Category: ახალი ამბები

  • დევიდ ბექჰემმა დედას დაბადების დღე ფეიერვერკით მიულოცა.ფოტოები ოჯახური ზეიმიდან

    დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა ამ დღეებში ყოფილი ფეხბურთელის დედა, სანდრა ჯორჯინა უესტი მოინახულეს, რომელსაც 70 წელი შეუსრულდა. იუბილეს მისალოცად ცნობილი წყვილის შვილებიც მივიდნენ: 14 წლის კრუზი, 16 წლის რომეო და შვიდი წყლის ჰარპერი. დევიდმა ინსტაგრამზე ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც სანდრა ტორტზე სანთელს აქრობს. მანვე მოუწყო საყვარელ დღედეს იუბილეს აღსანიშნავად გრანდიოზული ფეიერვერკი.
    „ყველაფერს, რასაც დედა აკეთებს, ყოველთვის ჩვენთვის აკეთებს. გუშინდელი საღამო მხოლოდ შენ გეძღვნებოდა დედა. ეს დღე იმ ადამიანებთან ერთად აღვნიშნეთ, რომლებიც გიყვარს, რომლებზეც ზრუნავ. უბრალოდ იცოდე, როგორ ძლიერ გვიყვარხარ და როგორ ვაფასებთ ყველაფერს, რასაც ჩვენთვის აკეთებ. “– მიაწერ ფეხბურთელმა ფოტოს.
    დედამთილის დაბადების დღის ფოტოები ინსტაგრამზე ვიქტორია ბექჰემმაც დადო და მას ბედნიერება უსურვა. ოჯახურ ფოტოზე აღბეჭდილია დევიდის და, ჯოანი და ოჯახის სხვა წევრები.

    ბექჰემების უფროსი ვაჟი, 20 წლის ბრუკლინი ბებიის დაბადების დღეს ვერ დაესწრო. დამწყები ფოტოგრაფი ამჟამად ლოს ანჯელესშია თავის გერლფრენდთან, ჰანა კროსთან ერთად.
  • მამის დღეს პრინცმა უილიამმა და ჰარიმ შვილების ფოტოები გამოაქვეყნეს

    მამის დღეს, რომელიც 16 ივნისს დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში აღინიშნება, პრინცმა ჰარიმ და მეგანმა თვენახევრის შვილის, არჩის ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნეს. სეფიას სტილში გადაღებული ფოტო წყვილის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა. ეს არის პატარა პრინცის პირველი ფოტო გახელილი თვალებით. ფოტოს თან ერთვის წარწერა: “ბედნიერი მამის დღე! ვუსურვებთ სიხარულით სავსე პირველ მამის დღეს სასექსის ჰერცოგს!“
    კემბრიჯის ჰერცოგმა უილიამმა კი მამის დღეს ტვიტერზე საკუთარი ფოტოები გამოაქვეყნა – ერთი უმცროს შვილთან, ლუისთან, მეორე კი მამასთან – პრინც ჩარლზთან ერთად.

  • სერხიო რამოსმა სევილიურ მამულში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა

    მადრიდის რეალის მცველმა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელმა, 33 წლის სერხიო რამოსმა ცოლად 41 წლის ტელეწამყვანი, პილარ რუბიო მოიყვანა. წყვილი უკვე შვიდი წელია ერთად არის და სამ შვილს ზრდის.
    საქორწილო ცერემონიალი სევილიის საკათედრო ტაძარში გაიმართა. სტუმართა შორის იყო არაერთი ვარსკვლავი, მათ შორის დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, ჟერარ პიკე, შაკირა. სულ ცერემონიალს 500 ადამიანი ესწრებოდა.
    ტაძრიდან სტუმრებმა სევილიასთან მდებარე რამოსის მამულში გადაინაცვლეს, სადაც დიდი წვეულება გაიმართა. ფეხმბურთელმა ცოლს ავსტრალიური როკ ჯგუფის, AC/DC–ს კონცერტი “აჩუქა“. საკუთარი საქორწინო წვეულებაზე ჯგუფის მიწვევა რამოსს მილიონი ევრო დაუჯდა.
    ვიქტორია ბექჰემმა ინსტაგრამზე ქორწილში ქმართან ერთად გადაღებული ფოტო დადო.

