Category: ახალი ამბები

  • თურქმენეთის პრეზიდენტმა საკუთარ ცხენს უმღერა

    თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა თავის ცხენს, სახელად  როვაჩს უმღერა. ქვეყნის მეთაურის პერფომანსი  ვიდეოპორტალ “იუთუბზე” გამოჩდა, სადაც ის  შვილიშვილთან ერთად მღერის. 

    ბერდიმუხამედოვის შესრულება  თურქმენული ბედაურის ეროვნულ დღესასწაულს მიეძღვნა.

  • ტრაგიკულად დაღუპული ემილიანო სალას მამა გარდაიცვალა

    ტრაგიკულად დაღუპული არგენტინელი ფეხბურთელის ემილიანო სალას მამა ორსაიო სალა, შვილის გარდაცვალებიდან 3 თვის თავზე, გარდაიცვალა. 58 წლის სალას
    მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

    ემილიანო სალა 2019 წლის 21 იანვარს ავიაკატასტროფაში დაიღუპა.არგენტინელი ფეხბურთელი მცირე ზომის თვითმფრინავში იმყოფებოდა და ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა.

    ემილიანო სალა 20 წლის ასაკში სამშობლოდან საფრანგეთში გადაბარგდა და თამაში „ბორდოს“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, 2012 წელს კი მთავარ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი.

    ემილიანო სალა „კარდიფ სიტიმ“ საფრანგეთის „ნანტიდან“ 20 მილიონ ევროდ შეიძინა. ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი ავიაკატასტროფამდე 1 კვირით ადრე მოაწერა.

  • გორილები, რომლებმაც სელფისთვის პოზირება ისწავლეს

    ორი გორილა, რომლებიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაციონალურ პარკ ვირუნგაში ცხოვრობენ, ამ პარკის რეინჯერის სელფში მოხვდნენ. ისინი ფოტოზე ადამიანებივით პოზირებენ – ორ ფეხზე დგანან და კამერაში იყურებიან.
    გორილებთან ერთად გადაღებული სელფი რეინჯერმა მატიე შავამუმ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.
    რეინჯერს გორილები მშობლად თვლიან. მან ორი პატარა გორილა, რომელთა მშობლები ბრაკონიერებმა მოკლეს 2007 წელს გადაარჩინა. ოთხი თვის გორილები მან ნაციონალურ პარკში ცხოველების თავშესაფარში მიიყვანა. პარკის დირექტორის მოადგილის, ინოსენტ მბურანუმვეს თქმით, დაობლებულმა მაიმუნებმა მანერები მათი აღმზრდელებისგან გადაიღეს. მათ შორის, ორ ფეხზე სიარულიც ისწავლეს. ისინი განსაკუთრებულები არიან, რადგან თავშესაფარში გაზრდილი სხვა ცხოველები ადამიანის ასე მიბაძვას ვერ ახერხებენ.
    “ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როცა ასეთი რამ ვნახე. ძალიან სასაცილო იყო. ძალიან საინტერესო საყურებელია, როგორ შეუძლია გორილას ადამიანის მოქმედებების იმიტირება და ორ ფეხზე სიარული“ – ამბობს ინოსენტ მბურანუმვე.
    ნაციონალური პარკი ვირუნგა აფრიკაში ერთ–ერთი უძველესია.

  • ღამის კლუბში მოცეკვავე ბილ გეითსის ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო

    63 წლის მილიარდერმა, ბილ გეითსმა შაბათ–კვირა მეუღლისგან მოშორებით მხიარულად გაატარა. გოგოების და დაცვის გარემოცვაში მან ღამის კლუბში რიტმულ კომპოზიციებზე დიდხანს იცეკვა.
    ვიდეო პლანეტის ერთ–ერთ ყველაზე მდიდარი ადამიანის მონაწილეობით ინტერნეტით გავრცელდა. ბეჯითი მეოჯახე და მოკრძალებული ცხოვრების წესის მიმდევარი ბიზნესმენი მაიამის ღამის კლუბში გულიანად ერთობა. ის აქ სრულიად საპატიო მიზეზით აღმოჩნდა. მაიამიში ბილ გეითსი 22 წლის ქალიშვილის, ჯენიფერის მხარდასაჭერად ჩავიდა, რომელიც ცხენოსნობის პრესტიჟულ შეჯიბრებაში მონაწილეობდა.
    პარასკევს მაიკროსოფთის დამფუძნებელი სასტუმრო Delano South Beach–ი შენიშნეს. საღამოს 11 საათისთვის კი თანმხლებ პირებთან ერთად ღამის კლუბ LIV–ში გადაინაცვლა.
    აქ მილიარდერისთვის მაგიდა იყო დაჯავშნული, რომელსაც მეგობრებთან ერთად მიუჯდა. მას თან ახლდა ხუთი მშვენიერი გოგონა. ვახშმის შემდეგ ბიზნესმენი საცეკვაო მოედანზე გავიდა. გაოგნებულმა კლუბის სტუმრებმა მისი ცეკვის კადრები გადაიღეს.
    იმ დროის განმავლობაში, სანამ ბილ გეითსი ერთობოდა, მის უსაფრთხოებას მრავალრიცხოვანი დაცვა იცავდა. პირადმა მცველებმა ბოსს მოზრდილი წრე შემოარტყეს, რათა საცეკვაო სივრცე დაეტოვებინათ. ღამის კლუბი მილიარდერმა ღამის პირველი საათისთვის დატოვა.
    ბილ გეითსი უკვე 25 წელია მელინდა ფრენჩზეა დაქორწინებული . წყვილს სამი შვილი ყავს. მილიარდერის მეუღლე აქტიურად არის დავებული ქველმოქმედებით და პლანეტის ყველაზე გავლენიანი ქალების რიცხვში შედის. ბილ გეითსის ქონება ბოლო მონაცემებით 90 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. წლების მანძილზე მან ქველმოქმედებაზე 28 მილიარზე მეტი დახარჯა.

  • დევიდ ბექჰემი ლოს ანჟელესში მოტოციკლით დასეირნობს

    დევიდ ბექჰემი პაპარაცების ობიექტივში ლოს ანჟელესში მოტოციკლით გადაადგილებისას მოხვდა.
    ის შეეცადა შეუმჩნეველი დარჩენილიყო, თუმცა ვერ მოახერხა. ფეხბურთელს მუქი ფერის ტანსაცმელი ეცვა და სათვალე ეკეთა. ის მალიბუში მეგობრებს შეხვდა.

  • შრიფტების კონკურსი „ქართული – ა“ იწყება

    შრიფტების კონკურსი – „ქართული – ა“ მეორედ ჩატარდება. პროექტი, რომელიც თიბისი ბანკისა და დიზაინერ ზვიად ციკოლიას ინიციატივით ხორციელდება, მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის ადაპტირებას თანამედროვე სამყაროსთან, მის გავრცელებასა და პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

    კონკურსის ფარგლებში მონაწილეები ახალ ქართულ შრიფტებს შეიმუშავებენ, რომელთა შორის საუკეთესოები გაციფრულდება და ფონტების სახით მოხმარებაში დაინერგება.

    კონკურსზე რეგისტრაცია 1 მაისიდან დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება. დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეეძლება ვებ-გვერდზე – Georgiana.ge.

    გამარჯვებულებს კონკურსის ჟიურის წევრები შემდეგ ნომინაციებში გამოავლენენ.

    · ლაკონური – ა (ლაკონური, ადვილად კითხვადი შრიფტი );

    · აკადემიური – ა (კლასიკური, აკადემიური შრიფტი);

    · მხატვრული – ა (მხატვრული შრიფტი);

    · გაკრული – ა (გაკრული ან ხელნაწერი, ციფრულად კონვერტირებული შრიფტი);

    · ფუტურისტული – ა (ქართული დამწერლობის კონცეპტუალური განვითარება, ქართული შრიფტის ახლებური, ინოვაციური ხედვა)

    · ტექნიკური – ა (ტექნიკური შრიფტი ტექნიკური პროგრამების მიმართულებით გამოსაყენებლად);

    · ადაპტირებული – ა (ხშირად გამოყენებადი ლათინური შრიფტის ქართული ვერსია);

    · რეგულარლი ა.

    კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ კონკურსანტს ერთ კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარგენა შეუძლია, თუმცა მათ შესაძლებლობა ექნებათ, ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში დაარეგისტრირონ. მონაწილეებს შრიფტების სახით ქართული ანაბანის 33-ვე ასო უნდა წარადგინონ.

    გამარჯვებულები სექტემბერში გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრიზები გადაცემათ. კერძოდ პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი 2000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული კი – 1000 ლარით.

    კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე – Georgiana.ge.

    „ქართული – ა“ ერთადერთი პროექტი არ არის, რომელიც თიბისი ბანკის ინიციატივით, პროექტ #წერექართულად ფარგლებში ხორციელდება. მაიკროსოფთან ერთად უკვე ერთი წელია მიმდინარეობს პროექტი „ქართულად“, რომელიც კომპიუტერულ პროგრამებში ქართული ენის ინტეგრირებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, თიბისის მხარდაჭერით გაციფრულდა ყველაზე დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი.

    #წერექართულად ეგიდით მიმდინარე თოთოეული პროექტი უნიკალურია, მაგრამ მათ საერთო მიზანი აერთიანებთ – დავიცვათ და განვავითაროთ ქართული დამწერლობა და ენა, როგორც ეროვნული ფასეულობა, მოხდეს ქართული ენის პოპულარიზაცია ყოველდღიურ გამოყენებაში და გათავისუფლდეს ის ბარბარიზმებისგან.

  • ნაპირიდან 220კილომეტრში, ზღვაში, ნავთობის ჭაბურღილის მუშებმა ძაღლი გადაარჩინეს

    ტაილანდის სანაპიროზე, ნაპირიდან 220 კილომეტრის სიღრმეში ნავთობის ჭაბურღილის მუშებმა ძაღლი გადაარჩინეს. მათ ძალაგამოცლილი ძაღლი პლატფორმის სიახლოვეს შენიშნეს. მათ ძაღლი წყლიდან ამოიყვანეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

    უცნობია, როგორ აღმოჩნდა ძაღლი ასე ღრმად ზღვაში. ვარაუდობენ, რომ ის წყალში შესაძლოა თევზსაჭერი გემიდან ჩავარდა.
    მუშებმა ძაღლს Boondor შეარქვეს. ეს ტაილანდური სიტყვა ითარგმნება როგორც “გადარჩენილი“.

    ძაღლი სრულიად გამოფიტული იყო და როგორც ჩანს სასმელი წყლისა და საკვების გარეშე წყალში დიდი ხანი გაატარა.

    მას სამედიცინო დახმარება ჭაბურღილის პლატფორმაზევე აღმოუჩინეს. ამისათვის მუშებმა დახმარება რაციით სთხოვეს ტანკერის ეკიპაჟს, რომელიც სანაპიროსკენ მიემართებოდა.

    გამოკვების, სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და დაბანის შემდეგ ძაღლმა მშვიდად დაიძინა.

    როგორც ჭაბურღილის თანამშრომლები ამბობენ, ძაღლის აღმოჩენის და გადარჩენის საშუალება მშვიდმა ზღვამ და კარგმა ამინდმა მისცა. ძაღლი ორდღიანი მოვლის და პატრონობის შემდეგ მუშებმა საბოლოოდ ნავთობის ტანკერზე სპეციალური კრანის დახმარებით გადასვეს და ნაპირისკენ გამოამგზავრეს.

