Category: ახალი ამბები

  • მეგან მარკლს პლაგიატში ადანაშაულებენ

    პრინცი ჰარის მეუღლე, მეგან მარკლი რომელიც ბრიტანული ვოგის სექტემბრის ნომრის მიწვეული რედაქტორი გახდა სკანდალში გაეხვა. ნომრის გარეკანის გამოქვეყნებისთანავე ბრიტანელებმა ყდაზე პლაგიატი აღმოაჩინეს.

    2016 წელს გამოვიდა წიგნი თვითგანვითარების შესახებ “ისინი, ვინც თამაშის წესებს ცვლიან“. წიგნის ავტორი ავსტრალიელი მწერალი ქალები, სამანტა ბრეტი და სტეფ ადამსი არიან. წიგნში მოთხრობილია 40 ქალის ისტორია სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს. წიგნის ყდაზე წიგნის გმირების 15 შავ–თეთრი ფოტო გამოიტანეს, მათ შორის იყო თავად მეგან მარკლი. ეს ფაქტი კიდევ უფრო აღმაშფოთებელი აღმოჩნდა ბრიტანელებისთვის – ანუ მეგანს დანამდვილებით ნანახი აქვს წიგნი და პლაგიატი მიზანმიმართულად ჩაიდინა.

    ჟურნალ ვოგის სექტემბრის ნომერი მეგანმა მიუძღვნა ქალებს “საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან“, რომლებმაც გავლენა მოახდინეს მსოფლიოს პრობლემებზე. ჟურნალის ყდაზე 15 ქალია ასახული, რომლებიც მეგან მარკლს აღაფრთოვანებენ. მათ შორის არიან ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრი, ჯასინდა არდენი, მსახიობი სელმა ჰაიეკი, ჯეინ ფონდა და სხვები.

    სამანტა ბრეტმა განაცხადა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია მეგან მარკლის საქციელით. “სასიამოვნოა, რომ მას მოეწონა ჩვენი კონცეფცია. მომწონს მეგანი, მისი თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ თუ ხალხის ეჭვები მართალია, ძალიან იმედგაცრუებული ვარ“– ამბობს ის.

  • მთვარე დედამიწას თანდათან შორდება

    მეცნიერებმი ამტკიცებენ, რომ მთვარე დედამიწას წელიწადში საშუალოდ 3.82 სანტიმეტრით სცილდება, რაც ჩვენს პლანეტაზე დღის ხანგრძლივობის გაგრძელებას იწვევს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

    წარმოიდგინეთ მოციგურავე, რომელიც ყინულზე სწრაფად ტრიალებს. ის წრიული მოძრაობის შესანელებლად, მკლავებს თანდათან შლის. თურმე მსგავსი რამ ხდება დედამიწის ბრუნვის დროსაც. ვინაიდან პლანეტას მთვარე მართალია ნელა, მაგრამ მაინც, თანდათან სცილდება, დედამიწა წრიულ ბრუნვას ასევე თანდათანობით ანელებს და შესაბამისად, დღე-ღამის ციკლიც ჩვენთვის, დედამიწელებისთვის, თანდათან იზრდება. ამ მაგალითის საშუალებით განმარტავენ მეცნიერები მთვარის დედამიწისგან დაცილების პროცესს და მის გავლენას ჩვენი პლანეტის, თუ მისი ბინადრების ცხოვრებაზე.
    ბოლო დროს ჩატარებული სამეცნიერო კვლევების მიხედვით დედამიწა წარსულში უფრო ჩქარა ბრუნავდა და ჩვენს პლანეტაზე დღე-ღამის ციკლი დაახლოებით 18 საათს უდრიდა. ეს ნაწილობრივ მთვარის დამსახურებაც იყო, რომელიც დედამიწასთან გაცილებით ახლოს იყო, ვიდრე დღეს არის. მეცნიერების ანგარიშით, ეს დაახლოებით 1.4 მილიარდი წლის წინ ხდებოდა.

