Category: ახალი ამბები

  • ვაინშტეინი სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს 44 მილიონს გადაუხდის

    ჰოლივუდის კინოპროდიუსერმა, ჰარვი ვაინშტეინმა დაასრულა წინასწარი მოლაპარაკება საპროცესო გარიგების შესახებ იმ მსახიობი ქალების სამოქალაქო სარჩელზე, რომლებიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ. გარიგების თანხა დაახლოებით 44 მილიონი დოლარია.
    ვაინშტეინის წინააღმდეგ ბრალდებები საფუძვლად დაედო სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა საერთაშორისო მოძრაობას #MeToo.
    რამდენიმე ოსკარის მფლობელი პრდიუსერი 2018 წელს დააკავეს გაუპატიურებების ბრალდებით. პროდიუსერს ოფიციალური სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენეს ხუთ ეპიზოდში.
    თუმცა გარდა ამისა, კიდევ 70–ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა ვაინშტეინი სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში. მაგალითად, მსახიობმა ეშლი ჯადმა მას სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ როგორც თვითონ ამტკიცებს პროდიუსერმა სექსზე უარის გამო მისი კარიერა დაანგრია.
    ვაინშტეინი სექსუალურ დანაშაულში საკუთარ ბრალეულობას უარყოფს.
    გაკოტრებული საპროდიუსერო კომპანია Weinstein Co–ს იურისტმა, ადამ ჰარისმა სამოქალაქო საქმეების მოსამართლეს შეატყობინა, რომ ეკონომიკური შეთანხმების ზოგადი მონახაზი მოსარჩელეებთან უკვე შეთანხმებულია. “მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“ – აცხადებს ის.
    ვაინშტეინის ადვოკატება გაზეთ Wall Street Journal–ს განუცხადეს, რომ შეთანხმების მთლიანი თანხა ყველა სამოქალაქო სარჩელზე დაახლოებით 44 მილიონ დოლარს შეადგენს. თუმცა სამოქალაქო სარჩელების დარეგულირება ვერ მოახდენს გავლენას სისხლის სამართლის საქმეზე, რომელც ნიუ იორკის პროკურატურამ ვაინშტეინის წინააღმდეგ აღძრა. სასამართლო ამ საქმეზე ივნისში გაიმართება.

    ფოტოზე: ქალების ნაწილი, რომლებმაც პროდიუსერი ძალადობაში დაადანაშაულეს: გვინეტ პელტროუ, ანჯელინა ჯოლი, კარა დელევინი, მირა სორვინო, როზანა არტეკი, ლეა სეიდუ

    ვაინშტეინის დაცემა

    პროდიუსერის მიერ გადაღებული ფილმები ათწლეულების განმავლობაში იღებდნენ ოსკარის ჯილდოებს. მათ შორის: “შეყვარებული შექსპირი,“ “მეფე ლაპარაკობს“, “არტისტი“.
    ვაინშტაინი იდგა სტუდია Miramax –ის სათავეებთან ჯერ კიდევ 1970–იან წლებში და ჰოლივუდის ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა.მთლიანობაში მისი პროდიუსერობით გადაღებულმა ფილმებმა 81 ოსკარი მიიღეს სხვადასხვა ნომინაციაში.
    თუმცა ჰოლივუდის კულუარებში მრავალი წლის მანძილზე დადიოდა ხმები, მისი მოღვაწეობის ბნელი მხარის შესახებ. მსახიობ ქალებს ეშინოდათ “მის დივანზე მოხვედრა“, რომელიც კასტინგების დროს გამოიყენებოდა. ზოგიერთ ტელესერიალში ჰარვის რეპუტაციაზე მინიშნებებიც კი მოხვდა.
    2017 წელს New York Times –ის სტატიაში პირველად გამოქვეყნდა ძალადობის და შევიწროების მრავალრიცხოვანი ეპიზოდების დეტალები. ამ სტატიაში ათობით ქალმა სახელგანთქმული კინომოღვაწე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.ერთ ერთი პირველი საჯარო ბრალმდებლები მსახიობები როუზ მაკგოუენი და ეშლი ჯადი იყვნენ.
    ბრალდებები 1992 წლის მოვლენებიდან იწყებოდა. ქალები ყვებოდნენ, როგორ პატიჟებდა მათ პრდიუსერი საქმიან ლანჩზე საკუთარ ნომერში, იქ შიშველ ტანზე შემოცმული ხალათით ხვდებოდა და მათგან მასაჟის გაკეთებას ითხოვდა.ზოგ შემთხვევაში ის პორტიეს ნომრის გასაღებს ართმევდა და ქალებს სასტუმროს მათივე ნომერში უვარდებოდა. ზოგი მსახიობი ყვებოდა, რომ მათ მოახერხეს “მსუქანი და მძიმე“ პროდიუსერის მორევა და გაქცევა, ზოგმა კი განაცხადა რომ პროდიუსერმა გააუპატიურა.ასეთი ისტორია ათეულობით იყო.
    თავიდან ვაინშტეინმა განაცხადა, რომ გამოცემას უჩივლებდა, თუმცა საბოლოოდ ბოდიშის შემცველი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღიარა, რომ თავის ცხოვრებაში “ბევრი ტკივილი მიაყენა“ სხვებს. თუმცა სექსუალური შევიწროება და ძალადობა პირდაპირ არ აღიარა.
    ვაინშტეინთან დაკავშირებით დაწყებულმა სკანდალმა გლობალური მაშტაბი მიიღო და მოძრაობა #MeToo გამოიწვია.
    3 ივნისს ნიუ იორკში სასამართლო პროცესი დაიწყება. ვაინშტეინს სექსუალური ძალადობის 5 ეპიზოდში ედება ბრალი. დაზარალებულია ორი ქალი. თუ ვაინშტეინი დამნაშავედ ცნეს, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
  • HBO-ს მორიგი სერიალი რომელმაც რეიტინგით “სამეფო კარის თამაშებს” გადაუსწრო