  • პრინცმა ჰარიმ და მეგანმა ბავშვისთვის ახალი ძიძა აიყვანეს. წინა გაიქცა

    ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, მეგან მარკლმა შემცვლელი მოუძებნეს ძიძას, რომელმაც ორკვირიანი მუშაობის შემდეგ სამსახური დატოვა. დასავლური მედიის ცნობით ერთი თვის არჩისთვის წყვილმა ახლი ძიძა აიყვანა. ძიძას ნორმირებული სამუშაო დღე ექნება, არ მოუწევს ღამის გათევა ფროგმორის კოტეჯში, სადაც ოჯახი ცხოვრობს. არ იმუშავებს შაბათ–კვირას.
    ბრიტანული Daily Mail სამეფო ოჯახის შესახებ წიგნის ავტორზე, კეტი ნიკოლზე დაყრდნობით წერს, რომ ძიძა იძულებული გახდა ხელი მოეწერა კონფიდენციალობის შესახებ მკაცრი ხელშეკრულებისთვის. ამასთან, ის გაათავისუფლეს ღამის გამოძახებების ვალდებულებისგან, რადგან ღამით მეგანი ბავშვს თვითონ უვლის და რამდენჯერმე დგება, რომ აჭამოს.
    ნიკოლის მტკიცებით სასექსის ჰერცოგის მიეუღლე ჯერჯერობით არ ჩქარობს მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომას და სპორტდარბაზს არ სტუმრობს. პირველად მშობიარობის შემდეგ მეგანი 8 ივნისს დედოფალ ელისაბედის საპატივსაცემო ოფიციალურ ზეიმზე გამოჩნდა.
    ბრიტანულ მედიაში მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეგანის ხასიათს სამეფო ოჯახის მომსახურე პერსონალი ვერ უძლებს და მათი ნაწილი სამსახურს ტოვებს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ერთ–ერთი ძიძია გაექცა. სწორედ გამოთავისუფლებული ვაკანსია დაიკავა ახალმა ძიძამ.
    ვარაუდობენ, რომ მეგანი დეკრეტულ შვებულებას შემოდგომაზე დაასრულებს და პროტოკოლით გათვალისწინებული ოფციალური უფლებამოვალეობების შესრულებას შეუდგება. პირველ რიგში ის ორკვირიანი ვიზიტით ქმართან და შვილთან ერთად აფრიკაში წავა. ოფიციალური ვიზიტების გარდა მას ახალი როლის მოსინჯვაც მოუწევს. ყოფილი მსახიობი ბრიტანული Vogue–ს სექტემბრის ნომრის რედაქტორად არის მიწვეული. ნომრის ძირითად თემებს ის შეარჩევს და რამდენიმე სტატიასაც დაწერს. გარდა ამისა, სასექსის ჰერცოგების სახლში ჟურნალისთვის ფოტოსესიაც გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებენ თუ არა ფოტოსესიაში მონაწილეობას მისი ქმარი და შვილი.
  • მილიარდობით ბაქტერია ჩვენს სახლში. არის თუ არა საშიში ყველა მათგანი

