Category: ახალი ამბები
-
რადიაცია თქვენს სახლში. საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც რადიაციას ასხივებს
ყველამ ვიცით იმის შესახებ რა შეიძლება იყოს რადიაციის წყარო ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია, რენდგენის აპარატი, ხშირად ჩვეულებრივ ულტრაბგერასაც ეჭვით უყურებენ. მაგრამ არსებობს რადიაციის სხვა წყაროებიც, მაგალითად ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც სახლში გვაქვს და ეჭვიც არ გვიჩნდება, რომ ისინი შეიძლება რადიაციული და ელექტრომაგნიტური ტალღების გამოსხივების წყარო იყოს.პანიკაში ნუ ჩავარდებით, უმეტეს შემთხვევაში ისინი სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მაინც სასურველია იმის ცოდნა, რომელი საყოფაცხოვრებო ნივთები ან დეკორაცია შეიძლება შეიცავდეს საფრთხეს, რათა ფრთხილად იყოთ და თავიდან აიცილოთ კონცენტრაცია დასაშვებ ზღვარს მიღმა.
ჭურჭელი
გაგიკვირდებათ, მაგრამ ბევრისთვის საყვარელი ბროლი, რომელიც კარადებში ხშირად იწონებს თავს, რადიაციის წყაროა, თუ მასში ტყვიის შემცველობაა. ეს ნივთიერება ტოქსიკური და საშიშია. მართალია ბროლის ჭურჭლის ხანმოკლე გამოყენებით დიდი უბედურება არ მოხდება და არც მისი კარადაში, მინის მიღმა შენახვა დაგვიშავებს რამეს. მაგრამ ასეთ ჭურჭელში საკვების – მაგალითად შაქრის, კანფეტების ან ტკბილეულის შენახვა არარეკომენდირებულია.ცალკე ყურადღებას იმსახურებს ძველი კერამიკა, შუშის და თიხის ჭურჭელი. განსაკუთრებით 1960 წლამდე დამზადებული, და განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ყვითელი ან ნარინჯისფერია, რადგან სწორედ სარკალში ურანის დამატებით ღებულობენ ასეთი ფერის მინანქარს. ის ურანის რადიოაქტიურ მარილებს შეიცავს. ადრე ასეთ ჭურჭელს ინტენსიურად ქმნიდნენ ამერიკულ ქარხნებშიც . მოგვიანებით მისი წარმოება აიკრძალა, თუმცა თავის დროზე იმდენად დიდი რაოდენობით მოხდა წარმოება და მთელ მსოფლიოში იმდენად გავრცელებულია ამგვარი ჭურჭელი, რომ მისი გაკონტროლება შეუძლებელია. ურანის შემცველი შეიძლება იყოს მომწვანო შეფერილობის ძველი შუშის ანტიკვარიც. ურანის გარდა ტყვიასაც შეიძლება შეიცავდეს ძველი ფაიფურის ჭურჭელი. ასეთი ჭურჭლიდან წყლის დალევა არ ღირს.
აბაზანა–ტუალეტი
პერიოდული შემოწმება დოზიმეტრით ბინებში აჩვენებს, რომ რადიოაქტიური გამოსხივება მცირე რაოდენობით აბაზანა–ტუალეტშიც გვხვდება. მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია აქ შეიძლება იმის ხარჯზეც იყოს მომატებული, რომ ძირითადად სახლის ეს ნაწილი უფანჯრებოა და არ ნიავდება. ფონი შესაძლოა კედლების კერამიკულმა ფილამ ან გრანიტმა შექმნას, ასევე თიხით დამუშავებულმა ადგილებმა. თუ ის არასაიმედო მადნიდან არის აღებული, მაგალითად ისეთი საბადოდან, რომელიც რადიაციით არის დაბინძურებული.
