Category: ახალი ამბები

  • ქვეყნები, სადაც კანიბალიზმი ისევ არსებობს

    ტურისტულ მეგზურებში მოგზაურებს ბევრ საფრთხეზე აფრთხილებენ, რომლებიც შესაძლოა სხვადასხვა ქვეყანაში ელოდეთ. თუმცა კანიბალიზმის შესახებ ტურისტებს არავინ აფრთხილებს. არადა კანბიალიზმი ზოგიერთ ქვეყააში ისევ არსებობს და კარგი იქნება ამის შესახებ ყველამ იცოდეს. მაშ ასე, 7 ქვეყაა, სადაც ზოგიერთი ტომი კვლავ ინარჩუნებს ადამიანების ჭამის ტრადიციას:

    1. სამხრეთ–აღმოსავლეთ პაპუა–ახალი გვინეა კოროვაის ტომი დედამიწაზე ერთ–ერთი უკანასკნელია, რომელიც ადამიანის ხორცს რეგულარულად მიირთმევს. ისინი მდინარის გასწვრივ ცხოვრობენ და იყო შემთხვევები, როცა მათ აქ შემთხვევით მოხვედრილი ტურისტები შეჭამეს. ადამიანის ჯერ კიდევ თბილი ტვინი ტომის წევრებს ნამდვილ დელიკატესად მიაჩნიათ. როცა ამ ტომის წევრები ცხადი და აშკარა მიზეზის გარეშე (დაავადებით, ან სიბერით) იღუპებიან, ისინი ამას შავ მაგიას აბრალებენ და იმისათვის, რომ დანარჩენები უბედურებისგან დაიცვან, ადამიანი უნდა შეჭამონ. ასეთია მათი წეს–ჩვეულება. 1961 წელს ნიუ იორკის გუბერნატორის, ნელსონ როკფელერის ვაჟი, მაიკლ როკფელერი ამ ტომის შესახებ არტეფაქტების შეგრვებისას გაქრა. მისი ცხედარი დღემდე არ უპოვნიათ.

    2. ინდოეთი

    ჩრდილოეთ ინდოეთში მცხოვრები ინდუისტური სექტა აგხორი იმ მოხალისეების სხეულს ჭამს, რომლებიც საკუთარ ორგანოებს მემკვიდრეობით უტოვებს. ამის მიუხედავად, 2005 წელს ინდოეთის ტელევიზიის წარმომადგენლებმა გამოძიება ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ ეს სექტა ხრწნად გვამებსაც ჭამს და კრემატორიუმიდან ადამიანის ორგანოებსაც იპარავს. იგხორები თვლიან, რომ ეს ადამიანის ორგანიზმის დაბერებას უშლის ხელს. ისინი ადამიანის ძვლებისგან და თავის ქალისგან საიუველირო სამკაულებსაც ამზადებენ.
    3. ფიჯი

    ადრე ის “კანიბალების კუნძულის“ სახელით იყო ცნობილი. დღემდე ადგილობრივი მაცხოვრებლები ვერ ახერხებენ წესრიგის დამყარებას და კვლავ არიან ისეთები, რომლებიც ადამიანის ხორცს ჭამენ. თუმცა არა ყველას, არამედ მხოლოდ მტრული ტომების წარმომადგენლებისას. ადამიანის ხორცის ჭამა მათთვის შურისძიების რიტუალია.

    ფიჯის კუნძულზე მცხოვრები კანიბალები სულაც არ არიან ველურები – ისინი ადამიანის ხორცს დანა–ჩანგლით მირთმევენ და მსხვერპლისგან დარჩენილი ნივთების კოლექციონირებასაც ეწევიან. პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიის და ანთროპოლოგის მუზეუმში ასეთი კოლექციების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ.

    4. ბრაზილია


    ამ ქვეყანაში მცხოვრები ვარის ტომი კეთილშობილი და რელიგიური მიცვალებულების ცხედრებს 1960 წლამდე ჭამდა, იმ დრომდე, ეს ტომი უცნობმა მისიონერებმა თითქმის მთლიანად არ ამოწყვიტეს. ამის მიუხედავად ოლინდის ქოხმახებში 1994 წლიდან სიღატაკის დონე იმდენად მაღალია, რომ პერიოდულად კანიბალიზმის შემთხვევები ისევ იფეთქებს ხოლმე. ამის მიზეზი ამ შემთხვევაში სიღატაკე და შიმშილია.