  • საკვები სოდის სასწაულმოქმედი თვისებები. მითები და რეალობა

    ინტერნეტ სივრცეში უამრავ რეცეპტს და რჩევას წააწყდებით სოდასთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს უამრავ დაავადებას კურნავს – გულძმარვიდან დაწყებული სიმსივნით დამთავრებული. ღირს თუ არა მართლაც ამ ტენდენციის აყოლა და სოდის “ყოვლისშემძლეობის“ დაჯერება.
    ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, როგორც ქიმიკოსები საკვებ სოდას უწოდებენ, ოფიციალურად გამოდის წამლის სახით. ის ვენაში შეყავთ მძიმე ინფექციების, მოწამვლის, შაქრიანი დიაბეტის და სხვა შემთხვევებში, როცა აციდოზი (სისხლში მჟავიანობის მომატება) ვითარდება. ეს არის გადაუდებელი თერაპიის საშუალება. არცთუ დიდი ხნის წინ სოდა ფხვნილის სახით იყიდებოდა გულძმარვის საწინააღმდეგოდ. საბჭოთა დროში კი სოდის რექტალური სანთლები იყიდებოდა ე.წ. ზღვის დაავადების საწინააღმდეგოდ.
    ფხვნილები და სანთლები გაყიდვაში დიდი ხანია აღარ გვინახავს, თუმცა არავინ გვიშლის ჩვეულებრივი საკვები სოდა გამოვიყენოთ. ის მართლაც ეფექტურია ზოგიერთი დაავადების დროს. მაგალითად, სოდა ათხევადებს ნახველს და ამსუბუქებს ხველას. ამ შემთხვევაში სოდის მიღების ოპტიმალური ფორმა სოდიანი ინგალაციაა. თუმცა შესაძლებელია ცხელ რძესთან ერთად მისი მიღება – 1/3 ჩაის კოვზი ერთ ჭიქა რძეზე.
    სხვათა შორის, სოდა შედის ხველის საწინააღმდეგო მრავალკომპონენტიანი – თერმოპსისის და ტერპინკოდის წამლების შემადგენლობაში. ისინი ძალიან იაფი ღირს თანამედროვე პრეპარატებთან შედარებით, თუმცა ეფექტურობის მხრივ არ ჩამოუვარდება.გაციებისა და სტომატიტის დროს პირის ღრუში სოდიანი წყლის გამოვლებაც ეფექტურად ითვლება.
    თუმცა სოდას ყველაზე ხშირად გულძმარვის დროს იყენებენ. დიდი ქიმიკოსობა არ არის საჭირო მისი მოქმედების მექანიზმის გასაგებად. სოდა – ტუტე ნივთიერებაა, რომელიც მარილმჟავას ანეიტრალებს, რომელიც თავის მხრივ გულძმარვას იწვევს. ის ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად მოქმედი და ეფექტური ანტაციდია. თუმცა არცთუ საუკეთესო. მჟავასთან მისი სწრაფი რეაქციის დროს ბევრი ნახშირმჟავა გაზი გამოიყოფა, რაც რაც კუჭის გაფართოებას, შედეგად კი მჟავის ახალი პორციის გამოყოფას იწვევს. ამას რიკოშეტის სინდრომს უწოდებენ. სოდას ხანმოკლე მოქმედება აქვს, ამიტომ მისი მიღება ადამიანს ხშირად უწევს, რამაც შეიძლება ალკალოზი, ანუ სისხლის ალკალიზაცია გამოიწვიოს. ამიტომაც თუ გადაწყვიტეთ გულძმარვა სოდით გაანეიტრალოთ, მხოლოდ ერთჯერადად და ეპიზოდურად. ხანგრძლივი მკურნალობისთვის ჯობს თანამედროვე ანტაციდები გამოიყენოთ.
    როცა ინტერნეტში კითხულობთ, რომ საკვები სოდის უნარს ბაქტქერიები დახოცოს, კიბოს თერაპიაში იყენებენ, გაითვალისწინეთ, რომ ამას კვალიფიციურ მსჯელობასთან საერთო არაფერი აქვს. არც ბაქტერიები და არც სოკო კიბოს არ უკავშირდება. თუმცა რეალობა ის არის, რომ ექიმები მაინც სერიოზულად სწავლობენ სოდის როლს კიბოს მკურნალობაში. ის ავთვისებიან უჯრედებს წამლების მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის და ამით თერაპიის ეფექტურობას ამაღლებს. გასულ წელს ამერიკის კიბოს კვლევის ინსტიტუტის მკვლევარებმა ასეთი მოქმედების მექანიზმი გაშიფრეს. ლაბორატორიულ ცხოველებს, რომლებიც კიბოთი იყვნენ დაავადებული სოდიან წყალს ასმევდნენ. შედეგად ავთვისებიანი უჯრედები წამლების მოქმედებას უკეთ ექვემდებარებოდნენ.
    2018 წელს აშშ–ში, ოგასტის უნივერსიტეტში მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში ნახევარ ჩაის კოვზ სოდას შეუძლია დაეხმაროს ავტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებს, მაგალითად რევმატოიდული ართრიტის დროს, როცა ადამიანის იმუნური სისტემა ორგანიზმს თავად უტევს აგრესიულად და სერიოზულ დაზიანებებს იწვევს. სოდამ სისხლის იმუნურ უჯრედებში, ელენთაში და თირკმელებში ცვლილებები გამოიწვია, რომლებმაც ეს აგრესია შეასუსტა. ეფექტი აშკარა იყო როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში. გარდა ამისა სოდამ თირკმელის უკმარისობის დამუხრუჭება გამოიწვია.
    კვლევები ამ მიმართულებით გრძელდება და მეცნიერები ოპტიმისტურად არიან განწყობილი. თუმცა როგორც გამოცდილება აჩვენებს, იაფფასიანი მეთოდები და პრეპარატები ბაზარზე ძნელად მკვიდრდება.ფარმაცევტული კომპანიებისთვის უფრო მომგებიანი და ადვილია ისეთი პრეპარატების აქტუალიზაცია, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს და დიდ მოგებას ტოვებს. თუმცა სოდას მაინც აქვს შანსი. მასთან დაკავშირებულ კვლევებს არა რომელიმე ფირმა, არამედ აშშ–ს ნაციონალური ჯანდაცვის სახელმწიფო ინსტიტუტი აფინანსებს.
  • ბენ აფლეკი შეყვარებულს მეორედ დაშორდა

