Category: ახალი ამბები

  • გახარია შესაძლოა ირანული ფულის გათეთრების სქემებს შეეწიროს

    გახარია შესაძლოა ირანული ფულის გათეთრების სქემებს შეეწიროს

    ბოლო დროს ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერი გახარია მალე თანამდებობას დატოვებს. ერთ–ერთი ვერსიით ამის მიზეზი საარჩევნო წელი და გახარიას ფიგურის არაპოპულარობაა, თუმცა არსებობს მეორე ვერსია, რომლის მიხედვით გახარიას თანამდებობიდან გაშვება ივანიშვილისგან საერთაშორისო პარტნიორებმა მოითხოვეს და ქართული ოცნების ლიდერს უბრალოდ მეტი გზა არ დარჩა. მიზეზი გახარიას საეჭვო კავშირებია არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ირანულ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში ამერიკული სანქციების გვერდის ავლას და ფულის გათეთრებას ახერხებენ.

    გახარიას საეჭვო ირანულ კავშირებზე წერს ამერიკელი პოლიტიკური ექსპერტი და კონსულტანტი, ქრისტინა პიშოუ  (Christina Pushaw).ის კარგად იცნობს საქართველოს საშინაო პოლიტიკას. ხშირად ჩამოდის საქართველოში ვაშინგტონიდან, სადაც ამჟამად ცხოვრობს . წერს სხვადასხვა გამოცემებში საერთაშორისო პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს სტატუსებს საქართველოს შესახებ. ბოლო წლებში ხშირად აკრიტიკებდა ოცნების ხელისუფლებას, თუმცა ოცნების მხარდამჭერები მას სააკავშილთან დაახლოებულ პირს და შესაბამისად არაობიექტურ შემფასებელს უწოდებდნენ.

    ქრისტინა პიშოუ ამჯერად გახარიას ირანული კავშირებისზშესახებ წერს.

    “რამდენიმე საკითხს განვმარტავ: საქართველოს დიდი ხანია ირანთან ეკონომიკური ურთიერთობა აქვს და არ ვფიქრობ, რომ ეს თავისთავად ცუდია. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩემი აზრია და არა აშშ–ს პოზიცია.

    პრობლემა მდგომარეობს არა ირანის მხრიდან კანონიერ ინტერესებში, არამედ იმაში, რომ საქართველო ხვრელებს უტოვებს ირანის რევოლუციურ გვარდიას – ტერორისტულ ორგანიზაციას – საქართველოში ფულის გასათეთრებლად, სანქციებისგან თავის ასარიდებლად და გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე წვდომისთვის. გახარია ეკონომიკის მინისტრის რანგში 2017 წელს წარმოუდგენლად იყო დაინტერესებული ირანიდან დიდი რაოდენობის ინვესტიციების მოზიდვით, მასპინძლობდა საქართველოში კონფერენციებზე ირანის მაღალი რანგის სამთავრობო ჩინოვნიკებს და ტრაბახობდა პირდაპირი ირანული ინვესტიციების ექვსჯერ გაზრდით.

    მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქართველოში ლეგალური, აშკარაა, რომ გახარიას აქტიურობა ამ მხრივ არ უწყობდა ხელს საქართველოს ღია სურვილს აშშ–სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. აშშ საერთოდ არ ვაჭრობს ირანთან, მცირედი გამონაკლისების გარდა. კონგრესმენების სხდომამ 2018 წელს დატვიტა, რომ მიზეზი, რის გამოც საქართველო ვერ მიიღებს ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას იქნება ის, რომ საქართველო მეტისმეტად ბევრ რუსულ და ირანულ ინვესტიციებს უხსნის კარს, იმ დროს, როცა ამერიკელ ინვესტორებს ცუდად ექცევა.