    2012 წელს მკვლევარებმა ადგილობრივების გამოკითხვა ჩაატარეს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ესმით ხმები, რომლებიც მათ ამა თუ იმ ადამიანის მოკვლას კარნახობენ.


    5. დასავლეთ აფრიკა

    აქტიურ კანიბალთა საზოგადოება Leopard, გასული საუკუნეშიც ინტენსიურად ჭამდა ადამიანებს. 1980–იან წლებამდეც კი სიერა–ლეონეს, ლიბერიის და კოტ–დ ივუარის მიმდებარე ტერიტორიებზე ადამიანის ნარჩენებს პოულობდნენ. ეს ტომი ლეოპარდის ტყავის სამოსს ატარებს და შუბებით არის შეიარაღებული.

    ტომის წარმომადგენლები თვლიან, რომ ადამიანის ხორცის ჭამის შედეგად უფრო ძლიერები და სწრაფები იქნებიან. მათ მიმდევრებიც ყავთ, თემი სახელწოდებით Human Alligator, რომელიც იგივე საქმიანობით არის დაკავებული.

    6. კამბოჯა

    ჟურნალისტ ნილ დევისის ინფორმაციით კანიბალიზმი კამბოჯის რეგიონებში სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში ომების პერიოდში, გასული საუკუნის 60–იან და 70–იან წლებში განვითარდა. ამჟამად კანიბალიზმის შემთხვევები აქ იშვიათია. კანიბალიზმის მოტივი აქ სამხედრო რიტუალია – მტრის ღვიძლის შეჭმა.


    7. კონგო

    კონგოში ადამიანის შეჭმის ბოლო შემთხვევები არც ისე შორეულ წარსულში – 2012 წელს დაფიქსირდა. თავის მაქსიმუმს კი კანიბალიზმმა ამ ქვეყანაში 1998-2002 წლებში, სამოქალაქო ომის დროს მიაღწია.

    ომის დროს ამბოხებულთა დაჯგუფებები თვლიდნენ, რომ მტერი უნდა შეჭამო. განსაკუთრებით მისი გული, რომელსაც სპეციალური ბალახების საშუალებით ამზადებდნენ. მათ დღემდე ჯერათ, რომ მტრის გულის შეჭმა ადამიანს განსაკუთრებულ ძალას მატებს.

  • არქეოლოგების შემზარავი აღმოჩენა – 137 ბავშვი მსხვერპლშეწირვის რიტუალს ემსხვერპლა