     

    ამერიკულმა ტელეარხმა HBO-მ მორიგი მაღალრეიტინგული  მინი სერიალი  შექმნა, რომელმაც რეიტინგით ყველასათვის კარგად ცნობილ “სამეფო კარის თამაშებს” და “მძიმე დანაშაულს” გადაასწრო. მინი სერიალ “ჩერნობილს“  IMDB-ზე შეფასება   9.5 აქვს და ის  მეორე ადგილს იკავებს “Planet Earth II “-ის შემდეგ. სერიალის პრემიერა 6 მაისს შედგა და ის მხოლოდ 5 ეპიზოდისგან შედგება. 3 ეპიზოდი უკვე გამოსულია. 4–ე ეპიზოდი 27 მაისს გამოდის ხოლო  5–ე ეპიზოდი 3 ივნისს.
    „ჩერნობილის“ სცენარი კრეიგ მაზინმა დაწერა, რეჟისორი კი იოჰან რენკია რომელსაც ისეთ სერიალებზე უმუშავია როგორებიცაა: “მძიმე დანაშაული”, “მოსიარულე მკვდრები”,  “ვიკინგები”.
    სერიალი საკმაოდ რეალისტურია და ის მსოფლიოში დატრიალებულ ერთ–ერთ ყველაზე დიდ ტრაგედიას გადმოსცემს  და შესაბამისად მოიცავს არც თუ ისე სასიამოვნო კადრებს. 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვის — უკრაინის სსრ) მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია მოხდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.
    მსახიობი ჯარედ ჰარისი სერიალში საბჭოელ ქიმიკოს მეცნიერ ვალერი ლეგასოვს განასახიერებს, რომელიც ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის გამომწვევი მიზეზების გამოძიების კომისიის წევრი გახდა. არაორგანული ქიმიის სპეციალისტმა ავარიის ადგილზე ორი კვირის ნაცვლად ოთხი გაატარა და რადიაციული დასხივება მიიღო, რამაც ჯანმრთელობა შეურყია. მოკლე დროში ლეგასოვი საიდუმლო ინფორმაციების გამავრცელებლად შეირაცხა, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრობა დაკარგა, კატასტროფიდან ორი წლის შემდეგ კი იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს.
    სერიალში გამოყენებული პერსონაჟების სახელები რეალურია

    ყველაზე რეიტინგული სერიალებია IMDB-ზე

    • “პლანეტა დედამიწა II” – 9.5
    • “ჩერნობილი” – 9.5
    • “ჯარისკაცთა საძმო” – 9.4
    • “პლანეტა დედამიწა” – 9.4
    • “სამეფო კარის თამაშები” – 9.4
    • “მძიმე დანაშაული” – 9.4