    მკვლევარებმა დაკვირვებისთვის ასტროქრონოლოგიის სტატისტიკური მეთოდი გამოიყენეს, რომელიც ასტრონომიის თეორიის გეოლოგიურ დაკვირვებასთან შერწყმას გულისხმობს. ისინი დედამიწის გეოლოგიურ წარსულს, მზის სისტემაში პლანეტების მოძრაობას და მათი გრავიტაციის ერთმანეთზე გავლენას, ასევე პრეისტორიულ კლდებზე ასახულ, კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ პროცესებს აკვირდებოდნენ.

    მზის სისტემაში ბევრი მოძრავი სხეულია და ისინი ერთმანეთზე გავლენას გამუდმებით ახდენენ. დედამიწის ბრუნვაზეც ხდება გავლენა, როგორც საკუთარი ღერძის ირგვლივ, ასევე მისი ორბიტის, ანუ მზის ირგვლივ ბრუნვაზეც მოქმედებს სხვა ციური სხეულების მიზიდულობის ძალა და მათი ტრაექტორია. ეს განსაკუთრებით ეხება მისი 4.5 მილიარდი წლის თანამგზავრის, კოსმოსში ყველაზე ახლო მეზობლის, მთვარის მოძრაობას. ამ საკითხის სიღრმისეულად შესწავლა მეცნიერებს დედამიწაზე წარსულში მომხდარ, თუ აწმყოში მიმდინარე ცვლილებების ახსნაში და მომავლის პროგნოზირებაში ეხმარება.
  • მელანია ტრამპმა თეთრი სახლის საშობაო მორთულობისთვის მზადება უკვე დაიწყო

    მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ ხუთი თვეა, აშშ–ს პირველმა ლედიმ უკვე დაიწყო საშობაო ზეიმისთვის მზადება და დაგეგმვა. საკუთარ ინსტაგრამ გვერზე მელანია ტრამპმა ფოტოების სერია გამოაქვეყნა, რომლებზეც ჩანს როგორ არჩევს დიზაინერთან ერთად ქსოვილის ნიმუშებს თეთრი სახლის საშობაო მორთულობისთვის.

    “შობის დაგეგმვა თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთაში. მოუთმენლად ველოდები მომენტს, როცა უახლოეს თვეებში შევძლებ გაგიზიაროთ დიზაინის საბოლოო ვარიანტი“– წერს ამერიკის პირველი ლედი.

    შეგახსენებთ, რომ დონალდ და მელანია ტრამპები ყოველწლიურად შობა–ახალ წელს თეთრ სახლში ღონისძიებების მთელ სერიას მართავენ. მელანია ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს საზეიმო მზადებაში და ამ საქმეში პროფესიონალ დეკორატორებთან ერთად მოხალისეებსაც რთავს, რომლებიც თეთრ სახლს გირლანდებით, ბურთებით, ცოცხალი და ხელოვნური ნაძვებით რთავენ.

    სხვათა შორის, გასულ წელს სოციალურ ქსელებში პირველ ლედის დასცინეს უჩვეულო ნაძვის ხეების გამო, რომლებიც მან თეთრი სახლის გასაფორმებლად შეარჩია. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი ნაძვისხე ღაჟღაჟა წითელი უცნობი მასალისგან იყო დამზადებული.

  • შსს ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს, რომელშიც 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენებია ასახული

    შსს   ირაკლი ოქრუაშვილთან და დღეს დაკავებულ კიდევ 4 პირთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს, რომელშიც 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენებია ასახული. ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ 4 პირი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დღეს დააკავეს.

  • მეგან მარკლი და ქეით მიდლტონი ბავშვებთან ერთად პოლოს ტურნირზე

    პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი რეგულარულად მონაწილეობენ პოლოს საქველმოქმედო ტურინირებში. გასულ კვირასაც ისინი King Power Royal Charity Polo Day в Billingbear Polo Club–ის შეჯიბრებზე გამოჩნდნენ. მათ მხარდასაჭერად ცოლები–ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი მივიდნენ.