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
ძნელია ისეთი ბინის წარმოდგენა, სადაც თანამედროვე ტექნიკის რამდენიმე ნიმუში მაინც არ გვხვდება. როგორც ირკვევა, თითქმის ყოველ მათგანს ელექტრომაგნიტური გამოსხივება აქვს. სპეციალისტთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ სუსტი ელექტრომაგნიტური გამოსხივებაც კი საშიშია. დაღლილობა, თავის ტკივილი, თვითშეგრძნების ზოგადი გაუარესება და ძილის პრობლემები – ეს მხოლოდ ნაწილია იმ შედეგებისა, რასაც საყოფაცხოვრვებო ტექნიკასთან ხშირი კონტაქტი იწვევს.გაზომვების შედეგად დადგინდა, რომ NO FROST–ის სისტემის მაცივრები კარიდან ერთი მეტრის რადიუსში დასაშვებ ნორმაზე მეტ გამოსხივებას გამოყოფს, ასე რომ ჯობს მაცივრის წინ დიდხანს არ დადგეთ, დროზე აიღოთ რაც გსურთ და მოშორდეთ. ელექტრომაგნიტური ველის ინტენსივობა შეინიშნება ელექტროქურის სიახლოვესაც. საკვების მომზადებისას ჯობს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ელექტროქურის წინა პანელისგან მინიმუმ 25 სანტიმეტრის დაშორებით იდგეთ. გაზომვები აჩვენებს, რომ მაგნიტური ველის ინტენსივობა ამაზე ახლო მანძილზე 1–3 მიკროტესლაა.გამოსხივების მცირე დოზას ელექტროჩაიდნებიც კი გამოყოფს. 20 სანტიმეტრის რადიუსში გამოსხივების ინტენსივობა 0.6 მკ. ტესლაა. მაგნიტური ველი აქვს უთოების დიდ ნაწილსაც. სახელურიდან 25 სანტიმეტრის რადიუსში ჩართულ უთოს 0.2 მკ. ტესლას ინტენსივობის მაგნიტური ველი აქვს.გამოსხივების წყაროა სარეცხი მანქანაც. ამიტომაც არ ღირს ჩართული სარეცხი მანქანის გვერდით დიდხანს ყოფნა.
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს მიკროტალღური ღუმელები. მის მავნებლობაზე დიდი ხანია კამათობენ. 30 სანტიმეტრის მანძილზე ის 0.3–0.8 მიკროტესლას ინტენსივობის ველს ქმნის. ეს კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის შესაძლოა ძალიან საშიში იყოს. თუმცა, თანამედროთვე მიკროტალღურ ღუმელებს დაცვის საიმედო დონეები აქვს. ამიტომაც ელექტრომაგნიტური ველი სამუშაო მოცულობის მიღმა ძირითადად არ გადის. თუმცა, ამის გარანტიას მაინც ვერავინ მოგვცემს. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ მისი ნაწილი გარეთ მაინც ხვდება . და ეს ძირითადად კარის ქვედა მარჯვენა კუთხესთან ხდება. თუ კარის გარშემო რაიმე ღრიჭო ჩნდება, დაცვის დონე საერთოდ იკლებს. ამიტომაც ყურადღება მიაქციეთ მიკროტალღური ღუმელის ხარისხს და მდგომარეობას.პრიალა ჟურნალები
საშიში გამოსხივების წყარო სახლში შესაძლოა ფერად–ფერადი პრიალა ჟურნალებიც გახდეს, რომლებიც თაროებზე და ტუალეტებში გროვდება. ბევრს მათი სუნიც მოსწონს. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ტოპოგრაფიული საღებავის წარმოებაში კაოლინი გამოიყენება. ეს თეთრი თიხის ნაირსახეობაა, რომელიც იმით გამოირჩევა, რომ ურანის და თორიუმის რადიოაქტიური იზოტოპების შეწოვის და დაგროვების უნარი აქვს. გასაგებია, რომ ერთი ჟურნალი არ მოგკლავთ, მაგრამ თუ მუდმივად სახლში ასეთი ჟურნალების გროვა გაქვთ, უნდა დაფიქრდეთ.კატის ტუალეტი
