Category: ახალი ამბები

  • ვამზადებთ სარჩელს პრეზიდენტის წინააღმდეგ-თორნიკე მამალაძე

    ვამზადებთ სარჩელს პრეზიდენტის წინააღმდეგ, რადგან ამ ადამიანმა ჩემი ძმის მიმართ, ვფიქრობ, მიზანმიმართულად დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, – ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებთან  განაცხადა.

    „ვამზადებთ სარჩელს, რომ შევიტანოთ სასამართლოში სასჯელის გადავადების თაობაზე. თანახმა ვართ, რადგან ამ მომენტში მთავარი ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაა და სხვა გზა არ დაგვრჩენია, გამომდინარე იქიდან, რომ ყველანაირი გზა უარყოფილი იქნა, თუნდაც პრეზიდენტის მიერ. მოვამზადებთ სარჩელს, რომ გადავადდეს სასჯელი და შესაბამის დაწესებულებაში მოხდეს ჩემი ძმის მკურნალობა, სადაც ადეკვატური ექიმები არიან.

    ჩვენ ვამზადებთ ასევე სარჩელს პრეზიდენტის წინააღმდეგ, რადგან ამ ადამიანმა, ე.წ. პრეზიდენტმა დაარღვია ჩემი ძმის მიმართ, ვფიქრობ, მიზანმიმართულად, უდანაშაულობის პრეზუმფცია. მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ჩემი ძმა აბსურდული ბრალდებით, პატრიარქის მკვლელობაში. ჩვენ ვამზადებთ სარჩელს უდანაშაულობის პრეზუმფციაზე და პატივისა და ღირსების შელახვის გამო.

    სასამართლომ, რომელმაც ჩემს ძმას აბსურდული ბრალდებით 9- წლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა, რა თქმა უნდა, მცირე შანსებია, რომ დააკმაყოფილოს სარჩელი, მაგრამ ჩვენ, ოჯახი ყველა გზით ვცდილობთ, რომ ჩემი ძმის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. დააკმაყოფილებენ თუ არა, მე ეჭვი მეპარება”,- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

  • კადრები სოხუმიდან- რა ხდება დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან (ვიდეო)

    სოხუმის ცენტრში მოსახლეობა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს. კადრებში  ჩანს, რომ ხალხი  დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრას ცდილობს. შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 

  • მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია დეკანოზ გიორგი მამალაძის საზიარებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა

    “საპატრიარქო და ხელისუფლება ერთად დგანან დეკანოზის წინააღმდეგ, ორივე ცდილობს, სულით გატყდეს და სხეულით დაზიანდეს“, – ამის შესახებ მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე საუბრისას განაცხადა. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეკანოზის საზიარებლად შევიდა.

    „საპატრიარქო და ხელისუფლება ერთად დგანან მის წინააღმდეგ. როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს, სადუკევლები და ფარისევლები გაერთიანდნენ; ზუსტად მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ გაერთიანებულია ორი ასე ვთქვათ, სადამსჯელო ორგანიზაცია, ორივე ცდილობს, რომ იგი სულით გატყდეს და სხეულით დაზიანდეს, ორივე ინსტიტუტი, ასე ვთქვათ, მისი მორალური და სხეულებრივი დაზიანებისთვისაა მობილიზებული“, – განაცხადა მღვდელ-მონაზონმა.

  • მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს

    მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან  ხელშეკრულებას შეწყვეტს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ინფრასტრუქტურის მინისტრმამაია ცქიტიშვილმა მთავრობის განაცხადა.