    მიდლტონი ერთი წლის პრინც ლუისთან, ოთხი წლის პრინცესა შარლოტასთან და ხუთი წლის პრინც ჯორჯთან ერთად. მეგანი კი ორი თვის არჩისთან ერთად. სასექსის ჰერცოგის მეუღლეს ფართო ჭაობისფერი კაბა ეცვა. ეს საჯარო გამოჩენა მისთვის უკვე რიგით მეორეა არჩის ნათლობის მერე. ფოტოებზე ჩანს, რომ არჩის მშვდად ეძინა დედის ხელში.

    საინტერესოა, რომ გასულ კვირას უიმბლდონის ტურნირის მატჩში მეგანი კატეგორიული წინააღმდეგი იყო მისთვის ფოტო გადაეღოთ. როგორც ცნობილია, მას პირადი ცხოვრების აფიშირება არ უნდა და მაქსიმალურად არიდებს ახალდაბადებულ შვილს საზოგადოების თვალს. თუმცა ამჯერად პაპარაცებმა მეგანის და მისი შვილის რამდენიმე ფოტოს გადაღება მოახერხეს.

  • 10 ნივთი, რომელიც სახლიდან დაუყოვნებლივ უნდა გადააგდოთ

    სახლში უამრავი ნივთით ვართ გარემოცული, რომლებსაც ხანდახან ყურადღებასაც არ ვაქცევთ, თუმცა დროა თავიდან მოვიშოროთ.

    1. ძველი კოსმეტიკა
    მაგალითად, თვალის ტუშის ვარგისიანობის მაქსიმალური ვადა მისი გახსნიდან ექვსი თვეა. ასე რომ, მისი შენახვა “ყოველი შემთხვევისთვის“ უსარგებლო და საშიშიც კია.ვადაგასულმა კოსმეტიკამ შესაძლოა კონიუქტივიტი და გაღიზიანება გამოიწვიოს. ძველმა მზისგან დამცავმა კრემმა კი შესაძლოა კანი არ დააზიანოს, თუმცა მზისგან ნამდვილად ვერ დაგიცავთ.

    2. ძველი აბაზანის ღრუბელი

    ძველი ღრუბელი შესაძლოა სახლში ერთ–ერთი ყველაზე მავნე ნივთი იყოს, იმიტომ რომ იქ ბაქტერიები ადვილად მრავლდებიან.შეცვალეთ აბაზანის ღრუბელი ყოველ 3–4 კვირაში ერთხელ.
    3. ვადაგასული წამლები
    ძველი წამლები ორგანიზმისთვის საშიში შეიძლება იყოს, განსაკუთრებით ანტიბიოტიკები.
    4. ძველი ჭურჭელი
    პლასტიკის ჭურჭელი მიკროტალღური ღუმელისთვის და პლასტმასის კონტეინერები საკვებისთვის შესაძლოა პოლიკარბონატებს შეიცავდეს. მათ ნაცვლად შეიძინეთ ახალი, ბისფენოლის შემცველობის გარეშე.

    5. ძველი კბილის ჯაგრისები
    ექიმები გვირჩევენ კბილის ჯაგრისი ყოველ სამ თვეში ერთხელ შევცვალოთ.თუმცა თუ თქვენს ჯაგრისს ამაზე ადრე შეეცვალა ფორმა, სამი თვის გასვლას ნუ დაელოდებით და მაშინვე გადააგდეთ.

    6. ტანსაცმელი, რომელსაც არ ხმარობ
    თუ ყოველდღიური სამოსი ნახევარი წლის მანძილზე ერთხელაც არ ჩაგიცვამს, დროა თავიდან მოიშორო.
    7. საკვების ნარჩენები
    ფრთხილად იყავი საკვების ნარჩენებთან. ზოგიერთი მათგანის გერმეტულად დახურვის გარეშე თუნდაც მაცივარში შენახვა შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საშიში იყოს.

    8. ძველი კონტაქტური ლინზები

    კონტაქტური ლინზები, თუნდაც ხანგრძლივი მოხმარების, მაქსიმუმ სამ თვეს შეიძლება იხმაროთ.თუნდაც სუფთად გამოიყურებოდეს და მადეზინფიცირებელ ხსნარში ინახებოდეს.

