Category: ახალი ამბები

  • ატმის შვიდი საოცარი, კანისთვის სასარგებლო თვისება

    არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ატამი კანისთვის ძალიან სასარგებლოა. ჩამოგითვლით რამდენიმე დადებით შედეგს, რასაც დღეში რამდენიმე ატმის ჭამა თქვენს კანს მოუტანს.

    1. ახანგრძლივებს ახალგაზრდობას

    ვიტამინი С რომელსაც ატამი შეიცავს, კოლაგენის გამომოშავებას ასტიმულერებს. ის კი კანს ელასტიურობას ანიჭებს. ამავე დროს ეს ვიტამინი თავისუფალ რადიკალებს ბლოკავს, რომლებიც დაბერების მთავარი მიზეზია.



    2. შეიცავს პროტეინს

    ატმის რეგულარული ჭამა იმუნურ სისტემას აძლიერებს და ბევრი ინფექციური და კანის დაავადებისგან გვიცავს. გარდა ამისა, ატამი ხელს უწყობს კანის სწრაფ რეგენერაციას. პროტეინი კი რომელსაც ეს ხილი შეიცავს ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესისთვის არის აუცილებელი.


    3. კანის მიკროდაზიანებებს აშუშებს

    ატმის ხილფაფის და ატმის კანის ნიღბები არა მხოლოდ ატენიანებს კანს, არამედ აკნესა და ქიმიური პილინგის მერე შეხორცებებს უწყობს ხელს.

    4. ეხმარება კანის რეგენერაციას

    ნექტარინები არა მხოლოდ შიგნიდან გვკვებავენ, არამედ კარგია მათი კოსმეტიკური მიზნებისთვის გამოყენება. მაგალითად ნატურალურ იოგურთში არეული მსხლის პიურის ნიღაბი მშრალი კანისთვის შესანიშნავი დამატენიანებელია. ის თვალის ქვეშ შავ ლაქებს მოგაცილებთ.


    5. შეიცავს სელენს

    სელენი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც უჯრედების დაბერების პროცესს ანელებს და თმის და ფრჩხილის ზრდას უწყობს ხელს. სამედიცინო კვლევები აჩვენებს, რომ სელენის დეფიციტმა შესაძლოა კანის სიმსივნის ზოგიერთი ფორმის რისკი გაზარდოს. მართალია სელენის საჭირო ოდენობის მისაღებად ძალიან ბევრი ატმის ჭამა მოგიწევთ, მაგრამ თუ ატამს ხაჭოსთან ერთად მიიღებთ, დღე–ღამის ნორმას უფრო ადვილად მიაღწევთ. ხაჭოც ხომ სელენით მდიდარია.

    6. გვიცავს მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან

    ვიტამინები C,A და ბეტა კაროტინი რომლებსაც ატამი შეიცავს ულტრაიისფერ გამოსხივებასაც ებრძვის. კარგი იქნება თუ პლაჟზე წამოწოლილი ატმის კოქტეილს მიირთმევთ. ეს სასიამოვნოც არის და სასარგებლოც.


    7. შეიცავს ვიტამინ A–ს

    ეს ვიტამინი ასევე ხელს უწყობს სიმსივნის პროფილაქტიკას. ბოლო კვლევებმა დაადასტურა, რომ ვიტამინ A–ს დიდი დოზით მიღება კანის კიბოს ზოგიერთი სახეობის რისკსი 32 % –ით ამცირებს.
  • ბრიტანელი მეცნიერების რევოლუციური აღმოჩენა სიმსივნის მკურნალობაში

    ბრიტანეთის სიმსივნის კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა რევოლუციური წამალი შექმნეს, რომელმაც ახლახანს გაიარა კლინიკური ცდები და ექვსი სახის სიმსივნის სამკურნალოდ ეფექტურ საშუალებად აღიარეს.
    ინოვაციური თეარაპია “ტროას ცხენის“ პრინციპით მუშაობს. შემქმნელებმა წამალი “დამალეს“ და ტოქსიკური მოლეკულები უწყინარი ანტისხეულით შენიღბეს. ამგვარად ის პირდაპირ სიმსივნეში ხვდება და შიგნიდან ანგრევს.
    ცდები კიბოს ყველაზე გავრცელებული და აგრესული ფორმების მქონე პაციენტებზე ჩატარდა, რომლებსაც დაავადების გვიანი სტადია ჰქონდათ და რომლებსაც მანამდე ვერცერთმა სხვა ტიპის მკურნალობამ ვერ უშველა.
    საუკეთესო შედეგი ახალმა წამალმა საშვილოსნოს ყელის და შარდის ბუშტის სიმსივნეების დროს აჩვენა: მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღენიშნა პაციენტთა მეოთხედს, რომლებსაც მანამდე განუკურნებლად თვლიდნენ. სიმსივნე ან ზომებში შემცირდა, ან ზრდა მთლიანად შეწყვიტა .
    გარდა ამისა, ბრიტაპნელი მეცნიერების ცნობით თერაპია ეფექტური აღმოჩნდა ფილტვების, კუჭნაწლავის , საშვილოსნოს და საკვერცხეების სიმსივნის მკურნალობისას. თუმცა არაეფექტური აღმოჩნდა პროსტატის კიბოს მკურნალობაში.