    და ბოლს, ეს სიმართლეა, რომ 2013–2014 წლებში საქართველოს მთავრობამ (მეოცნებეებმა ) იმუშავა აშშ–ს ხაზინასთან ირანის რევოლუციური გვარდიის 150 კომპანიის ფრონტ ოფისის დასახურად საქართველოში. მაგრამ შემდეგ წლებში, ირანის რევოლუციური გვარდიის ეს კომპანიები კვლავ გამოჩნდნენ შეცვლილი სახელებით და განაგრძეს ბიზნესის კეთება საქართველოში, სადაც აშშ–ს სანქციების სიაში მყოფი ირანელები დღემდე აქტიურები არიან.

    ირანის რეჟიმის რუსეთთან კავშირი საიდუმლო არავისთვის არის, ისევე როგორც გახარიასი.“ – წერს პიშოუ.

    ფეისბუქის გვერდზევე აქვეყნებს ამერიკის კონგრესის სხდომის ოქმს, რომელშიც მოყვანილია ერთ–ერთი კონგრესმენის ციტატა საქართველოდან წასული საგანგაშო სიგნალების შესახებ:

    2018 წლის ივნისი. საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირები აშშ–ს სტუმრობენ. დღის წესრიგის მთავარი თემა აშშ–სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა. თუმცა მათ შედეგი ვერ მიიღეს. კონგრესმენი, რომელმაც ყველაზე ხმამაღლა გააპროტესტა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება რესპუბლიკელი პიტ სესენი იყო ტეხასიდან, ქორი, რომელიც რუსეთ–ირანის საკითხებში, რომელიც მუდმივად უჭერდა მხარს საქართველოს. მან ამის მიზეზი დაასახელა, რომელიც კონგრესის ჩანაწერებშია მოხსენიებული –წერს პიშოუ და კონგრესმენის ციტატა მოჰყავს:
    “ბოლო დროს საქართველოს მთავრობამ დაიწყო რიგი აგრესიული და გამაოგნებელი ქმედებები ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ. ამავე დროს ვხედავთ ინფორმაციას მათ დადებით დამოკიდებულებას რუსული, ირანული და ჩინური კომპანიების მიმართ. ეს არის საგანგაშო სიგნალი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს აღქმული.“

    რამდენად შეესაბამება სიმართლეს გახარიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ინფორმირებული წყაროს ცნობით, გახარიამ პოსტი 2020 წლის თებერვლის ბოლომდე უნდა დატოვოს.

  • ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალდებულ სასულიერო პირს სინანულისთვის მონასტერში გაგზავნიან

    სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს, რომელიც ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზეა ბრალდებული, სინანულისთვის მონასტერში საცხოვრებლად გაგზავნიან. ამის შესახებ ინფორმაციას  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე  აცხადებს. 

    „სინანულისთვის მონასტერში ცხოვრება განეწესება. უახლოეს პერიოდში განისაზღვრება, თუ რომელ მონასტერში დაჰყოფს და რამდენს ხანს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

    ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალდებულ სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

    ლაშა ჩიქოვანს ნინო ჩიქოვანის (გორგოშიძის) მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

    ცნობისთვის, ნინო ჩიქოვანმა(გორგოშიძემ) 5 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს, სასულიერო პირს, რომელიც სვანეთის უბანში წმინდა მოწამე არჩილისა და ლუარსაბის ტაძარში მსახურობს, ძალადობაში ადანაშაულებს. ამასთან, სასულიერო პირის ყოფილი მეუღლე აცხადებდა, რომ ის ქორწინების დღიდან ძალადობის მსხვერპლი იყო როგორც მეუღლის, ასევე მისი მამამთილის მხრიდანაც, რომელიც ასევე სასულიერო პირია.

  • ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა

    2019 წლის დეკემბერში GAHP-ის (გლობალური ალიანსი ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ) გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომლის მიხედვითაც გარემო ფაქტორებიდან ჯანმრთელობას ყველაზე დიდ საფრთხეს ჰაერის დაბინძურება უქმნის. როგორც  კვლევაში სპეციალისტები  ამბობენ, მსოფლიოში დაბინძურებას ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტი ადამიანი ეწირება.