    პერუში არქეოლოგებმა ბავშვების უზარმაზარი სამარხი აღმოაჩინეს, რომლებიც მასობრივი მსხვერპლშეწირვის რიტუალის დროს მეთხუთმეტე საუკუნეში დახოცეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ისინი ღმერთებს მაშტაბური და ხანგრძლივი წყალდიდობის შემდეგ შეწირეს.
    ეს არის ყველაზე დიდი ბავშვთა მსხვერპლშეწირვის რიტუალი, რომელიც აქამდე არქეოლოგებს აღმოუჩენიათ. რიტუალის დროს მინიმუმ 137 ბავშვი მკერდში უცნაური, სარიტუალო დანის ჩარტყმით მოკლეს, შემდეგ კი გული ამოაცალეს. არქეოლოგებმა დანა იქვე სიახლოვეს იპოვნეს. ბავშვების ასაკი 5–დან 14 წლამდე იყო. მათ გარდა რიტუალს სამი ზრდასრული და 200 ლამა შეწირეს. ლამებიც იგივე მეთოდით მოკლეს, როგორც ბავშვები. სამი უფროსი კი ––ერთი მამაკაცი და ორი ქალი, სხვა მეთოდით გამოასალმეს სიცოცხლეს: მათ თავისქალა აქვთ ჩამსხვრეული. არსებობს ვერსია, რომ მსხვერპლშეწირვის რიტუალი ამ სამმა ზრდასრულმა ადამიანმა ჩაატარა, რიტუალის შემდეგ კი ისინიც მოკლეს.
    ცხედრების ნარჩენების ანალიზი აჩვენებს, რომ ბავშვები სპეციალურად იყვნენ შერჩეული. მათ შორის მხოლოდ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები არ ყოფილან. ბევრი მათგანი სასაკლაოზე ოკეანის სანაპიროზე 1000 კილომეტრზე გადაჭიმული ქვეყნის შორეული რეგიონებიდან მოიყვანეს. არქეოლოგებმა კვლევის საბოლოო შედეგები ჟურნალ PLOS One –ში გამოაქვეყნეს.
    ეს არ არის  პერუში ბავშვების ჯგუფური სამარხის აღმოჩენის პირველი შემთხვევა. 2011 წელს ოკეანის სანაპიროდან 350 მეტრში ადამიანების დიდი სამარხი იპოვნეს, რომელთაგან 47 ბავშვი იყო. თუმცა ბოლო აღმოჩენა ბევრად უფრო მაშტაბური და შემზარავია.
    მსხვერპლი მკაცრად განსაზღვრული წესით იყო დამარხული: ბავშვები ზურგზე ან გვერდზე დაწოლილი, სახით ჩრდილო–დასავლეთისკენ, ანუ ზღვისკენ. ლამები კი საპირისპირო მიმართულებით, თავით მთებისკენ. ზოგიერთ მსხვერპლს რიტუალისთვის აშკარად სპეციალურად ამზადებდნენ. მათ სახეები წითელი საღებავით ქონდათ შეღებილი. შედარებით უფროს ბავშვებს კი თავზე ნაჭერი ჰქონდათ ჩამოცმული. ლამები აკურატულად იყო დაწვენილი ბავშვების სხეულების გვერდით, ან მათზე ზევიდან.
    ადამიანების მსხვერპლშეწირვა ბევრ უძველეს კულტურაში გვხვდება. ცნობილია, რომ ესპანელების ექსპანსიამდე, მეთერთმეტე – მეთხუთმეტე საუკუნეებში პერუს ტერიტორიაზე ადამიანებს ხშირად კლავდნენ, რათა გარდაცვლილი მმართველისთვის საფლავში ჩაეყოლებინათ ან მონუმენტური არქიტექტურული ნაგებობის საძირკველში ჩაემარხათ, როგორც ღმერთებისთვის შეწირული საჩუქარი.
  • სიმღერა, რომელსაც თამთა გოდუაძე ევროვიზიაზე იმღერებს

    ევროვიზია 2019,ისრაელის დედაქალაქ თელ ავივში ჩატარდება. კვიპროსს საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე წარადგენს.საკონკურსე სიმღერას “Replay”  ჰქვია. საკონკურსო სიმღერის ავტორი შვედეთში მოღვაწე წარმოშობით ბერძენი მუსიკოსი ალექს პაპაკონსტანტინუა. ცნობილია ქორეოგრაფიც, რომელიც თამთას პერფორმანსზე იზრუნებს. ის ევროვიზიის მაყურებლისთვის კარგად ცნობილი საშა ჟან-ბაპტისტია. საშას ანგარიშზე ევროვიზიის არაერთი პერფორმანსია. მათ შორისაა ნინა სუბლატის, „იანგ ჯორჯიან ლოლიტაზის“ (Young Georgian Lolitaz) და თამარა გაჩეჩილაძის გამოსვლები.

    {{VIDEO}}

  • მეცნიერებმა პომიდვრის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აღმოაჩინეს

    ამერიკელმა მეცნიერებმა ტაფტსის უნივერსიტეტიდან პომიდვრის კაროტიდული პიგმენტის – ლიკოპინის კიდევ ერთი თვისება აღმოაჩინეს. მას შეუძლია ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების, კიბოს და ანთების რისკის შემცირება. ამის შესახებ სპეციალური სამედიცინო პორტალი MedicalXpress იუწყება.

    მკვლევარებმა შეძლეს დაედგინათ, რომ ლიკოპინი სასარგებლო მიკროფლორის დონის აწევას იწვევს, რომელიც მრავალფეროვან მიკროორგანიზმებს შეიცავს. ეს მიკროორგანიზმები იმ ბაქტერიების ზრდას თრგუნავენ, რომლებიც ანთებას იწვევს.

    გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მცირდება ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების და სიმსივნის ალბათობა. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ცალკე აღებული ლიკოპინი ორგანიზმზე არანაირ გავლენას არ ახდენს. ეს ნივთიერება თავის ეფექტურობას მხოლოდ იმ სასარგებლო მიკროელემენტებთან ერთად ავლენს, რომლებსაც პომიდორი შეიცავს. ლიკოპინი არის პიგმენტი, რომელიც ნაყოფის შეფერილობას განსაზღვრავს. ადამიანის ორგანიზმში ლიკოპინს ანტიოქსიდანტური ფუნქცია აქვს.