    ტროას ცხენი

    წამალი, რომელსაც თავად შემქმნელები TV ( tisotumab vedotin ) -ს უწოდებენ, ორგანიზმში ვენიდან შეჰყავთ და ის შეიძლება ითქვას, რომ ქიმიისა და იმუნოთერაპიის ჰიბრიდია.

    ტოქსიკური ნივთიერება ანტისხეულის ბოლოზეა მიმაგრებული, რომელიც CD142 ცილაზე მაგრდება. ასეთი ცილა განსაკუთრებით ბევრია კიბოს უჯრედების ზედაპირზე. მოლეკულა საბოლოოდ სიმსივნის შიგნით შეიწოვება, სადაც ტოქსინი თავისუფლდება და სიმსივნურ უჯრედებს შიგნიდან ანგრევს.
    თერაპიას თანმდევი უარყოფითი ეფექტებიც აქვს, თუმცა ისინი ასატანია. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია გულის რევა, მომეტებული დაღლილობის შეგრძნება და ცხვირიდან სისხლდენა.
    კლინიკური კვლევების პირველ ეტაპში 150 სიმსივნით დაავადებული მონაწილეობდა ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, დანიიდან, აშშ–დან და შვედეთიდან.
    თუმცა თერაპიის შედეგები იმდენად იმედისმომცემი აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ კვლევის გამოქვეყნებამდე მეცნიერებმა მეორე ეტაპი დაიწყეს, ამჯერად უკვე რამდენიმე ასეული განუკურნებელი პაციენტის მონაწილეობით.
    კვლევის ხელმძღვანელის, კიბოს კვლევის ინსტიტუტის პროფესორის, ჯოან დე ბონოს განცხადებით წამალი შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ხორხის და თავის ტვინის სიმსივნეების მკურნალობისთვისაც:
    „პრინციპული სიახლეა თავად თერაპიის მოქმედების პრინციპი. წამალი კიბოს უჯრედებში აღწევს, როგორც ტროას ცხენი და მათ შიგნიდან ანადგურებს“ – ამბობს ის.
    კითხვაზე, როდის გახდება მსგავსი თერაპია ხელმისაწვდომი რიგითი პაციენტებისთვის და როდის გასცდება ის კლინიკური კვლევების ჩარჩოებს, პროფესორი ბონო პასუხობს, რომ ხუთი წლის შემდეგ, ან შესაძლოა ცოტა ნაკლებ დროშიც.
  • 69 წლის რიჩარდ გირს შვილი შეეძინა

    69 წლის ასაკში რიჩარდ გირს და მის 35 წლის ცოლს, ესპანელ ჟურნალისტს ალეხანდრა სილვას ვაჟიშვილი შეეძინათ. ბავშვი ნიუ იორკში დაიბადა.
    ეს წყვილის პირველი ერთობლივი შვილია. გირსაც და მის ცოლსაც თითო შვილი ყავთ : რიჩარდ გირს 18 წლის ვაჟი გომერი მსახიობის და მოდელის, კერი ლოუელისგან. სილვას კი ექვსი წლის ვაჟი ალბერტი ამერიკელი მაგნატის, რობერტ ფრედლანდისგან.
    წყვილი ერთად უკვე სამი წელია ცხოვრობს. გასული წლის გაზაფხულზე ქორწინება ოფიციალურად გააფორმეს, მაისში კი გირის რანჩოზე საქორწილო ცერემონიალი გამართეს. ქორწინება ბუდისტური ტრადიციების მიხედვით გაიმართა. რიჩარდ გირიც და მისი მეუღლეც ბუდისტები არიან. ქორწილიდან
    მალევა გაჩნდა ჭორები, რომ ალეხანდრა ფეხმძიმედ არის. ზაფხულის ბოლს კი დადასტურდა, რომ ეს ჭორი კი არა რეალობაა.