    კვლევის მიხედვით, დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია. დაბინძურებით განპირობებული სიკვდილიანობით ქვეყნებიდან პირველ ადგილზე ინდოეთია. თუმცა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რა თქმა უნდა, რეგიონალური სტატისტიკა უფრო მნიშვნელოვანია. 

    ევროპაში დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობით საქართველო მეორე ადგილზეა, სადაც 100 000 ადამიანიდან 140-ის სიკვდილი ჰაერის დაბინძურებით არის განპირობებული.

    GAHP-ის  2019 წლის მონაცემებით, 100 000 ადამიანიდან 140-ის სიკვდილი ჰაერის დაბინძურებით არის განპირობებული. GAHP-ას მოხსენება მეტწილად მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის (WHO) და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და გაზომვის ინსტიტუტის (IHME) მონაცემებს ეყრდნობა.

    {{PHOTOGALLERY}}

  • “საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული“– 560 მილიონი ლარის C ჰეპატიტის სამკურნალო წამალი გაფუჭდა

    აუდიტის სამსახურის ინფორმაციით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 560 645 083 ლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს ვადა გაუვიდა და გაუფუჭდა. აუდიტის დასკვნით გაფუჭებული მედიკამენტებით 2321 ადამიანის განკურნება იქნებოდა შესაძლებელი. აუდიტის დასკვნა 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს ეხება. ჯერჯერობით არ ჩატარებულა შემდგომი პერიოდის აუდიტი. 

    C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანია გილეადის მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასოა. მოქალაქეს შეუძლია პრევენცია, დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

    ეს პროგრამა ივანიშვილის ხელისუფლების ერთ–ერთ წარმატებულ პროექტად ითვლებოდა, თუმცა დღეს ოპოზიცია უკვე საზოგადოების მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულზე საუბრობს. ნახევარი მილიარდის ღირებულების წამლის გაფუჭება ევროპული საქართველოს აზრით ცუდი მენეჯმენტი და არასწორი ფინანსური გათვლებია. 

    „1 წელია მიმდინარეობს პროგრამა და ის ჯერჯერობით ნახევრამდეც არ არის მისული სწორედ იმის გამო, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ჩააგდო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, C ჰეპატიტით ინფიცირებული პაციენტებისთვის პროგრამა. 2020 წლის ბოლოსთვის C ჰეპატიტის სრულად აღმოფხვრა ქვეყანაში როგორც ეს დაგეგმილი იყო და ამერიკულ მხარესთან იყო შეთანხმებული, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე. 

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ წამლების გაფუჭების მიზეზი პაციენტების მიმართვიანობის ნაკლებობა იყო, მისივე თქმით, პაციენტებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მათ შეეძლოთ პროგრამაში უფასოდ ჩართულიყვნენ.

    „ჩავატარეთ დაახლოებით მილიონ ასი ათასი ტესტი წელს და იქიდან უნიკალური ადამიანი, ვინც პირველად გამოიკვლიეს, იყო დაახლოებით 530 ათასი, ანუ ერთ წელიწადში 530 ათასი უნიკალური ადამიანი გამოვიკვლიეთ, ამავე დროს საქართველოში ასევე დაიწყო ინტეგრირებული სკრინინგი. ჩვენ ყოველწლიურად ვყიდულობთ 200-300 დოზას გველის ტოქსინის საწინააღმდეგო შრატისა, იქიდან გვჭირდება წლის განმავლობაში 10-15, დანარჩენის ჩამოწერა ხდება, მაგრამ ის უნდა გედოს მარაგში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • “ეს რომელია, პრემიერ-მინისტრი რომ იყო, „ფეისბუქით“ რომ მოვიდა და „ფეისბუქით“ რომ წავიდა?! ” – მამუკა ხაზარაძე ბახტაძეზე

    ეს, ბახტაძე რომელია, პრემიერ-მინისტრი რომ იყო, „ფეისბუქით“ რომ მოვიდა და „ფეისბუქით“ რომ წავიდა?! იქნებ, გამახსენოთ მის დროს გაკეთებული რაიმე საქმე, ან რკინიგზაში, რომელსაც დღეს 800 მილიონი ვალი აქვს, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