    9. დაძველებული სპეციები

    ბალახეულობის შენახვის ვადა ერთიდან სამ წლამდეა. მარცვლეულის არაუმეტეს ოთხი წელი.
    10. ჰაერის გამწმენდის, კონდიციონერის ფილტრები

    ფილტრი მინიმუმ წელიწადში ერთხელ უნდა შეიცვალოს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ის უსარგებლოა.
  • კვირის რომელ დღეს გამოიყურებიან ქალები ყველაზე ცუდად

    ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოითვალეს: კვირის განმავლობაში ქალი ყველაზე ცუდად ოთხშაბათობით, დღის მეორე ნახევარში გამოიყურება. ხუმრობა არ გეგონოთ. მეცნიერებს ასეთი ახსნა აქვთ: ამას შაბათ–კვირას მრავალფეროვანი აქტივობით დატვირთული პერიოდია, კვირის დასაწყისი კი სტრესული. ინგლისში ქალების 46% შაბათ–კვირას ალკოჰოლს მოიხმარს. შემდეგ კი მათ 37%–ს ორშაბათს სამსახურში წასვლა და მუშაობა ძალიან უჭირს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტრესი ეწყებათ, რომელიც აპოგეას ოთხშაბათობით აღწევს.
    ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ პრობლემა მხოლოდ შაბათ–კვირას დროსტარებაც არ გახლავთ. მოსაზრება, რომ ორშაბათი ყველაზე მძიმე დღეა მითია. მარათონელების კვლევამ აჩვენა, რომ დისტანციის შუა ნაწილი უფრო რთული გადასატანია, ვიდრე სტარტი და ფინიში. ამავე პრინციპით თუ შევაფასებთ კვირას, ყველაზე მძიმე დღე ოთხშაბათი გამოდის. ორშაბათს სამსახურთან ადაპტირებას ვახერხებთ. სამშაბათს მთელი ძალით ვმუშაობთ. ოთხშაბათს მსუბუქი დეპრესია იწყება მოტივით “ღმერთო, რა მიაღწევს შაბათამდე!“ შაბათ–კვირა ჯერ შორს არის.

    კვირის ეს პერიოდი ექსპერტების აზრით ფაქტიურად ცხოვრებაში შუა ასაკის კრიზისს უთანაბრდება. დეპრესიის შეტევისას კი ქალი გარეგნობას ნაკლებ ყურადღებას აქცევს და შესაბამისად, უარესადაც გამოიყურება. ხუთშაბათს ცხოვრება ისევ თავის კალაპოტს უბრუნდება – ჰორიზონტზე შაბათ–კვირა ჩნდება. იწყება შინაგანი მზადება დასვენებისთვის და განწყობის გაუმჯობესება, რაც გარეგნობაზე შესაბამისად აისახება.

  • ქეით მიდლტონმა ბავშვებს საკუთარ ბაღში პიკნიკი გაუმართა

    ბაღმა, რომელიც ბრიტანეთის პრინცის, უილიამის მეუღლემ სამეფო საზოგადოების მებაღეებთან ერთად დააპროექტია ახალი მისამართი სიცოცხლე დაიწყო. მაისში ქეით მიდლტონმა მისი ბაღის პროექტი ჩელსიში გამოფენაზე წარადგინა, დღეს კი ლონდონში, ჰემპტონ–კორტის სასახლის პარკში პატარა სტუმრები მიიღო.
    ბაღს რეკონსტრუქციის შემდეგ ბავშვების სათამაშო სივრცეები დაემატა. აქ მათ შეუძლიათ ბუნებასთან სრულფასოვანი ურთიერთობა ქონდეთ. ქეით მიდლტონი ბრიტანეთში ფსიქოლოგიური კეთილდღეობის რამდენიმე პროგრამის მხარდამჭერია. მისი ბაღი Back to Nature ფაქტიურად ამ საქმიანობის გაგრძელებაა.