    ჟურნალისტმა ინსტაგრამზე დადო ფოტო, რომელზეც მის მუცელს დალაი ლამა ლოცავს. “სულ რამდენიმე წუთის წინ… ჩვენ მივიღეთ დალოცვა ჩვენი უძვირფასესი ადამიანისგან. სანამ დალაი ლამას არ მოვუყვებოდით, ამ ამბავს ვერ გავახმაურებდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ყველა ჩვენგანისთვის“ –წერდა ალეხანდრა.

    რიჩარდ გირი ხშირად ხვდება ბუდისტების სულიერ ლიდერს. ის ტიბეტის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის და ინდოეთში ტიბეტის თემს ჰუმანტარულ დახმარებას უწევს.
  • განქორწინება დაქორწინებიდან 3 წუთში

    ყველაზე ხანმოკლე ქორწინება  ქუვეითში რამდენიმე დღის წინ შედგა. ახალდაქორწინებული წყვილი საქორწინო ცერემონიალის დასრულებიდან რამდენიმე წუთში განქორწინების პროცედურას შეუდგა. საქორწილო ცერემონიალის შემდეგ პატარძალი წაბორძიკდა, ქმარმა კი მას დაცინვა დაუწყო და სულელი უწოდა. ამის შემდეგ ქალი ატირდა და მოითხოვა ქმართან მისი გაშორება იქვე გაეფორმებინათ, სადაც რამდენიმე წუთის წინ ხელმოწერის ცერემონიალი შედგა. ოფიციალურად წყვილი სულ სამი წუთის განმავლობაში იყო დაქორწინებული. ეს ყველაზე ხანმოკლე ქორწინებაა ამ ქვეყნის ისტორიაში.
  • ქალები, რომლებსაც ბედმა გენიოსების გვერდით ცხოვრება არგუნა

    გენიოსის ცოლობა ადვილი არ არის. ხანდახან გამორჩეული მამაკაცების მეუღლეებს ოჯახის შესანარჩუნებლად მსხვერპლის გაღება უწევთ: ზოგი საკუთარ ცხოვრებას მთლიანად ქმარს უძღვნის. დღეს რამდენიმე გამორჩეული მამაკაცის ცოლების შესახებ გიამბობთ:

    უნა ო’ ნილი და ჩარლი ჩაპლინი
    უნა ო’ნილი ბოჰემურ ოჯახში გაიზარდა. მამა დრამატურგი იუჯინ ო’ ნილი იყო, დედა კი მწერალი აგნეს ბოულტონი. გოგონას ერთადერთი ნაკლი ტრუმენ კაპტეს თქმით მისი სრულყოფილება იყო. უნა ჩაპლინთან მსახიობობის სურვილმა მიიყვანა. მათ ერთმანეთი ფილმ Shadow and Substance –ს კასტინგზე გაიცნეს, სადაც უნა ბედის საცდელად მივიდა. გოგონა 18 წლის იყო, ჩარლი ჩაპლინი კი 54 წლის. მართალია ეს ფილმი საბოლოოდ აღარ გადაიღეს, მაგრამ მან ორივეს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