  • შხამიანი ტანსაცმელი, რომელიც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის

    ეკოლოგები ამტკიცებენ, რომ მოდურ მაღაზიაში შეძენილ კაბასა და მთელ რიგ დაავადებებს შორის შესაძლოა უშუალო და პირდაპირი კავშირი არსებობდეს. მსოფლიოში ცნობილი ბრენდებიც კი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების წარმოებისას საშიშ ქიმიკატებს იყენებენ.
    100 მილიონი ქიმიკატი

    ცოტამ თუ იცის, რატომ არ იწვის საჭმელი ტაფაზე, ქურთუკი რატომ არ ატარებს წყალს, რატომ არის კაბა კაშკაშა წითელი ან რატომ არის, რომ ქაღალდის ჭიქაში ჩასხმული ყავა არ ჟონავს. ეს ყველაფერი ქიმიური ნივთიერებების საშუალებით მიიღწევა, რომლებსაც საქონლის და ტანსაცმლის წარმოებაში იყენებენ. “გრინფისის“ ექსპერტების თქმით, დღეისათვის 100 მილიონი დასახელების ქიმიკატია ცნობილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ზოგიერთი მათგანის ზემოქმედებამ ინვალიდობის, სიკვდილიანობის ზრდა და საბოლო ჯამში 5 მილიონამდე ადამიანური სიცოცხლის დაკარგვა გამოიწვია. ზოგიერთმა ნივთიერებამ შესაძლოა კიბოს უჯრედების განვითარება, რეპროდუქციული სისტემის მოშლა და სხვა დაავადებები გამოიწვიოს.
    პირველ რიგში საუბარია საშიშ პერფტორირებულ და პოლიფტორირებულ ნაერთებზე, რომლებიც გარემოში არ იხრწნება, მრავალი ასეული წლის მანძილზე ნარჩუნდება და ცოცხალ ორგანიზმებშიც გროვდება. მათ ყველაზე შორეულ მთებში მდებარე ტბებში და ჩრდილოეთ პოლუსზე დაავადებული თეთრი დათვების ღვიძლშიც კი პოულობენ.
    სამწუხაროდ პოლიფტორირებულ ნაერთებს ტანსაცმლის ბევრი მწარმოებელი იყენებს – იაფფასიანი ახალგაზრდული ბრენდებიდან დაწყებული ძვირადღირებული ბრენდებით დამთავრებული. რამდენიმე წლის წინ ლაბორატორიულმა კვლევებმა მავნე ნივთიერებები ისეთი ცნობილი ბრენდების ტანსაცმელსა და ფეხსაცმელშიც კი აღმოაჩინეს, როგორებიც არიან: Puma, Adidas, Nike, Benetton, H&M, Mango, Zara, Burberry, Armani, Dizel, Gap, Versace, Luis Viutton, D&G, Hermes, Valentino და სხვები. თუმცა მას შემდეგ ტანსაცმლის მწარმოებლები საქმეს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ. უკვე ასამდე ბრენდმა და რითეილერმა პირობა დადო, რომ 2020 წლისთვის მთლიანად უარს იტყვიან საშიში ნივთიერებების გამოყენებაზე, გაასაჯაროებენ ინფორმაციას საკუთარ საწარმოებში მავნე ნარჩენების გამოყოფის შესახებ. ცნობილი სპორტული ტანსაცმლის და ნივთების მწარმოებელი ბრენდებისთვის წაყალგაუმტარი მასალების მიმწოდებელმა კომპანიამ კი პირობა დადო, რომ 2020 – 2023 წლებში მთლიანად იტყვიან უარს პოლიფტორირებული ნაერთების გამოყენებაზე.
    ეკოლოგები დიდი ხანია იბრძვიან იმისთვის, რომ ბრენდებმა თავისი კოლექციების რაოდენობა შეამცირონ და გამოუყენებელი ტანსაცმლის უტილიზაცია სწორად მოახდინონ.
    გრინფისის ექსპერტების განცხადებით, მწარმოებლები ყოველწლიურად ზრდიან გარდერობის განახლების სიჩქარეს და დღეისათვის ადამიანები ტანსაცმელს ორჯერ უფრო სწრაფად ცვლიან და აგდებენ, ვიდრე 20 წლის წინ. მაგალითად, ჰონკონგში წუთში 1400 მაისურს აგდებენ. დღევანდელი ტრენდული ტანსაცმელი ხვალისთვის უკვე ნაგვად იქცევა. ამბობენ, რომ ნახმარი ტანსაცმლის გადამუშავება შესაძლებელია,თუმცა ბევრ ქვეყანაში დღემდე არ არსებობს ნარჩენების დახარისხების სისტემა, საქართველოს მსგავს ქვეყნებში კი მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები სავსეა ტანსაცმლით, რომელიც არავის ჭირდება. “ევროკავშირში ყოველდღიურად 1.5 დან 2 მილიონ ტონამდე ნახმარ ტანსაცმელს აბარებენ, თუმცა ადგილზე მხოლოდ მათი 10 % იყიდება. დანარჩენი ექსპორტზე მიდის. ამასთან, აფრიკის, სამხრეთ ამერიკის და აზიის 42 მა ქვეყანამ უკვე შემოიღო შეზღუდვები და აკრძალვები ასეთი საქონლის შეტანაზე. პლანეტა ვეღარ ერევა ამხელა მოცულობას! განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ რომ წარმოებისთვის მეტისმეტად ბევრი მტკნარი წყალი გამოიყენება და წყალსაცავების ქიმიკატებით დაბინძურება ჯერ კიდევ ამ ტანსაცმლის წარმოების პრცესში ხდება. პრობლემის ერთადერთ გადაწყვეტად ექსპერტებს მოხმარების შემცირება მიაჩნიათ.