    სულ ცოტა ხნის წინ თითქმის არაფერი ვიცოდით მიკროორგანიზმებზე, რომლებიც ჩვენს სახლში, ჩვენს გარშემო ცხოვრობენ.ამასობაში კი მეცნიერებმა აღმოაჩინეს 200 000– ზე მეტი პაწაწინა ორგანიზმების – ბაქტერიების და სოკოების სახეობა, რომლებიც ჰაერში, მტვერში და ონკანის წყალშიც კი ცხოვრობენ.
    შხაპის მიღებისას შეიძლება ითქვას, რომ თავს ბაქტერიების ნაკადს ვუშვერთ. საქმე იმაშია, რომ შხაპის წყლის სადინარის შიდა მხარე დროთა განმავლობაში ბაქტერიების ინკუბატორად იქცევა. ტრილიონობით უმცირესო ორგანიზმი ერთიანდება და ბიოფირს ქმნის, რათა შიგნით დარჩენა შეძლონ. მათი ძალისხმევის მიუხედავად ნაწილი მაინც ხვდება წყალში, რომლითაც ვიბანთ. ბაქტერიები, რომლებიც სუფთა წყალში ცხოვრობენ და მრავლდებიან მეცნიერებს განსაკუთრებით აინტერესებთ. როგორც ირკვევა, შხაპში ამ ბაქტერიების არსებობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ფილტვების დაავადებები სუსტი იმუნური სისტემის მქონეთა შორის.

    თუმცა ათასობით სახეობის ორგანიზმებს შორის, რომლებიც ჩვენს სახლში ცხოვრობენ რეალურად ზიანი მხოლოდ ასზე ნაკლებმა შეიძლება მოგვაყენოს. სამგიეროდ ბევრი მათგანი სასარგებლოც კი არის. მაგალითად, იგივე შხაპის თავი შესაძლოა სხვა სახის მიკროორგანიზმების ბუდედაც იქცეს, რომლებიც ტვინში სეროტონინის დონეს ზრდიან და სტრესის დონეს ამცირებენ.
    არსებობენ ე.წ. ოქროს ბაქტერიებიც, რომლებიც ყველაფერს ოქროდ აქცევენ, რასაც მიეკარებიან. მიკრობი, რომელიც მტვერში ცხოვრობს ოქროს მიკროსკოპიულ ნაწილაკებს იზიდავს და მყარ ნამცეცებად
    აქცევს.

    გამოქვებულის კალიის ნაწლავურ ბაქტერიას კი მაგალითად საწარმოო ნარჩენების დაშლა შეუძლია.

    მტვერი და წყალი ჩვენს სახლში ეს ნამდვილი ჯუნგლებია ბაქტერიებისთვის. თუმცა მეცნიერებმა ჯერჯერობით სასარგებლო გამოყენება მხოლოდ რამდენიმე სახეობას მოუფიქრეს.
    შეიძლება თუ არა უცნობი მიკრობი ახალი ანტიბიოტიკი გახდეს? ან ბიოსაწვავის წარმოებაში იქნას გამოყენებული?
    ადრე ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ საკუთარ სახლში ბაქტერიების გასანადგურებლად, ახლა კი მათი შესწავლის დრო მოვიდა, როგორ შეიძლება ეს მიკროორგანიზმები ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.
  • ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ბოლოს და ბოლოს ნამდვილად დაშორდნენ