კიდევ ერთი, თითქოს უწყინარი ნივთი კატის ტუალეტის სპეციალური ქვიშაა. ის კატის მოვლას და ჰიგიენის დაცვას აადვილებს და სუნსაც იწოვს. თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, ის ბეტონიტს შეიცავს. სწორედ ამის ხარჯზე ხდება სუნის შეწოვა და განეიტრალება. ეს ნივთიერება კი თორიუმის და ურანის შემცველი შეიძლება იყოს, რომლებსაც კანალიზაციაში მოხვედრის შემთხვევაში გარშემო ყველაფრის მოწამვლა შეუძლიათ. მართალია მწარმოებელი შეფუთვაზე მიუთითებს, რომ არ შეიძლება ამ მასალის უნიტაზში გადაყრა, მაგრამ ბევრი ამას ყურადღებას არ აქცევს.და ბოლოს: ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც სავსეა მაიონიზირებელი და არამაიონიზირებელი გამოსხივებით. ეს გამოსხივება ორგანიზმის უჯრედებს აზიანებს. რაღაც ზღვრამდე ჩვენი იმუნური სისტემა ამ ზემოქმედებას ეწინააღმდეგება. შესაბამისად, აუცილებელია სახლში დაიცვათ ზღვარი, რომ მავნე გამოსხივებამ დასაშვებ ნორმას არ გადააჭარბოს.ამიტომაც უნდა იცოდეთ, როგორ დაიცვათ თავი გამოსხივებისგან:* დისტანციით (მაგალითად, ელექტროჩაიდანი 20 სანტიმეტრის მანძილზე უკვე უსაფრთხოა)* ეკრანით (მაგალითად მიკროტალღურ ღუმელებში ასეთი ეკრანები უკვე ჩამონტაჟებულია)* დროით (თუნდაც კერამიკული ფილები აბაზანაში მომეტებულ გამა ფონს ქმნიდეს, პანიკაში ნუ ჩავარდებით. რადგან აბაზანაში ცოტა დროს ატარებთ)
შეგიძლიათ გამოსხივების წყაროდან გამოსხივების დონე შეამციროთ ( მაგალითად დამიწება, რაც ელექტროუსაფრთხოების გარდა ბევრად ამცირებს ელექტრო და მაგნიტური ველის პარამეტრებს) -
ავღანეთში სამშვიდობო მისიაში დაჭრილი უფროსი ლეიტენანტი NBA-ს თამაშზე ზაზა ფაჩულიამ მიიწვია (ვიდეო)
ავღანეთში სამშვიდობო მისიაში დაჭრილი უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე ვაშინგტონში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მატჩს დაესწრო. ინფორმაციას და შესაბამის ვიდეოს აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს. Pistons-სა და Wizards შორის საკალათბურთო თამაშზე საპატიო სტუმრის სტატუსითივერი ბუაძე Detroit Pistons-ის ქართველმა მოთამაშემ ზაზა ფაჩულიამ მიიწვია.

-
აშშ–ს პრეზიდენტთა ცოლების საიდუმლო
17 იანვარს ამერიკის 44–ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მეუღლეს, მიშელ ობამას 56 წელი შეუსრულდა. თეთრ სახლში მან ქმართან ერთად რვა წელი გაატარა, თუმცა როგორც ჩანს ეს წლები მისთვის დიდი სიხარულის მომტანი არ ყოფილა. როგორც ამბობენ, პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვებისას მიშელმა სიხარულით წამოიძახა: “ძლივს თავისუფლები ვართ!“
ამერიკის ლიდერების მეუღლეთა ცხოვრება მართლაც არ არის ადვილი. „პირველი ლედი – ეს არის უხელფასო სახელმწიფო მოხელე, რომელიც ერთმა ადამიანმა აარჩია: მისმა ქმარმა“– ამბობდა აშშ–ს 36–ე პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი.
“ჯობდა სანტექნიკოსს გავყოლოდი ცოლად. საღამოს ჩაიზე სახლში მაინც იქნებოდა“– ამბობდა ბეტ ფორდი, აშშ–ს 38–ე პრეზიდენტის, ჯერალდ ფორდის ცოლი.
პრეზიდენტების მეორე ნახევრებს ბევრი ცერემონიალურივალდებულების შესრულება უწევთ, იძულებულნი არიანქმრებს ყველა ვიზიტის დროს თან ახლდნენ, მათიცხოვრებით და სახელმწიფოს ინტერესებით იცხოვრონ.ერთი შეხედვით ისინი თითქოს ქმრის დანამატები არიან,თუმცა არცთუ იშვიათად ისინი ქმრებს ჩრდილავენკიდეც და მათზე არანაკლებ პოპულარულები არიან.ბოლო წლებში კი ამერიკის ყოფილი ლიდერებისორ მეღლეს გაუჩნდა მათი ქმრების მიერგამოთავისუფლებული სავარძლის დაკავების შანსი.მოდი, გავიხსენოთ აშშ–ს რამდენიმე ყველაზეპოპულარული და ამბიციური პირველი ლედი.მარტა ვაშინგტონი (აშშ–ს პირველი ლედი 1789–1797 წლებში)
მარტა დანდრიჯისთვის აშშ–ს მომავალი პრეზიდენტი მეორე ქმარი იყო (პირველი ქმარი მდიდარი პლანტატორი, დენიელ კასტისი გახლდათ).