    “მან გაიღიმა და ჩემი ცუდი განწყობა მაშინვე გაქრა. მისმა სილამაზემ და უნიკალურმა მომხიბვლელობამ მაშინვე გამიტაცა“ – იხსენებდა მოგვიანებით ჩაპლინი ამ შეხვედრას.
    იმ მომენტიდან დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია, რომელიც უსასრულოდ გაგრძელდა და მხოლოდ 1977 წელს, ჩაპლინის სიკვდილთან ერთად დასრულდა. ამ ურთიერთობების გამო უნამ სამსახიობო ამბიციებზე უარი თქვა, ცნობილი ქმრის ჩრდილში ყოფნა ამჯობინა და თავი მთლიანად ოჯახს მიუძღვნა. მითუმეტეს, რომ სხვ აღარც არავინ დარჩა. მამა ჩაპლინზე მისმა გათხოვებამ იმდენად გააბრაზა, რომ გოგონა მისი ცხოვრებიდან წაშალა და არც მემკვიდრეობა დაუტოვა.
    ცოლ–ქმარმა შვეიცარაში, ჟენევის ტბასთან მდებარე სახლში რვა შვილთან ერთად ბევრი ბედნიერი წუთი გაატარა. თუმცა მათ ცხოვრებაში უსიამოვნებებიც იყო. მაგალითად ჩაპლინის დადანაშაულება “საიდუმლო კომუნისტურ ორგანიზაციასთან“ კავშირში და აშშ–ში შესვლის აკრძალვა. თუმცა უნა ყოველთვის მოსიყვარულე და ერთგული ცოლი იყო. მან ამერიკიდან ოჯახის მთელი დანაზოგი და ქონებაა გაიტანა და ქმრის გულისთვის ამერიკის მოქალაქეობაზე უარი თქვა.
    მათი ქორწინება 34 წელს გაგრძელდა, რომლის განმავლობაში ერთმანეთს მხლოდ ერთხელ დაშორდნენ. უნა ქმრის სიკვდილიდან 14 წლის შემდეგ, 66 წლის ასაკში კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნისგან გარდაიცვალა. ჩაპლინის გარდაცვალების შემდეგ ის კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და სახლიდან ნაკლებად გამოდიოდა.

    “მან მე ზრდასრულ ადამიანად მაქცია, მე კი მასში ახალგაზრდობას ვინარჩუნებდი. ის ჩემი სამყარო იყო. მის გარდა ვერაფერს ვხედავდი და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა“
    ამბობდა უნა.

    გალა და სალვადორ დალი
    გალა, იგივე ელენა დიაკონოვა ნამდვილი საბედისწერო ქალის სახელით არის ცნობილი. განათლებული, ლამაზი, ვნებიანი, ამაყი, აქტიური ქალი მამაკაცებს ფაქტიურად პირველივე ნახვაზე აჯადოებდა. ასე დაემართა სალვადორ დალისაც.  ისინი ერთმანეთს გალას მაშინდელმა ქმარმა, პოლ ელიუარმა გააცნო, რომელმაც ელენას გალას ფსევდონიმი მოუგონა. მაშინ გალა 35 წლის იყო. დალი ათი წლით უმცროსი. მათ შორის მაშინვე გაჩნდა დაუძლეველი ლტოლვა. შემდეგ კი ეს დიდ სიყვარულში გადაიზარდა.
    არც არის გასაკვირი: სალვადორ დალი გამოცდილ, ჭკვიან ქალს ეძებდა, რომელსაც თაყვანს სცემდა. გალას კი მუდმივი ზეიმი და ფეიერვერკი სურდა. მათ ერთმანეთში ის იპოვნეს, რაც ჭირდებოდათ. ერთხელ, ურთიერთობის დასაწყისში სეირნობისას გალამ დალის უთხრა: ჩემო ბიჭო, ჩვენ უკვე აღარასოდეს დავშორდებით.


    გალა არა მხოლოდ დალის მუზა იყო, არამედ ყველა ყოფითი პრობლემის და პრაქტიკული საკითხების მოგვარება საკუთარ თავზე აიღო. ის იყო დაკავებული ნახატების გაყიდვით, თუ არ იყიდებოდა, აიძულებდა დალის ქუდების, საფერფლეების მოდელები შეექმნა, მაღაზიების ვიტრინები გაეფორმებინა, რეკლამები დაეხატა. გალას საქმიანმა ალღომ გადააწყვეტინა წყვილს აშშ–ში გადასვლა, სადაც დალის საოცარი წარმატება ელოდა. გალა დალის კარიერის და შემოქმედების ერთგვარი კატალიზატორი იყო . მისი სახის ნაკვთები დალის პორტრეტების უმრავლესობაში გამოსჭვივის.

    თუმცა მოგვიანებით ცოლ–ქმარმა ერთმანეთისგან შინაგანი დისტანცირება დაიწყო, ბოლოს კი ტერიტორიულადაც მოშორდნენ ერთმანეთს: გალა დროის დიდ ნაწილს ქმრის მიერ ნაჩუქარ პუბოლის ციხე სიმაგრეში ატარებდა, სადაც მრავალრიცხოვან საყვარლებს იღებდა.
    “სალვადორისთვის მაინც სულერთია. ყოველ ჩვენგანს თავისი ცხოვრება აქვს“ – ამბობდა ის.