     

  • მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ სპორტსმენად გერმანელი მძლეოსანი აღიარეს

    20 წლის ალისა შმიდტი გერმანიიდან ავსტრალიური გამოცემის Busted Coverage–ის გმირი გახდა. ის “მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ სპორტსმენად აღიარეს“.
    ალისა მოკლე დისტანციებზე დარბის და შეჯიბრებებში მონაწილეობს. ევროპის ჩემპიონატში მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.
    ფორმას სწორი კვებით და მუდმივი ვარჯიშით ინარჩუნებს. “ვცდილობ მაქსმალურად ჯანმრთელი და სუფთა საკვები მივიღო.“– წერს გოგონა ინსტაგრამზე, სადაც 333 ათასი ხელმომწერი ყავს.

    ის ხშირად აწყობს ფოტოსესიებს სტადიონზე, პოზირებს მოკლე მაისურებში და მინი შორტებში. გოგონა სპორტული ტანსაცმლის ბრენდებთანაც თანამშრომლობს.

    მისი თქმით, მთავარი მიზანი ამჟამად ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაა.

  • თქვენი აზრით ვინ მოიგებს ზუგდიდში არჩევნებს?

    გამოკითხვა დასრულდება 19 მარტს

  • პრინცმა ჰარიმ და მეგანმა ინსტაგრამზე შვილის უჩვეულო ფოტო დადეს

    12 მაისს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დედის დღე აღინიშნება. ამ დღის აღსანიშნავად პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ ახალდაბადებული შვილის უჩვეულო ფოტო დადეს.
    სასექსის ჰერცოგის და ჰერცოგინიას ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა ფოტო, რომელზეც მეგან მარკლის ხელი და პატარას ფეხები ჩანს, რომელიც დედას ნაზად უჭირავს.
    სამეფო ოჯახის წყვილი წერს, რომ ამ დღეს მეგანი პირველად ხვდება დედის როლში. ისინი მსოფლიოში ყველა დედას ულოცავენ დედის დღეს. მათ შორის მომავალ დედებს და მათ, ვინც შვილები დაკარგეს, თუმცა მათ ვერასოდეს დაივიწყებენ.
    წყვილის სტატუსს თაყვანისმცემლები მალევე შეუერთდნენ მილოცვებით და კომენტარებით.
  • ვარსკვლავები, ვისაც ცელულიტი აშკარად ეტყობათ და არც მალავენ

    მითი იმის შესახებ, რომ ცელულიტი მხოლოდ მსუქანი ქალების პრობლემაა, დიდი ხანია გაქარწყლდა. ექიმებიც არ იღლებიან იმის მტკიცებით, რომ ცელულიტი და სტრიები არა ნაკლი, არამედ ქალის ორგანიზმის თავისებურებაა. მაგრამ ამის მიუხედავად ქალები ცელულიტის გამოჩენას მაინც განიცდიან და მუდმივ ბრძოლას აწარმოებენ ეგრეთწოდებულ “ფორთოხლის კანთან“.
    თუმცა იმ ვარსკვლავებს, რომლებსაც ახლა წარმოგიდგენთ სულაც არ აკომპლექსებს ცელულიტი და ამის გამო ფეხების გამოჩენას არ ერიდებიან. იქნებ დროა მათ მივბაძოთ და “ბუნებასთან ბრძოლას“ თავი გავანებოთ? მოკლედ, ცელულიტი გამხდრებსაც აქვთ, სრულიად პრიალა სხეული კი ძირითადად ფოტოშოფით დამუშავებულ ფოტოებზე გვხვდება. ასე რომ, ქალბატონებო, გადახედეთ ჩვენს სიას და მოიშორეთ კომპლექსები.
    ვუდი ალენის მარადი მუზის და ჰოლივუდის სექს სიმბოლოს, სკარლეტ იოჰანსონის სხეულზე ცელულიტის შემჩნევა ძნელი არ არის. თუმცა ვის აინტერესებს? ის მაინც საოცნებო ქალად რჩება.
    ძალიან მკვეთრად გამოხატული ცელულიტი აქვს როზი ჰანთინგტონ–უაითლის, თუმცა ამის მიუხედავად თავს მშვენივრად გრძნობს მოკლე შორტებში და არ კომპლექსდება.
    უმკაცრესი დიეტის და დაუსრულებელი ვარჯიშის მიუხედავად ჯენიფერ ლოპესმა ვერა და ვერ შეძლო ცელულიტის დამარცხება, რომელიც მას ბავშვების გაჩენის შემდეგ გაუჩნდა.
    ბეიქ ლაივლის გრძელი და იდეალური ფეხები ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა თუ ახლოდან დააკვირდებით, აშკარად დაინახავთ ცელულიტს.