    როგორ გავიგოთ, შეიცავს თუ არა ტანსაცმელი ქიმიკატებს
    ამის შესახებ ეტიკეტებზე ფაქტიურად არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ზოგიერთი ბრენდი წერს, რომ სამოსი პოლიფტორირებულ ნაერთებს შეიცავს, თუმცა ეს ნებაყოფლობითია. როგორც წესი, საშიში ქიმიური ნივთიერებები ქსოვილებისთვის სპეციფიური თვისებების მისანიჭებლად გამოიყენება – მაგალითად, წყალგაუმარობის, ან კაშკაშა ფერისთვის. ამიტომაც ჯობს ნატურალური ფერის ტანსაცმელი, რეზინისა და პლასტიკის ჩანართების გარეშე. ნებისმიერ სინთეტიკაში დიდია გარკვეული ქიმიური ელემენტების არსებობის ალბათობა. განსაკუთრებით ეს ეხება სპორტული და ტურისტული ტანსაცმლის უმრავლესობას.
  • იტალიაში პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე დაობენ

    იტალიის ხელისუფლებაში მყოფი პოპულისტები ბევრ საკითხზე ვერ თანხმდებიან, მათ შორის პროსტიტუციის ლეგალიზაციის საკითხზე – წერს ბლუმბერგი.
    სადაო თემებს შორის არის ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, იმიგრაცია, რეგიონალური ავტონომიის საკითხები და ბორდელები.

    პარტია “ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერი და ამავე დროს შინაგან საქმეთა მინისტრი, მატეო სალვინი აცხადებს, რომ არ არის წინააღმდეგი თუ “დახურული სახლების“ (ასე უწოდებენ იტალიაში ბორდელებს) ლეგალიზაცია მოხდება. “ეს ბიზნესი მაფიას უნდა წავართვათ, და სექსმუშაკები ქუჩიდან მოვაშოროთ. ეს სწორი იქნებოდა “– განაცხადა მან, თუმცა ამავე დროს დააზუსტა, რომ მის თვალსაზრისს მხარს არ უჭერენ პარტნიორები მმართველი კოალიციიდან – “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრები. როგორც სალვინი ამბობს, პროსტიტუციის ლეგალიზაცია მთავრობის დღის წესრიგში მხოლოდ იმიტომ არ დგას, რომ “მოძრაობას“ ამ თემაზე განსხვავებული აზრი აქვს. პარტიები კიდევ ბევრ სხვა საკითხზე ვერ თანხმდებიან – ბიუჯეტი, გაზსადენი, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა და ა.შ.