    33 წლის მოდელი ირინა შეიკი და 44 წლის მსახიობი ბრედლი კუპერი ოთხწლიანი ურთიერთობების შემდეგ დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა People –მა გაავრცელა. წყვილი, რომელიც უკვე ცალ–ცალკე ცხოვრობს ფიქრობს, როგორ გაიყონ ორი წლის ქალიშვილზე მეურვეობა.
    შეგახსენებთ, რომ ირინა შეიკის და ბრედლი კუპერის რომანი 2015 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ მათ გოგონა ლეა შეეძინათ. როგორც ინსაიდერები ამბობენ, განხეთქილება წყვილს რამდენიმე თვის წინ ჰქონდა და დაშორების შესახებ განცხადების გაკეთებას ჯერ კიდევ ფილმ “ვარსკვლავის დაბადების“ გამოსვლამდე აპირებდნენ, რომელიც კუპერის სარეჟისორო დებიუტია.
    მათ გადაწყვიტეს დაშორება გადაედოთ, რადგან მაშინ ბრედლის კარიერაში დიდი აღმასვლის პერიოდი დაწყო და ნებისმიერ მსგავს მოვლენას შესაძლოა ყურადღება სხვა თემაზე გადაეტანა– ამბობს ინფორმირებული წყარო.
    კარგა ხნის მანძილზე ისინი თავს ყველას ისე აჩვენებდნენ, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. თუმცა მათი დაშორების შესახებ ჭორები მუდმივად ვრცელდებოდა.
    ჭორის ახალი ტალღა ოსკარის ცერემონიალის შემდეგ გავრცელდა, როცა ბრედლი კუპერმა ლედი გაგასთან ერთად სცენაზე სიმღერა Shallow შეასრულა. მაშინ ბევრს მოეჩვენა, რომ მსახიობს და მომღერალს ერთმანეთის მიმართ გრძნობები ჰქონდათ. თუმცა ლედი გაგა კუპერთან რომანის შესახებ ჭორებს უარყოფდა.
    შეიკის და კუპერის წარმომადგენლები ჯერჯერობით წყვილის დაშორების შესახებ ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ.

  • კურიოზი: დედოფალს ბუკინგემის სასახლეში “პიცა გამოძახებით“ მიუტანეს

    ფასთფუდის რესტორნების საერთაშორისო ქსელის – Domino’s Pizza –ს ლონდონის ოფისში “ბუკინგემის სასახლიდან შეკვეთა მიიღეს.“ შეკვეთის ავტორმა ქალმა დედოფალ ელისაბედისთვის 4 სხვადასხვა შემადგენლობის პიცის მიტანა მოითხოვა. გადახდის ფორმად კი ადგილზე ნაღდი ანგარიშსწორება მიუთითა. დისპეჩერი გაკვირვებული დარჩა, თუმცა შეკვეთა რეალიზაციისთვის გადაგზავნა, მალე კი უახლოესი რესტორნიდან კურიერი შესაბამის მისამართზე გაემგზავრა.
    მოტოციკლით მისული ახალგაზრდა შესასვლელში დაცვამ გააჩერა. მძღოლმა აუხსნა, რომ მას მიჰქონდა “შეკვეთა ელისაბედისთვის“. სამეფო გვარდიის თანამშრომლები დაეჭვდნენ და სასახლეს დაუკავშირდნენ იმის დასაზუსტებლად, მართლა შეუკვეთა თუ არა დედოფალმა ელისაბედ მეორემ 50 ფუნტი სტერლინგის ღირებულების პიცა. უცნაურ კითხვაზე მათ რა თქმა უნდა, უარყოფითი პასუხი მიიღეს.
    “უკაცრავად სერ, ელისაბედი – ეს დედოფლის სახელია. ის ბუკინგემის სასახლეში ცხოვრობს. ვფიქრობ ვიღაც გეხუმრათ.“– უთხრა გვარდიელმა კურიერს.
    როგორც გამოცემა The Sun წერს, კურიერი საკმაოდ დაბნეულად გამოიყურებოდა და იქაურობა დატოვა.
    Domino’s–ს წარმომადგენელმა, ჟუჟანა კაიზერმა მომხდართან დაკავშირებით იხუმრა: “ყოველთვის ვეჭვობდით, რომ დედოფალი ჩვენი ფარული ფანატი იყო. ბუკინგემის სასახლიდან შეკვეთამ ჩვენი ეჭვები დაადასტურა.“
    Domino’s უმსხვილესი ქსელია, რომელშიც 75 ქვეყანაში 12 ათასი ფილიალი შედის. ყოველდღიურად ისინი დაახლოებით 1.5 მილიონ პიცას ყიდიან.
  • ლეონარდო დიკაპრიომ კუნძული შეიძინა სადაც ეკოკურორტს აშენებს (ფოტოები)