დამოუკიდებლობისთვის ომის წლებში მისი “მოხუცი“, როგორც ჯორჯ ვაშინგტონი ცოლს ხუმრობით ეძახდა (მარტა ქმარზე 8 თვით იყო უფროსი) ქმარს ყველგან თან დაჰყვებოდა და მასთან ერთად გაატარა ველი–ფორჯის საშინელი ზამთარი, როცა კონტინენტურმა არმიამ ჯარისკაცების მეოთხედი შიმშილისა და ავადმყოფობის გამო დაკარგა. მისის ვაშინგტონი სხვა ქალებთან ერთად სამკერვალო სახელოსნოების ორგანიზებას ახერხებდა, სადაც ნახევრადშიშველ მებრძოლებს ტანსაცმელს უკერავდნენ.მარტა საპრეზიდენტო არჩევნებში ქმრის მონაწილეობის წინააღმდეგი იყო. ის თვლიდა, რომ მისმა ოჯახმა ბევრი ბრძოლის გადატანის შემდეგ სიმშვიდე დაიმსახურა.
მას შემდეგ რაც ჯორჯ ვაშინგტონი პრეზიდენტად აირჩიეს მარტა პროტესტის ნიშნად ინაუგურაციასაც კი არ დაესწრო. თუმცა ამის შემდეგ უკვე კეთილსინდისიერად ასრულებდა სახელმწიფო მეთაურის ცოლის მოვალეობებს, საფუძველი ჩაუყარა ბევრ ტრადიციას, რომლებსაც პირველი ქალბატონები დღემდე იცავენ: მაგალითად აქტიურ ქველმოქმედებას.
თავის მდგომარეობას ის მოკლედ და იუმორით ასე ახასიათებდა: “მე ვარ სახელმწიფოს ტუსაღი“.
ელეონორა რუზველტი (1933-1945)

ელეონორა რუზველტი აშშ–ს პირველი ლედი ყველაზე დიდხანს – თორმეტი წლის მანძილზე იყო. ფრანკლინ რუზველტს ის ცოლად 1905 წელს გაყვა. მათ ერთად 40 წელი იცხოვრეს. მას შემდეგ, რაც 1921 წელს ქმარი პოლიომელიტით გახდა ავად და ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა, ელეონორამ ის დაარწმუნა, რომ პოლიტიკური კარიერა უნდა გაეგრძელებინა. 12 წლის შემდეგ ის აშშ–ს პრეზიდენტი გახდა.ელეონორა ჟურნალისტის რანგში ამერიკის სოციალურ პრობლემებზე წერდა და მისი მეუღლის ახალი ეკონმიკური პოლიტიკის იდეების პროპაგანდას ეწეოდა. მეორე მსოფლიო ომში ამერიკის ჩართვის შემდეგ ელეონორა რუზველტი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და პირადად სტუმრობდა წყნარ ოკეანეში, ავსტრალიაში და დიდ ბრიტანეთში სამხედრო ნაწილებს, რომ ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთება აემაღლებინა.
მომავალ პირველ ქალბატონებს მან ხუმრობით ასეთი სახელმძღვანელო დაუტოვა:“ არასოდეს დაიგვიანო. ილაპარაკე რაც შეიძლება ცოტა. საპრეზიდენტო ავტომობილში არ დაგავიწყდეს უკან გადახრა, რომ ყველამ შეძლოს პრეზიდენტის დანახვა. არ მისცე თავს გასუქების უფლება – უკანა სავარძელზე სამს მოგიწევთ ჯდომა.“
ჟაკლინ კენედი (1961 – 1963)
“ერთადერთი, რასაც ამერიკიდან სახლში წამოვიღებდი მისის კენედია“ – ამბობდა აშშ–ს 35 –ე პრეზიდენტის ცოლზე საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლი, რომელსაც ეს ქვეყანა არასოდეს უყვარდა.