    “გალას უფლებას ვაძლევ იმდენი საყვარელი ყავდეს, რამდენიც უნდა. ამაში ხელსაც კი ვუწყობ, იმიტომ რომ ეს აღმაგზნებს“
    – ამბობდა დალი, თუმცა თავად ამ დროს სხვა ქალებთან ურთიერთობა არ ქონია.
    გალა თეძოს მოტეხილობის შემდეგ 1982 წელს კლინიკაში გარდაიცვალა. დალიმ ის პუბოლაში დამარხა, თვითონ კი კიდევ შვიდი წელი იცოცხლა.

    ჯულიეტა მაზინა და ფედერიკო ფელინი
    ფელინისა და ჯულიეტა მაზინას ურთიერთობა სრულიად განსხვავებული ტემპერამენტის და ხასიათის ადამიანების ერთობა იყო. ფელინი მუდმივად ქალების ყურადღებით ტკბებოდა, მაზინა კი მორცხვი და თავშეკავებული იყო. ამას ხელი არ შეუშლია მათთვის 50 წელი ერთ ოჯახად ეცხოვრათ.

    ჯულიეტა იმედისმომცემი მსახიობი იყო და შეიძლებოდა ნამდვილი ვარსკვლავიც გამხდარიყო, განსაკუთრებით ფილმების – “კაბირიის ღამეები“ და “გზა“ –ს შემდეგ. თუმცა მისი არჩევანი ოჯახზე შეჩერდა . საკუთარი თავი ქმარს და მის კარიერას მიუძღვნა. ჯულიეტა სცენარებს არედაქტირებდა, მსახიობებს არჩევდა და ყველაფერს აკეთებდა ქმრის ცხოვრების შესამსუბუქებლად.
    ქორწინების შესახებ ჯულიეტა ამბობდა:

    “მე და ფედერიკოს არ შეგვიქმნია ის, რასაც სიტყვა “ოჯახი“ შეეფერება. ჩვენ არ გვყავს შთამომავლობა, არ გვყავს ახლო ნათესავები. ჩვენ ალბათ უფრო წყვილი უნდა გვერქვას. ადამიანების კავშირი, რომლებიც ერთად თავისუფალი არჩევანის გამო რჩებიან. ყოველთვის მეკითხებიან, რთულია თუ არა გენიოსთან ცხოვრება. ამაზე ვპასუხობ, რომ სულელთან ცხოვრება უარესად გამაღიზიანებდა. მე და ფედერიკოს ერთი უპირატესობა გვაქვს: ძალიან ახალგაზრდები დავქორწინდით და აქედან გამომდინარე ერთად მოვმწიფდით, პიროვნებებად ერთად ჩამოვყალიბდით. ვაღიარებ, რომ ძალიან განსხვავებულები ვართ. მე ლაქლაქი მიყვარს. მას ჩუმად ყოფნა. მე ყველაფერს უმნიშვნელო დეტალებში აღვწერ, მას განსაკუთრებული გემოვნება აქვს და სინთეზის აღქმა. მე მოგზაურობა მიყვარს. მას ეზიზღება. მე ცეკვა მიყვარს, მას კი არასდროს უცდია. მე მუსიკის მოსმენა მიყვარს, მას კი საათობით კითხვა. თუმცა მთავარი საერთო გვაქვს: ორივეს გვიყვარს კვირა დღის გატარება მშვიდ, ოჯახურ გარემოში და ორივეს ძალიან გვიყვარს სანახაობა“.

    კლემენტინა და უინსტონ ჩერჩილი
    კლემენტინა არ ყოფილა “კომფორტული“ ცოლი, რომელიც ქმრის ახირებებს უსიტყვოდ აკმაყოფილებდა. მას გამოკვეთილი ხასიათი და ბრწყინვალე გონება ჰქონდა. თუმცა მეუღლის სისუსტებს მშვიდად ხვდებოდა, მათ შორის სიგარებისა და ვისკის სიყვარულს.