    „იქიდან გამომდინარე, რომ 2017 წლიდან კონსორციუმის მხრიდან ხდება ვალდებულებების შეუსრულებლობა, დღეის მდგომარეობით, კონსორციუმმა დღეისთვის ვერ შეძლო კერძო ინვესტორის მოზიდვა და 120 მილიონი დოლარით საკუთარი კაპიტალის შევსება, შემდგომ გადავადებას არ ექნება დადებითი შედეგი პროექტის განვითარებისთვის, ამდენად მთავრობამ გადაწყვიტა დაიწყოს პროცედურები ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

  • გლდანში დაკარგული 10 წლის გოგონა იპოვეს

    გლდანში, ა მიკრორაიონში დაკარგული 10 წლის  გოგონა ქალაქის ცენტრში იპოვეს.  ინფორმაციას ოჯახი ადასტურებს.

    მათი თქმით, 10 წლის გოგონა თბილისის ქუჩების დასათვალიერებლად იყო წასული. ის საპატრულო პოლიციამ იპოვა.

  • ბაკურიანში საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი რუბლის გამოყენების ფაქტზე სუს-მა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება დაიწყო

    ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი რუბლის გამოყენების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება დაიწყო.

    როგორც უწყებაში განმარტავენ, სუს-ის თავმჯდომარეობით მოქმედმა კომისიამ შესაბამისი პროცედურების განხორციელება მყისიერად დაიწყო.

    „აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმდჯომარეობით მოქმედმა, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა კომისიამ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად დაიწყო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

    „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

  • აშშ შემოიღებს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს ირანის რეჟიმისთვის- ტრამპი

    “აშშ დაუყოვნებლივ შემოიღებს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს ირანის რეჟიმისთვის” –  ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა სიტყვით გამოსვლისას, ირანის მიერ ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

    “აშშ დაუყოვნებლივ შემოიღებს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს ირანის რეჟიმისთვის. ეს სანქციები გაგრძელდება სანამ ირანი არ შეცვლის ქცევას. ირანმა უნდა დათმოს ბირთვული ამბიციები და შეწყვიტოს ტერორიზმის მხარდაჭერა. მინდა ვთხოვო ნატოს უფრო მეტად ჩაერთოს ახლო აღმოსავლეთის პროცესში.”- განაცხადა ტრამპმა

  • სახალხო დამცველი დეკანოზ გიორგი მამალაძეს ხვდება

    სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამ წუთებში გლდანის N8 დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძეს ხვდება.

    დეკანოზმა მამალაძემ სახალხო დამცველთან შეხვედრა თავადვე მოითხოვა. მსჯავრდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას და მისი უფლებების დარღვევას უჩივის.

    მან შიმშილობა დაიწყო და ითხოვდა, რომ ნინო ლომჯარია მასთან შესულიყო.

  • აჭარის ტელევიზიის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

    ავტობანზე აჭარის ტელევიზიის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო დახმარების და საპატრულო პოლციიის ეკიპაჟები.

    უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

  • მამალაძე ჩვენთან შესახვედრად საკაცით ჩამოჰყავთ-ადვოკატი

    ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.რამიშვილის თქმით, მსჯავრდებული ადვოკატებთან შესახვედრად საკაცით ჩამოჰყავთ.

    “ნაომარი, ხეიბარი ვეტერანები რომ არიან, ასეთ მდგომარეობაშია. მარჯვენა ხელ-ფეხი აქვს უმოქმედო და ფორმაც კი დაკარგული აქვს. გადაადგილება უჭირს და საკაცით ჩამოჰყავთ. არც ჯდომა შეუძლია. წოლით მდგომარეობაშია. ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი, რომ სამედიცინო დახმარება არ მიიღოს, კომუნიკაცია ვერ დაამყაროს, ვისთანაც უნდა. მას მიზანმიმართულად უტარდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შეუსაბამო მკურნალობა. თითქმის არაფერს აკეთებენ. იმ პროცედურებსა და გარემოს, რაც დეკანოზს სჭირდება, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვერ იღებს. მათ არ გააჩნიათ არც მედიკამენტები და არც სპეციალისტები, რაც დეკანოზს სჭირდება”- აცხადებს  მიხეილ რამიშვილი.