    „გინახავთ რკინიგზის ვაგონები?! გინახავთ, რა მდგომარეობაშია რკინიგზა?! მოდით, ჯერ შევაფასოთ, რატომ გახდა პრემიერ-მინისტრი. რამე დამსახურება ჰქონდა ფინანსთა მინისტრობისას რამე კარდინალურად შეცვალა ეკონომიკისა და ფინანსებისთვის?! შიდა და გარე ვალი ორნახევარჯერ გაგვეზარდა. მარტო კომენტატორი ხომ არ უნდა გახდე, როცა პრემიერ-მინისტრი ხარ, რაღაცით, ხომ, უნდა მოიწონო თავი, რაღაც ხომ უნდა თქვა.

    რაც შეეხება 500%-იან სესხებს ეს, სწორედ მაგ დროს გაჩენილი ონლაინ და მიკროსაფინანსო ინსტიტუტების კრედიტებია. მანახეთ, რომელ 500 %-იან სესხს არ რიცხავს ქართული საბანკო სისტემა. კიდევ ვიმეორებ, რამდენჯერაც არ უნდა თქვან, ქართული საბანკო სისტემა არის ყველაზე გამართული არამარტო ამ რეგიონში. სირცხვილი იმ ბანკირებს, რომლებიც გამოდიან და არ იცავენ თავიანთი მუნდირის ღირსებას და არიან ჩუმად, იმიტომ, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც შექმნეს ყველაზე გამართული საბანკო სისტემა მსოფლიოში. ახტაძემ მიხედოს იმ გაფუჭებულ საქმეებს, რაც რკინიგზაში მოხდა, რომელიც ხელიდან ხელში გადადის „ქართუს“ თანამშრომლებში. ამიხსენით, ყველა სპეციალისტი რატომ უნდა იყოს „ქართუდან“?! რკინიგზის სამსახურია „ქართუში“, რკინიგზა იციან თუ რა?! ჩაგიხედავთ საერთოდ, რა ხდება რკინიგზაში?!”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

    “მამუკა ბახტაძე არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც მოვიდა „ფეისბუქით“ და ისე წავიდა, ვერც გავიგეთ“. – განაცხადა მან

  • სასულიერო პირს, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, ბრალი წარედგინა

    სასულიერო პირს,  რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, ბრალი წარედგინა. 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  სასულიერო პირს ლაშა ჩიქოვანს ნინო გორგოშიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

    ნინო გოგროშიძემ 1 კვირის წინ  სოციალურ ქსელში ვიდეო გამოქვეყნა, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს, სასულიერო პირს ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ის ძალადობის მსხვერპლი იყო მამათილის მხრიდანაც, რომელიც ასევე სასულიერო პირია.

    ბრალდებული ლაშა ჩიქოვანი სვანეთის უბანში წმინდა მოწამე არჩილისა და ლუარსაბის ტაძარში მსახურობს.

  • “წადი სახლში დედიკოსთან“ – ტრამპი პროტესტანტებს, რომლებსაც შეხვედრა დაატოვებინეს (ვიდეო)

    ამერიკის პრეზიდენტმა საარჩევნო წელი და საარჩევნო მარათონი ოჰაიოში, ტოლედოდან დაიწყო, სადაც ათასობით მხარდამჭერს შეხვდა და სიტყვით მიმართა. ტრამპმა ყველა თემაზე ისაუბრა – სოლეიმანის მკვლელობაზე, ირანთან ურთიერთობაზე, დემოკრატებზე, ჯანდაცვის რეფორმაზე და სხვა საშინაო საკითხებზე.

    მისი გამოსვლა აპლოდისმენტების და გამამხნევებელი შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა სიტყვით გამოსვლის დასაწყისში ხალხში რამდენიმე დემონსტრანტი გამოჩნდა პლაკატებით “არა ომს“. ისინი დარბაზიდან უსაფრთხოების ოფიცრებმა გაიყვანეს. ტრამპი მათ გაყვანას ტრიბუნაზე ელოდა და რეპლიკით: “წადით სახლში დედიკოსთან“ – გააცილა. ინციდენტი ორი წუთის მანძილზე გრძელდებოდა. 