    მთავარი პრინციპი, რასაც კლემენტინა ოჯახური ცხოვრებისას იცავდა ასეთია:


    “არასოდეს აიძულოთ ქმარი თქვენ დაგეთანხმოთ. მეტს მიაღწევთ, თუ მშვიდად და წყნარად დარჩებით საკუთარ პოზიციაზე და მას თავს არ მოახვევთ. დროთა განმავლობაში დანახავთ, როგორ მიდის ქმარი შეუმჩნევლად დასკვნამდე, რომ მართალი ხართ“
    . კლემენტინამ მოახერხა საკუთარი თავის პატივისცემა და ქმრის სიყვარული ერთმაენთთან შეეთავსებინა. მისი ზომიერი სიჯიუტე და სიბრძნე მისი და უინსტონ ჩერჩილის 57 წლიანი ბედნიერი ოჯახური ცხოვრების საფუძველი გახდა.
    მართალია ისინი პიროვნული თვისებებით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები იყვნენ და სხვადასხვა საძინებლებშიც ეძინათ, ამას ხელი არ შეუშლია ერთმანეთთან თბილი ურთიერთობა ჰქონოდათ, 5 შვილი გაეზარდათ და 1700 სასიყვარულო ღია ბარათი დაეწერათ.
    თავად ჩერჩილი ამბობდა: “ჩემი დაქორწინება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და სასიხარულო მოვლენა იყო.“
  • “ივლიან აგენტები და აღრიცხავენ შეყვარებულ წყვილებს”.- ემზარ კვიციანი

    პატრიოტთა ალიანსის წევრმა ემზარ კვიციანმა Palitra News-ის ეთერში ოჯახის შექმნის დასახმარებლად, ორგანიზაციის შექმნაზე ილაპარაკა.

    “მალე დაფუძნდება ორგანიზაცია, შეიძლება ფონდიც იყოს, სადაც ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად. აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას იმის გამო, რომ არა აქვთ საშუალება? იქნებიან აგენტები, რომლებიც ივლიან, გაიგებენ… აღრიცხავენ, აღრიცხვაზე აიყვანენ და დაეხმარებიან”, – ამბობს ემზარ კვიციანი.

     

  • ხელს ისეთს მოგკიდებ რომ შეიძლება ვეღარ გამაშვებინონ…მელია–თალაკვაძის დაპირისპირება განათლების კომიტეტში

    განათლების კომიტეტის  სხდომაზე მინისტრის მოსმენისას დაპირისპირება ზუგდიდის 6–ე სკოლის დირექტორის გარდაცვალების საკითხის განხილვას მოჰყვა. სხდომას გარდაცვლილი ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელაია და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.  ოპოზიციამ მინისტრი სკოლებში ზონდერების გაგზავნასა და დირექტორის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

  • ანუ, სკოლებში გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს – ემზარ კვიციანი

    “პატრიოტთა ალაინსის” წევრმა, ემზარ კვიციანმა გამოცდების გაუქმების თემა ერის გამრავლების საკითხს დაუკავშირა:

    “ბატონო მინისტრო, თქვენი გამოსვლიდან ერთი ფრაზა მომხვდა ყურში, როცა თქვით, რომ გამოცდებმა დააცარიელა სკოლები, ანუ გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს. ისევ მივადექით ძალიან დიდ პრობლემას, რასაც ჩვენი გენოფონდის განადგურება ჰქვია და ამის შესახებ დღეს არავინ არ ილაპარაკა. ანუ სკოლებში არ გვყოფნის მოსწავლეები.

    “ფიქრობთ თუ არა ბატონო მიხეილ, რომ საჭიროა სახელმწიფომ მოიფიქროს ისეთი სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას და მისცემს სტიმულს ერს გამრავლებისკენ”, მიმართა პატრიოტთა ალიანსის წევრმა განათლების მინისტრს.

  • ლონდონში კარლ მარქსის საფლავი დააზიანეს

    უცნობმა პირებმა ლონდონში, ჰაიგეითის სასაფლაოზე კარლ მარქსის სასაფლავის ქვა დააზიანეს.
    “კარლ მარქსის საფლავი შეურაცხყოფილია! ის ისე გამოიყურება, თითქოს ვიღაცამ უროთი გადაუარა… საფლავის ქვას რაც შეიძლება სწრაფად მოვიყვანთ წესრიგში.“ – ნათქვამია ტვიტერზე სასაფლაოს ოფიციალურ გვერდზე.
    ფონდ Friends of Highgate Cemetery –ს ხელმძღვანელმა, იენ დანგველმა გაზეთ გარდიანისთვის მიცემულ ინტერვიუში ამ ფაქტს “პოლიტიკური გამოხატვის უჩვეულო ფორმა უწოდა.“
    “ჩვენი აზრით ეს იყო აქცია კარლ მარქსის წინააღმდეგ. ეს შემთხვევითობა არ არის. ფოტოზე ხედავთ, რომ თავმდამსხმელები მთელი ძალით ცდილობნენ ქვიდან კარლ მარქსის სახელის წაშლას.“ – ამბობს დანგველი.
    ლონდონის პოლიციამ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და შესაბამისი პერსონების გამოკითხვის შემდეგ გამოძიების დახურვა გადაწყვიტა ახალი ინფორმაციის გამოჩენამდე.