    ოსკაროსანი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო აცხადებს რომ მან კუნძულ ბელიზიზე კუნძული შეიძინა სადაც აპირებს რომ საკუთარი ეკო – კურორტი ააშენოს. ინფორმაციას “euronews”-ი ავრცელებს. დიკაპრიოს  კუნძულის შეძენა თავის ბიზნესპარტიონერთან ერთად 1.75 მილიონი დოლარი  დაუჯდა. კუნძული ბელიზიში მდებარეობს, სადაც ყოველწლიურად 1.5 მილიონი ვიზიტორი ჩადის.  ტურისტები სანაპიროს კოტეჯებსა და სასტუმროებში ჩერდებიან. დიკაპრიოს ეკო-კურორტი  ტერიტორიის ტურიზმის სფეროში ნამდვილად განსხვავებულია.  ეკოკურორტი 2018 წელს უნდა გახსნილიყო,  თუმცა გუნდმა დაანონსა, კურორტის გახსნის ახალი თარიღი – 2020 წელი.

    დიკაპრიოს  კურორტი ეკომეგობრულად იქნება  კუნძულის გარემო პრობლემებსა და კლიმატურ ცვლილებებს.ეკო-კურორტზე იქნება, 36 ბუნგალო და 36 ვილა. დიკაპრიო ამბობს, რომ ყველა სახლი ენერგოეფექტური იქნება. ღია შენებობის გარშემო პალმის ხეები, მწვანე ლანდშაფტი და აუზები მოეწყობა.

    „მთავარი ფოკუსი არის  ისეთი რამეების, რაც მსოფლიოს შეცვლის. მე არ წავიდოდი და არ ავაშენებდი ეკოკურორტს ბელიზიში, რომ არ ყოფილიყო გარემოს ცვლილების იდეა. კლიმატურ ცვლილებებთან ერთად, ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვართ, ასე რომ გვინდა სტრუქტურა, რომელიც გარემოს გააუმჯობესებს. მობრძანდით  2020-წელს კუნძულზე”, – აცხადებს ლეონარდო დიკაპრიო. 

  • როგორ გამოიყურება კლინტონების სახლი ვაშინგტონში.ჰილარიმ მედიას ფოტოგადაღების უფლება მისცა

    ამერიკის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და ყოფილმა პირველი ლედიმ, ჰილარი კლინტონმა გამოცემა არქიტექტურული დაიჯესტის კორესპოდენტებს ვაშინგტონში საკუთარი სახლის კარი გაუღო და ფოტოების გადაღების უფლებაც მისცა. პარალელურად კი ამ სახლის შესახებ უამბო.
    ჰილარი იხსენებს თავის პირველ შეხვედრას ამ სახლთან 2000 წელს, როცა ბილ კლინტონის საპრეზიდენტო ვადა დასასრულს უახლოვდებოდა. ჰილარი კი სენატში აირჩიეს. ოჯახმა გადაწყვიტა ვაშინგტონში სახლი ჰქონოდათ.
    “ეს იყო ემოციური რეაქცია. როცა 2000 წელს სენატში ამირჩიეს, ვიცოდი რომ დამჭირდებოდა საცხოვრებელი ადგილი წლის განმავლობაში სესიების პერიოდში.ავედი მესამე სართულზე, შევხედე ხეებს – ბრიტანეთის საელჩოს უკანა მხარეს და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ძველ ლონდონში ან ნიუ იორკში ვიყავი. ბაღები უბრალოდ გასაოცარი იყო. “– ამბობს ჰილარი კლინტონი.

    რეზიდენცია სახელად უაითჰევენი ამავე დასახელების ქუჩის მშვიდ და წყნარ მონაკვეთში მდებარეობს, მასაჩუსეტსის ავენიუსთან ახლოს, ეგრეთწოდებულ საელჩოების რიგში, თეთრი სახლიდან 3 კილომეტრის დაშორებით. 2000 წელს კლინტონების ოჯახმა ამ სახლში 2 850 000 დოლარი გადაიხადა. სახლის ფართობი 511 კვადრატული მეტრია.