    {{VIDEO}}

  • არჩილ თალაკვაძის შესახებ გავრცელებული „სქრინი“ ყალბია

    სოციალურ ქსელში გავრცელდა “სქრინი”, რომელშიც თითქოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებული ლექსია ასახული.

    სინამდვილეში “სქრინი”  გაყალბებულია და ის არჩილ თალაკვაძეს არ ეკუთვნის. – ინფორმაციას ფაქტჩეკერი ავრცელებს. “სქრინი” თავდაპირველად 20/30-იანელების ჯგუფში გამოჩნდა. პოსტზე არ იყო აღნიშნული, რომ  ლექსი  სინამდვილეში არჩილ თალაკვაძეს არ ეკუთვნოდა.

    ფოტოზე პოსტის გამოქვეყნების დროდ  მითითებულია – 23:45am. ეს დრო სოციალურ ქსელში ტექნიკურად ვერ გამოჩნდებოდა, რადგან  AM აღნიშნავს ღამის 12 საათიდან და დილის 12 საათამდე პერიოდს. 

  • თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა არ შედის რუსეთის ინტერესებში, მაშინ ამას ხელი თავად კონსორციუმმა შეუწყო – წილოსანი

    ქართული ოცნების წევრის და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით,ანაკლიის პორტის მშენებლობასთან მიმართებით რუსული ინტერესები თავად კონსორციუმმა გაატარა.

    “თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა არ შედის რუსეთის ინტერესებში, მაშინ ამ ყველაფერს ყველაზე მეტად ხელი შეუწყო ანაკლიის კონსორციუმმა. კონსორციუმმა რისკის ქვეშ დააყენა პორტის მშენებლობა და ფაქტიურად ქვეყანას დააკარგვინა 4 წელი. მთელი ამდენი ხნის მანძილზე მათ 7-ჯერ გადაუვადეს ვალდებულების შესრულების ვადა და 40-მდე ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში. ჩვენ ანაკლიის პორტის თემა ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რითიც კიდევ უფრო მაღალი გარანტიის სტატუსი მივეცით. ამიტომ სხვა ინტერპრეტაცია სრულიად ალოგიკურია”, — განაცხადა ნინო წილოსანმა პალიტრანიუსის ეთერში.

  • “წლის დიაგნოზი_ბიძინამ საბოლოოდ და საფუძვლიანად გარეკა”- ირაკლი ოქრუაშვილი

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული  ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში 2019 წელს აჯამებს. 

    “მნიშვნელოვანი და სასწაული -უბრწყინვალესი წელი მიიწურა ივანიშვილისეული გაგებით.

    რით დაგვამახსოვრა თავი 2019 წელმა?!

    _ წლის მოვლენა_გავრილოვის ჩამოსვლა და 20-21 ივნისის ღამე;

    _წლის ეკონომიკური მიღწევა _ 1$=3ლარი;

    _წლის პოლიტიკური მიღწევა_ბიძინას მიერ ერის საუკუნის გადაგდება ( პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით);

    _წლის პოლიტიკური დაპირება_ბიძინამ თქვა- 2020-დან ყველამ საზღვარგარეთ დაახვიეთო ( ქუთაისის აეროპორტიდან)

    _წლის ანეგდოტი_ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობა;

    _წლის საგარეო პოლიტიკური მიღწევა_დასავლეთმა ბიძინას ზომა თეთრი ხალათის შეკერვა დაიწყო ( ექიმის არა, გიჟის);

    _ წლის ტრაგედია_ ერს ისევ ძინავს;

    _წლის დიაგნოზი_ბიძინამ საბოლოოდ და საფუძვლიანად გარეკა;

    _წლის სახალხო მიღწევა_გავრილოვის ღამით ბიძინა ,, გავაშიშვლეთ“;

    შობა -ახალ წელს გილოცავთ, ბიძინას წამყვანი და თქვენთვის ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს”-წერს ოქრუაშვილი.