    კარლ მარქსი ჰაიგეითის სასაფლაოზე 1881 წელს დაასაფლავეს. მისი საფლავის ქვა ოფიციალურად 1956 წელს გაიხსნა. 1970 წელს ვანდალებმა თვითნაკეთი ბომბის საშუალებით მისი აფეთქება სცადეს, ქვაზე სვასტიკა დახატეს და საღებავი მიასხეს.

  • რას ნიშნავს კარგი სექსი. ვარსკვლავები საკუთარ საიდუმლოს გვიზიარებენ

    ვარსკვლავები, რომლებიც კინოში ხშირ შემთხვევაში იდეალურად გამოიყურებიან, რეალურ ცხოვრებაში მათი ვარსკვლავური სტატუსის და მილიონების მიუხედავად ისეთივე ემოციებს და პრობლემებს განიცდიან, როგორც ჩვენ, რიგითი მოკვდავები. კომპლექსებიც აქვთ და ფსიქოლოგიური პრობლემებიც, მათ შორის ინტიმური ურთიერთობებისას. დღეს გთავაზობთ 12 ცნობილი ვარსკვლავის მოსაზრებებს სექსთან დაკავშირებით. ვნახოთ, რას ნიშნავს მათთვის სექსი და რა რჩევებს გვაძლევენ ჩვენი ეკრანული ფავორიტები.

    სელმა ჰაიეკი

    სელმა ჰაიეკის აზრით ურთიერთობებში რომანტიკის შესანარჩუნებლად აუცილებელია სექსი ყოველდღიურად არ გქონდეთ.

    “ექვს წელზე მეტია გათხოვილი ვარ და ზუსტად შემიძლია ვთქვა: დროთა განმავლობაში ყველაზე გიჟური სექსიც კი შეიძლება მოგბეზრდეს. იმისთვის, რომ ჩვენი სექსი რაღაც ჩვეულებრივ ყოველდღიურობად არ იქცეს მე და ჩემი ქმარი ვცდილობთ ძალიან ხშირად არ გვქონდეს სექსი. საერთოდ, მე ვთვლი, რომ სექსი ურთიერთობების საფუძველი არ არის. ის გვეხმარება ემოციების გამდიდრებაში, მაგრამ მეტი არაფერი. ბევრ ქალს ვიცნობ, ვინც თავისი ფიგურის გამო ძალიან განიცდის. მე მოდელის პარამეტრებით არ გამოვირჩევი, მაგრამ თავს ძალიან სექსუალურდ ვთვლი, იმიტომ რომ ისეთს ვიღებ საკუთარ თავს, როგორიც ვარ. ჩემი აზრით, ბუნებრიობა და თავდაჯერებულობა არის ის, რაც მამაკაცებს ძალიან იზიდავს.“ – ამბობს მსახიობი


    უილ სმიტი

    როგორც ირკვევა, უილ სმიტს სხვადასხვა პერსონაჟად გარდასახა არა მხოლოდ ეკრანზე, არამედ საკუთარ საძინებელშიც უყვარს. მსახიობი აღიარებს, რომ ის და მისი ცოლი ხანდახან როლურ თამაშებს ირგებენ, რათა სექსუალური ცხოვრება გაამრავალფეროვნონ. მაგალითად, ის ყვება “სახლში ფილმ ჰენკოკის გადაღებებიდან კოსტუმი წავიღე და ხანდახან ჯადას ვაგრძნობინებ ხოლმე, რომ ნამდვილ სუპერგმირს გაყვა ცოლად.“

    სკარლეტ იოჰანსონი

    მრავალი მამაკაცის საოცნებო ქალი ამბობს, რომ მოწონს სექსი ავტომობილში. “მიყვარს მანქანაში სექსი, განსაკუთრებით როცა რამე უჩვეულო მინდა. სხვათა შორის, უკანა სკამი სხადასხა ექსპერიმენტებისთვის კარგი ადგილია“ – ამტკიცებს მსახიობი.