ჯონ კენედი ყოველდღიური გაზეთის, The Washington Times-Herald–ის ჟურნალისტმა 1952 წელს გაიცნო. ერთი წლის შემდეგ დაქორწინდნენ. თუმცა მათ ოჯახურ ცხოვრებას თან ახლდა ქმრის ხშირი ღალატი, ნაადრევად შეწყვეტილი ფეხმძიმობა და მკვდრადშობილი გოგონა. კენედის რომანები არც მაშინ შეწყვეტილა, როცა პრეზიდენტი გახდა.ჟაკლინი მედგრად იტანდა ამ ყველაფერს და როცა პირველი ლედი გახდა, საკუთარ ენერგიას საინტერესო გასაქანი მოუძებნა – მან თეთრი სახლის ისტორიული ატმოსფეროს აღდგენა დაიწყო. ამ საქმეში მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები და ისტორიკოსები ჩართო, შემდეგ კი პირადად ატარებდა რეზიდენციაში სტუმრებისთვის ექსკურსიებს. მის დროს თეთრ სახში არაფორმალური შეხვედრებისა და კოქტეილ–საღამოების მოწყობა დაიწყეს, რომლებზეც მხატვრებს, მწერლებს, პოეტებს, მეცნიერებს და მუსიკოსებს ეპატიჟებოდნენ.

ქმართან ერთად ის ხშირად დაფრინავდა საზღვარგარეთ და მასპინძლის თვალში ქმარს ხშირად ჩრდილავდა კიდეც. საფრანგეთში აშშს პრეზიდენტის ვიზიტის გაშუქებისას ჟურნალი თაიმი წერდა, რომ პარიზში “ჩაფრინდა ჟაკლინ კენედი ქმრის თანხლებით.“
1963 წლის 22 ნოემბერს დალასში ჯეკი მანქანაში ქმრის გვერდით იჯდა, როცა სნაიპერის ტყვია კენედის თავში მოხვდა. ეჭირა მისი ხელი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე. ჯონის სიკვდილის შემდეგ სისხლით დასვრილ კაბაში მან მიიღო ახალი პრეზიდენტის, ლინდონ ჯონსონის ფიცი, შემდეგ კი დაკრძალვის ცერემონიალი მოამზადა. დაუვიწყარი იყო ქმრის კუბოს წინ მიმავალი შავ კაბაში გამოწყობილი ჟაკლინი ორ შვილთან ერთად. როგორც The London Evening Standard წერდა, სწორედ მაშინ დაიბადა ახალი ამერიკა : “ჟაკლინ კენედიმ ამერიკელ ხალხს ერთი რამ მისცა, რაც მას ყოველთვის აკლდა – დიდებულება. “ჰილარი კლინტონი – (1993–2001)

ქმრის პოლიტიკური კარიერის გარიჟრაჟზე, მათი ქორწინების სამი წლის თავზე, როცა ბილ კლინტონი არკანზასის გუბერნატორი გახდა ჰილარი მნიშვნელოვან სხდომებს ქმართან ერთად ესწრებოდა. მას შემდეგ, რაც პირველი ლედი გახდა არა მხოლოდ პოლიტიკაში მონაწილეობას განაგრძობდა, არამედ გლამურულ საყაროშიც აქტიურად ჩაერთო – იღებდა ფოტოებს მოდური ჟურნალებისთვის, აწყობდა მიღებებს ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის და მთლიანობაში შეესაბამებოდა კლინტონის, როგორც პრეზიდენტ–შოუმენის იმიჯს.
თუმცა თუ თავად ბილი ამერიკელების გაღიზიანებას ნაკლებად იწვევდა, მის ცოლზე იგივეს ვერ ვიტყვით. ჰილარის აკრიტიკებდნენ პოლიტიკაში ჩარევის გამო, გემოვნების და სტილის არქონის გამო, ადარებდნენ ხან ელეონორა რუზველტს, ხან ჟაკლინ კენედის , თანაც არა მისთვის სასარგებლო კონტექსტში.
როცა 1998 წელს მონიკა ლევინსკის სკანდალი დაიწყო, ამერიკელებმა სათანადოდ დააფასეს ჰილარის ღირსეული ქცევა, რომელსაც ქმრისთვის საჯარო სცენები არ მოუწყვია და მთლიანობაში ძალიან თავშეკავებულად იქცეოდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ისტორიის ფონზე მან საკმაოდ წარმატებულად დაიწყო საკუთარი პოლიტიკური კარიერის აწყობა: 2000 წელს პირველად ამერიკის ისტორიაში პირველი ლედი ქმრის პრეზიდენტობის პირობებში სენატორი გახდა.