    ჯესიკა ალბა უკვე ორი შვილის დედაა, თუმცა შესანიშნავი ტანი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ცელულიტიც აქვს და სტრიებიც.

    ჰოლივუდელი ქერა გოგო რიზ უიზერსპუნი არ მალავს საკუთარ ცელულიტს, არც შორტებს ერიდება და არც საცურაო კოსტუმს.

    უმა თურმანს მშვენიერი აღნაგობა აქვს. ის სამი შვილის დედაა. სიგამხდრის მიუხედავად ცელულიტი მასაც გაუჩნდა.

    შვილის გაჩენის შემდეგ ჰოლი ბერის დუნდულების მიდამოებში სტრიები გაუჩნდა, თუმცა ამის მიუხედავად ისევ იცვამს მოკლე შორტებს და ბიკინს.

    Victoria’s Secret–ის ანგელოზები მართლაც იდეალური გარეგნობით გამოირჩევიან. მათ შორის ყოფილი “ანგელოზი“, იზაბელ გულარი. მას კვლავ იდეალური სხეული აქვს, თუმცა მცირე რაოდენობით ცელულიტი დუნდულებთან მასაც ემჩნევა.

    რიანა, რა თქმა უნდა, გამხდარი არ არის, მაგრამ სიაში მაინც ჩავრთეთ. მომღერალს მოშიშვლებული სასცენო სამოსი უყვარს და არც მკაფიოდ გამოხატულ ცელულიტს მალავს.
  • “მოღალატე” – პრეზიდენტს ვაკის პარკში შეძახილებით შეხვდნენ

    ვაკის პარკში მისულ პრეზიდენტს აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ.

    ზურაბიშვილი ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად მივიდა. პრეზიდენტმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

    „მინდა ვთქვა, რომ სამწუხარო არის, რომ ეს დღე იმის მაგივრად, რომ იყოს დღე პატივისცემის, ყველა იმ გმირებისთვის, რომელიც ყველა ომებში დაიღუპა და რომელსაც ყველა ქართველებს სჯეროდათ, რომ იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და თავიანთ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ეს იყო ყველა მათი, სადაც არ იყვნენ, აქ იმ ომის დასასრულს, თუ ტყვეებად ჩავარდნილი გერმანელებთან, თუ ემიგრანტები, რომლებიც იბრძოდნენ თავიანთი გაგებით ასევე საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ, მე მინდა, მათი ხსოვნა იყოს და მათი პატივისცემა დღეს,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • გადამწყვეტი 48 საათი: ექიმებმა მეგან მარკლს მშობიარობის ხელოვნურად დაჩქარება შესთავაზეს

    მეგან მარკლის და პრინცი ჰარის ბავშვის დაბადება უკვე ერთი კვირით დაგვიანდა. მედიკოსების თქმით შანსი, რომ მეგანი ბავშვს დამოუკიდებლად გააჩენს, მცირეა.
    აკუშერი კლაივ სპენს ჯონსი ამბობს, რომ პრობლემა მოსალოდნელი იყო. სპეციალისტების თქმით 35 წლის ასაკის ზევით ქალებს მშობიარობისას პრობლემები ხშირად აქვს. 37 წლის მეგან მარკლი კი “ხანდაზმულ მშობიარედ„ ითვლება.
    ექიმებმა პრინცი ჰარის მეუღლეს სპეციალური პრეპარატების გამოყენება შესთავაზეს მშობიარობის დასაჩქარებლად. ამისათვის მეგანს ურჩიეს უინძორის სასახლიდან კლინიკაში გადავიდეს.
    “თუ მშობიარობა შემდეგი 48 საათის განმავლობაში არ დაიწყება, სავარუდოდ ის ფრიმი პარკის საავადმყოფოში იმშობიარებს“– წერს დეილი მეილი. ექიმები ამბობენ, რომ სტიმულატორებს როგორც წესი მშობიარობის სავარაუდო თარიღის დადგომის შემდეგ რამდენიმე დღეში ნიშნავენ. ექიმები ხაზს უსვამენ, რომ სამეფო ოჯახის მომავალი წევრის ჯანმრთელობა მათთვის პირველხარისხოვანი ამოცანაა.
    მეგან მარკლის და პრინცი ჰარის შვილის დაბადებას აპრილის ბოლომდე ვარაუდობდნენ, თუმცა მშობიარობა გაჭიანურდა. სამეფო ოჯახის ფანატების ნაწილი ბავშვის დაბადებას უინძორის სასახლის წინ ელოდება სპეციალური პლაკატებით ხელში.
    მეგან მარკლი ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ საზოგადოებრივ საქმიანობას მალევე დაუბრუნდება. წყვილი არ გამორიცხავს, რომ მალე აფრიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც საქველმოქმედო საქმიანობით და ბრიტანეთის პოპულარიზაციით დაკავდებიან.
  • ჯუდ ლოუ ფილიპა კოენზე საიდუმლოდ დაქორწინდა. ქორწილის ფოტოები