    მეგან ფოქსი


    თანამედროვეობის ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი და სექსუალური მსახიობი ამტკიცებს, რომ კარგი სექსისთვის მთავარია თავდაჯერებული იყო. “ქალი, რომელიც თავის ძალას გრძნობს ჩემი აზრით სექსუალობას ასხივებს. სხვათა შოროის, ჩემი აზრით ვაგინა ქალებს მამაკაცებზე გავლენის არაჩვეულებრივ ძალას გვაძლევს“ .

    კიმ კეტროლი

    სერიალში “სექსი დიდ ქალაქში“ სამანტა ჯონსის როლის შემსრულებელი, რომელმაც სექსის შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი იცის, მნიშვნელოვნად თვლის პარტიორისთვის გრძნობების გამოხატვას. “აგრძნობინეთ, როგორ მოგწონთ მისი შეხება, როგორ აღგაგზნებთ მისი კოცნა, გაიხსენით და იყავით მგრძნობიარე მისთვის და მასთან.“

    კეიტ ბეკინსეილი


    მსახიობი რჩევას აძლევს წყვილებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ცალ–ცალკე: “ასეთ დროს ვებ კამერა ჩემი გადამრჩენელია. მანამ, სანამ კავშირზე გავალ ყოველთვის ვეკითხები, რა ფორმაში უნდა რომ მნახოს და რომელი კაბა ჩავიცვა. როცა კამერა ირთვება, ყველაზე საინტერესო მაშინ იწყება.“

    ჯესიკა ალბა

    მსახიობი აღიარებს, რომ არასოდეს რცხვენოდა თავისი სექსუალური თავგადასავლების: “ჩემი აზრით ქალს არ უნდა რცხვვენოდეს, რომ მოსწონს სექსი. ვაღიარებ, ის ადამიანი ვარ, რომელმაც შეიძლება დილით სრულიად უცხო მამაკაცთან ერთად გაიღვიძოს საწოლში.“


    ჯენიფერ ლოპესი

    მომღერალმა გააქარწყლა მითი იმის შესახებ, რომ ქალებს მოსწონთ, როცა მათ მკერდზე ხელს მაგრად უჭერენ და უსრესენ. “დამიჯერეთ ბიჭებო, როცა ამას აკეთებთ ერთადერთი, რაზეც ქალი ფიქრობს – ნეტა როდის დამთავრდება ეს ყველაფერი.“

    ევა ლონგორია

    “ვერასოდეს მიიღებთ სექსისგან სიამოვნებას, თუ საკუთარ სხეულს არ შეისწავლით. ინტიმური სიახლოვით სიამოვნება მას შემდეგ ვიგრძენი, რაც მასტურბირება დავიწყე. ჩემი პირველი ვიბრატორი რამდენიმე წლის წინ ვიყიდე და დამიჯერეთ, მან ჩემი სამყარო შეცვალა. ახლა ყველა ჩემს დაქალს ვაჩუქე ვიბრატორი. და სიხარულისგან კიოდნენ ამ სიურპრიზის გამო. ჩემი აზრით ორგაზმი საუკეთესო საჩუქარია, რაც ჩემი დაქალებისთვის შემეძლო გამეკეთებინა “– ამბობს ევა ლონგორია.

    გვინეტ პელტროუ

    გვინეტის აზრით სექსი კარგი საშუალებაა პარტნიორთან შესარიგებლად: “ჩემი აზრით ურთიერთობების ნებისმიერი გარჩევა საწოლით უნდა დასრულდეს. თუმცა კარგია თუ სკანდალების თავიდან აცილებას შეძლებ. ანუ როგორც კი იგრძნობ, რომ აგრესიული ხდები ჯობს შენს მამაკაცთან ერთად საძინებელში წახვიდე და იქ გადმოანთხიო უარყოფითი ემოციები.“

    ევა მენდესი

    რაიან გოსლინგის შეყვარებული იმით ტრაბახოს, რომ მღელვარე ახალგაზრდობის პერიოდში 50 ამერიკული შტატის შემოვლა და ყოველ შტატში სექსი ერთხელ მაინც მოასწრო. “იცით, ეს ძალიან ახალისებს ურთიერთობებს“– ამბობს მსახიობი.


    კამერონ დიასი

    კამერონს მოსწონს, როცა მამაკაცი ინიციატივას საკუთარ ხელში იღებს: “არის ამაში რაღაც ცხოველური და ამიტომაც ძალიან აღმგზნები“ – ამბობს მსახიობი. მისი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორთან ფიზიკური კონტაქტი და ამბობს, რომ მოსწონს როცა მუდმივად ეხება თავის მამაკაცს.