2008 წელს პრეზიდენტად კენჭისყრა სცადა, თუმცა ობამასთან პრაიმერისი წააგო. 2009 წელს აშშ–ს სახელმწიფო მდივანი გახდა. 2016 წლის საბედისწერო არჩევნებზე კი გაპრეზიდენტება ვერ შეძლო, მიუხედავად კინოვარსკვლავების და მთელი ისტებლიშმენტის მხარდამჭერისა. მას არჩევნები დონალდ ტრამპმა მოუგო.მოკლედ, შეიძლება ითქვას რომ ჰილარი კლინტონი ამერიკის ერთ–ერთი გამორჩეული პირველი ლედი იყო.
მიშელ ობამა – (2009–2017)

პუბლიცისტი დენ შაპირო დარწმუნებულია, რომ ჰოლივუდი ბოლო წლებში სპეციალურად იღებდა ფილმებს და სერიალებს პოლიტიკაში ძლიერი ქალების შესახებ, რათა ამერიკელები მიეჩვია იმ აზრისთვის, რომ ჰილარის გააპრეზიდენტება ნორმა იქნებოდა. კლინტონის ცოლი პრეზიდენტი ვერ გახდა, თუმცა სამომავლოდ ამ პოსტის დაკავება კიდევ ერთი პრეზიდენტის ცოლმა შეიძლება სცადოს.
ჰეშთეგი #Michelle2020 ამერიკის სოციალურ ქსელებში 2019 წლის დასაწყისში პოპულარული გახდა. ამერიკის პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტის მეუღლე, მიშელ ობამა ბევრს პრეზიდენტის პოსტზე იდეალურ კანდიდატად ეჩვენებოდა. თუმცა თავად მიშელი ამ შესაძლებლობას კატეგორიულად უარყოფდა. ბევრი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ მას ბევრი სხვა პირველი ლედისგან განსხვავებით საკუთარი სტატუსი აშკარად ამძიმებდა და ნებისმიერი ღონისძიების იგნორირებას ახდენდა, თუ მათში მონაწილეობა მისთვის სავალდებულო არ იყო.
“მიშელს არ უყვარს პოლიტიკა. მას უფრო მშვიდი ცხოვრება ურჩევნია“ – ამას ამბობდა ბარაკ ობამა საკუთარი ცოლის შესახებ. -
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ფასთფუდის რიგში
{{ARTICLEIMAGE}}კვირას მსოფლიოს ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანი, მაიკროსოფთის დამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეითსი სიეტლში ადგილობრივი ფასთფუდის Dick’s Drive–ის რიგში შენიშნეს.
ფოტო თავის ფეისბუქ გვერდზე მაიკროსოფთის ყოფილმა თანამშრომელმა, მაიკ გალოსმა გამოაქვეყნა წარწერით: “როცა შენი ქონება დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს შეადგენს და როცა მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე მსხვილ საქველმოქმედო ორგანიზაციას მართავ, და უბრალოდ ბურგერის, კარტოფილი ფრის და კოკა -კოლას რიგში დგახარ. ასე იქცევიან რეალურად მდიდარი ადამიანები განსხვავებით თეთრი სახლის ოქროს უნიტაზიანი პოზიორებისგან.“
როგორც პოსტის ავტორი კომენტარებში წერს, ფოტო მაიკროსოფტის ერთ–ერთმა თანამშრომელმა გადაიღო. სოციალურ ქსელებში ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ათასობით ადამიანი ხაზს უსვამს, რომ ბილ გეითსი დიდ პატივისცემას იმსახურებს. -
საფრანგეთის პირველი ლედი კვლავ ყურადღების ცენტრში
{{ARTICLEIMAGE}}16 იანვარს საფრანგეთის პირველი ლედი პარიზში, “საფრანგეთის ინსტიტუტში“ ჟურნალისტის და ტელეწამყვანისთვის, სტეფან ბერნისთვის პრემიის გადაცემის ცერემონიალს დაესწრო.