    იტალიაში პროსტიტუცია 1958 წელს აიკრძალა კანონით პროსტიტუციის რეგლამენტირების გაუქმების შესახებ და სხვა პირთა სექსუალურ ექსპლუატირებასთან ბრძოლის შესახებ. მაშინ ქვეყანაში ბევრი ბორდელი დაიხურა, თუმცა მას შემდეგ ისინი ეგრეთწოდებულ ნაცრისფერ ზონაში გადავიდნენ. წინა მთავრობების მცდელობები პროსტიტუცია მთლიანად აეკრძალათ ან მისი დარეგულირების მექანიზმები შემოეღოთ წარუმატებელი აღმოჩნდა
    2018 წელს იტალიაში საპარლამენტო არჩევნვები ჩატარდა, რომლის შედეგად უმრავლესობა ევროსკეპტიკოსებმა და პოპულისტებმა მოიპოვეს. არჩევნების შედეგებმა ევროკვშირის ქვეყნები კავშირის მომავალზე ჩააფიქრა. არჩევნებზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა პარტიამ ““ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა . „ჩრდილოეთის ლიგამ“, რომელიც ანტიმიგრანტულ პოლიტიკას უჭერს მხარს და რომელიც ყოფილი პრემიერმინისტრის, ბერლუსკონის პარტიასთან, “წინ იტალიასთან“ და ნაციონალისტურ “იტალიის ძმებთან“ ერთად მემარჯვენე ცენტრისტულ კოალიციაში შედის, 17.3 % დააგროვა.

  • გერმანიაში საკანალიზაციო ჭის სახურავის ნახვრეტში მსუქანი ვირთხა გაიჭედა

    გერმანიაში, საკანალიზაციო ჭის სახურავის ნახვრეტში მსუქანი ვირთხა გაიჭედა. ვირთხის გამოთავისუფლებას ერთდროულად ცდილობდნენ მეხანძრეები მაშველები და ცხოველების ექსპერტი. როგორც მაშველები ამბობენ ვირთხა ვერც უკან ბრუნდებოდა და ვერც ამოძრომას ახერხებდა.

    როდესაც მაშველ მაიკ სერს ჰკითხეს თუ რატომ დახარჯეს ამდენი რესურსი ვირთხის ჭიდან ამოყვანისთვის მან ასე უპასუხა „ის ცხოველებიც კი რომლებიც ბევრს ეზიზღება, პატივისცემას იმსახურებენ.“
    მსუქანი ვირთხა საბოლოოდ უვნებლად ამოიყვანეს და გაუშვეს.

  • საფრთხეები რომლებიც კაცობრიობას 2019 წელს ემუქრება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სია

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ იმ საფრთხეების სია შეადგინა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას 2019 წელს ემუქრება. მთავარ პრობლემად ჰაერის დაბინძურებაა აღიარებული. ამჟამად დედამიწის თითქმის ყველა მაცხოვრებელი დაბინძურებულ, მოწამლულ ჰაერს სუნთქავს. როგორ მოქმედებს ეს კაცობრიობაზე? დაბინძურებული ჰაერი ყოველწლიურად შვიდი მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს.
    კიდევ ერთი პრობლემა სიის სათავეში არაინფექციური დაავადებებია. მათ შორის დიაბეტი, კიბო, გულის დაავადებები. ყოველწლიურად ეს დაავადებები 41 მილიონ ადამიანს ემართება.

    სიის სათავეშია გრიპის გლობალური პანდემიაც. სპეციალისტების აზრით გლობალური ეპიდემია რაღაც მომენტში წელსაც თავისუფლად შეიძლება განვითარდეს. დღეისათვის ვირუსის ცირკულაციაზე მონიტორინგი ასზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.

    სიის შემდეგი პუნქტებია საცხოვრებლად საშიში პირობები, მაგალითად კრიზისი, ომი, კატაკლიზმები და ა.შ. ამ რისკის ქვეშ მილიარდ ნახევარი ადამიანი ცხოვრობს. ეს პრობლემა ხელს უშლის დაავადებების აღმოფხვრისთვის ბრძოლას, მაგალითად ტუპერკულიოზის ან ებოლას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც ამ მომენტისათვის კვლავ საშიშ ვირუსად რჩება.
    კაცობრიობის საფრთხეებს შორის განიხილება პირველადი სამედიცინო დახმარების სისტემის სუსტი განვითარება. ეს პრობლემა ბევრ დაბალ განვითრებულ ქვეყანაში არსებობს.