    კემბრიჯის ჰერცოგის მეუღლემ ლანდშაფტურ დიზაინერებთან, ანდრე დევისთან და ადამ უაიტთან ერთად შექმნა ადგილი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ დრო მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ გაატარონ. ბაღში მაქსიმალურად არის შენარჩუნებული ველური ბუნება.

    ბაღის პირველი სტუმრები ის ბავშვები გახდნენ, რომლებზეც ის საქველმოქმედო ორგანიზაციები ზრუნავენ, რომლებსაც ქეითი კურირებს. მათთან შესახვედრად პრინცესამ ჭრელი კაბა და ესპადრელები შეარჩია. 

  • დევიდ ბექჰემი შვილის კოცნის გამო ინტერნეტში თავდასხმების ობიექტი გახდა

    დევიდ ბექჰემი უკვე არაერთხელ გახდა ინტერნეტში სიძულვილის ფრქვევის მოყვარულთა თავდასხმის ობიექტი იმის გამო, რომ მის 7 წლის ქალიშვილის, ჰარპერს საჯაროდ აკოცა ტუჩებში. თუმცა ფეხბურთელი სიყვარულის ამგვარ გამოხატვაში ცუდს ვერაფერს ხედავს და იგივეს აკეთებს. გუშინაც, ინგლისის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ კვლავ აალაპარაკა საზოგადოება.
    ჰარპერთან ერთად ის ქალთა შორის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს დაესწრო ინგლისისა და ნორვეგიის ნაკრებებს შორის, რომელიც ფრანგულ ქალაქ ჰავრში გაიმართა. ფოტოგრაფებმა როგორც კი სტუმრებს შორის ბექჰემი შენიშნეს, რა თქმა უნდა მაშინვე ობიექტივში მოაქციეს და თავად თამაშზე მეტი ფოტო მგონი მათ გადაუღეს. ამგვარად, კიდევ ერთხელ გადაიღეს მამა–შვილის კოცნის მომენტი.
    უნდა აღინიშნოს, რომ ამჯერად ინტერნეტ მომხმარებელთა უმრავლესობამ ბექჰემს მხარი დაუჭირა.
    “როგორ უყვარს შვილი! კაცები ასეთი ალერსიანები უნდა იყვნენ შვილების მიმართ!“
    “68 წლის ვარ და ჩემს ქალიშვილს ისევ ტუჩებში ვკოცნი. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.“
    “რა შესანიშნავი, სუფთა, ტკბილი კოცნაა! არაფერია მშობლისა და შვილის სიყვარულზე უფრო სუფთა და ლამაზი“– წერენ ინტერნეტ მომხმარებლები.

    თავად ბექჰემმა ამ თემაზე კომენტარი წარსულში გააკეთა და თქვა, რომ ყველა შვილს ასე კოცნის, გარდა უფროსი ვაჟის – 19 წლის ბრუკლინისა.

    “ბრუკლინის შემთხვევაში შეიძლება ასეთი კოცნა უცნაურად გამოიყურებდეს და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოს. დანარჩენებს ასე ვეფერები. ძალიან ალერსიანი მამა ვარ. ასე იყო მიღებული ჩემს ოჯახში. ვიქტორიას ოჯახშიც. ჩვენც ასე ვიქცევით ჩვენს შვილებთან“ – უპასუხა დევიდმა კრიტიკას.
    სხვათა შორის, ინგლისელმა ფეხბურთელებმა გუშინდელ მატჩში გაიმარჯვეს, შესაბამისად დევიდმა და ჰარპერმა სტადიონი შესანიშნავი განწყობით დატოვეს.
  • 17 წლის ბიჭმა ფანჯრიდან გადმოვარდნილი 2 წლის ბავშვი დაიჭირა

    თურქეთში 17 წლის ბიჭმა საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი 2 წლის ბავშვი ხელით დაიჭირა.

    კადრებში ჩანს, რომ უყურადღებოდ დატოვებული ბავშვი, ბიჭმა დროულად შენიშნა და მის დასაჭერად მოემზადა.

    ბავშვს დაზიანებები არ მიუღია. დოჰა მუჰამედი, რომელმაც ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა სირიიდან არის დევნილი.