როგორც ყოველთვის, ყვითელმა გამოცემებმა მისი ჩაცმულობა და სტილი მყისიერად განიხილეს და აღნიშნეს, რომ ბრიჯიტ მაკრონი ამჯერადაც ელეგანტურად იყო გამოწყობილი. მისი ქვედაბოლოს სიგრძე ერთი შეხედვით შესაძლოა ასაკთან შეუსაბამო ჩანდეს, თუმცა 65 წლის ბრიჯიტ მაკრონისთვის, როგორც თავად აღნიშნავს მოკლე კაბები მისი ფემინისტური პოზიციის გამოხატულებაა.პირველი ლედი, ისევე როგორც ფრანგი ქალების უმრავლესობა სტერეოტიპებთან ბრძოლის დემონსტრირებას ახდენს. ის ხაზს უსვამს, რომ თავად ირჩევს ვინ უნდა რომ უყვარდეს (25 წლით უმცროს მოსწავლესთან, საფრანგეთის მომავალ პრეზიდენტთან მის ქორწინებას დღემდე მთელი მსოფლიო განიხილავს) და თავად ირჩევს რა უნდა ეცვას, მიუხედავად ასაკისა. -
ყველა დროის ყველაზე ლამაზი მამაკაცი მოდელები
მოდელი მამაკაცების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება არსებობს: მიუხედავად უნაკლო სხეულისა და ლამაზი ღიმილისა, მათ ნაკლებად მამაკაცურად თვლიან სწორედ იმის გამო, რომ ისინი მეტისმეტად ლამაზები არიან. თუმცა, რაც არ უნდა თქვან, არსებობენ მამაკაცი მოდელები, რომლებიც ყველა სტერეოტიპს ამსხვრევენ და გულგრილს ვერავის ტოვებენ. დღეს ყველა დროის ყველაზე ლამაზი მამაკაცი მოდელების ათეულს წარმოგიდგენთ.
მარკუს შენკენბერგი

90–იან წლებში მარკუსი ნაომი ქემფბელთან, კლაუდია შიფერთან და სტეფანი სეიმურთან ერთად გამოდიოდა პოდიუმებზე Versace -სა და Dolce& gabbana –ს ჩვენებებზე. მამაკაცის თეთრეულის ყველა ბრენდი მასთან თანამშრომლობაზე ოცნებობდა. შენკენბერგს უნაკლო სხეული ჰქონდა. 90–იანების შუა პერიოდში კინოში გადაღება დაიწყო, თუმცა სამსახიობო კარიერაში არ გაუმართლა. სამაგიეროდ გაიცნო პამელა ანდერსონი, რომელთანაც გარკვეული პერიოდი რომანი ჰქონდა. თანდათანობით მარკუსი მოდის რადარებიდან გაქრა, შემდეგ კი საკუთარი პარფიუმის პრეზენტაციით დაბრუნდა. თუმცა, იმ დროისთვის უკვე ისე აღარ გამოიყურებოდა, როგორც ოდესღაც, ლამაზი სერფერი ბიჭი Calvin Klein – ის რეკლამიდან.
დევიდ განდი
{{ARTICLEIMAGE}}დევიდ განდის ფოტოებს ზოგი ანტისტრესულ წამალსაც კი უწოდებდა. ის მართლაც საუკეთესო იყო მამაკაცური მოდის სამყაროში. Dolce&Gabbana –ს უცვლელი სახე, მსოფლიო პოდიუმების ვარსკვლავი და ქალების გულთამპყრობელი უზადო რეპუტაციით. გასაკვირი არ არის, რომ უამრავი თაყვანისმცემელი ქალი ინსტაგრამში მას მსგავსი შინაარსის წერილებს უგზავნის: “ასეთი იდეალურობა კანონით უნდა ისჯებოდეს“.