    სახლი 1951 წელს არის აშენებული. მისი რეკონსტრუქცია კლინტონებმა 2003–2006 წლებში განახორციელეს.

    სახლის რენოვაციაზე დიზაინერი როზმარი ჰოუვი მუშაობდა. ჰილარის მოთხოვნა იყო რაც შეიძლება მეტი სინათლე შემოსულიყო სახლში და რაც შეიძლება მეტი სივრცე დარჩენილიყო რელაქსაციისა და დასვენებისთვის. გარდა ამისა, ჰილარის სურდა სახლის ინტერიერი იმგვარად გაეხსნა, რომ ლამაზი უკანა ბაღი რაც შეიძლება მეტი კუთხიდან ყოფილიყო ხილული.

    გამოცემის მიერ გადაღებულ ფოტოებში ჩანს სახლის სხვადასხვა კუთხეში მიმობნეული ნივთები– ფოტოები, თუ სხვა სამახსოვრო საჩუქრები, რომლებიც კლინტონებმა მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერისგან თუ ცნობილი ადამიანისგან მიიღეს.

    კლინტონების რეზიდენციას ვაშინგტონში შესანიშნავი ორანჟერეა და დიდი აუზი აქვს.

  • თინა კანდელაკმა საკუთარი დიეტა გაამხილა და სოციალურ ქსელში კრიტიკა დაიმსახურა

    თინა კანდელაკი ფორმას სპორტის და სპეციალურად შემუშავებული დიეტის საშუალებით ინარჩუნებს. რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველმა წამყვანმა და ტელეპროდიუსერმა საკუთარი დიეტის საიდუმლო სოციალურ ქსელში გაამხილა და მისი ბლოგის მკითხველებისთვის ფოტოც დადო. თინას ხელში უჭირავს თეფში სალათით.
    “გადადით ჯანსაღ კვებაზე. მიირთვით არარაფინირებული პროდუქტები, ახალი ხილი და ბოსტნეული, უარი თქვით შაქარზე და გლუტეინზე, და იქნებით ბედნიერები“ – დაწერა კანდელაკმა.
    ის კარგა ხანია პირადი ტრენერის რჩევების ითვალისწინებს. იმის სადემონსტრაციოდ, რომ ჯანსაღი პროდუქტებითაც შეიძლება საინტერესო მენიუს მომზადება, თინა მკითხველს მოუყვა რას მიირთმევს თვითონ, რითაც ბევრი გააოცა და გააღიზიანა.
    ტელეწამყვანმა დაწერა, რომ მის რაციონში შედის, მაგალითად, წითელი და თეთრი თევზის კატლეტი, რამდენიმე ძვირადღირებული ზღვის პროდუქტი და სატაცური, ორაგულის სტეიკი ყვავილოვანი კომბოსტოთი. “გარანტიას გაძლევთ, ბედნიერად იგრძნობთ თავს!“ – დაპირდა თინა მკითხველს, რომელთა ნაწილი ჩამონათვალმა გააღიზიანა და ტელეწამყვანს დაუკომენტარა, რომ ასეთ მენიუზე ყველას არ მიუწვდება ხელი. “მეტისმეტია თინა. თქვენს ბლოგს ხომ ჩვეულებრივი ადამიანები კითხულობენ, რომლებისთვისაც ეს ინგრედიენტები ხელმისაწვდომი არ არის“ – წერენ კანდელაკის ხელმომწერები.

    თუმცა ზოგი ამბობს, რომ თინას არაფერი დაუშავებია: მან უბრალოდ თქვა რას ჭამს თვითონ. მისი რჩევა კი, ახალი ხილის და ბოსტნეულის ჭამისა და შაქარზე და რაფინირებულ პროდუქტზე უარის თქმის შესახებ ყველასთვის ხელმისაწვდომია თუნდაც განსხვავებული რაციონით.