    კაცობრიობის საფრთხეებს შორის განიხილება “სუპერბაქტერიებიც“. იმის გამო, რომ ბევრი ანტიბიოტიკს გაუაზრებლად მოიხმარს, ბაქტერიები მუტაციას განიცდიან და წამლების მიმართ მდგრადობას იძენენ, რის გამოც მათი დამარცხება შეუძლებელი ხდება.

    რაც შეეხება მრავალი ადამიანის უარყოფით დამოკიდებულებას იმუნიზაციის მიმართ, ეს პრობლემაც მთავარ პრობლემათა სიაში წამყვან ადგილზე მოხვდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ის პროგრესი, რომელსაც კაცობრიობამ დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია, შეიძლება წყალში ჩაიყაროს, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება და ადამიანები იმუნიზაციაზე მასობრივად იტყვიან უარს. საქმე იმაშია რომ ვაქცინაციის შედეგად ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება: ეს რიცხვი წელიწადში ორიდან სამ მილიონამდეა. თუმცა ადამიანები რომ ვაქცინაციას უფრო სერიოზულად ეკიდებოდნენ, შედეგები ბევრად გაიზრდებოდა. ეს შენიშვნა ეხება წითელას დაავადებასაც. იმ ქვეყნებში, სადაც დაავადება უკვე აღმოიფხვრა, ის ისევ გაჩნდა, რადგან ადამიანებმა აცრაზე უარი განაცხადეს. სამწუხაროდ წითელას პრობლემის მიზეზი მხოლოდ აცრაზე უარი არ არის. დედამიწაზე არსებობს ისეთი ადგილები, სადაც ვაქცინის მიტანა ძალიან რთულია.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სიაში მოხვდა ისეთი პრობლემები, როგორიცა დენგეს ციებ– ცხელება და შიდსი, რომლებსაც ყოველწლიურად უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
  • ბრედლი კუპერმა და ლედი გაგამ “Shallow” კიდევ ერთხელ შეასრულეს

    ოსკარის 91-ე დაჯილდოებაზე მუსიკისა და კინოს ვარსკვლავმა, ლედი გაგამ კარიერაში პირველი ოსკარი მიიღო. მშობლებთან ერთად მადლობა მან ბრედლი კუპერს გადაუხადა.

    “პლანეტაზე არ არსებობს ადამიანი შენ გარდა, რომელსაც შეეძლო ასე ემღერა ეს სიმღერა ჩემთან ერთად. დიდი მადლობა რომ გვენდე, ძალიან დიდი მადლობა”, – მიმართა სცენიდან გაგამ ბრედლი კუპერს.

    სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი ბრედლი კუპერმა და ლედი გაგამ დოლბის თეატრის სცენაზე ფილმის საუნდტრეკი “Shallow” პირდაპირ ეთერში შეასრულეს და კიდევ ერთხელ დაიპყრეს მაყურებლის გულები.

  • კვირაში ერთხელ ტირილი სასარგებლოა

    მეცნიერებმა სტრესისგან გათავისუფლების და ოჯახში თუ სამსახურში ურთიერთობების მოგვარების ხერხს მიაგნეს. ეს ყველაფერი ძალიან მარტივია: უნდა იტიროთ კვირაში ერთხელ მაინც. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Nation News წერს.
    ყოველკვირეული ტირილი ადამიანს სტრესისგან იცავს და ნათესავებთან და კოლეგებთან ურთიერთობის მოგვარებაში ეხმარება.

    ასე თვლის იაპონელი მეცნიერი, ხიდფუმი იოშიდა. მან დაამტკიცა, რომ ცრემლები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და საკუთარ აღმოჩენას რამდენიმე წელია ავითარებს.

    მეცნიერმა ტირილის “უნიკალური მეთოდიკაც “ კი შეიმუშავა. 2014 წლიდან ხიდფუმი იოშიდა სტუდენტებს ლექციას უკითხავს ცრემლების სარგებლიანობაზე. ასევე ატარებს კურსს სხვადასხვა კომპანიების თანამშრომლებისთვის. მკვლევარის თქმით, მისმა ყველა მოსწავლემ სწრაფად მოაგვარა პრობლემები სამსახურში და ოჯახში და კარიერულ წინსვლას მიაღწია.