ჯონ კორტახარენა

კიდევ ერთი მაღალანაზღაურებადი ულამაზესი მამაკაცი, რომლის სახელი უკვე რამდენიმე წელია ფორბსის პირველი გვერდებიდან არ ჩამოდის. ის პოპულარობით განდის არ ჩამოუვარდება. მისი ქარიზმის წინაშე ყველა უძლურია, მათ შორის სახელოვანი ბრენდები: Just Cavalli, Versace, Giorgio Armani, Trussardi, Diesel, Lagerfeld. მას თავად ტომ ფორდი აღმერთებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მთელი მსოფლიოს ქალებზე. სხვათა შორის, ჯონს ცოტა ხნით კაილი მინოუგთან ჰქონდა რომანი.ტაისონ ბექფორდი

90–იან წებში ტაისონ ბექფორდი მამაკაცური მოდის სამყაროში ისეთივე აღმოჩენა გახდა, როგორც ნაომი ქემფბელი ქალურ მოდაში. სხვათა შორის, ხშირად საუბრობდნენ ხოლმე მათ რომანზე. 1995 წელს ბექფორდი წლის ადამიანად დასახელდა ტელეარხ VH1 ის მიერ და მსოფლიოს ყველაზე ლამაზი 50 ადამიანის სიაში მოხვდა. ამჟამად ის 48 წლისაა და ახალგაზრდობის შემდეგ დიდად არ შეცვლილა.შონ ო პრაი

2006 წელს შონი შოუს “ტოპ მოდელი ამერიკულად“ ჟიურის წევრმა , ნოულე მარინმა აღმოაჩინა. მან მომავალი მოდელის პრომო ფოტო ვებგვერდ MySpace–ზე აღმოაჩინა. თუმცა ნამდვილად პოპულარული და წარმატებული ის რამდენიმე წლის წინ გახდა, როცა აქტიურად დაიწყო გადაღება ტეილორ სვიფტის და მადონას კლიპებში. დღეისათვის მას კონტრაქტები აქვს ბრენდებთან: Dior, Paul Smith, Tom Ford, Giorgio Armani , H&M.მატიას ლაურიდსენი

დანიელი მატიასი სკაუტებმა კოპენჰაგენის ქუჩებში 19 წლის ასაკში შენიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს მთელი ცხოვრება მარცხენა ლოყაზე შრამის გამო კომპლექსი ჰქონდა, სამოდელო ბიზნესში სწორედ ეს შრამი იქცა მის საფირმო ნიშნად, რის გამოც მას ხშირად ადარებენ ფრანგ მსახიობს, გასპარ ულელემს. ლაურიდსენი კარლ ლაგერფილდთან თანამშრომლობდა. გარდა ამისა, ის იყო ისეთი ცნობილი ბრენდების სახე, როგორებიცაა: Jil Sander, Louis Vuitton, Hugo Boss, Hermès.მარკ ვანდერლუ

მარკი იმ მამაკაცების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად უკეთესები ხდებიან. მისი კარიერა 90–იან წლებში დაიწყო. მაშინ ვანდერლუ Calvin Klein და Hugo Boss–ის სახე იყო. 2012 წლამდე მას საიტზე models.com –ზე Top Icons Men ის სიაში მეორე ადგილი ეკავა, შემდეგ კი მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა მარკი დღემდე სამოდელო ბიზნესში ძალიან პოპულარულია.ბრედ კროენინგი

ამერიკელი მანეკენი ბრედ კროენინგი, რომელიც უკვე მრავალი წელია მონაწილეობს chanel-ის და Fendi–ს ჩვენებებში, კარლ ლაგერფილდის ახლო მეგობარია. უფრო მეტიც, ცნობილი დიზაინერი ბრედის შვილის, შვიდი წლის ჰადსონის ნათლიაა, და ის ხშირად გამოჰყავს ჩვენებებზე. როგორც ჩანს პატარა ბიჭი ულამაზესი მამის კვალს გაჰყვება.ნოა მილსი

34 წლის ნოას კარიერა 2003 წელს დაიწყო, როცა ერთ–ერთმა დამ მისი ფოტო ვანკუვერის სამოდელო სააგენტოში გაგზავნა. ახალგაზრდა კაცმა ძალან სწრაფად შეიძინა თაყვანისმცემლები, 2003 წლის ნოემბერში კი საიტმა models.com მილსი კვირის მოდელად დაასახელა. თუმცა ნამდვილი პოპულარობა მოდელს იმ დროისთვის უკვე პოპულარულ ნატალია ვოდიანოვასთან ერთობლივმა ფოტოსესიამ მოუტანა, რომელიც Calvin Klein სთვის გადაიღეს. 2013 წელს მილსმა ფორბსის რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიკავა და 740 000 დოლარი გამოიმუშავა.ევანდრო სოლდატი

ევანდრო წარმოშობით ბრაზილიიდან არის. მისი კარიერა 2001 წელს დაიწყო, შვიდი წლის შემდეგ კი ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მამაკაცი მოდელი გახდა. სარეკლამო კამპანიებში და ჩვენებებში მონაწილეობის გარდა ევანდრო ლედი გაგას კლიპშიც გადაიღეს სახელშოდებით Alejandro, შემდეგ კი კონტრაქტები გააფორმა ბრენდებთან: Armani Jeans, Valentino, Dolce & Gabbana , Guess.