    46 წლის მსახიობმა ჯუდ ლოუმ ცოლად მოიყვანა 32 წლის ფილიპა კოენი, რომელსაც ოთხი წელი ხვდებოდა.
    იმის შესახებ, რომ ჰოლივუდელი მექალთანე მორჯულებას აპირებდა თებერვალში გახდა ცნობილი. წყვილი პარიზში ხმაურიანი ქორწილის გადახდას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ 30 აპრილს ლონდონში დაქორწინდნენ.
    ცერემოანიალზე მხოლდ წვილის ნათესავები და ახლობლები შეიკრიბნენ. ფილიპა არატრადიციულ საქორწილო სამოსში იყო გამოწყობილი, ისეე როგორც ჯუდ ლოუ.
    ჯუდ ლოუსთვის ეს მეორე ქორწინებაა. მსახიობ სეიდი ფროსთთან ქორწინებიდან მას სამი შვილი ყავს – 22 წლის რაფერტი, 18 წლის აირისი და 16 წლის რუდი. გარდა ამისა, მსახიობს ყავს ორი შვილი, რომლებიც ქორწინების გარეშე დაიბადნენ.

  • ფეხმძიმე მეგან მარკლი კენსინგტონის სასახლეში გადაიყვანეს და გაძლიერებული დაცვა დაუნიშნეს

    სასექსის ჰერცოგს, პრინც ჰარის და მის მეუღლეს, მეგან მართლს კენსინგტონის სასხლეში დაბრუნება მოუწიათ. მეგან მარკლს სამეფო ოჯახმა არ მისცა უფლება სახლში იმშობიაროს. კენსინგტონის სასახლის გარშემო დაცვა გააძლიერეს. უსაფრთხოების სამსახური მეგანს და ჰარის გაძლიერებულად მეთვალყურეობს. ისინი გააცილებენ წყვილს საავადმყოფოში, როგორც კი მეგანს მშობიარობის ტკივილები დაეწყება.
    პრინცი ჰარის მეუღლეს სურდა ბავშვი სახლში გაეჩინა, თუმცა მისი სურვილი არ განხორციელდება. სამეფო ოჯახთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ მას ამის უფლება არ მისცეს, რადგან სამეფო ოჯახის ბავშვის უსაფრთხოება პირველხარისხოვანი მნიშვნელობის საქმეა და მშობიარობა საავადმყოფოში უნდა მოხდეს.
    მანამდე ჰარიმ და მეგანმა კენსინგტონის სასახლეში მდებარე კოტეჯი დატოვეს და საცხოვრებლად მათ სახლში, ფროგმორ ჰაუსში, უინძორის სასახლის სიახლოვეს გადავიდნენ. ეს მამული დედოფალმა ელისაბედ მეორემ წყვილს ქორწილის შემდეგ აჩუქა.
    თუმცა ფროგმორის მამული ლონდონიდან შორს მდებარეობს და შეუძლებელი იქნებოდა იქიდან კლინიკაში მეგანის ოპერატიულად გადაყვანა. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალი წევრი ლონდონის ცენტრში მდებარე რომელიმე კლინიკაში დაიბადება. ამ ეტაპზე სიაში სამი კლინიკაა: პორტლენდის საავადმყოფოს ამერიკული სამშობიარო განყოფილება, ჩელსის და ვესტმინსტერის კლინიკები.