტერპოლის მეშვეობით, გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა”, – თქვა ლაშა მაღრაძემ.