    მსახიობი ბენ აფლეკი, რომელიც ამჟამად 46 წლის გახლავთ უკვე მეორედ დაშორდა 38 წლის ლინდსი შუკუსს. ბენის შეყვარებული კომედიური ტელეშოუს პროდიუსერია, რომელთან ურთიერთობა ბენმა თებერვალში აღადგინა. მანამდე ისინი ერთმანეთს გასულ წელს დაშორდნენ. მიზეზი დისტანციური რომანი გახდა, ანუ ბენ აფლეკი ძირითად დროს ლოს ანჟელესში ატარებს, სადაც მისი ყოფილი ცოლი, ჯენიფერ გარნერი და მათი საერთო შვილები ცხოვრობენ და სადაც ის ძირითადად მუშაობს . შუკუსი კი ნიუ იორკში ცხოვრობს და მუშაობს. იქვე ცხოვრობს მისი ყოფილი ქმარი და ბავშვი. პირველი დაშორების შემდეგ წყვილი ისევ შერიგდა, თუმცა მეორედაც იგივე მოტივის გამო დაშორდნენ ერთმანეთს.
    “ფიზიკურმა დისტანციამ დაშორებაში დიდი როლი ითამაშა. მათ ერთმანეთი უყვართ და პატივს სცემენ, თუმცა მიხვდნენ, რომ არაფერი გამოუვათ. მეორე შანსმა არ იმუშავა.“ –უყვება მედიას წყვილთან დაახლოებული წყარო.

    შეყვარებულთან პირველი დაშორების შემდეგ ბენი დეპრესიაში ჩავარდა და გალოთდა. შემდეგ კი სარეაბილიტაციო ცენტრში აღმოჩნდა.
    ამჯერად მსახიობი ალკოჰოლს არ ეტანება, ფსიქოლოგთან დადის და საკუთარ თავზე მუშაობს. მსახიობის მეგობრები ამბობენ, რომ ის თანდათან მწყობრში დგება.
  • მეგან მარკლმა სახლში მშობიარობა გადაწყვიტა

    პრინცი ჰარის მეუღლემ, მეგან მარკლმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო. თუ ყველაფერი კარგად აეწყო, სასექსის ჰერცოგების შვილი არა ჰოსპიტალში, არამედ სახლში – ფროგმორის კოტეჯში დაიბადება.
    მეგანის მეგობრები ყვებიან, რომ მას უნდა ძველ სამეფო ტრადიციას დაუბრუნდეს და გადაწყვიტა მეან გინეკოლოგი სახლში მოიწვიოს. ადრე სამეფო ოჯახის ყველა ქალი სახლში მშობიარობდა. თავად ელისაბედ მეორემ ოთხი შვილი ბუკინგემის სასახლეში და მეორე სამეფო რეზიდენციაში – კლარენს ჰაუსში გააჩინა.
    თუ მარკლს ნაადრევი მშობიარობის საფრთხე დაემუქრა,საკეისრო კვეთის ან სხვა სასწრაფო ჩარევის საჭიროება დადგა, ასეთ შემთხვევაში ის სასწრაფოდ წავა საავადმყოფოში, რომელიც მათი სახლის გვერდით მდებარეობს. თუმცა როგორც ყოფილი მსახიობის მეგობარი ამბობს, სასექსის ჰერცოგის მეუღლე იოგას მოყვარულია და იოგასთვის თავი არც ფეხმძიმობის დროს დაუნებებია. ამიტომაც შესანიშნავ ფორმაშია და ვერ ხედავს აუცილებლობას საავადმყოფოში იმშობიაროს. მეგან მარკლის და პრინცი ჰარის შვილი აპრილის ბოლომდე უნდა დაიბადოს.